Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.582
  • comments
    0
  • views
    767.990

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„ამერიკულ რეესტრში საერთოდ ვერ ნახავთ ადგილობრივ მედიას" - კიდევ რა განსხვავებებია ინიციირებულ პროექტებში

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი აანალიზებს ამერიკულ კანონს უცხოური გავლენის შესახებ და ასევე განმარტავს, არის თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებული კანონპროექტები ამერიკული კანონის მსგავსი და რა შემთხვევაში იმუშავებს ის ქართულ პრაქტიკაში. „ძალიან საინტერესო ფაქტებს მოვიყვან, რაც ამ რეესტრის დათვალირებისას ვნახე. რეესტში ამ ეტაპზე მხოლოდ 736 ორგანიზაციაა დარეგისტრირებული მათი უდიდესი უმეტესობა (ალბათ 90 პროცენტი) კომერციული

„ამერიკის ხმა": შტატებმა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შეიმუშავა

„ამერიკის ხმის” ინფორმაციით,  შეერთებული შტატებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემუშავებული აქვს და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. „ამერიკის ხმის“ ცნობით, მათ  აღნიშნულ ინფორმაციას, ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორი პირი და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყარო უდასტურებს. წყაროები „ამერიკის ხმას“ ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ, საკითხის ბუნებიდან გამომდინარე. წყაროების ინფორმა

„ამდენი მდინარეა და არსად ხდება თევზის რეწვა“ - „რომ მოაშენო, მერე ვიღაცამ დენით მოსპოს, ხომ არ ივარგებს?!“

„ამდენი მდინარეა და არსად ხდება თევზის რეწვა“ - ამის შესახებ მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ტყემალაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას თევზის წარმოების კუთხით დიდი პოტენციალი აქვს, რესურსის ათვისება შესაბამისად არ ხდება. როგორც თემურ ტყემალაძე განმარტავს, სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა და რეგიონებში ტბორების რაოდენობა მომრავლდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.   „ასათვისებელია კიდევ წყალსა

„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის საქმის პროკურორი - ბრალდებულის დედის თქმით, მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს, თუმცა მედიკამენტების მიღებაზე უარი თქვა და სახლი დატოვა

მან არ მიიღო მედიკამენტი. დატოვა საცხოვრებელი სახლი, რის გამოც რამდენიმე დღის განმავლობაში უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი, - ამის შესახებ პროკურორმა ალინა კუკავამ „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულის ანზორ ლომიძის სასამართლო პროცესზე განაცხადა. პროკურორის განმარტებით, ბრალდებულის მშობლის თქმით, მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და მედიკამენტებს არ იღებდა. ამასთან, ალინა კუკავამ აღნიშნა, რომ „ბრალდებული ხანდახან აგრესიულად გამოიყურება“. „მან არ მიიღო მედი

„ამ ეტაპზე დაზიანებულია 26 სახლი“ - რა ვითარებაა ამჟამად იმერეთში

„გუშინდელი სტიქიის შედეგად იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტი დაზიანდა. ყველაზე მეტად ზესტაფონის და ბაღდათის მოსახლეობა დაზარალდა, განსაკუთრებით სოფლები - მეორე სვირი და ყუბჩი“ - ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისი თქმით, 7 სოფელს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, აქედან ორ სოფელში ელექტრომომარაგება უკვე აღდგა. დღის ბოლომდე კი დარჩენილ ხუთ სოფელშიც აღდგება. „ამ ეტაპზე, ჩვენი ინფორმაციით, დაზიანებულია 26 სახლი“ - განაცხადა შალამბერიძემ.

„ალტ-ინფოს" ხელმძღვანელები გამოკითხვაზე ჯერ არ დაგვიბარებია - ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, „ალტ-ინფოს” წარმომადგენლები ე.წ. ანტიმაიდანის საქმეზე ამ დრომდე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ. ამის შესახებ ლილუაშვილმა გუშინ, 19 ოქტომბერს პარლამენტში განაცხადა. ძალადობრივმა, პრორუსულმა „ალტ-ინფომ” მოძრაობა „ანტიმაიდანი” ჩამოაყალიბა, რის ფარგლებშიც ისინი საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს მართავენ და მოქალაქეთა ქსელს ქმნიან. მათი ლიდერები დეზინფორმაციულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოში არეულობის განვ

„ალაზნის პირზე არის პრობლემა, ვერ შედიან კომბაინები, რომ ხორბლის მოსავალი აიღონ, წყალშია“

„ალაზნის პირზე არის პრობლემა, ვერ შედიან კომბაინები, რომ ხორბლის მოსავალი აიღონ, წყალშია“,- ამის შესახებ მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, კომპანია "შირაქის" დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ bpn-თან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ინტენსიურმა წვიმებმა ხორბლის მოსავლის ნაწილი გააფუჭა, რის გამოც აღების პროცესი გაჭიანურდა. ამასთან, ნიკოლოზ ბენიაიძე აღნიშნავს, რომ ეს ფასზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ადგილობრივი ხორბლის ღირებულებას, ისედაც იმპორტირებული პროდუქციის ფასი განაპ

„აკრიტიკებდნენ მომიტინგეებს, მხარს უჭერდნენ მმართველ პარტიას“ – „მეტა“ ამბობს, რომ დაბლოკა რუსული ყალბი გვერდები

კორპორაცია Meta-მ (ფლობს „ფეისბუქს“, „ინსტაგრამსა“ და „ვათსაფს“) თავის ანგარიშში განაცხადა, რომ დაბლოკა 76 ფეისბუქ-ანგარიში და 30 გვერდი, ასევე 11 ანგარიში „ინსტაგრამში“. ანგარიშის თანახმად, დაბლოკილები „კოორდინირებულ არაავთენტურ მოქმედებებში“ იყვნენ ჩართულნი. ეს ქსელი, „მეტას“ ცნობით, მოდიოდა რუსეთიდან და მოქმედებდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. „მეტა“ იუწყება, რომ ქსელს სხვა პლატფორმებზეც ჰქონდა ანგარიშები, რათა უფრო სანდო გამოჩენილიყო და აღნიშნავს, რომ ამავე ქსელში მოქმედი

„აირზენას“ დასანქცირების გამო, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ოლექსანდრ შულგანსი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, შეხვედრაზე ავიაკომპანია “აირზენა - საქართველოს ავიახაზებისა” და მისი მფლობელის სანქციების სიაში შეყვანის საკითხი განიხილეს. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 190 პირსა და 290 კომპანიას სანქციები პირველ ივლისს დაუწესა, მათ შორის მოხვდნენ „ჯორჯიან ეარვეისი“ და თამაზ გაიაშვილი.

„აიმაღლეთ ხმა" - მიმართვა საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს

საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომლები საჯარო სამსახურებში დასაქმებულ მოქალაქეებს მიმართავენ. ისინი აღნიშავენ, რომ როდესაც სისტემამ მათი უფლებები დაარღვია და სამსახური დააკარგვინა, რუსული კანონი რომ ყოფილიყო მიღებული, ხმას ვერავის მიაწვდენდნენ. ხელმომწერები საჯარო სამსახურებში დასაქმებულ მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ შეშინდნენ და აიმაღლონ ხმა რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელმომწერები: იულონ გაგოშიძე თინათ

„აზოვის“ მებრძოლი - როდესაც „აზოვსტალში“ ვიყავით, სიკვდილის აღარ გვეშინოდა - როდესაც გამოვდიოდით, ეს იყო შოკი, არ გვჯეროდა, რომ იქიდან გამოვიდოდით

ომი არა მხოლოდ მარიუპოლში, მთელს ფრონტზე მიდიოდა, კიევთან იყო ჯარი და თუკი დედაქალაქი დაეცემოდა, მაშინ არავითარი ტერიტორია აღარ დაგვრჩებოდა - ჩვენ მივიზიდეთ საკუთარ თავზე მტრის 14 000-იანი შენაერთი. 5-ჯერ და 10-ჯერ მეტი შესაძლებლობის და ტექნიკის მქონე შენაერთი შევბოჭეთ და არ მივეცით ადგილიდან დაძვრის საშუალება,- ამის შესახებ ტყვეობიდან გათავისუფლებულმა „აზოვის“ პოლკის მებრძოლმა ანატოლი ეგოროვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. აზოვის მებრძოლ

„აზოვის“ მებრძოლებმა დონეცკის ოლქის ნიუ-იორკის დასახლების ნაწილი დაიბრუნეს

„აზოვის“ მებრძოლებმა დონეცკის ოლქის ნიუ-იორკის დასახლების ნაწილი დაიბრუნეს. უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადის "აზოვის" ჯარისკაცებმა ტორეცკის მიმართულებით ნიუ-იორკის დასახლების ნაწილი თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ დააბრუნეს და უკრაინელი სამხედროები რუსული ალყიდან გაათავისუფლეს, - ინფორმაციას „აზოვი“ „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს. „ბრიგადის მებრძოლების მაღალი საბრძოლო სულისკვეთების, გამბედაობისა და პროფესიონალიზმის წყალობით, "აზოვმა" მოახერხა სიტუაციის სტაბილიზაც

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში დაუდასტურეს. როგორც სააგენტოს „ავერსში“ განუცხადეს, შემთხვევა, დღეს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. მათივე ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს. „ინტერპრესნიუსი“ პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს. ipn

„ავერსი“, პსპ და „მერმისი“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

კომპანიები – „ავერსი“, პსპ და „მერმისი“ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას შეთანხმებული ქმედების გამო მათი დაჯარიმების თაობაზე სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასოციაციის წევრი ეს კომპანიები კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მოკვლევის შედეგებს ცალსახად არ ეთანხმებიან და ყველა კომპანია კანონით განსაზღვრულ ჩარჩოში ოპერირებს. დღეს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონკურენციის საწინააღმდ

„ადგილს ვერ ვპოულობ... გული გასკდება“ - ახალგაზრდა მორჩილი მძიმე ავარიას ემსხვერპლა

რამდენიმე წუთის წინ მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიამ ახალგაზრდა მორჩილის შესახებ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა, მორჩილი ნიკოლოზი, ერისკაცობაში ბაჩო ავალიანი ავარიას ემსხვერპლა. როგორც ეპარქიაში განმარტავენ, დეტალები არ იციან, თუმცა, მათი თქმით, ის  ქალაქში იმყოფებოდა. მორჩილის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე ახლობლები წერენ. „ადგილს ვერ ვპოულობ. გული გასკდება. ჩემი ბაჩო, ჩემი თბილი“ primetime

„ადასტურებს, რომ „ოცნებას“ საპოლიციო ძალა უჭირს“ — მეზვრიშვილი პოლიციაზე კანონის ცვლილებაზე

პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი მიიჩნევს, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონში დაინიცირებული ცვლილებები ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ საპოლიციო ძალა უჭირს. ამ ცვლილებების თანახმად, შს მინისტრს პირის პოლიციაში მიღება კონკურსის გავლის გარეშე შეეძლება. დეტალურად ამ ცვლილებებზე მეზვრიშვილის შეფასებით, პოლიციაში გადაწყვიტეს არაფორმალი ნიღბიანი ზონდერების მიღება. „როგორც ჩანს, ივანიშვილმა პოლიციაში არაფორმალი ნიღბიანი

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიში - 2024 წელს არაერთ აქციაზე მოხდა შეკრების თავისუფლების არალეგიტიმური შეზღუდვა, სპეციალური საშუალებების არასათანადო გამოყენება, აქციის დარბევისას მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობა

2024 წელს არაერთ აქციაზე მოხდა შეკრების თავისუფლების არალეგიტიმური შეზღუდვა, სპეციალური საშუალებების არასათანადო გამოყენება, აქციის დარბევისას მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, ძალადობა და უკანონო დაკავება - ძალადობრივი ინციდენტების განმეორებადი ხასიათი, ასევე წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე პასუხისმგებლობის არარსებობა მიუთითებს რეპრესიების სისტემურ და კოორდინირებულ პოლიტიკაზე,- ამის შესახებ 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე „ადამიანის უფლებათა ცენტრ

„აგენტებზე“ კანონპროექტები ეწინააღმდეგება ევროპულ მისწრაფებებს - გამომცემელთა ასოციაცია

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია „გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებულ კანონპროექტებზე განცხადებას ავრცელებს. ასოციაციის განცხადებით, ამ კანონპროექტების არსი ეწინააღმდეგება ევროპულ მისწრაფებებს და მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის დისკრედიტაციას. მათივე განცხადებით, კანონპროექტების განხილვაც კი დააზიანებს საქართველოს იმიჯს. „ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“

„აგენტებზე“ კანონმა შეიძლება უფლებადამცველი ადვოკატების მარგინალიზაცია გამოიწვიოს - ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განცხადებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა შესაძლოა, ზიანი მიაყენოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ასოციაციის განცხადებით, კანონპროექტის შინაარსი, მისი ინიცირების დრო და განხილვის კონფრონტაციული ფონი შეიცავს რისკებს პოლარიზაციის გაღრმავების, სოციალური დაპირისპირებისა და დემოკრატიული პროცესების შესუსტების თვალსაზრისით. „როდესაც ფართო საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსე

„New York Times“-ის ათასზე მეტმა ჟურნალისტმა გაფიცვა გამოაცხადა

გაზეთ The New York Times-ის რედაქციის წევრთა უდიდესმა ნაწილმა, 1100-მდე ჟურნალისტმა, გაფიცვა გამოაცხადა და 24 საათით შეაჩერა მუშაობა. გაფიცვის მიზეზი ისაა, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებაზე ხელფასების ზრდის და შინ მუშაობის პირობების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ნიუ-იორკის პროფკავშირის, The NewsGuild-ის, წევრების თანახმად, 2021 წლის მარტის შემდეგ მიმდინარე მოლაპარაკება გაიჭიმა და მათ შედეგი სურთ. პროფესიული კავშირის თანახმად, ამ მასშტაბის გაფიცვა New Yo

„EU-ში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციის ღალატია" - 26 NGO

26 არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის მერის, კახა კალაძის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. საუბარია გუშინ, 11 აპრილს, „ქართული ოცნების” მიერ გამოქვეყნებულ ფრაზაზე, სადაც კალაძე ამბობს, რომ „არც ერთი გაერთიანება არ მიღირს ჩემი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასათმობად”. ცნობისთვის, კალაძემ მსგავსი განცხადება დღესაც გაიმეორა. განცხადებას ხელს აწერენ: ადამიანი

„EU-ის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის ხარისხი დაბალია" - ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ EU-ის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის ხარისხი დაბალია. ის აღნიშნავს, რომ ეს ღრმავდება, თუმცა საქართველოს გრძელი გზა აქვს გასავლელი, რათა ამ მხრივ იდენტური პოზიცია ჰქონდეს. ელჩმა ისაუბრა უცხოურ დეზინფორმაციასთან და მანიპულაციებთან ბრძოლის მნიშვნელობაზეც და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ევროკავშირის, ასევე, დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციებს. მისი თქმით, ახლა, როცა არჩევნებია, როგორც EU-ში, ისე ს

„59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული" - 21 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ლილოს დასახლებაში, 21 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. როგორც საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხაძემ სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობა ბრალდებულის დანაშაულს ასაბუთებს. მისი თქმით, მოკლულ ქალს 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელია. სამართალდამცველებმა 2003 წელს დაბადებული ოთარ ცინდელიანი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზ

„3 თვე მოპარული არჩევნების წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით თსუ-დან პარლამენტის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

„3 თვე მოპარული არჩევნების წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით არჩევნებზე დამკვირვებლების აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “ვითხოვთ უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას”! ისმის შეძახილები - “ვითხოვთ ახალ არჩევნებს”, “ძირს რუსული რეჟიმი", “არა ხელისუფლების მიტაცებას", “ყველგან პოლიცია, არსად სამართალი". მოქალაქეებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

„23 ყალბი დამკვირვებელი, რომელმაც არჩევნების გაყალბებას ხელი შეუწყო" | ანგარიში

„დემოკრატიული არჩევნების ევროპულმა პლატფორმამ” (EPDE), ატლანტიკური საბჭოს DFRLab-ის მკვლევარ ეთო ბუზიაშვილთან ერთად თანამშრომლობით, გამოავლინა 23 პოლიტიკურად მიკერძოებული დამკვირვებელი, რომელმაც საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას ხელი შეუწყო, – ამის შესახებ ორგანიზაცია წერს დასკვნაში – „დასავლელი კონსპიროლოგების დაბრუნება: ყალბი დამკვირვებლები საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე”. როგორც დასკვნაში წერია, ყალბ დამკვირვებლებს იყენებენ ისეთი ავტორიტარული რეჟიმებ
×
×
  • შექმენი...