Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.086.844

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბექა ლილუაშვილი - ზამირ კვეკვესკირი მეხუთე დევნილია, რომელიც დევნილთა განსახლების პრობლემას შეეწირა, კობახიძე კი ჩამომდგარა და ზღაპრულ 6-მილიარდიან ინვესტიციაზე საუბრობს

იკაკო! აი, ხომ ამბობთ, რომ ამ ინვესტიციას მოიზიდავთ? თავს ხომ გვახვევთ ამ „გარღვევას“ და ათიათასობით ლარს ხარჯავთ პოსტის რეკლამაში? ეს თუ მორიგი „წყალტუბოს აყვავების“ ტყუილი არ არის, აბა, აიღეთ ვალდებულება, რომ ყველა დარჩენილ დევნილს სწორედ ამ ინვესტიციის შედეგად დააკმაყოფილებთ – უახლოეს 5 წელიწადში, სრულად და ღირსეული საცხოვრებლით! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ბექა ლილუაშვილის თქმით, ზამირ კვეკვესკირის „უმძიმესი ტრაგ

თეონა აქუბარდია - ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა იყო ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რითაც მარიონეტული რეჟიმის ტერიტორიული პრეტენზიები შეჩერდა, თუმცა დღეს ვხედავთ კომისარ წულუკიანს, რომელიც ომის დაწყებას ჩვენს ქვეყანას აბრალებს

“ქართული ოცნების“ პირობებში ერთადერთი სწორი ნაბიჯი და პოლიტიკა იყო ჩორჩანასა და პერევში საგუშაგოს ჩადგმა, რითაც ის დამატებითი ტერიტორიული პრეტენზიები, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მხრიდან ხმამაღლა ისმოდა, შეჩერდა, დღეს კი ჩვენ ვხედავთ აგვისტოს ომის გამოძიებას კომისარი თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიის მეშვეობით, რომელიც ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებს, გმირების ხსოვნას შეურაცხყოფს და ქვეყნის მშვიდობიან დაცვას დანაშაულად აფასებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართ

უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთის ჯარი აგრძელებს საზარელი ომის დანაშაულების ჩადენას უკრაინაში - უშუალო დამნაშავეები და რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობა უდავოდ დაისჯებიან

რუსეთის ფედერაციის ჯარი აგრძელებს საზარელი ომის დანაშაულების ჩადენას უკრაინაში, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელზეც რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვესთვის თავის მოჭრის ფაქტია ასახული. ამასთან, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს რუსი ჯარისკაცების მხრიდან უკრაინელი ხალხისა და სამხედრო ტყვეების მიმართ ჩადენილი პირველი სისასტიკე არ არის. უკრაინის საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთი წლის წინ ამ დღეს ჩვენ ყველა ვლოცულობდით, რომ უკრაინას გაეძლო - დღეს ვლოცულობთ უკრაინის გამარჯვებისთვის

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ უფლის აღდგომის დღესასწაულს. მისი მთავარი სიმბოლოა გამარჯვება: სიკეთის გამარჯვება, სიმართლის გამარჯვება, სიცოცხლის გამარჯვება. აღდგომას აღვნიშნავთ ამ გამარჯვებების შეუქცევადობის ურყევი რწმენით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკრაინელებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა. „ერთი წლის წინ ამ დღეს ჩვენ ყველა ვლოცულობდით, რომ უკრაინას გაეძლო. დღეს ვლოცულობთ უკრაინის გამარჯვებისთვის. ჩვენ არა უბრალოდ ველოდებით და ვითხოვთ, არამედ ვი

ირანის პროკურატურაში აცხადებენ, რომ პირები, რომლებიც ირანელ ქალებს ჰიჯაბის მოხსნისკენ აქეზებენ, სისხლის სამართლის დევნას დაექვემდებარებიან და არ ექნებათ განაჩენის გასაჩივრების უფლება

პირები, რომლებიც ირანელ ქალებს ჰიჯაბის მოხსნისკენ აქეზებენ, სისხლის სამართლის დევნას დაექვემდებარებიან და მათ არ ექნებათ განაჩენის გასაჩივრების უფლება, – როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ირანის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ალი ჯამადიმ განაცხადა. „თავსაბურავის მოხსნის წაქეზების დანაშაული განხილული იქნება სისხლის სამართლის სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებები არის საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება“, – განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ და აღნიშნა, რომ ჰიჯაბის

ოლივერ ვარჰეი - კომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის მიმართულებით - ევროკავშირის გზაზე პროგრესის ტემპი დამოკიდებულია საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე

ევროკავშირის გზაზე პროგრესის ტემპი დამოკიდებულია საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე , - ამის შესახებ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის წერილშია ნათქვამი. შესაბამის წერლს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უგზანვის, რომელთაც მას ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიმართეს. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 12

კელი დეგნანი - ოთხი ადამიანის დაცვა, რომლებზეც არის სანდო ინფორმაცია კორუფციულ ქმედებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, არ არის სოლიდარობა პროფესიონალი მოსამართლეების მიმართ

ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს სასამართლოს სისტემაში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებები, რომელიც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა. დეგანის თქმით, „ოთხი ადამიანის დაცვა, რომლებზეც არის სანდო ინფორმაცია კორუფციულ ქმედებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, არ არის სოლიდარობა პროფესი

მედია - რუსებმა ოდესაში გაუშვეს „კამიკაძე“ დრონები წარწერებით: „მოსკოვისთვის“, „კრემლისთვის“ - მათი უმეტესობა უკრაინელებმა გაანადგურეს

4 მაისის ღამეს, უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის დროს, რუსულმა ძალებმა ოდესის მიმართულებით Shahed-131/136-ის ტიპის 15 „კამიკაძე“ დრონი გაუშვეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „სამხრეთის“ ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატების უმეტესობა განადგურდა. „ოდესაში ღამით, მტერმა შეტევა Shahed-131/136 ტიპის 15 დრონით განახორციელა. 12 საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს", - აცხადებენ სარდლობაში. მათივე ინფორმაციით,

ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის და ელენე ხოშტარიას მსგავსი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ მე-19 საუკუნეში „სტუმარ-მასპინძელი“ და ვთხოვ საზოგადოებას, დააკვირდეს მოვლენებს, ვინ რა დონეზე ავლენს სიბნელეს

როდესაც თვითონ პრეზიდენტი აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას, როდესაც ქორწილის მეორე დღის ჩაშლას აფასებს ვითომ ხალხის გამარჯვებად, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს უფლება, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით. ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს, რაზე ვისაუბრებ. მან თავის უფლებამოსილებას მიხედოს, ეს ჯობია. მე მისი გუშინდელი განცხადება მინდა, გავიხსენო. ქორწილთან დაკავშირებით მან

"საქართველოსთვის" - ბოლო პერიოდში ფემიციდის შემთხვევების მატება, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე შემაკავებელი ორდერების და გამოძიების დაწყების მაჩვენებლის კლება, სახელმწიფო უწყებების არაეფექტიანი მუშაობით არის განპირობებული

პარტია "საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში  ბოლო დღეებში მომხდარ კიდევ ერთ ფემიციდის შემთხვევას ეხმიანება და განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: "მიგვაჩნია, რომ ბოლო პერიოდში ფემიციდის შემთხვევების მატება, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე შემაკავებელი ორდერების და გამოძიების დაწყების მაჩვენებლის კლება, სახელმწიფო უწყებების არაეფექტიანი მუშაობით არის განპირობებული. არსებული გამოწვევების წინააღმდეგ სისტემური ბრძოლის ნაცვლად, ხელისუფლების

ოდესის ეპარქიის მეუფე რუსეთის პატრიარქს - თქვენ მიერ „კურთხეული“ რუსული რაკეტა პირდაპირ წმინდათა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა - მივხვდი, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი ხანია არაფერი აქვს საერთო თქვენთან

თქვენ მიერ „კურთხეული“ რუსული რაკეტა პირდაპირ წმინდათა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა. მივხვდი, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი ხანია არაფერი აქვს საერთო თქვენს გაგებასთან, - ამის შესახებ ოდესის ეპარქიის მეუფე, მთავარეპისკოპოსი ვიქტორი წერილში წერს, რომელიც მან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრებს გაუგზავნა და რომელშიც ოდესაში მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარზე განხორციელებულ თავდასხმაზეა საუბარი. „დღეს, როცა ოდესის მაცხო

26 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს - 27 ივლისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა +39 გრადუსს მიაღწიოს

26 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურამ კი 27 ივლისს შესაძლოა +37, +39 გრადუსს მიაღწიოს. „ 28 ივლისს ისევ გაწვიმდება და აგრილდება. აღმოსავლეთ საქართველოში 29 ივლისამდე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +30, + 35 გრადუსი იქნება. თბილისში 25-26 ივლისს ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემ

გიორგი შარაშიძე მეგა სამშენებლო პროექტებზე - ყველა პროექტი ურბანული თვალსაზრისით სრულიად შეუსაბამოა თბილისის გენერალურ გეგმასთან. ამასთან ერთად, ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური კორუფციის სერიოზულ რისკებს (ვიდეო)

“ყველა პროექტი ურბანული თვალსაზრისით სრულიად შეუსაბამოა თბილისის გენერალურ გეგმასთან. ამასთან ერთად, ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური კორუფციის სერიოზულ რისკებს.” გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. 370518569_232072806033120_3221381126605499368_n.mp4

საგარეო უწყება - შეიარაღებული თავდასხმისას ღაზას სექტორის მიმდებარედ საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა, რომლებიც ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილას არიან

საქართცელოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. უწყების ცნობით, ოთხივე მათგანი იმყოფება უსაფრთხო ადგილას. რაც შეეხება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტომასალებს, უწყება განმარტავს, რომ მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს, ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. "საქართველოს საელჩოს ხელთ არსებული ინფორ

საია - ლეგიტიმური პროტესტის მე-9 ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა - მთელი ღამის განმავლობაში ცხელ ხაზზე 51 დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია

ლეგიტიმური პროტესტის მე-9 ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა შსს-ს მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება: ფიზიკური ანგარიშსწორება, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მიმართ მუქარა და გინება, ძალადობრივი უკანონო დაკავება, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, ასევე, ფიზიკურ პირთა დაჯგუფებების ჩართულობა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათი თქ

სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

სომხეთის მთავრობამ „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საკითხი დღეს გამართულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა წარადგინა. „ბოლო წლებში სომხეთსა და ევროკავშირს საკმაოდ ინტენსიური და დინამიური ურთიერთობები აქვთ. ევროკავშირმა არაერთხელ გამოხატა ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა სომხეთში დემოკრატიისადმი. ვგულისხმობ ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვე

მარგუს ცაჰკნა - ქართველები კვლავ ხმამაღლა და გარკვევით საუბრობენ იმაზე, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც ზურგს აქცევს ევროპასა და დემოკრატიას

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართველები კვლავ ხმამაღლა და გარკვევით საუბრობენ იმაზე, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაზე. „ქართველები კვლავ ხმამაღლა და გარკვევით საუბრობენ იმაზე, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც ზურგს აქცევს ევროპასა და დემოკრატიას“, - წერს მარგუს ცაჰკნა.   იპნ

Washington Examiner – „ქართული ოცნება“ არ არის არც ტრამპისა და არც ამერიკის მეგობარი - ტრამპის მოსვლის მოლოდინში სიცილის ნაცვლად, ივანიშვილი უნდა ნერვიულობდეს სანქციების გამო

„ქართული ოცნება“ თავდაჯერებით დებს ფსონს იმაზე, რომ დონალდ ტრამპი უგულებელყოფს მათ სისასტიკეს და კორუფციას. პარტიას სურს, რომ დონალდ ტრამპმა უგულებელყოს სახელმწიფო რესურსების ძარცვა, საქართველოს კონსტიტუციის ღალატი და უდანაშაულო ქალებსა და მამაკაცებზე თავდასხმები, - ამის შესახებ გამოცემა Washington Examiner-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული. „ქართულ ოცნებას“ ასევე სურს, რომ ტრამპმა არ შეამჩნიოს მისი ხვეწნა-მუდარა რუსეთისადმი, პრემიერ-მინისტრის დასწრება „ჰამასის“ ლიდერის დაკრძალვაზე და „ქ

ზაზა თავაძე - ნებისმიერი სანქცია, რომელიც დაუწესეს ივანიშვილს და მის გუნდს დაკავშირებულია ქართველ ხალხთან, რომლებიც 30 დღეა იბრძვის ქუჩაში (ვიდეო)

ნებისმიერი სანქცია, რომელიც დაუწესეს ივანიშვილს და მის გუნდს დაკავშირებულია ქართველ ხალხთან, რომლებიც 30 დღეა იბრძვის ქუჩაში. ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/553002877565305

სოფიო ხორგუანი - არსებობს სამართლებრივი გზები, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს კონსტიტუციურ ჩარჩოში... მთავარია ნება, რომ ამ შეთანხმებაზე წამოვიდეს რეჟიმი (ვიდეო)

„29 დეკემბერს არ მთავრდება საქართველოს რეალობა, არსებობს სამართლებრივი გზები, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს კონსტიტუციურ ჩარჩოში. მთავარია ნება, რომ ამ შეთანხმებაზე წამოვიდეს რეჟიმი…“ - სოფიო ხორგუანი სტუმრად პალიტრანიუსში, „პოლიტიკურ სივრცეში“ ვიდეო: https://www.facebook.com/SophiaKhorguaniofficial/videos/1128299278733804

ბექა ლილუაშვილი - შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თავდასხმაში არაერთი თანამდებობის პირი მონაწილეობდა - ვითხოვთ შინაარსობრივ გამოძიებას, გიორგი გახარია მზადაა, შესაბამისი პროცედურები გაიაროს

ხელისუფლების მცდელობა, შემოატრიალოს პროცესი, რომ მათ ფიზიკურად გიორგი გახარია დაუპირისპირდა და ცემა, მოსალოდნელი იყო - ასეთი სიფსიხე, სიშლეგე, რასაც ხელისუფლება ავლენს, მიუთითებს, რომ რაიმე ფორმალური და ნორმალიზებული ურთიერთობების გაგრძელებაზე, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით, ხელი ჩაქნეული აქვს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მისივე თქმით, გახარიაზე თავდასხმაში თანამდებობის პირებ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მოინახულეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მოინახულეს. ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი მედიასთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დარჩა შთაბეჭდილება, რომ დელეგაციის წევრები „სწორად აფასებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და იმ უმძიმეს სურათს, რომელიც გვაქვს“. მიგინეიშვილის თქმით, შეხვედრაზე ანდრო ჭიჭინაძის გარდა, სხვა ათობით დაკავებულებზე და ასევე, ძალადობის მსხვერპლ ასობით ადამიანზე ისაუბრეს.

სერგეი ლაგოდინსკი - ირაკლი კობახიძევ და მიხეილ ყაველაშვილო, გეკითხებით, სადამდე ხართ მზად ესკალაციისთვის? - ქართველების დემოკრატიული მომავლის შესახებ ოცნება თანხვედრაშია ევროპულ ოცნებასთან

ქართველ ხალხს მხოლოდ ერთი რამ სურს - არჩევნების ხელახლა ჩატარება დემოკრატიულ პირობებში, და ეს უნდა მისცეთ მათ, ეს არის უფლება, რომლისთვისაც იბრძვიან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. “აქ დეზინფორმაციასა და ტყუილებზე ვსაუბრობდით და ზოგიერთმა ამ ტყუილმა ამ პოდიუმამდე მოაღწია. ხალხი რაღაც “სისხლიან მაიდანზე” ან “ქუჩაში ძალადობაზე” საუბრობს. ჩვენ ვიყავით ქუჩებში, ბევრი ჩვენგანი ჩავედით თბილისში, ჩვენ რეალურად თქვენს სამუშაოს ვასრულ

ნათია მეზვრიშვილი - არავინ ამ მთავრობას არ აღიარებს, არალეგიტიმურები არიან, ზუსტად ამიტომ აღმოჩნდნენ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

არავინ ამ მთავრობას არ აღიარებს, არალეგიტიმურები არიან, ზუსტად ამიტომ აღმოჩნდნენ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მათ როგორც პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ელაპარაკებოდნენ ევროპული ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ისინი საქართველოს წარმოადგენდნენ და რუსთაველზე მდგომი ადამიანების სათქმელს აჟღერებდნენ. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.

ნიდერლანდების ელჩი - შოკისმომგვრელია სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამარცხვინო თავდასხმების ნახვა - მსგავსი კრიმინალური ქმედებები სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული

შოკისმომგვრელია სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამარცხვინო თავდასხმების ნახვა, - ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, მსგავსი „კრიმინალური ქმედებები“ სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული. “შოკისმომგვრელია პოლიტიკური აქტორების სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამარცხვინო თავდასხმების ნახვა. მსგავსი კრიმინალური ქმედებები სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული. არავითარი დაუსჯელობა დამნაშავეებს,” - წ
×
×
  • შექმენი...