Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.085.780

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

იენს სტოლტენბერგი - დასავლეთი არ დაღლილა უკრაინის დახმარებით, ევროპაში მის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასთან დაკავშირებული პრობლემები გადაწყვეტადია

დასავლეთი არ დაღლილა უკრაინის დახმარებით, ევროპაში მის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასთან დაკავშირებული პრობლემები გადაწყვეტადია. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. “საუბარია საკითხზე, რომელზეც, რა თქმა უნდა, უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ არ მჯერა, რომ ეს სურვილის უკმარისობის და უკრაინისადმი მხარდაჭერის არგაგრძელების სურვილის ნიშანია”, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში უკრაინის მხარდაჭერის

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ტრანსატლანტიკურ კავშირებში საქართველოს გზის მიმართ ერთგული ვრჩებით, მაგრამ ბურთი საქართველოს მოედანზეა და მან უნდა გაათამაშოს

ბურთი საქართველოს მოედანზეა, აქამდე გათამაშება არ მომხდარა, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება. ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება შესაძლებლობა, რეფორმები წარადგინოს. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რა თქმა უნდა, ექნება შესაძლებლობ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე - თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაოაბზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე. „ისმის კითხვა: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს? ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება. სახელმწიფო ინტერეს

ვიოლა ფონ კრამონი - პრეზიდენტი ზურაბიშვილი აახლოებს ქვეყანას ევროკავშირთან, ამ ძალისხმევისთვის ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ - ჩვენ არ შეგვიძლია და არ დავტოვებთ საქართველოს 80%-ზე მეტს მარტო ჩრდილოვანი რეჟიმის პირისპირ

არ შეგვიძლია პროევროპელი ქართველების 80% მარტოდ მივატოვოთ მიტაცებულ რეჟიმთან ბრძოლაში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემის მიუხედავად, პრეზიდენტი ზურაბიშვილი პრორუსული მთავრობის მიერ განხორციელებული იმპიჩმენტის პროცედურის წინაშე დგას. არ შეგვიძლია პროევროპელი ქართველების 80% მარტოდ მივატოვოთ მიტაცებულ რეჟიმთან ბრძოლაში. საქართველოს მომავალი ევროკავშირში რჩება”, - წერს ფონ კრამონი. მისივე თქმით, საქ

ვიოლა ფონ კრამონი - საქართველოს რუსეთის ოკუპაციის 200-წლიანი გამოცდილება აქვს, რათა იცოდეს, რომ მოძალადესთან დათმობაზე წასვლა არასდროს მუშაობს - მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია ბოროტების დამარცხება

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა. „რუსეთი კლავს. ის კლავს უკრაინაში, სირიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში. საქართველოს რუსეთის ოკუპაციის 200-წლიანი გამოცდილება აქვს, რათა იცოდეს, რომ მოძალადესთან დათმობაზე წასვლა არასდროს მუშაობს. მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია ბოროტების დამარცხება. ვუსამძიმრებ კიდევ ერთი მსხვერპლის ოჯახს“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერის“ გვერდზე. საოკუპაციო ხ

დიმიტრი ცქიტიშვილი - ახალი არჩევნები, თავისთავად, გულისხმობს დემოკრატიული გზით სახელმწიფოს დემოკრატიულ პროცესებში დაბრუნებას - ამ საკითხმა უპირატესი მხარდაჭერა მოიპოვა იმ საზოგადოებაში, რომელიც ახლა ქუჩაშია

ახალი არჩევნები, თავისთავად, გულისხმობს დემოკრატიული გზით სახელმწიფოს დემოკრატიულ პროცესებში დაბრუნებას. ამ საკითხმა უპირატესი მხარდაჭერა მოიპოვა იმ საზოგადოებაში, რომელიც ახლა ქუჩაშია. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/908653674735200

აშშ-ის საელჩო - მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია - ვგმობთ „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ძალადობას მედიასა და საქართველოს მოქალაქეებზე

საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა, რომლებიც "მამაცურად მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისთვის". როგორც საელჩო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია. საელჩო გმობს „ქართული ოცნების" მიერ ბოლო დღეებში "განხორციელებულ ძალადობას მედიასა და საქართველოს მოქალაქეებზე“. “მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია. ელჩი დანიგანი ესტუმრა ჟურნალისტებს, რომლებიც მამაცურად მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისთვის და გვატყობინებენ სიმართლეს, რ

პრეზიდენტი - უაზრო პროვოკაციას გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, რომელმაც დაგეგმა ხვალ, 19:00 საათზე ვითომდა ნაძვის ხის ანთება - თუ რამე მოხდა, პასუხისმგებლობა მთლიანად და მხოლოდ პირადად მასზე იქნება!

დავიწყებ ხვალინდელი დღით და იმ უაზრო პროვოკაციით, რომელსაც გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილმა მიმართა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს და საზეიმო ღონისძიების მოწყობა ორბელიანების სასახლის წინ შესთავაზა. მისივე განმარტებით, თუ რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი პარლამენტთან, პასუხისმგებლობა სწორედ დედაქალაქის მერს დაეკისრება. “დავიწყებ ხვალინდელი დღით და იმ უაზრო პროვოკაციით, რომელსაც გვიწყობს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი - საქართველოსთან დაკავშირებულმა ზომებმა საქართველოს მოსახლეობას არ უნდა ავნოს

ჩეხეთის პოზიცია უცვლელია, ჩვენ ღიად უნდა შევინარჩუნოთ ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ მთავრობა არ სურს თანამშრომლობა და თუ მთავრობა პირდაპირ ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. კითხვაზე, რა კონკრ

გიორგი გახარია - დადებითად ვაფასებ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან თქვა - საქართველოს მოქალაქეებს რეალური მხარდაჭერა სჭირდებათ და არა შეშფოთებები და მხოლოდ დიპლომატიური ვიზის გაუქმება

რეჟიმს მოვუწოდებ ჟურნალისტებთან „მიაწვეს“ ლეგიტიმაციის მიღების მცდელობებს. ევროსაბჭოს წევრების ჩამოსვლა ქვეყანაში პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ მათ დეტალურად დაადგინონ რეჟიმის მიერ ჩადენილი ძალადობების, არაადამიანური მოპყრობების, წამების შემთხვევები, - ასე აფასებს „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს საქართველოში ვიზიტს, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია

ჯო უილსონი - მომდევნო კვირას „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“ წარვადგენ, რომელიც აუკრძალავს აშშ-ს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას

მომდევნო კვირას „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“ წარვადგენ, რომელიც აუკრძალავს შეერთებულ შტატებს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „მომდევნო კვირას „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" წარვადგენ, რომელიც აუკრძალავს შეერთებულ შტატებს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას და აღიარებს სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერს საქართველოში მანა

კახაბერ ქემოკლიძე კაუმას დაგეგმილი ვიზიტის შესახებ -ვიმედოვნებთ, რომ მოხდება ამ ვიზიტის გადაფასება და არ მიეცემა "ოცნების" დე ფაქტო ხელისუფლებას პოლიტიკური სპეკულაციების შესაძლებლობა (ვიდეო)

ეს არის უდროო ვიზიტი, რომელსაც ნეგატიური გამოხმაურება აქვს თვით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისგან.   ახლა პოლიტიკური ექსპერიმენტების დრო არ არის, მეტი მკაფიოობაა საჭირო ევროპული ინსტიტუციების მხრიდან.     ვიმედოვნებთ, რომ მოხდება ამ ვიზიტის გადაფასება და არ მიეცემა "ოცნების" დე ფაქტო ხელისუფლებას პოლიტიკური სპეკულაციების შესაძლებლობა.     კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.fac

ბრიტანეთის ელჩი - განსაკუთრებით ვწუხვარ იმ საშინელი ამბის გამო, რომელიც გალის რეგიონში მოხდა, სადაც ტრაგიკულად ხანძრის დროს დაიღუპა 5 ბავშვი

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების ახლობლებსა და ნათესავებს. ელჩის ქართულ ენაზე ვიდეო-მიმართვას ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. „შობის პერიოდს ადამიანები უნდა ატარებდნენ თბილად და უსაფრთხოდ, საკუთარ ოჯახებთან ერთად. დღეს განსაკუთრებით ვწუხვარ იმ საშინელი ამბის გამო, რომელიც გალის რეგიონში მოხდა, სადაც ტრაგიკულად ხანძრის დროს დაიღუპა 5 ბავშვი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - 20 იანვარიც მოდის და არაფერიც არ შეიცვლება - მერე იტყვიან, რომ დონალდ ტრამპიც „გლობალური ომის პარტიისა“ და „დიფ სთეითის“ ქვეშ მოექცა

უნდა ითქვას, რომ „გავრილოვის ღამეს“, ერთი მხრივ, ლეგიტიმური პროტესტი იყო და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებაც ფიქსირდებოდა, თუმცა ეს არ იყო სისტემური ძალადობის შემთხვევა. [რაც შეეხება მერაბიშვილს], 2007 წელს სააკაშვილი ეშმაკურად გადადგა და ხელახალი მანდატი მიიღო. ამ შემთხვევაში პოლიტიკურმა პროცესმა ვითარება განმუხტა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხ

ბექა ლილუაშვილი - თუ აქამდე ვფიქრობდით, რომ სასტუმროს ხელმძღვანელობა იყო ძალოვანი სტრუქტურების ზეწოლის ქვეშ, “შერატონ ბათუმის” ქმედებებით გამოჩნდა, რომ ისინი რეალურად თანამონაწილეობდნენ თავდასხმაში

თუ აქამდე ვფიქრობდით, რომ სასტუმროს ხელმძღვანელობა იყო ძალოვანი სტრუქტურების ზეწოლის ქვეშ, “შერატონ ბათუმის” ქმედებებით გამოჩნდა, რომ ისინი რეალურად თანამონაწილეობდნენ თავდასხმაში. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/597854116286392

ტატა ხვედელიანი - მაშინ როდესაც სააკაშვილს აქვს წვდომა მედიასთან, პირდაპირი ეთერები სასამართლო დარბაზში, სარგებლობს ყველა პრივილეგიით, ამ დროს, კრიტიკული მედიის წარმომადგენელი მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული და მე-17 დღეა შიმშილობს

მაშინ როდესაც სააკაშვილს აქვს წვდომა მედიასთან, პირდაპირი ეთერები სასამართლო დარბაზში, სარგებლობს ყველა პრივილეგიით, ამ დროს, კრიტიკული მედიის წარმომადგენელი მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული და მე-17 დღეა შიმშილობს. ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/966129268320890

სუს-ისა და კონტრტერორისტულ სისტემაში ჩართული უწყებების მონაწილეობით, გამოვლენილია „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე - დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ეროვნულ კონტრტერორისტულ სისტემაში ჩართული კომპეტენტური უწყებების მონაწილეობით, წარმოებული ოპერაციების შედეგად, გამოვლენილია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბაჩა მგელაძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, კომ

კახა კალაძე - რუსეთთან არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო - გავიმეორებ მშვილდაძის, ხოშტარიას, სააკაშვილის სიტყვებს, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და ჩვენ ამას მივესალმებით

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთთან არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო და ხელისუფლება მიესალმება რაც შეიძლება მეტი ტურისტის საქართველოში ჩამოსვლას და ბიზნესკომპანიებს, რომლებიც არ არიან სანქცირებულები. მისივე თქმით, ოპოზიცია, რომელიც ახლა მოითხოვს რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას, თავის დროზე ქვეყანაში რუსი ტურისტების ჩამოსვლას მიესალმებოდა. „მე ვფიქრობ, რომ არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო. ამ შემთხვევაშ

ჯო უილსონი - ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური - ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

საქართველოში ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ეუთოს/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ კვლავ იმეორებს, რომ „ქართული ოცნება“ არალეგიტიმურია. „საქართველოში არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც ვთქვი: დე ფაქტო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური. პრეზიდენტი სალომე

აქციის მონაწილე დავით გოგილაშვილი - ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური, პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, რომ წაერთმიათ

ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური, პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, იმისთვის, რომ წაერთმიათ, - ამის შესახებ საქართველოში მიმდინარე აქციებზე ერთ-ერთმა დაზარალებულმა, დავით გოგილაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მას მხოლოდ ტელეფონი აღმოაჩნდა, „თუმცა ხალხს არამხოლოდ ტელეფონებს, არამედ საქორწინო ბეჭდებს და ყველაფერს ართმევდნენ“. „მეც ერთ-ერთი დაზარალებული ვარ, რომელიც გამქურდეს. ეს ნივთების ჩამორთმევა არაფ

„არსის“ დირექტორი - ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია - ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება

ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია - ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება, - ამის შესახებ „არსის“ დირექტორმა ბესო ორთოიძემ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე განაცხადა. მისი თქმით, მოლოდინი აქვს, რომ ბიზნესსექტორი პრემიერისგან პასუხებს მიიღებს. „ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ

IRI - წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე ხასიათდებოდა ფართომასშტაბიანი დარღვევებით - ფართო საზოგადოებრივი უნდობლობა და შედეგების მიუღებლობა აჩენს კითხვებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაზე

ფართო საზოგადოებრივი უნდობლობა და შედეგების მიუღებლობა აჩენს კითხვებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაზე, - ამის შესახებ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშშია ნათქვამი. IRI-ის მისიის დასკვნით, პროცესი მრავალმა ფაქტორმა სერიოზულად დააზიანა და არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეჭვები გააჩინა. მისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მხედველობაში მიიღოს სამოქალაქო და საერთაშო

სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტის ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას - დეტალები კვირას გახდება ცნობილი

პრეზიდენტის ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ასე რომ, ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანულ პოდკასტ Rest Is Politics-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, რის გაკეთებას აპირებს კვირას, როდესაც მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის შესახებ კვირას გახდება ცნობილი. „ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან მმართვე

გიტანას ნაუსედა მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე - ნახევრად საიდუმლო ცერემონიაზე მხოლოდ საკუთარი პარტიის მიერ არჩეული და აღიარებული ადამიანის ინაუგურაცია მოხდა

კიდევ ერთი დღე "ტრადიციულ" ევროპულ დემოკრატიაში, სადაც "ოცნების პარტიას" სერიოზულად ვერავინ აღიქვამს და ნახევრად საიდუმლო ცერემონიაზე მხოლოდ საკუთარი პარტიის მიერ არჩეული და აღიარებული ადამიანის ინაუგურაცია მოხდა, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. ნაუსედა საარჩევნო კოლგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველომ ან დემოკრატიის ახალი განსაზღვრება უნდა იპოვოს, ან საერთოდ უ

"სანამ პროვოკაციას მოაწყობდა მანამდე მისაღები მიიღო ჩემგან, პანჩურის გამო შარვალი თუ გაგერღვა,”იზვინი ბრატ”, გამოდი და აქაურ “რისეფშენს” ვთხოვ ამოგიკერონ!" - რას წერს ირაკლი ზარქუა აბუ-დაბიში მომხდარის შესახებ?

რადგან ასეთი რეაქცია მოყვა ამიტომ თავს ვთვლი ჩემს ახლობლებს მოვუყვე პროვოკატორების მიერ დადგმული სპექტაკლი.. მოკლედ მეგობრებთან ერთად ვარ საემიროებში .. მორიგი გადედლებული პროვოკატორი აქტივისტი გადაგვეყარა აქ ,უფრო სწორედ “ გაიჩალიჩა” ასე უფრო მართებული იქნება ამის თქმა თავს დაგვადგა საუზმის დროს, მობილურ მომარჯვებული( ასეთ ვიდეოებში ფულს იღებენ მერე ეს გადედლებული პროვოკატორები) და სანამ პროვოკაციას მოაწყობდა მანამდე მისაღები მიიღო ჩემგან და შემდეგ პოლიცია პოლიციის ყვირილით გავარდა მისაღებ
×
×
  • შექმენი...