ალენ ბერსეს დასკვნითი პრესკონფერენცია შეიცავდა გზავნილებს, რომლებიც არ ემსახურება კრიზისის განმუხტვას, არამედ პირიქით, მეტად ამძიმებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს, - ამის შესახებ ნათქვამია ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური ძალის ერთობლივ განცხადებაში, რომლითაც ისინი ეხმაურებიან ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს თბილისში ვიზიტს.
მიმართვაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს მ
ჯო უილსონი ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს მაიკ უოლცს შეხვდა და საქართველოს “ავტორიტარული შთანთქმა” განიხილა.
ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“მადლობელი ვარ დღეს შევხვედროდი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩვენს მომდევნო მრჩეველს, მაიკ უოლც, რათა განგვეხილა საქართველოს ავტორიტარული შთანთქმა და მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლებისადმი “ჩინეთის კომუნისტური პარტიის” საფრთხე. მოუთმენლა
ეს საპროტესტო მუხტი აღარასდროს გაქრება, „ქართული ოცნების“ იმედი, რომ აქციები ჩაივლის და ყველაფერი ძველ სიტუაციას დაუბრუნდება, აღარ მოხდება, შეუძლებელია,- ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე განუცხადა, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ახალგაზრდებზე ძალადობას არავინ შეარჩენს.
„არავინ არ შეარჩენს ივანიშვილს ახალგაზრდების ცემას, ძალადობას, გაყ
11-12 იანვრის ღამეს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და ბათუმში დაკავებული 10 მოქალაქე მოინახულეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი და დაკავების დროს დაშავებული შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ხუთი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს.
„მაგალითად, ერთ-ერთის განცხადებით, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შედეგად გულმკერდისა და თავის არეში ტკივილები აქვს, აღენიშნება ასევე, ნაკაწრები ხელებზე.
დაკავებულია მათე ცენტერაძე, ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელზეც წელიწადზე მეტია მიმდინარეობს მუქარისა და დაშინების მცდელობა.
ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/519836690508067
რეჟიმის რეპრესიები უკვე ყველა სფეროს და პროფესიას შეეხო, გვყავს ათეულობით სინდისის პატიმარი, უკვე დამოუკიდებელი ჟურნალისტიც!-ასე აფასებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებას.
პარტიის განცხადებით, რეპრესიების მასშტაბურობა მიუთითებს პროტესტის მასშტაბურობაზე, რასაც რეჟიმი თავისი რესურსებით ფიზიკურად ვერ გასწვდება.
„ახალგაზრდებზე სისტემური, სასტიკი ძალადობისთვის არც ერთი პირი დღემდე დასჯილი არ არის. რეჟიმის რეპრ
თავდასხმისას გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩრულად, როგორც ეს მათი ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სახლში მკურნალობს.
როგორც სიჭინავა აცხადებს, ორგანიზატორსა და თავდამსხმელებს, შესაბამისი პასუხი გაეცემა.
„როგორც თქვენთვის კარგადაა ცნობილი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე,
„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, პარტიის ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდასხმა „მომენტალურად მოხდა მაშინ, როდესაც ის სასტუმროში შედიოდა“.
სიჭინავას თქმით, გახარიას შენობის შესასვლელში 10-მდე ადამიანი დახვდა.
ყოფილი პრემიერის თანაგუნდელი ამბობს, რომ გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმა რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარებდა, თუმცა სასტუმროს დაცვის სამსახური კონფლიქტში, მისი განეიტრალების მიზნით, არ ჩართულა.
ის ასევე აღნიშნავს, რომ გახარია ჯერჯერობ
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, მააიკე ვან კოლდამი აცხადებს, რომ ნიდერლანდები, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო სრულად იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენასთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებებშია გამოხატული.
„რუსეთთან ფრენებთან დაკავშირებით ევროკავშირმა გაავრცელა ორი განცხადება. ნიდერლანდები არის ევროკავშირის წევრი და რა თქმა უნდა, ვუერთდები ევროკავშირის ამ განცხადებებს, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, რ
"ქართულ ოცნებას" იმის იმედი რომ ჰქონდა 27-ვე ქვეყანა ერთად ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას, ვნახეთ რომ ყველაზე გავლენიანი ქვეყნები ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ამიტომ ევროკავშირის ერთობლივი ხელმოწერა იქნება თუ არა ეს არ ცვლის იმ მოცემულობას რომ მკაცრი განცხადებები აკეთონ. ევროპის კონტინენტზე ყველაზე გავლენიანი ქვეყნები ღიად საუბრობენ სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე და ეს ძალიან რეალურია."
სოფო ხორგუანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, უფლებადამცველი.
ვიდეო: https://ww
ისეთი ამოცანა არ უნდა დავსახოთ, რომელსაც ვერ მივაღწევთ, სუპერ გეგმები დღეს არ არსებობს. საზოგადოების პროტესტი ქმნის დღის წესრიგს და ამის ნაწილი ვართ ჩვენც. ნებისმიერი მცდელობა, რომ შეცვალოს საზოგადოების დღის წესრიგი, მხოლოდ დააზიანებს პროცესს.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1736488500434294
რატომ იმყოფებოდა ირაკლი კობახიძე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ ლიდერებთან ირანში სულ რამდენიმე თვის წინ? - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, იგივე ტერორისტები აქტიურად გეგმავდნენ დონალდ ტრამპის მკვლელობას და ყოველ დღე გამოდიან ამერიკის სიკვდილის მოწოდებებით.
"თქვენ გხედავთ. ამერიკა არ მოტყუვდება“, - წერს უილსონი.
კონგრესმენი გაცხადებას ას
მე ვარ მზად, რომ ბოლომდე გამოგყვეთ. დარწმუნებული ვარ, ეს ბოლო ძალიან ახლოს არის, მაგრამ უნდა გავუძლოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის წინ გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას განუცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ის უახლოეს დღეებში მასშტაბურ შეხვედრებს დაიწყებს, როგორც ქვეყნის შიგნით რეგიონებში, ისე ქვეყნის გარეთაც.
მისი თქმით, ის შეხვდება საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს - ბიზნესის წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებსა და ასევე იმ ადამიანებს, რომლები
ეს არის ჩვენი ყველას მოვალეობა, რომ ვიყოთ სოლიდარულები მათ მიმართ, ვინც არიან დღეს გისოსებს მიღმა და მალე გამოვლენ, ვინც დღეს არის გათავისუფლებული საჯარო სამსახურებიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, პროტესტში ჩართულ ყველა ადამიანს სჭირდება თანადგომა და ერთიანობა.
“საჭიროა, რომ ვებრძოლოთ რეპრესიულ სისტემას - ეს ნიშნავს იმ ფონდების გაძლიერებას, რომლებიც ემსახურებიან ადამიანებს, რომლე
“ოცნებამ” კარგად იცის, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არანარი შესაძლებლობები არა აქვთ და პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდება.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/9726535677396671
დონალდ ტრამპი და მე ერთად ვიმუშავებთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მისაღწევად.
ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“ამერიკა არ აღიარებს ივანიშვილის რეჟიმს. “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” აგრძელებს ტირანული რეჟიმების არაღიარების დიად ამერიკულ ტრადიციას. დონალდ ტრამპი და მე ერთად ვიმუშავებთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მისაღწევად”, - წერს უილსონი.
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა.
მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, ადვოკატებს აცილების მოთხოვნის ორი საფუძველი ჰქონდათ. ჯაჭვაძის თქმით, მოსამართლის ხმის ტემბრის ცვლილება, რომელიც დაცვის მხარეს არ მოეწონა, აცილების საფუძველი ვერ გახდებოდა.
ასევე, მან განმარტა, თუ რატომ ისაუბრა საგამოძიებო პერიოდის გახანგრძლივების თაობაზე.
ადვ
თბილისში, რესტორან “ბაბილოსთან” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანში მოსამართლეებისთვის კორპორაციული წვეულებაა დაგეგმილი.
აქციის მონაწილეებს თან მიტანილი აქვთ იმ ადამიანების ფოტოსურათები, რომლებიც გასულ კვირებში აქციების დროს დაზარალდნენ ან სამართალდამცველებმა დააკავეს.
ამ დროისთვის, მოსამართლეები რესტორანში იკრიბებიან, რომლებსაც აქციის მონაწილეები შეძახილების ფონზე აცილებენ.
“[ეს მოსამართლეები] უძარღვოდ, უსისხლოდ, უსულგულოდ არიან დაბადებუ
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სოლიდარობას უცხადებს შშმპ უფლებათა აქტივისტს, გია ჯვარშეიშვილს, რომელიც მათი ცნობით, პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი მეორედ გახდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია მისი საქმის ეფექტიან და დროულ გამოძიებას მოითხოვს.
„2025 წლის 11 იანვარს, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციამ შშმ პირთა უფლებების აქტივისტი, გია ჯვარშეიშვილი, კიდევ ერთხელ, ძალის გადამეტებით დააკავა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც რამდენიმე პოლიციელის
ბათუმის სასტუმრო „შერატონისგან“ ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენთვის გადმოცემას, რისი სამართლებრივი უფლებაც გვაქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმროს ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა.
როგორც სიჭინავამ განაცხადა, „დე ფაქტო პრემიერისა და
ადამიანების მიზანში ამოღება გამოხატვის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო, ძირს უთხრის საქართველოში სამართალს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
„აშშ-ის საელჩოსა და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ საქართველოს იმ მოქალაქეების სასამართლო პროცესებს, რომლებიც დაკავების ან პატიმრობის დროს სავარაუდოდ პოლიციამ სცემა ან მათზე იძალადა. ადამიანების მიზანში ამოღება გა
როგორ მოხდა, რომ მოლდოვამ ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის ფარგლებში 2 მილიარდამდე ევროს მოცულობის მხარდაჭერა მიიღო, მაშინ როდესაც ე.წ ხელისუფლების ნაბიჯების გამო საქართველომ ვერაფერი მიიღო? - ეს პრობლემები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში არსებობს, [„ქართული ოცნების“] მიერ შექმნილი პოლიტიკური კრიზისითა და ანტიდემოკრატიული ნაბიჯებითაა გამოწვეული, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ბექა ლილუაშვილმა პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ლილუაშვილმა აღნიშ
"მწოლიარე დედას უვლიდა ბინაზე (ეს უკვე ცალკე სისტემური ტრაგედია - გმირების საჭიროება ჩნდება იქ, სადაც სისტემებია გაუმართავი), დაიჭირეს და მალევე დედა გარდაიცვალა. რამე დაშავდებოდა რომ სამაჯური შეებათ და ისე მაინც დაეტოვებინათ სახლში?
უდებ - უდებ, იჭერ - იჭერ, ხედავ მძიმე პაციენტ დედას თვითონ პატრონობს ექიმი, ციხეში მაინც არ გაუშვა, თუნდაც იქამდე, სანამ დედამისს სჭირდება, რამ გშობა ასე უდედოდ ბატონო მოსამართლე?!
პირიქით, ბოდიშს უნდა უხდიდე სახელმწიფოს წარმომადგენელი შენს მოქალაქ
"მოვუწოდებთ „ოცნების“, უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე, რომელიც უკან გადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების გზაზე და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული რეკომენდაციების სულისკვეთებას", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებით, თუ მერის მიერ შედგენილი ბიუჯეტი არ მიიღო საკრებუ
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, ხვალ, 20:00 საათზე დაგეგმილი კონცერტი, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო აღარ ჩატარდება, თუმცა პრეზიდენტი საზოგადოებას შეკრებისკენ მოუწოდებს.
როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ახლა არანაირი კონცერტის ჩატარება არ შეიძლება, რის გამოც, ღონისძიების სახე შეიცვლება, თუმცა, მისი არსი, რომ ქვეყნის „მომავალი რუსეთი არაა“, უცვლელი რჩება.
„ხვალ იქნება ევროკავშ