საქართველოს მოქალაქეების აქტივები დღითიდღე იზრდება, ივანიშვილის კი მცირდება. ზუსტად ამიტომ ის გახდება იძულებული წამოვიდეს პოლიტიკურ შეთანხმებაზე.
ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/9286094761440717
29 დეკემბერზე ძალიან ბევრი რამე ისმის, ხან იქეთ, ხან აქეთ, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, მუქარით მელაპარაკებიან და მე მგონი, მაინც ვერ მიცნობენ , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, 29 დეკემბრის შემდეგაც ის პრეზიდენტი იქნება და გააგრძელებს ხალხის მსახურებას.
„29 დეკემბერზე ძალიან ბევრი რამე ისმის, ხან იქეთ, ხან აქეთ, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, მუქარით მელაპარ
ქართველი მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია საჭიროა, - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ მაკკოლი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.
„ქართველი მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხა
რეპრესიის სხვა მექანიზმებთან ერთად 2024 წლის განმავლობაში მზარდი იყო სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენება დემონსტრანტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, რისი ერთ-ერთი მიზანიც, განსხვავებული აზრის ჩახშობაა, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშშია აღნიშნული, სადაც დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებაა შეფასებული.
საია-ს ცნობით, ორგანიზაცია მონიტორინგს უწევს 50-მდე პირის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც უკავშირდება პრ
გერმანიის საელჩო, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს იმ გადაწყვეტილებასთან ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობასთან 237 მილიონი ევროს ღირებულების დაგეგმილ პროექტებს აჩერებენ.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეჩერებულ პროექტებში იგულისხმება საქართველოში მწვანე წყალბადის მეურნეობის განვითარების, ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და საქართველოში ენერგეტიკული ქსელების გაფართოების პროექტების დაფინანსება.
„ამგვარად
ჩვენ წერილი დაახლოებით 1 კვირის წინ გავგზავნეთ, უბრალოდ ტაქტიკურად არ ვახმაურებდით - მათი [დანარჩენი ოპოზიციის] წერილის ძირითადი ნაწილი ჩვენგანაა გადატანილი, პირდაპირ წინადადებებია გადატანილი. ეს პლაგიატია, მაგრამ რადგან აკადემიური ნაშრომი არაა, პლაგიატს ვერ დავარქმევთ, - ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების არ ცნობის საკითხზე წერილის თაობაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
„გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ლიდერ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, აჭარის პროკურატურას განცხადებით მიმართა.
როგორც მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, განცხადებაში აღნიშნულია მოთხოვნები, რომ დაადგინონ ყველა შემსრულებლის და დანაშაულებრივი დავალების გამცემის ვინაობა და დაიწყონ ბრალდებულების დაკავების პროცედურა.
„აჭარის პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება კონკრეტული მოთხოვნებით, მათ შორის: დაადგინონ ყველა შემსრულებლის და დანაშაულებრივი დავა
არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი. მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი მოხდა თავისუფალ და პასუხისმგებლიან ქვეყანაში, - ამის შესახებ ნათქვამია ლაშა გაბიტაშვილის განცხადებაში, რომელსაც აბუ - დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
როგორც ის წერს, კითხვებზე პასუხს მოგვიანებით გასცემს, როდესაც საქმე დაიხურება.
"მეგობრებო, თავისუფალი ვარ! დიდი მადლობა ქართველ ხალხ
სხვადასხვა კომპანიის პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტები, ასევე სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლები, თბილისში აქციას მართავენ.
ისინი ჭავჭავაძის გამზირიდან მსვლელობით მიემართებიან პარლამენტის შენობისკენ. მათი თქმით, აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გაცხადებულ გადაწყვეტილებას, რომელიც 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერებას ეხება.
აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის სრულად აქვთ დაკავებული და გადაკეტილი ჭავჭავაძის გამზირი. მათ უჭირავთ საქართველოს და ევროკავშირ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახლა სტრასბურგში მოემგზავრება, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროპული საქართველოს ლიდერი ახლა სტრასბურგში მოემგზავრება, რათა ევროკავშირის დემოკრატიის გულში მოგვმართოს. არის იმედი? ეს ლიეტუვაში საქართველოს შესახებ დასმული ყველაზე ხშირი შეკით
წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ მათ, ვინც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უხეშ თავდასხმებს აწყობს, იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც მძიმე დარტყმას მიიტანს, როგორიცაა ფინანსური სანქციები. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი ევროპელ კოლეგებთან ერთად ავრცელებს.
"უკრაინის ბრძოლა, ასევე, ბელარუსის დემოკრატიული ძალებისა და ქართველი ხალხის ბრძოლაა. ამ მამაცმა პარტნიორმა ერებმა დემოკრატიის მიმართ თავიანთი სურვილი და ადამ
მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციებზე 28 ნოემბრიდან დღემდე დაკავებულ პირებთან მიმართებით მთელ რიგ დარღვევებთან ერთად გამოიკვეთა მათ მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ნივთების ჩამორთმევის/მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არაერთი დაკავებულის ინფორმაციით, დაკავების შემდგომ მათ ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორის, ტელეფონები, ყურსასმენები, ლეპტოპი, ჩანთა, სახლის და მანქანის გასაღებები, პი
„თბილღვინოს“ დამფუძნებლის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2 200-ზე მეტი ბიზნესს წარმომადგენელი კრიზიდან გამოსვლის გზას, აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებაში და ხელახალ არჩევნებში ხედავს.
როგორც მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სხვა ბიზნესმენებთან ერთად მან თავისი პოზიცია პეტიციაში უკვე დააფიქსირა.
„ჩვენ ალბათ, აქ ვიკრიბებით იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე. ჩვენ 2 200-ზე მეტმა ბიზნესს წარმომადგენელმა, ჩვენი განცხა
ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას პრეზიდენტს ამ რთული ვითარების ნავიგაციის ძალისხმევაში , - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე წერს.
პეტრ პაველი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტთან განიხილა ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენები.
"გასულ პარასკევს ეუთო-მ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ, რამაც განაპირობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ზარი უახლესი მოვლენების განსახილველად.
მან ინფორმაცია მ
ჩვენი მთავარი სამიზნე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წნეხის გაგრძელებისას არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავად სანამ არ მიიღებს გადაწყვეტილებას, მანამდე ეს თოჯინების თეატრიც ასეთი შემართებით იქნება. საკუთარ თავს დააჯერებენ, რომ არაფერი ხდება და ექნებათ ივანიშვილის მილიარდების იმედი, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, მომავალი წლის პირველი კვარტლის პერიოდში
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ცნობით, 2,3,4 და 5 იანვარს გადმოტანილი დეკემბრის სპექტაკლები „შეყრა“ და „გაყრა“ გაუქმდა.
როგორც თეატრის მიერ "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სცენას ანდრო ჭიჭინაძის გარეშე ვერ დაუბრუნდებიან.
„ძვირფასო მაყურებლებო, სამწუხაროდ 2,3,4,5 იანვარს გადმოტანილი დეკემბრის სპექტაკლები "შეყრა“ და "გაყრა“ გაუქმდა! ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით. ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე tkt. ge. გილოცავთ ახალ წელს. იმედია მალე შევხვდებით თ
"როცა ასეთ საქმეზე პატიმრობას ხელს აწერ, რეალურად საკუთარ განაჩენს აწერ ხელს.
რომ დაგაპატიმრონ: 1. უნდა არსებობდეს დასაბუთებული ვარაუდი (მტკიცებულებების ერთობლიობა) რომ ჩაიდინე დანაშაული დ ა 2. სახეზე უნდა იყოს რეციდივის, მტკიცებულებების განადგურების/მოწმეებზე ზემოქმედების, ან მიმალვის საფრთხე.
ნახეთ რაიმე მტკიცებულება? რეციდივისტები არიან? გარბოდნენ? ვინმეზე ზემოქმედებდნენ? მტკიცებულებას ანადგურებდნენ?
ამიტომ არიან ეს ბიჭები ივანიშვილის მძევლები, რომელთა თავისუფლებითა
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ამის შესახებ ის „ფეისბუქზე“ წერს.
გახარია მხარდამჭერებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ ახლა მხარდაჭერა უპირველესად უკანონო პატიმრებს სჭირდებათ.
„დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ.
დღეს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა“,- წერს გახარია.
„გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს
გიორგი გახარიაზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ, - ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ბათუმში გუშინ ღამით, საქართველოს ოპოზიციის ლიდერ გიორგი გახარიაზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, ოპოზიციისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თავდასხმები დაუყოვნებლივ შეწყვიტოს. ესტონეთი შემდგომი ნაბიჯების შესახებ საკითხს ევროკავშირის დონეზე დააყენებს“, - წერს ესტონეთის საგარეო ს
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება და ასევე, გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს.
პროცესს ესწრება დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამც
გიორგი გახარია თავს არავის დასხმია, ეს კადრებში ჩანს, არანაირი ფიზიკური თავდასხმა არ განუხორციელებია არავისზე, ყავა თუ დაალევინა სამხარაძეს, ეს სხვა საკითხია, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავა პარტიის ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს რესურსი იმისთვის, რომ გახარიას მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს.
„დი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებულ 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად შარაძემ მიიღო.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა და საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც. მან მოსამართლეს შეღავათის გაწევა სთხოვა, ამასთან დაზარალებულ მეხანძრე - მაშველს, რომელსაც ბუბუტეი
სანქციებზე წინასწარ კომენტარს არ ვაკეთებთ, თქვენ იცით ის, რაც უკვე გააკეთა გაერთიანებულმა სამეფომ: გამოაცხადა სანქციები გარკვეული რაოდენობის ოფიციალური პირების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, გარეტ უორდმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს და როგორი სახის იქნება ეს სანქციები.
„მთავარია ის, რომ გვსურს ვიხილოთ,
ევროკავშირის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს ორგანიზაციას, უარი თქვას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ერთსულოვნობის პრინციპზე და უფრო ფართოდ გამოიყენოს კენჭისყრა კვალიფიციური უმრავლესობით.
საერთო პოზიციით გამოვიდნენ გერმანიის, ბელგიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, რუმინეთის, სლოვენიის და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
განცხადებაში მინისტრები აღნიშნავენ, რომ ისინი არ გამოდიან წინადადებით ევროკავშირის ხელ
წინააღმდეგობაც არ გამიწევია, ისე დამაკავეს, ადამიანის მოსაძებნად ვიყავი შესული, - ამის შესახებ მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს.
„სასამართლო კორექტულად მიმდინარეობდა, უბრალოდ, აცილება მოხდა ჩვენს ჩვენებასა და მოწმეების ჩვენებებს შორის“, - განაცხადა ნაკაშიძემ.
კითხვაზე, შსს-ს წარმომადგენლებმა ცრუ ჩვენებები მისცეს თუ არა, ნაკაშიძემ დადებითი პასუხი გასცა.
„ჰო, ჩემი გადმოსახედიდან ასეა. მე წინაა