Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.096.043

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მიხეილ სარჯველაძე - საგამოძიებო კომისიის შექმნის აზრი არ მომწონს - პარლამენტი არ არის სტრუქტურა, რომელმაც სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს და რეაგირება მოახდინოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის მიერ ინიცირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრე არაა და ამბობს, რომ პარლამენტი არაა ადგილი, სადაც სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს. როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ რაიმე სასანქციო პირობა არსებობს, საზოგადოება უფლებამოსილია ინფორმაცია ჰქონდეს. „მხოლოდ ღია წყაროებით გასული ინფორმაცია, სადაც არასამთავრობოების კრიტიკას ვ

კელი დეგნანი კეზერაშვილის შესახებ BBC-ის სტატიაზე - ესაა კიდევ ერთი შემახსენებელი, რატომაა ღირებული დამოუკიდებელი, კომპეტენტური საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და საგამოძიებო ორგანოების ქონა

ესაა კიდევ ერთი შემახსენებელი, რატომაა ღირებული დამოუკიდებელი, კომპეტენტური საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და საგამოძიებო ორგანოების ქონა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. აღნიშნულით ის BBC-ს მიერ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, რომლის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია მოხსენიებული. ელჩის თქმით, დეტალების შესახებ ინფორმირებული არ არის. “არ მომცემია საშუალება, მომესმინა და წამეკითხა სრული ისტ

კახა კალაძე ჯინ შაჰინის მიერ სენატში გაკეთებულ განცხადებაზე - სამი კაცი იყო დარბაზში, დავთალე - ძალიან მარტივია გავაკეთოთ შედარება, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება დღეს

რა თქმა უნდა, 2012 წელი გარდამტეხი იყო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 2012 წლამდე ქვეყანაში იყო „დემოკრატიის შუქურა“, მოისმენდით ასეთ განცხადებებს, ახლა არის გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით, თუმცა რეალურად აბსოლუტურად სხვა ვითარებაა ქვეყანაში, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის მიერ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტო

ფრაქცია „მარტვილი საქართველოსთვის“ გამოვთქვამთ ინიციატივას მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ იქნეს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის წესი

ფრაქცია „მარტვილი საქართველოსთვის“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:   "მიმდინარე წლის 24 აპრილს ქ. მარტვილში მიუსაფარმა ძაღლებმა დაკბინეს ადამიანები. მიუსაფარ ცხოველთა მოვლა-პატრონობის საკითხი მარტვილის მუნიციპალიტეტში დღემდე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. მარტვილის მუნიციპალიტეტში მომრავლებული მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარების სწორი პოლიტიკის შესამუშავებლად, აუცილებელია შეიქმნას დროებითი სამუშაო ჯგუფი საკრებ

კანონპროექტის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება

ცესკო-ს თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის. კანონპროექტის მიხედვით, იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი. კერძოდ, თუ პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმით) მხარს დაუჭერს, თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებენ. რაც შეეხება შერჩევი

ანა მალიარი - ბახმუტის შემოგარენში ჩვენი სამხედროები ორი მიმართულებით მიიწევენ წინ - მტერს ანადგურებენ და უკვე ბევრი აიყვანეს ტყვედ

ბახმუტის შემოგარენში ჩვენი სამხედროები ორი მიმართულებით მიიწევენ წინ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი „ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს. „მიმართულებაზე საბრძოლო ქმედებების ეპიცენტრში სიტუაცია დინამიკურად ვითარდება. ბახმუტის შემოგარენში ორი მიმართულებით ჩვენი სამხედროები ეტაპობრივად წინ მიიწევენ. სწორი ციფრები ახლა არ იქნება, ვინაიდან აქტიური საბრძოლო ქმედებები მიმდინარეობს. ჩვენები მტერს ანადგურებენ და უკვე ბევრი აიყვანეს ტყვედ. სამაგიეროდ, თავად ქალაქში ვითარებ

ირაკლი კობახიძე - ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს მე რაზე ვისაუბრებ?! მან სჯობს თავის უფლებამოსილებებს მიხედოს - პრეზიდენტს უფლება არ აქვს ხალხის სახელით ისაუბროს, ის აქეზებს ქსენოფობიურ განცხადებას, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო!

ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს მე რაზე ვისაუბრებ?! მან სჯობს თავის უფლებამოსილებებს მიხედოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს უფლება არ აქვს ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს, რადგან ქართველმა ხალხმა ქვეყანაში პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, პარლამენტს და მთავრობას მიანიჭა. „ვინ ეკითხება სალო

პრეზიდენტი - ანწუხელიძის და ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიშს გიხდით შეურაცხყოფისთვის - გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას აბრალებ მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას, ქართველობის წართმევას და საკუთარ შვილებს ევროპასა და ამერიკაში უშვებ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიში მოუხადა. როგორც სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს ის დღეა, როცა ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, გამოსავალი ვეძებოთ და მომავლის იმედი დავიბრუნოთ. „ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არამხოლოდ თქვენი

ჯო ბაიდენი - თავად განსაზღვრო საკუთარი მომავალი - ეს ძვირფასია ყველგან, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, მსოფლიოს ყველა ადგილში, სადაც ხალხი ბრძოლას აგრძელებს, რომ მათი ხმა იყოს გაგონილი

საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება ძვირფასია ხალხისთვის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელარუსშიც, მოლდოვაშიც, საქართველოშიც. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვილნიუსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, „ლიეტუველი ძმები ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჩემპიონები არიან“ უკრაინის უფლების დაცვაში, რომ თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი - ისეთი, რომელიც თავისუფალია. „ ვინც უფროსები ხართ, სხვებზე უკეთ იცით, თუ რამდენად ძვირფასია უფლება, თავად განსაზღვრო საკუ

ონის მერი - დღეს დაიწყება შოვში გარდაცვლილი იმ მოქალაქეების სამოქალაქო პანაშვიდები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ონის მუნიციპალიტეტში - ადგილობრივ ხელისუფლებას ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს გარდაცვლილთა ოჯახებთან

ადგილობრივ ხელისუფლებას ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებთან და დღეს დაიწყება იმ გარდაცვლილი მოქალაქეების სამოქალაქო პანაშვიდები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ონის მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა განაცხადა. მისივე თქმით, გარდაცვლილი მოქალაქეების გადმოსვენების და დაკრძალვის ხარჯებს ონის მერია უზრუნველყოფს. „კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებს, ახლობლებს და ჩვენ ქვეყანას

კახაბერ ქემოკლიძე - ნულოვანია ნდობა ამერიკისა და ქართულ სპეცსამსახურებს შორის... სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ემსახურებოდეს ეროვნულ უსაფრთხოებას და არა კონკრეტული პარტიის ინტერესებს (ვიდეო)

“ნულოვანია ნდობა ამერიკისა და ქართულ სპეცსამსახურებს შორის, ეს გამოკვეთა იმ ფაქტმა, რომ ხელისუფლების არცერთმა წარმომადგენელმა არ იცოდა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მზადდებოდა სტრატეგიული პარტნიორის სხვადასხვა ინსიტუტის მხრიდან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ემსახურებოდეს ეროვნულ უსაფრთხოებას და არა კონკრეტული პარტიის ინტერესებს.”  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.  377281943_2022622744744108_1236

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას ოპოზიციიდან „გირჩი“, "ევროპელი სოციალისტები“ , ალეკო ელისაშვილი და თეონა აქუბარდია ესწრებიან

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას უმრავლესობა თითქმის მთელი შემადგენლობით ესწრება, ხოლო ოპოზიციიდან მხოლოდ "გირჩის" დეპუტატები, პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, "ევროპელი სოციალისტები" და თეონა აქუბარდია ესწრებიან. საკითხის განხილვას პროტესტის ნიშნად, არ ესწრება ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“. სხდომას ესწრება თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი. იმპიჩმენტი კანონპროექტის პ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, იარაღის შესყიდვაში კორუფცია გამოავლინეს - მოპარული თანხა ამოღებულია და თავდაცვის ბიუჯეტს დაუბრუნდება

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით, 40 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღის შესყიდვაში კორუფცია გამოავლინეს. უწყების ცნობით, 2022 წლის აგვისტოში, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ნაღმმტყორცნების 100 000 ჭურვის შეძენასთან დაკავშირებით 2022 წლის აგვისტოში, გადახდა განხორციელდა წინასწარ, მათ შორის გარკვეული თანხები საზღვარგარეთ გადაირიცხა, მაგრამ იარაღის მიწოდება არ განხორციელებულა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფ

მეთიუ მილერი - ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, მათ შორის ახალი სანქციების შემოღებით - რა იქნება და ვის შეეხება, უნდა დაელოდოთ გამოცხადებას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი კიდევ ერთხელ იმეორებს, აშშ-ს ღრმა შეშფოთებას "მიმართულების ცვლილებაზე, რომელიც საქართველის მთავრობამ განახორციელა". შესაბამისად, მისი თქმით, აშშ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, მათ შორის ახალი სანქციების შემოღებით, ხოლო „რა იქნება და ვის შეეხება, უნდა დაველოდოთ“. "ჩვენ ვიყენებთ ინსტრუმენტებს, რომლებიც ჩვენს ხელთ არსებობს და რომლებსაც ორივე პარტია უჭერს მხარს. ასევე, როდესაც მიზანშეწონილია, ახალ ზომებს ვავითარებთ, იმ დროში, რომელიც

რიკარდ იოზვიაკი - საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ, თუმცა ევროკომისია განსახილველად წამოაყენებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ , - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისივე თქმით, ევროკომისია განსახილველად წამოაყენებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის, შესაძლოა ამ კვირაში. „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო,

ევროკავშირის საბჭო გაფართოების შესახებ ანგარიშში ადასტურებს ევროკავშირის მზაობას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე და იმეორებს „სერიოზულ შეშფოთებას“ მთავრობის მიერ არჩეულ კურსთან დაკავშირებით

ევროკავშირის საბჭო გაფართოების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. გაფართოების ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე, ამავდროულად იმეორებს შეშფოთებას მთავრობის მიერ არჩეულ კურსთან დაკავშირებით. ანგარიშიში საბჭო წუხილს გამოთქვამს, საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილების - შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე გამო და მკაცრად გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომა

მეცოლა: ვგმობთ რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებას, ჩვენი კარი ყოველთვის რჩება ღია

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა. მეცოლას თქმით, „ევროპარლამენტი გმობს ნებისმიერ რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებას“, მისივე თქმით, ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას და ევროპის კარი ყოველთვის ღია რჩება. დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.   პუბლიკა

ზვიად ძიძიგური - გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნით „ქართული ოცნება“ აშშ-ს ეუბნება: „ჩვენ არ გვაინტერესებს, რას აკეთებთ“ – როცა დამნაშავედ აცხადებენ შენი ქვეყნის თანამდებობის პირებს, რაის „ევროპისკენ“ და რაის „ღირსებით“ მიდიხარ?

ამ ხელისუფლებას არ ეტყობა, რომ თანამდებობის პირების დასანქცირება მათთვის რამე ტიპის მნიშვნელოვანი გზავნილია, ამაზე ღლიცინებენ - როდესაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები დამნაშავედ აცხადებენ შენი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს, რაის ევროპისკენ მიდიხარ და რაის ღირსებით მიდიხარ?- ამის შესახებ ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ერთი მხრივ აშშ-ის მიერ ვახტანგ გომელაურისა და მირზა კ

ლატვიამ საქართველოს კიდევ 13 მოქალაქეს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს 13 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი დროით აეკრძალათ. გადაწყვეტილება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ დღეს მიიღო. საქართველოს 13 მოქალაქის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება ბალტიის ქვეყნების მიერ პროევროპული აქციების ძალადობრივად დაშლის შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრების ნაწილისა და მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული სანქციების გაგრძელებაა.   პუბლიკა

მარგუს ცაჰკნა - ქართველები კვლავ ხმამაღლა და გარკვევით საუბრობენ იმაზე, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც ზურგს აქცევს ევროპასა და დემოკრატიას

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართველები კვლავ ხმამაღლა და გარკვევით საუბრობენ იმაზე, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაზე. „ქართველები კვლავ ხმამაღლა და გარკვევით საუბრობენ იმაზე, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც ზურგს აქცევს ევროპასა და დემოკრატიას“, - წერს მარგუს ცაჰკნა.   იპნ

დიმიტრი ცქიტიშვილი - უზრუნველყოფილი უნდა იქნეს იმ ინსტიტუტების განეიტრალება, რომლებიც არჩევნებს იპარავენ

დღეს გვექნება უფრო მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, საბჭო რას გულისხმობს , - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა, პრეზიდენტთან ოპოზიციის შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელებენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მექანიზმებზე. „დღევანდელი შეხვედრა უკავშირდება იმას, რაზეც ჩვენს მოსაზრებებში არანაირი განსხვავება არ არის, ეს არის დაპატიმრებული ადამიანების განთავისუფლება უპი

„გახარია საქართველოსთვის“ გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე - ივანიშვილის რეჟიმის მიერ ორგანიზებული ამ ძალადობრივი თავდასხმის დაუყოვნებლივ და საფუძვლიან გამოძიებას ვითხოვთ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „დღეს ბათუმში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე ივანიშვილის რეჟიმის მიერ ორგანიზებული კოორდინირებული ჯგუფური სასტიკი თავდასხმა განხორციელდა. გიორგი გახარია ბათუმში უსამართლოდ დევნილი ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების საქმეზე სასამართლო პროცესზე დასასწრებად იმყოფებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში. პარ

ჯო უილსონი - სევდიანი დილაა მოსკოვის, თეირანის, პეკინის, ფხენიანის, კარაკასისა და თბილისის დიქტატორებისთვის, დონალდ ტრამპი დაბრუნდა

სევდიანი დილაა მოსკოვის, თეირანის, პეკინის, ფხენიანის, კარაკასისა და თბილისის დიქტატორებისთვის, დონალდ ტრამპი დაბრუნდა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „გახადე ამერიკა კვლავ დიდებული. მშვიდობა ძალის მეშვეობით“, - წერს უილსონი. შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება.   იპნ

საფრანგეთში ყოფილი ელჩი - განა რა გახდა გონივრული კომპრომისი, რომ ქვეყანა სტაბილური განვითარების რელსებს და ცივილიზებულ სამყაროს დაუბრუნდეს?! - ბიძინა ივანიშვილი თავად იქცა ბაობაბად, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული

განა რა გახდა გონივრული კომპრომისი, რომ ქვეყანა სტაბილურ განვითარებას, ცივილიზებულ სამყაროსა და განვითარების რელსებს დაუბრუნდეს?! - დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს კარგად ესმის, რომ ეს პოლიტიკური არასტაბილურობა მის პასუხისმგებლობაზეა. სამწუხაროდ, იგი თავად იქცა ჩვენს ქვეყანაში ბაობაბად, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული, - ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი „ფეისბუქზე“ წერს. მისი თქმით, რუსეთთან მიმართებით ზომიერად ფრთხილი პოლიტიკა, რუსეთის მიმართ ორმხ

უკრაინის საგარეო უწყება - რობერტ ფიცო ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ განცხადებებით საზოგადოების დაშინებას და ამომრჩევლის კონსოლიდაციას ცდილობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, გეორგი ტიხის თქმით, უკრაინა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებას ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ განიხილავს, როგორც სლოვაკეთის საზოგადოების დაშინების და ამომრჩევლის კონსოლიდაციის მცდელობას, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ვფიქრობ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ ქმედებებს, რომელიც აღაშფოთებს ხალხს მის ქვეყანაში და გააანალიზოს რატომ ხდება ეს“, - აღნიშნა უკრაინის საგ
×
×
  • შექმენი...