Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.092.402

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

შსს - პოლიციამ მესტიაში მომხდარ ფაქტზე 2 პირი დააკავა - ბრალდებულებმა უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააყაჩაღეს, გასტაცეს მობილური ტელეფონები, ერთ-ერთ მათგანს მიაყენეს ცეცხლნასროლი ჭრილობა, ცხედარი კი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი - 1986 წელს დაბადებული რ.პ. და 1992 წელს დაბადებული ბ.ჭ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

საქართველოში გერმანიის საელჩო - საელჩოში დროშა დაშვებულია - სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა

საქართველოში გერმანიის საელჩო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს. როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, თბილისში მდებარე გერმანიის საელჩოში გლოვის ნიშნად დროშა დაეშვა. „დღეს, 9 იანვარს, გერმანიის საელჩოში დროშა დაშვებულია. სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა. ამ მძიმე დღეებში გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს და ქართველ ხალხს“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ

პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი 11 იანვარს გაიმართება - სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებენ

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი 11 იანვარს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული. აღნიშნულ სასამართლო პროცესზე ბრალდებულების - ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯ

იუმორისტმა ონისე ცხადაძემ სასამართლოს თავი „გლობალური ომის პარტიის“ დამფუძნებლად და „დიფ სთეითის“ „წილის მფლობელად“ წარუდგინა

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ სასამართლოს თავი „გლობალური ომის პარტიის“ დამფუძნებლად და „დიფ სთეითის“ „წილის მფლობელად“ წარუდგინა. ონისე ცხადაძემ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სიტყვით გამოსვლით ცოტა ხის წინ ისარგებლა. "გლობალური ომის პარტიის" დამფუძნებელი და “დიფ სთეითის" 14%-იანი წილის მფლობელი ონისე ცხადაძე, იგივე “მალადოი”... თავიდან დავიწყებ ჩემი სამოქალაქო პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობაში ყოფნა რთულია, არავისთვის მარტივი არ არი

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი - უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება უნდა მოხდეს - უკანონო ქმედებებში ჩართული ოფიციალური პირების მოქმედებებს შედეგები უნდა მოჰყვეს

ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი X-ზე წერს. ამასთან, მისი თქმით, უნდა მოხდეს უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება, ხოლო „უკანონო ქმედებებში ჩართული ოფიციალური პირების მოქმედებებს“ შედეგები მოჰყვეს. „ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რ

ანა ბუჩუკური - ბიზნესის იმ წარმომადგენლებს, ვინც დღეს არიან რეჟიმის სპონსორები უნდა ესმოდეთ, რომ პასუხისმგებლობები პერსონალური იქნება

ბიზნესის იმ წარმომადგენლებს, ვინც დღეს არიან რეჟიმის სპონსორები უნდა ესმოდეთ, რომ პასუხისმგებლობები პერსონალური იქნება.     ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/926067696345591

ჯო უილსონი - ტრამპმა ნათელი გახადა რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე - თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა

ტრამპის პოზიცია ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე ძალიან ნათელია, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, ის უნდა ელოდოს პასუხს. “პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ძალიან ნათელი გახადა თუ რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე. თუ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის გან

ენტონი ბლინკენი - საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია - ხედავთ მიზნის გარშემო ცხად ერთიანობას აშშ-ს, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანას შორის

მას შემდეგ, რაც დავინახეთ არჩევნები, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა, მას შემდეგ, რაც დავინახეთ მთავრობის რეპრესიული ქმედებები, ჩვენ, ისევე როგორც ჩვენმა პარტნიორებმა, ქმედებები განვახორციელეთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პარიზში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჟან-ნოელ ბაროსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ცხადი ერთიანობაა აშშ-ს, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანას შორის, რომლებიც "საქართველოს მთავრობის ძალიან სამწუხარო ქმედებების წინაშე

სალომე ზურაბიშვილი - სანქციები ზეწოლას ახდენს არა მხოლოდ “ქართული ოცნების” ლიდერებზე, არამედ მათ გარშემო პირველ წრეზეც - პრივილეგიების მქონე ბიზნესმენებზე და ინსტიტუტებზე - ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს

სანქციები ზეწოლას ახდენს არა მხოლოდ “ქართული ოცნების” ლიდერებზე, არამედ მათ გარშემო პირველ წრეზეც - პრივილეგიების მქონე ბიზნესმენებზე და ინსტიტუტებზე, რომლებსაც ისინი აკონტროლებენ. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ჰადსონის ინსტიტუტის” პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, სანქციები რეალურად მუშაობს და ასუსტებს „ავტოკრატიულ, პრორუსულ რეჟიმს“ და უნდა გაგრძელდეს. “არაღიარების პოლიტიკა, არალეგიტიმური მთავრობის, პარლამენტის და დე ფაქტო პრე

სერგეი ლავროვი - საქართველოში პროტესტი სრულიად გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ იყო, რომლის თანახმად, თუ საზღვარგარეთიდან იღებ ფულს და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას ეწევი, გთხოვთ, გაგვაგებინე, საიდანაა ფული

საქართველოში პროტესტი სრულიად ნათელი, გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ იყო, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უზბეკეთში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. „ის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს დასავლეთს ამა თუ იმ ხელმძღვანელობისადმი, ნათლად გამოჩნდა, როდესაც მოლდოვაში პრეზიდენტისა და მთავრობის პროდასავლური კურსის წინააღმდეგ იყო პროტესტები, ეკონომიკის განვითარების ინტერესების იგნორირების წინააღმდეგ პროტესტები. დასავლეთმა ეს ლამის როგორც კანონიერი ხელ

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას დაუყოვნებელი ნაბიჯები კრიზისიდან გამოსვლის კუთხით, მათ შორის, ეუთოს რეკომენდაციების განხორციელებით და მის საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით

შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ქვეყანა უფრო ღრმა პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალ გზას ადგას. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება გამოსავალი კრიზისიდან, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, - ამის შესახებ ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების (დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, შვედეთი) ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. „სერიოზულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით. ჩვენ მოვითხოვეთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ და მის

ლინას ლინკევიჩუსი - ხშირად ვმარცხდებით, როდესაც ვერ ვიკავებთ ერთიან, ძლიერ პოზიციას გარდამტეხ მომენტში, ახლა ქართული დემოკრატიის დაცემა ხდება - მკაფიოდ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ევროპულ გზაზე დატოვების მცდელობაში

ჩვენ ძალიან ხშირად ვმარცხდებით, როდესაც ვერ ვიკავებთ ერთიან, ძლიერ პოზიციას გარდამტეხ მომენტში. ახლა ქართული დემოკრატიის დაცემა ხდება, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამინდელი ელჩი შვედეთში ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, მხოლოდ ახალ თავისუფალ არჩევნებს შეუძლია საქართველოში არსებული კრიზისის გადაჭრა. „მხოლოდ ახალ თავისუფალ არჩევნებს შეუძლია ამ კრიზისის გადაჭრა. ჩვენ მკაფიოდ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ევრ

ქალები პოლიტიკაში - საქართველო ევროპის დიდი ოჯახის წევრი უნდა იყოს, იქამდე კი არის ბრძოლა, რომლის მიზანი ახალი არჩევნების დანიშვნა და უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებაა

ნატო დარბაიძე და სოფიო ხორგუანი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ. ხშირად, რთულია მსგავსი განსხვავებების მქონე პარტიებს ბევრი საერთო ჰქონდეთ, თუმცა ამ შემთხვევაში, ორივე მათგანის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ საქართველო ევროპის დიდი ოჯახის წევრი უნდა იყოს, იქამდე კი არის ბრძოლა, რომლის მიზანი ახალი არჩევნების დანიშვნა და უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებაა. ნატო დარბაიძე „ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, სოფიო ხო

ევროპარლამენტი „საქართველოში პოლიტიკურ არეულობაზე“ ხვალ დებატებს გამართავს, 27 იანვარს კი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოხსენებას წარადგენენ

ევროპარლამენტი 21 იანვარს საქართველოს საკითხზე დებატებს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ევროპარლამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით, ბრიუსელიდან იუწყება, ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატების თემაა: „პოლიტიკური არეულობა და მიმდინარე რეპრესიები“ საქართველოსა და ბელარუსში. დებატები თბილისის დროით 16:00-ზეა ჩანიშნული. გარდა ევროპარლამენტის დებატებისა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგ

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერი - ვერ ვხედავთ საქართველოდან პოზიტიურ ამბებს და ჩვენი ელჩის მიმართ ბოლო უსაფუძვლო ბრალდებები ამას ადასტურებს - ელჩს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს

ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოდან პოზიტიურ ამბებს და ჩვენი ელჩის მიმართ ბოლო უსაფუძვლო ბრალდებები მხოლოდ ამ ფაქტს ადასტურებს. რა თქმა უნდა, ჩვენს ელჩს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სპიკერმა ანიტა ჰიპერმა ბრიუსელში, „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს განუცხადა. „ამ დროისთვის ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოდან პოზიტიურ ამბებს და ჩვენი ელჩის მიმართ ბოლო უსაფუძვლო ბრალდებები მხოლოდ ამ ფაქტს ადასტურებს. რა თქმა უნდა, ჩვენს ელჩს აქვს ჩ

ჯო უილსონი - მადლობელი ვარ, რომ ემანუელ მაკრონმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარი დაუჭირა - რეალობად ქცევის მიზნით დონალდ ტრამპთან ერთად მის მუშაობას მოუთმენლად ველი

მადლობელი ვარ, რომ ემანუელ მაკრონმა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს. „მადლობელი ვარ, რომ ემანუელ მაკრონმა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარი დაუჭირა. ამის რეალობად ქცევის მიზნით დონალდ ტრამპთან ერთად მის მუშაობას მოუთმენლად ველ

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში პარტნიორების სამხედრო კონტინგენტების განთავსება ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია, რათა რუსეთი ვაიძულოთ, მშვიდობას დათანხმდეს

უკრაინაში პარტნიორების სამხედრო კონტინგენტების განთავსება ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია, რათა რუსეთი ვაიძულოთ მშვიდობას დათანხმდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ინსტრუმენტი ვიპოვოთ, რათა რუსეთი ვაიძულოთ მშვიდობას დათანხმდეს. ვფიქრობ, პარტნიორების სამხედრო კონტინგენტების განთავსება ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია“, -

ვეფხია კასრაძე მოსამართლეს - თავისუფლება კი არ წამართვით, პირიქით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ - მოძღვარი თუ გყავთ? თუ არ გყავთ, გირჩევთ, მოინანიოთ ეს ცოდვა, ეს არის ბოროტება რასაც თქვენ აკეთებთ

თქვენი სასჯელის მოსჯით, მე თავისუფლება კი არ წამართვით, პირიქით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ, მინდა იცოდეს ყველამ, - ამ სიტყვებით მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ მიმართა. მან პოზიცია ადვოკატების მიერ დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით დააფიქსირა, რომლის მიხედვითაც, ისინი ხუსკივაძის აცილებას ითხოვდნენ. კასრაძემ მოსამართლეს მიმართა, რომ მას არანაირი მორალური და სამართლებრ

მარტა კოსი - ვაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის მხარდაჭერას, რისთვისაც 8.5 მილიონი ევროა გამოყოფილი - მზად ვართ 7 მლნ გამოვყოთ, რათა „ოცნების“ დეზინფორმაციაზე ჩვენი საპასუხო რეაქცია გავაძლიეროთ

ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას. მათთვის უკვე 8.5 მილიონი ევროა გამოყოფილი,- ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ასევე მზად არიან, დამატებით 7 მილიონი ევრო საკომუნიკაციო საქმიანობისთვის გამოიყოს. ევროკომისარი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საპასუხო რეაქცია უნდა გაძლიერდეს

ნათია მეზვრიშვილი გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე - დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა, ამის მტკიცებულება არსებობს - მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება

„გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ადგილზე, სადაც გიორგი გახარიას თავს დაესხნენ, პერიმეტრი განზრახ არ იყო დაცული, პოლიცია კი დაგვიანებით მივიდა და „ამის მტკიცებულება არსებობს“. როგორც მეზვრიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება. „დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა, ამის მტკიცებულება არსებობს. ვესაუბრე გამომძიებელს და მათივე ინტერესშია, ამის მიუხედავად, ყველაფერი ამოიღონ (რა

სამოქალაქო ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ და სავარაუდო ძალადობის მსხვერპლებს მიმართავენ, შესაბამისი მტკიცებულებები მიაწოდონ

სამოქალაქო ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ და სავარაუდო ძალადობის მსხვერპლებს მიმართავენ, შესაბამისი მტკიცებულებები მიაწოდონ. აღნიშნულის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. საია-ს თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, აღნიშნული მტკიცებულებები დაზარალებულების ინფორმირებული თანხმობით გამოყენებული იქნება როგორც დარღვევების მასშტაბის შესასწავლად, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეების გასაგზავ

ზვიად ძიძიგური - დღეს უკვე დაიწყეს საუბარი, ტრამპის ადმინისტრაციის დიდი იმედი მაინც და მაინც არ უნდა გვქონდესო, იციან ვერანაირი ურთიერთობა ვერ დალაგდება - ნელ-ნელა დაიწყებენ მუშაობას „ევრაზიულ კავშირზე“ ან „3+3“ ფორმატზე

“ქართული ოცნების” ამომრჩეველმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლება არ აპირებს ევროკავშირისკენ სვლას. 28 ნოემბერს კობახიძის გაკეთებულ განცხადებას წინასწარ ამზადებდნენ პიარულად, მუშაობდნენ, რომ ხალხი შეემზადებინათ ფსიქოლოგიურად, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ზვიად ძიძიგურმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა. ძიძიგურის ვარაუდით, ცოტა ხანში “ქართული ოცნების” ლიდერები სხვა კავშირებზე დაიწყებენ საუბარს და საზოგადოებას ევრაზიის კავშირს ან 3+3 ფორმატს შესთავაზებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ინიციატივაზე - ეს არის სადავო საკითხი, ჩვენთვის ჩარჩო არის ერთი, ხელისუფლება ვაიძულოთ, დანიშნოს არჩევნები

ეს არის სადავო საკითხი, ჩვენთვის ჩარჩო არის ერთი, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, დანიშნოს არჩევნები, - ამის შესახებ „გახარია საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის , ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ მისი პირადი პოზიციაა, პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები. ცქიტიშვილის თქმით, ხელახალი არჩევნების დანიშვნა უნდა მოხდეს ხელისუფლებაზე „შიდა და გარე ზეწოლით“. „შიდა და გარე ზეწოლით, პოლიტიკური პროცე

საბა ცხვიტარიძე - ერთ-ერთ კაბინეტში მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა „ზონდერი“ მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა - მირტყამდნენ ფეხებს, თავზე გადამამტვრიეს ხის ნივთები

მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა, ჩემი ცემა ალბათ 5-10 წუთი გაგრძელდა, შეიძლება უფრო მეტი ხანიც, არ ვიცი, პერიოდულად გონებას ვკარგავდი, - ამის შესახებ აქტივისტი, საბა ცხვიტარიძე რუსთავის ციხიდან წერილში წერს , რომელიც მის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა. ცხვიტარიძე წერილში დაკავების დეტალებს აღწერს და ამბობს, რომ მასზე ძალადობა მოხდა დაკითხვის დროსაც - „მირტყამდნენ ფეხებს და თავზე გადამამტვრიეს სხვადასხვა ხის ნი

სენატორი ჯიმ რიში - ოთხი კვირის განმავლობაში ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება მთავრობის სახიფათო გზას - საქართველოს ოცნება ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანებაა, რასაც მთავრობამ პატივი უნდა სცეს

ოთხი კვირის განმავლობაში ქართველი ხალხი ეწინააღმდეგა თავიანთი მთავრობის სახიფათო გზას , - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯონ რიში (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “ოთხი კვირის განმავლობაში ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება თავიანთი მთავრობის სახიფათო გზას. საქართველოს ოცნება ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანებაა, მთავრობამ ამას პატივი უნდა სცეს. ტაშს ვუკრავ ხალხის შეუპოვრობასა და უფრო ნათელი მომავლისადმი ერთგულებას - მიუხედავად სირთულეებისა, რომლებსაც აწყდებიან”, - წერს რი
×
×
  • შექმენი...