Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.099.670

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ოლექსი გონჩარენკო - ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციას საპრეზიდენტო არჩევნების 31 მარტს ჩატარებისთვის მომზადება დაავალა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლის 31 მარტს ჩატარების შესახებ, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა. „ჩემი ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მომავალ წელს. მან დაავალა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოემზადოს არჩევნებისთვის, რომელიც დაგეგმილია 2024 წლის 31 მარტისთვის“, - განაცხადა გონჩარენკომ. მისი თქმით, ხელისუფლება გეგმავს, საზოგადოებას არ

შარლ მიშელი - პოლიტიკური ნება არსებობს, რომ ჩვენი საზღვრები გავხსნათ, რათა გვქონდეს სტაბილურობა, მშვიდობა და უკეთესი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი

უკრაინის წინააღმდეგ ომმა სრულიად შეცვალა ევროპული პარადიგმა, ვინაიდან რამდენიმე ხნის წინ არა ნატო, არამედ ევროკავშირი იყო ის, ვინც უკრაინას შეიარაღება მისცა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა. "ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, დემოკრატიულ პრინციპებზე, თავისუფლებაზე, ადამიანის სიცოცხლეზე და ამის დავიწყება არ შეგვიძლია. ვხედავთ, რომ ახლა ეს პრინ

კახაბერ ქემოკლიძე -  ეს არის (პარტიის გუნდის წევრებზე თავდასხმა) პირდაპირი რეფლექსირება იმის, რაც ივანიშვილმა განცხადების დონეზე გააკეთა რამოდენიმე დღის წინ, როდესაც მან პირდაპირი მუქარა, აგრესიით წაახალისა ძალადობა ჩვენს გუნდზე

ეს არის პირდაპირი რეფლექსირება იმის, რაც ივანიშვილმა განცხადების დონეზე გააკეთა რამოდენიმე დღის წინ, როდესაც მან პირდაპირი მუქარა, აგრესიით წაახალისა ძალადობა ჩვენს გუნდზე.  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1966373507110081/

ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, გარკვეული პასპორტის მქონეთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, სანქციები - ჰერჩინსკი

„ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის, გარკვეული პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი და, უპირველეს ყოვლისა, სანქციები“,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის გარკვეული პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ყაველაშვილი ერთპარტიულად დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია - მისი არჩევით ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკურ კრიზისს

ყაველაშვილი ერთპარტიულად დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, „კონსტიტუციის და კანონის უგულებელყოფით პრეზიდენტის არჩევით, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკურ კრიზისს“. „2024 წლის 14 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ საკუთარი პრეზიდენტი აირჩია. „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მასობრივად გააყალბა და ხელისუფლება მიითვისა, დღ

სალომე ზურაბიშვილი - ფაქტობრივად, „რუსულ არჩევნებამდე“ მივედით - ეს არ იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, მასობრივად გაყალბდა არჩევნები, ძალიან მაღალ, დახვეწილ დონეზე

ფაქტობრივად, „რუსულ არჩევნებამდე“ მივედით. ეს არ იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, რასაც ვხედავთ ხოლმე არჩევნებზე-პოლიციას ვერ იპოვიდით არჩევნების დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, არჩევნების დროს მომხდარ ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან საუბარი სურდა, თუმცა ვერ დაუკავშირდა. „ფაქტობრივად, „რუსულ არჩევნებამდე“ მივედით. ეს გახლავთ არჩევნები, რომელიც სისტემატ

სალომე ზურაბიშვილმა მარშის მონაწილეებს საახალწლო სოფლის სცენიდან მიმართა - ეს სცენა ჩვენია, მოედანი, სასახლე, ყველაფერი ჩვენია, თქვენია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის მოედანზე, საახალწლო სოფელში დამონტაჟებული სცენიდან მიმართა აქცია-მსვლელობის მონაწილეებს. ზურაბიშვილის განცხადებით, ორბელიანების სასახლეც და მოედანიც ეკუთვნის ქართველ ხალხს. „მადლობა მინდა, გითხრათ ყველას აქ მოსვლისთვის. გითხრათ, რომ ეს ადგილი ჩვენია. ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ. ორბელიანების მოედანი, სასახლე, ეს ადგილი ყველაფერია ჩვენია, თქვენია. კახელებს დიდი მადლობა და სხვებსაც. მე მხოლოდ კახელი არ ვარ, მეგრელიც, გურულიც

საქართველოში საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობამ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება საბერიოში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება. "საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პ

აქციაზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული მათე დევიძე - მოსამართლემ არ გაითვალისწინა ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ოჯახს, საყვარელ მეგობრებს - ჩემი გიტარა მენატრება

ჩემი გიტარა მენატრება, - ამ სიტყვებით მიმართა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულმა 21 წლის მათე დევიძემ მოსამართლე დავით მგელიაშვილს. დევიძემ მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვისას მოსამართლეს უთხრა, რომ ის პატიმრობას არ იმსახურებს. „იმ ინციდენტის შემდეგ არ გაითვალისწინა მოსამართლემ ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ჩემს ოჯახს, საყვარელ მეგობრებს, ჩემი გიტარა მენატრება. პატიმრობა ეს არის ყველაზე უკიდურესი ვარიანტი, ჩემს პირობებში არანაირად არ ვიმსახ

დონალდ ტრამპი - ამერიკის ოქროს ხანა იწყება - ჩვენი ყველა ქვეყანას შეშურდება და თავს უფლებას არ მივცემთ, ჩვენით ბოროტად ისარგებლონ

ახლა ამერიკის ოქროს ხანა იწყება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „დღეიდან ჩვენი ქვეყანა კვლავ აყვავდება და მთელ მსოფლიოში პატივსაცემი გახდება. ჩვენი ყველა ქვეყანას შეშურდება და საკუთარ თავს უფლებას არ მივცემთ, რომ ჩვენით ბოროტად ისარგებლონ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამაყი, აყვავებული და თავისუფალი ქვეყნის შექმნა იქნება. ამერიკა მალე უფრო დიდი, ძლიერი და გამორჩეული გახდება, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ბერდია სიჭინავა - 20 ვინჩესტერის მოცულობის ინფორმაცია წაიღეს „შერატონიდან“, მათ შორის სასტუმროში მცხოვრები სხვა ადამიანების შესახებ - ალბათ, ყავისგან „დაზარალებული“ ზონდერი გვეყოლება - ჩვენ 4-5 პირი უკვე იდენტიფიცირებული გვყავს

უზარმაზარი პერსონალური ინფორმაცია იქნა წაღებული სასტუმრო „შერატონიდან“, მათ შორის სხვა სტუმრების პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია. ეს მიანიშნებს, რა საფრთხის მატარებელია ამ სასტუმროში გაჩერება. თუ მართლები არიან, თავდამსხმელებს რატომ მალავენ? მოვა დრო და ვისაუბრებთ, რა მოხდა. პარალელურ გამოძიებას ვატარებთ, დაახლოებით 4-5 ადამიანი იდენტიფიცირებული გვყავს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“

გიორგი ბაჩიაშვილი - ეს პროცესი არის ერთი დიდი ცირკი და ივანიშვილის სადამსჯელო ოპერაცია იმისთვის, რომ დიდძალი თანხა გამომძალოს - არსებობს 150-კაციანი სია, რომელიც ან უნდა დააპატიმრონ ან ქვეყნიდან გააძევონ

ეს პროცესი არის ერთი დიდი ცირკი და ივანიშვილის სადამსჯელო ოპერაცია იმისთვის, რომ დიდძალი თანხა გამომძალოს, - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა დირექტორმა, ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა თავის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნება რომ იყოს, სასამართლოს საერთოდ არ ჩაატარებდა და პირდაპირ ციხეში გაუშვებდა. „ბოლომდე რომ ამათი ნება იყოს, საერთოდ არ ჩაატარებდნენ ამ სხდო

ლევან გოგიჩაიშვილი - გახარიას და ზურაბიშვილის მიმღებლობა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იყო ძალიან მაღალი, ფაქტობრივად, როგორც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მიიღეს, რაც "ოცნებამ" ვერ მიიღო

- ბიძინა ივანიშვილია "რეჟიმი", მის გარეშე გადაწყვეტილებები არ მიიღება და ყველაფერი რაც დღეს ქვეყანაში ხდება ივანიშვილის კისერზეა, სხვა ადამიანები კი უბრალოდ შემსრულებელი მარიონეტები არიან. - გახარიას და ზურაბიშვილის მიმღებლობა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იყო ძალიან მაღალი, ფაქტობრივად როგორც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მიიღეს, რაც "ოცნებამ" ვერ მიიღო.  ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.

ნიდერლანდების ელჩი - შოკისმომგვრელია სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამარცხვინო თავდასხმების ნახვა - მსგავსი კრიმინალური ქმედებები სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული

შოკისმომგვრელია სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამარცხვინო თავდასხმების ნახვა, - ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, მსგავსი „კრიმინალური ქმედებები“ სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული. “შოკისმომგვრელია პოლიტიკური აქტორების სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამარცხვინო თავდასხმების ნახვა. მსგავსი კრიმინალური ქმედებები სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული. არავითარი დაუსჯელობა დამნაშავეებს,” - წ

ესტონეთის საგარეო უწყება იმ დეპუტატების, მოსამართლეების, პროკურორებისა და პოლიციელების სიას ასაჯაროებს, რომელთაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ - სანქცირებულთა შორის არიან: ლაშა ტალახაძე, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს იმ მოქალაქეების სიას ასაჯაროებს, რომელთაც ესტონეთში შესვლა აეკრძალათ. უფრო კონკრეტულად, უწყების ცნობით, ესტონეთში შესვლა აეკრძალათ საქართველოს პარლამენტის წევრებს: ლაშა ტალახაძეს, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძეს, გელა სამხარაულს და პარლამენტის ყოფილ წევრ ბექა ოდიშარიას. ასევე, მედიაპლატფორმა და პოლიტიკურ მოძრაობა „ალტ-ინფო“ -სთან დაკავშირებულ პირებს: კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. გარდა ამისა, ესტონეთში შესვლის აკრძალვა ეხებ

გიორგი გახარია თეა წულუკიანს - თქვენ, უმრავლესობა ემხრობოდით იმ პოზიციას, რომ იმ ფორმით და იმ ღამეს ნიკა მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა, თუმცა „უჩინარი კაცი“, როგორც ჩანს, ჩაერთო პროცესების მართვაში და ყველას აზრი შეგაცვლევინათ

თქვენ, უმრავლესობა ემხრობოდით იმ პოზიციას, რომ იმ ფორმით და იმ ღამეს ნიკა მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა, თუმცა მაშინაც, 2021 წლის 18 თებერვალს, "უჩინარი კაცი", როგორც ჩანს, ჩაერთო პროცესების მართვაში და თქვენ ყველას შეგაცვლევინათ აზრი - დასაბუთებული და გონივრული ეჭვი მაქვს, რომ შესაძლებელია მსგავსი რამ მოხდა 2019 წლის 20 ივნისსაც, - ამის შესახებ შს ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით,

სახელმწიფო დეპარტამენტი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე - ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია - ის ეფუძნება რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობას და არა FARA-ს ან რომელიმე სხვა ამერიკულ კანონს

ჩვენთვის ცნობილია საქართველოს პარლამენტში არსებული კანონპროექტის შესახებ. ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ მისი შედეგებით სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ამგვარმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ე

ლევან მურუსიძე - დასანქცირებით სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი, თუ არ მიიღებენ აშშ-ის საელჩოსთვის მისაღებ გადაწყვეტილებას, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ

დასანქცირებით სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი, თუ მოსამართლეები კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არ გაითვალისწინებენ ელჩისა და საელჩოს პოზიციებს, არ მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც ელჩისთვის არის მისაღები, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორ

BBC-ი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ფილმს აქვეყნებს, რომელშიც დავით კეზერაშვილი საქართველოში ქოლცენტრების დამფუძნებლად სახელდება და მას “მისტერ ოფშორად” მოიხსენიებენ

ე.წ. ქოლცენტრების თაღლითურ სქემაზე BBC-ის ფილმში დავით კეზერაშვილი საქართველოში მდებარე ბევრი ქოლცენტრის დამფუძნებლად სახელდება. BBC-ის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი ქოლცენტრების უმრავლესობა ე.წ. პიქსელის შენობაში მდებარეობდა და ბევრი მათგანი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ იყო დაფუძნებული ან დარეგისტრირებული. ფილმში მას “მისტერ ოფშორად” მოიხსენიებენ. BBC-ის გადამღები ჯგუფი ერთ-ერთი ქოლცენტრის ოფისში ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ სპ

ოლივერ ვარჰეი - კომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის მიმართულებით - ევროკავშირის გზაზე პროგრესის ტემპი დამოკიდებულია საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე

ევროკავშირის გზაზე პროგრესის ტემპი დამოკიდებულია საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე , - ამის შესახებ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის წერილშია ნათქვამი. შესაბამის წერლს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უგზანვის, რომელთაც მას ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიმართეს. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 12

სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო დღესაც ვერ შედგა - მოსამართლეების სოლიდარობის მიზნით უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია ისევ არ გაიარეს

სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვროუმის არარსებობის გამო დღესაც ვერ შედგა. კენჭისყრის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა, რის კონტექსტშიც უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა რეგისტრაცია ისევ არ გაიარეს. "კოლეგებო, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას ქართველ მოსამართლეებს. აქ

2022 წლის 1-ელი თებერვლიდან 2023 წლის 24 აპრილის ჩათვლით, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის, 155 556 ჯარიმაა გამოწერილი - ჯარიმების ოდენობა 3 111 120 ლარს შეადგენს

2022 წლის 1-ელი თებერვლიდან 2023 წლის 24 აპრილის ჩათვლით პერიოდში, თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტის სამივე სახეობით: მეტროპოლიტენით, მიკროავტობუსითა და ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისას, ჯამში, 155 556 ჯარიმაა გამოწერილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 3 111 120 ლარს შეადგენს. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში 105 692 ჯარიმაა გამოწერილი. 2023 წლის 4 თვეში კი 49 864.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე 9 მაისთან დაკავშირებით - ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ მტრის მზაკვრული ქმედებისთვის და თავდაცვისთვის

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი არ გამორიცხავს, რომ 9 მაისს, როდესაც რუსები 1941-1945 წლების „დიდ სამამულო ომში" „გამარჯვების დღეს“ აღნიშნავენ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია გამწვავდეს. „შეუძლებელია 100%-ით დადასტურება ან უარყოფა. ვიდრე ომი გაგრძელდება ესკალაციის ალბათობა ყოველთვის იქნება, თარიღის მიუხედავად“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. მალიარის თქმით, რუსებს უყვართ თარიღები და ისტორიული პარალელები, მაგრამ იყო საკმაოდ ბევრი ისტორიული და ს

"საქართველოსთვის" - ბოლო პერიოდში ფემიციდის შემთხვევების მატება, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე შემაკავებელი ორდერების და გამოძიების დაწყების მაჩვენებლის კლება, სახელმწიფო უწყებების არაეფექტიანი მუშაობით არის განპირობებული

პარტია "საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში  ბოლო დღეებში მომხდარ კიდევ ერთ ფემიციდის შემთხვევას ეხმიანება და განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: "მიგვაჩნია, რომ ბოლო პერიოდში ფემიციდის შემთხვევების მატება, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე შემაკავებელი ორდერების და გამოძიების დაწყების მაჩვენებლის კლება, სახელმწიფო უწყებების არაეფექტიანი მუშაობით არის განპირობებული. არსებული გამოწვევების წინააღმდეგ სისტემური ბრძოლის ნაცვლად, ხელისუფლების

კელი დეგნანი სანქციებზე - როგორც კი ვიღებთ საკმარის სანდო ინფორმაციას კორუფციის ან სხვა უკანონო საქმიანობის შესახებ, ვმოქმედებთ

სანქციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახლავთ და როგორც კი ვიღებთ საკმარის სანდო ინფორმაციას კორუფციის ან სხვა უკანონო საქმიანობის შესახებ, ვმოქმედებთ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როდის დასანქცირდებიან საქართველოს ხელისუფლების წევრები და რატომ არ ასანქცირებს შეერთებული შტატები მათ. „თქვენ ნახეთ სავიზო სანქციები 4 კორუმპირებული მოსამართლის წინააღმდეგ, ისინი ხელს უშლიდნენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ისინი ხელს უშლიდნენ საქ
×
×
  • შექმენი...