Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.587
  • comments
    0
  • views
    768.076

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„გახარია საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაანონსებული ამნისტია ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ პირებს შეახოს, ამავე დროს კი, ღიად განაცხადოს, რომ ის მიხეილ სააკაშვილზე არ გავრცელდება

„საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაანონსებული ამნისტია ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ და დაჯარიმებულ მოქალაქეებსაც შეახოს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ოცნებამ“ მკაფიოდ უნდა აღნიშნოს, რომ ამნისტია მიხეილ სააკაშვილს არ შეეხება. შესაბამისად, როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, იმ შემთხვევაში თუ „ოცნება“ ამ პუნქტებს შეასრულებს, პარტია მზადაა, ამნისტიის პროექტის მხარდაჭერის საკითხი განიხილოს. „ჩ

„გახარია საქართველოსთვის“ – „ქოცებო“, თქვე „ნაცებო“ შეწყვიტეთ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედება - მოვუწოდებთ მოქალაქეებს, 26 ოქტომბერს, არც ერთ რადიკალურ ძალას მხარი არ დაუჭირონ

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არიან ჩვენი გუნდის წევრები - გიგა ფარულავა და ნოდარ შეროზია, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდსა და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ განცხადება ერთდრ

„გახარია საქართველოსთვის“ - ხელისუფლებამ გააფორმა ევროპული საგარეო კურსის ცვლილება და დააანონსა რეპრესიები - „რუსული კანონის“ მიღების მიუხედავად, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ახლა იწყება

ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით არა მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტანა პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, არამედ ქვეყანა დატოვა ნამდვილი მეგობრების გარეშე , - ამის შესახებ განცხადებას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს, რითაც პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და კანონის მიღებას ეხმაურება. როგორც პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გამოიწვევს სტრატეგ

„გახარია საქართველოსთვის“ - უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს - ერთად აღვადგენთ სამართლიან წესრიგს და მშვიდობას ქვეყანაში

უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს - ერთად აღვადგენთ სამართლიან წესრიგს და მშვიდობას ქვეყანაში, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი. პარტიის განცხადებაში აღინიშნება, რომ „მოძალადე დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ადამიანებზე ძალადობა, მათი მძევლად აყვანა“ ადასტურებს, რომ მათთვის საქართველოს მოქალაქეების „უწყვეტი პროტესტი ყველაზე დიდი პრობლემაა, პროტესტი, რომელიც ვერაფრით ჩაახშო“. „გამოხატვის თავისუფლების ფორმების სახელდახელოდ კრიმინალიზება, საკანონმდებლო ძალადობა პროტე

„გახარია საქართველოსთვის“ - სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე

ცესკოსთან ერთად პროკურატურაც ჩაერთო სიების და სხვა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის პროცესში - სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, პროკურატურა ყალბი გამოძიების ფარგლებში ცდილობს ვერიფიკაციის აპარატების წაღებას. „როგორც მოსალოდნელი იყო, ცესკოსთან ერთად პროკურატურაც ჩაერთო სიე

„გახარია საქართველოსთვის“ - რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, ჩვეულებრივი რეპრესიებია - მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, იმოქმედეთ დროულად საქართველოს მოქალაქეების დასაცავად!

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს რეპრესიებს უწოდებს დ მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, დროულად იმოქმედონ. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. „ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, არის ჩვეულებრივი რეპრესიები უბრალოდ განსხვავებული აზრის წინააღმდეგ! კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს - იმოქმედეთ დროულად საქართველოს მოქალაქეების დასაცავად!“,- ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს აქტივისტებ

„გახარია საქართველოსთვის“ - პროკურატურამ, „შერატონ ბათუმის“ ხელშეწყობით, მძევლად აიყვანა კამერების ჩანაწერები - იმედს ვიტოვებთ, რომ ჩანაწერები პროკურატურას სრულად აქვს დაცული და მოხდება მათი სრული მოცულობით გაცნობა და გადმოცემა

პროკურატურამ, „შერატონ ბათუმის“ ხელშეწყობით, მძევლად აიყვანა კამერების ჩანაწერები - იმედს ვიტოვებთ, რომ ჩანაწერები პროკურატურას სრულად აქვს დაცული და მოხდება ჩანაწერების სრული მოცულობით გაცნობა და გადმოცემა, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. მისივე თქმით, გიორგი გახარიას წარმომადგენელი საქმის მასალებს დღეს გაეცნობა. „როგორც იცით, გიორგი გახარიაზე თავდასხმის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები პოლიციის უმოქმედობით და „შერატონ ბათუმის“ აქტიური მონაწილეობი

„გახარია საქართველოსთვის“ - მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე თანმდევი სოციალური კრიზისები იკვეთება - ამის მაგალითია, ტყიბულში პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები და „აგარის შაქრის“ თანამშრომლების მასობრივი გაფიცვა

ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე უკვე ბევრი მიმართულებით, აშკარად იკვეთება თანმდევი სოციალური კრიზისები - ამის მაგალითია, ტყიბულში ათეულობით თანამშრომლის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება და „აგარის შაქრის“ თანამშრომლების მასობრივი გაფიცვა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც პარტიაში აღნიშნავენ, ისინი მზაობას აცხადებენ, „ერთიანი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ბერკეტების შემუშავებისთვის საჯარო ინტერესის და თითოეული თანამ

„გახარია საქართველოსთვის“ - მივმართავთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეწყვიტოს მაღაროელების ხარჯზე პოლიტიკური მანიპულაციები, გამჭვირვალედ დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნები და დაასრულოს კრიზისი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიმართავს „ქართული ოცნებას“, „სასწრაფოდ შეწყვიტოს მაღაროელების ხარჯზე პოლიტიკური მანიპულაციები, გამჭვირვალედ დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნები და დაასრულოს არსებული კრიზისი“. აღნიშნულის შესახებ გახარიას პარტია განცხადებას ავრცელებს და საუბრობს საკუთარ ინიციატივაზე, რითაც, მათი თქმით, ჭიათურისა და მსგავს საწარმოებში დასაქმებული ადამიანების ინტერესების რეალურად დაცვაა შესაძლებელი. როგორც პარტიაში აცხადებენ, საჭიროა საწარმოს „რე-ნაციონალიზაცია“, რაც გულ

„გახარია საქართველოსთვის“ - ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, „ძლიერ საქართველოსთან“ შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით. „მადლობას ვუხდით და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ პატივისცემას საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. სწორედ მისი ინიციატივითა და მოწვევით ვიყავით ჩ

„გახარია საქართველოსთვის“ - 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურია - ვაცხადებთ, რომ არ ვმონაწილეობთ მისი არჩევის უკანონო პროცესში და არ ვცნობთ დე ფაქტო, არალეგიტიმური პარლამენტის გადაწყვეტილებებს

14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები არის არალეგიტიმური - კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არ მონაწილეობს პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში და არ ცნობს დე ფაქტო, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს, მათ შორის, უკანონოდ არჩეულ პრეზიდენტს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, დაგეგმილი პრეზიდენტის არჩევნები ერთი მხრივ, ტარდება კონსტიტუციის მიღმა, არალეგიტიმური პა

„გახარია საქართველოსთვის“ - „ოცნებამ“ პროცედურული მანიპულაციებით არ მოგვცა საშუალება, მხარი დაგვეჭირა იმ კანონპროექტებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ბაღებსა და სკოლებში ბავშვების პროპაგანდისგან დაცვასთან

პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვაბრალა, თითქოს, ჩვენ არ გვსურს ბავშვები დავიცვათ პროპაგანდისგან - დღეს, „ოცნებამ" პროცედურული მანიპულაციებით არ მოგვცა საშუალება, მხარი დაგვეჭირა იმ კონკრეტული კანონპროექტებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ბაღებსა და სკოლებში ბავშვების პროპაგანდისგან დაცვასთან, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა განაცხადა. მათი განცხადებით, „ქართული ოცნების" რეალური მიზანი არა ოჯახების დაცვა ან ბავშვთა უფლებებია, არამედ წინასაარჩევნოდ

„გახარია - საქართველოსთვის“ - მოვუწოდებთ მხარდამჭერებს, ხვალ პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი

ხვალ ქართველი ხალხის მშვიდობიანი ხმა უნდა ისმოდეს საქართველოს პარლამენტთან და არა სხდომათა დარბაზში. ქართველი ხალხის გაბრაზებული ხმა უნდა გავაგონოთ ყველას, ვინც ჩვენს მოქალაქეებს არჩევანი მოჰპარა, - ამის შესახებ პატია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. პარტია მხარდამჭერებს მოუწოდებს, 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტთან მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ. „ხვალ, 25 ნოემბერს, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის მხოლოდ ერთპარტიული შემადგენლობა შეიკრიბება, რომელსაც საზოგადო

„გაწევრიანების მოლაპარაკებები 2030 წლამდე დასრულდეს“ — ევროპარლამენტის რეკომენდაცია გაფართოებაზე

ევროპარლამენტმა 502 ხმით,75 წინააღმდეგ მიიღო რეკომენდაცია ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგიის შესახებ. 61-მა დეპუტატმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. ევროპარლამენტის რეკომენდაციაში საბჭოს, ევროკომისიისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისადმი ნათქვამია, რომ: გაფართოება არცერთმა ალტერნატივამ არ უნდა ჩაანაცვლოს; საჭიროა გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღების პროცესის რეფორმირება და ახალი წევრების მიღება ერთსუ

„გაფართოვდეს ამნისტიის კანონი" — ადვოკატების თქმით, პატიმრები რამდენიმე ციხეში შიმშილობენ

რამდენიმე ციხეში პატიმრებმა ამნისტიის კანონის გაფართოების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს. ამის შესახებ პატიმრების ოჯახის წევრები და უფლებადამცველები საუბრობენ. ადვოკატების თქმით, ქუთაისის N2 დაწესებულებაში 20 პატიმარი შიმშილობს. რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში 50 პატიმარი შიმშილობს. ამის შესახებ „მთავარ არხს“ ციხიდან პატიმარი თავად ეუბნება. მისი თქმით, მოშიმშილე პატიმრები ამნისტიის კანონის უფრო მეტ მუხლზე გავრცელებას მოითხოვენ. ქსანში 30 პატიმარი შიმშილობს – ეუბნება პ

„გაუქმდეს მთავრობის განკარგულება" - რესპუბლიკურის ექიმებს სასამართლოში სარჩელი შეაქვთ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ, ითხოვენ გაუქმდეს მთავრობის განკარგულება რეორგანიზაციისა და საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ. ექიმები ხელმოწერებს აგროვებენ, მათი თქმით, მთავრობის მიერ მიღებული ბრძანება/განკარგულება რეორგანიზაციის შესახებ არის მასობრივი დათხოვნა ექიმების, რომელიც უნდა გაუქმდეს. „კომპენსაციებს არ განვიხილავთ, რეორგანიზაცია უნდა შეჩერდეს… ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ახალ შენობას და კლინიკის განახლებას, მაგრამ ულტიმატუმის და შა

„გარშემო ყველას ვირუსი აქვს“ - რა ტიპის ვირუსები ტრიალებს და რა უნდა ვიცოდეთ?

დღეს საქართველოში ათზე მეტი ტიპის ვირუსი ცირკულირებს. სპეციალისტთა თქმით, საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, გრიპის ვირუსების შემთხვევათა მატება ჩვეულ დროზე ადრე, ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. შესაბამისად, ექიმები ვარაუდობენ, რომ შემთხვევათა პიკი დეკემბერ-იანვარში იქნება. ისინი თვლიან, რომ დღეს, ქვეყნისთვის, გრიპის ვირუსის შემთხვევათა მატება გაცილებით საყურადღებოა, ვიდრე კორონავირუსის, რომლის მუტაციაც - ომიკრონი, არ გამოირჩევა გართულებებით და გრიპთან შედარებით, მისი მიმდინარეობა უფრო მს

„გარდიანი“ - ეს იყო ღამე, რომელიც დარჩება ათასობით გულშემატკივრის მეხსიერებაში

„გარდიანი“ პორტუგალიასა და საქართველოს შორის გუშინ გამართულ მატჩს ეხმაურება, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. „ეს იყო ღამე, რომელიც დიდხანს დარჩება ათასობით გულშემატკივრის მეხსიერებაში, რომლებიც აქ იყვნენ ისტორიის სანახავად. ეს იყო პირველი შემთხვევა რონალდოს კარიერაში, როდესაც ვერ გაიტანა გოლი დიდი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე“, – წერს „გარდიანი“. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვე

„განხილვა მიზანმიმართულად ჭიანურდება" - ოკმელაშვილის ადვოკატმა მოსამართლის აცილება მოითხოვა

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩევა, – მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხოლოდ აღკვეთის ღონისძიება გადასინჯა და იმ არგუმენტით, რომ საქმეში არ არსებობდა ახლად გამოვლენილი გარემოებები, ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. რაც შეეხება საქმის განხილვას, საქმე დასკვნითი სიტყვების ეტაპზეა მისული. დაცვის მხარე ოქტომბრიდან მოყოლებული საქმის განხილვის მიზანმიმართულ გაჭიანურებაზე საუბრობს. როგორც ოკმელაშვილის ა

„განვიხილეთ განახლების შესაძლებლობა" - ზელენსკიმ ზალუჟნი, სავარაუდოდ, გადააყენა

რამდენიმე წუთის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი უკრაინის გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი ზალუჟნის შეხვდა. გენერალი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალებს 2021 წლიდან ხელმზღვანელობს. პუბლიკა

„გამტარებელი" „აგენტის" სინონიმად ვაქციეთ" | რა თქვა ენათმეცნიერმა საკონსტიტუციოში სიტყვით გამოსვლისას

ენათმეცნიერი მარინა ბერიძე საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოვიდა, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს განიხილავენ. მან სასამართლოს იმ კვლევის ძირითადი შედეგები წარუდგინა, რომელიც ლინგვისტებმა კანონის შესახებ ჩაატარეს. ენათმეცნიერი მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოიწვიეს. მარინა ბერიძის განცხადებით, კანონში გამოყენებული საკვანძო ცნებები და ტერმინები „ცალსახად” ნეგატიური კონოტაციისაა. მისი თქმით, „დადებითი ან ნეიტრალური კონოტაციით ამ სიტყვების გამოყენება მხოლოდ დამ

„გამოსახლებები წინ არის“ - სასამართლოებში შესული საქმეების 49% სასესხო დავებს უკავშირდება

მედიაში სამი დღეა გააქტიურდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახების იძულებით გამოსახლების ფაქტები. კეკელიძის ქუჩაზე გამოასახლეს ოჯახი, იგივე პროცესი იგეგმებოდა დადიანის ქუჩაზე, თუმცა გადაიდო. როგორც ცნობილია, აღნიშნული კერძო გამსესხებლების მიმართ შეუსრულებელ ვალდებულებებთან არის დაკავშირებული. ამ ფაქტების გააქტიურების ფონზე, იურისტები თუ საკითხის სპეციალისტები იმ ხარვეზებზე საუბრობენ, რაც აღნიშნული საკითხის რეგულირების კუთხით არსებობს ქვეყანაში. კერძოდ, ი

„გამორიცხება საქართველოს მრავალწლიანი სწრაფვა, გახდეს ევროატლანტიკური სამყაროს ნაწილი" - KOLGA TBILISI PHOTO

ყოველწლიური ფოტოკვირეული KOLGA TBILISI PHOTO ეხმაურება საქართველოს პარლამენტში მიმდინარე რუსული კანონპროექტების განხილვას და გმობს მას. KOLGA TBILISI PHOTO 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს. პუბლიკა

„გამოიჩინეთ თავშეკავება“ — იაპონიის მთავრობა „ოცნებას“ მიმართავს

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, რომელსაც ხელისუფლება პოლიციისა და სპეცრაზმით ხელით ძალადობრივად არბევს ყოველ ღამით, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროც ეხმაურება და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, თავშეკავებას მოუხმოს და თავიდან აიცილოს მდგომარეობის მეტად გამწვავება. იაპონია საქსტატის თანახმად, საქართველოში შემოტანილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით მე-2 ადგილზეა 2024 წლის II კვარტალში. „იაპონია ყურადღებით აკვირდება საქართველოში მოვლენების განვითარება

„გამოიყენებენ პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის“ — მარინე ჩიტაშვილი რუსულ კანონზე

ფსიქოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარინე ჩიტაშვილი მიიჩნევს, რომ რუსულ კანონს მმართველი პარტია პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენებს. „ეს არის პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის. რუსული იქნება თუ რა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. გაცხადებული სურვილია, რომ გინდა თუ არა, უნდა აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობით მოსულმა პოლიტიკურმა პარტიამ. ეს კანონპროექტი ორ ძირითად პრინციპს არღვევს: ადამიანებს უნდა მიაწერო
×
×
  • შექმენი...