Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    857.409

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციამ საქართველოზე გამავალი ტრანსკასპიური სატრასპორტო მარშრუტი პრიორიტეტად გამოაცხადა

ყაზახეთი სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ლოგისტიკის განვითარებისთვის 2025 წლისთვის 20 მლრდ დოლარის ინვესტიციის მიზიდვას გეგმავს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჯომარტ ტოკაევმა სამარყანდში, თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის სამიტზე განაცხადა, რასაც „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს. ტოკაევს „თვალსაჩინო მაგალითისთვის“ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR) მოჰყავს და თურქულ სახელმწიფოებს მოუწოდებს, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორები პრიორიტეტულად განავით

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ნოდარ ნათაძე

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე. ნოდარ ნათაძე 1989 წლიდან იყო საქართველოს სახალხო ფრონტის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე. 1989-90 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭოს წევრი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. ნოდარ ნათაძე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერია.  

„უკრაინის რკინიგზა“ ხერსონში სამგზავრო მატარებლის აღდგენას აანონსებს

„უკრაინის რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ უკვე დაწყებულია ხერსონის მიმართულებით სამგზავრო მატარებლის აღდგენის პროცესი. „რკინიგზა ადგილზეა. ხალხი გველოდება. ასე რომ, მალე იქნება მატარებელი ხერსონში“, - წერს ამის შესახებ ტელეგრამის საკუთარ გვერდზე კომპანიის ხელმძღვანელი, ალექსანდრ კამიშინი.   „განაღმვის სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, თუმცა, ამას დრო სჭირდება. დაზიანებულ გზებსა და დამტვრეულ ვაგონებს მალე აღვადგენთ“, - წერს კამიშინი. 11 ნოემბერს, უკრაინის ქალაქი

სომხეთში ტერორიზმისთვის ხელშეწყობის მუხლით საქმე აღიძრა ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო

სომხეთის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ყირიმის ხიდზე განხორციელებულ ტერაქტში ხელშეწყობის“ გარშემო. ამის შესახებ სამსახურის ვებსაიტი იტყობინება. ცნობით, გამოძიება დაიწყო მას მერე, რაც მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი მასალა, რომელიც 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ხიდის ასაფეთქებლად იქნა გამოყენებული, იმყოფებოდა სატვირთო მანქანაში, რომელსაც მართავდა სომხეთის მოქალაქე. ის ქვეყანაში შევიდა უცხო სახელმწიფოდან და შემდეგ გაემგზავრა რუსეთში. უწყების პრესსამსახურ

ქალის ცხედარი იპოვეს თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალის ცხედარი წყლიდან ამოსვენებულია. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სხვა ინფორმაციას, ამ ეტაპზე, შსს არ ავრცელებს. ინფორმაცია განახლდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ხერსონის ოლქში 60 დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში გათავისუფლებულია 60 დასახლებული პუნქტი. ამის შესახებ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხერსონიდან უკან დახევისას რუსეთის არმიამ კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა სრულად გაანადგურა. „საღამოს მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტროლი დაამყარეს ხერსონის ოლქის 60 დასახლებულ პუნქტზე. პოლიციამ დაიწყო სტაბილიზაციის ღონისძიებები. თავად ხერსონშიც გრძელდება სტაბილიზაციის

სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოხდა

სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა, არის მსხვერპლი. სტამბოლის გუბერნატორის ალი იერლიკაიას განცხადებით, აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:20 საათზე მოხდა. როგორც მან განაცხადა, არიან როგორც დაღუპულები, ისე დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები. ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია აფეთქება. თურქეთის ხელისუფლებამ მედიასაშუალებებს შემთხვევის ადგილიდან მაუწყებლობა ან ფოტოების გამოქვე

საგარეო უწყება - სტამბოლში, გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ შესულა - საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაშია ადგილობრივ სამართალდამცავებთან

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტამბოლის ცენტრში აფეთქებისას დაშავებულებსა და გარდაცვლილების თაობაზე სტამბოლში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ შესულა. მათივე ცნობით, საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცავებთან. „ამ დროის მონაცემებით, სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალქეების შესახებ არ შესულა. საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამარ

სტამბოლის გუბერნატორის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 38 კი დაშავდა

სტამბოლში აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 38-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სტამბოლის გუბერნატორი ავრცელებს. თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. აფეთქება ერთი საათის წინ სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის ქუჩაზე მოხდა.   ავტორი - გივი ბარამიძე

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ სტამბოლში აფეთქება შესაძლოა, ტერორისტულ თავდასხმას უკავშირდებოდეს

სტამბოლში, ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, აფეთქების შედეგად 53 ადამიანია დაშავებული. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ სტამბოლის გუბერნატორის წინასწარი მონაცემების საფუძველზე, აფეთქება შესაძლოა, ტერორისტულ თავდასხმას უკავშირდებოდეს. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ისტიკლალის გამზირზე მომხდარ აფეთქებაში ქალი მონაწი

ქართველი სამბისტი ელენე ქებაძე მსოფლიოს ჩემპიონია

ქართველი სამბისტი ელენე ქებაძე ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, +80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა სამბოს საერთაშორისო ასოციაციის სახელით მოასპარეზე ანჟელა გასპარიანი დაამარცხა. „აღსანიშნავია, რომ ელენე ქებაძე კარიერის მანძილზე მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. სამბისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობი

პირველად მონარქის სტატუსით, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ, ხსოვნის კვირის აღსანიშნავად, ლონდონის კენოტაფი გვირგვინით შეამკო

პირველად მონარქის სტატუსით, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ, ხსოვნის კვირის აღსანიშნავად, ლონდონის კენოტაფი გვირგვინით შეამკო. ორწუთიანი დუმილის დასაწყისად, დილის 11 საათზე ბიგ-ბენმა 11-ჯერ დარეკა ზარი. ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ ხსოვნის დღის ცერემონიას მეფე უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე დაესწრო. ამასთან, როგორც ადგილობრივი მედია წერს, გარდაცვლილ დედოფალ ელისაბედ მეორეს, ომში დაღუპულთა ხსოვნის დღე სამეფო კალენდრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად მიაჩნდა.  

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, სტამბოლში აფეთქებას ტერაქტად აფასებენ, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, ქალმა განახორციელა

თურქეთის ხელისუფლება სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებას ტერორისტულ აქტად მიიჩნევს, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, ქალმა განახორციელა, - ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუატ ოქტაიმ განაცხადა. „ჩვენი შეფასებით, ეს იყო ტერორისტული აქტი. თავდამსხმელმა, რომელიც წინასწარი მონაცემებით ქალია, მოქმედებაში მოიყვანა ასაფეთქებელი მოწყობილობა“, - განაცხადა ფუატ ოქტაიმ. მისივე ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე მომ
×
×
  • შექმენი...