მამუკა, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ, „ბორენკას ბანდა“ ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ ანდრო ბრალს რომ აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე! - ასე უპასუხა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ „შემიძლია ანდრო ჭიჭინაძეს თავდებშიც კი ჩავუდგე, თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას. ნებისმიერი ჩვენგანი, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი მზად ვართ, ვუშუამდგომლოთ“.
„ანდრო ჭიჭინაძე თუ აღი
საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეწყვიტოს, მათ ქართველებს საშუალება უნდა მისცენ, რომ თავიანთი სიტყვა ახალ და სამართლიან არჩევნებში გამოხატონ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრამერმა (გერმანია) ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გასულ კვირას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ხელისუფლების ბანდიტების ჯგუფი თავს სასტიკად დაესხა, მათ შორის „ქართული ოცნების“ ე.წ. დეპუტატი. გახარი
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს პროტესტის გამოხატვისთვის ღირსეული პირობები შეუქმნან.
როგორც იოსელიანმა განმარტა, მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება არ იყოს შეზღუდული, მეორე მხრივ კი ღირსებულ პირობებში შეეძლოთ ამის განხორციელება.
„როდესაც პრობლემა დადგა, პირველი დღიდანვე ჩავერთეთ პროცესში. სახალხო დამცველის აპარატის მეცადინეობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჩვენ ამ სამუშაო ჯგუფში დღემდე
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით ქართულ პროტოკოლში, რომელიც ერთი თვის განმავლობაში უნდა შეიქმნას, განსაზღვრული იქნება მედიკამენტის გამოყენების პირობები იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს.
მისივე თქმით, მედიკამენტთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი გრძელდება.
„სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქონდროპლაზიის პროტოკოლზე მუშაობს, ესწრებოდა საბჭოს შეხვედრას. მათ გამოთქვეს თავიანთი პოზიციები და აღნიშნეს, რომ მზად არიან,
ბოროტებას ბევრი გამოვლინება და ყოველთვის ერთი სამიზნე აქვს - ადამიანის სიცოცხლე. არ აქვს მნიშვნელობა, რა კონტინენტი ან ქვეყანაა, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.
განცხადება გაავრცელა უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯეტ ბრინკმა.
„რუსეთმა კვლავ გაუშვა რაკეტები უკრაინის ქალაქებში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს, უსაფრთხოდ და მშვიდად ძილის საშუალება უნდა ჰქონდეთ. მადლობელი
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს, იაპონიაში უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
„შეერთებული შტატები აგრძელებს რაც შეუძლია ყველაფრის გაკეთებას, რათა გააძლიეროს უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი“, - განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, ახალი პაკეტი 375 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და მოიცავს საბრძოლო მასალას, არტილერიასა და სატრანსპორტო საშუალებებს.
გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერმა უკრაი
სახალხო დამცველი 1-ელ ივნისს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, რა დროსაც კარვის გაშლის მცდელობის გამო, მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს.
ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, მაშინაც კი, როდესაც, კარვის გამოყენებით, პროტესტს მხოლოდ ერთი ადამიანი გამოხატავს, იგი მაინც სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, რომელშიც ჩარევა რელევანტური და სათანადო დასაბუთების გარეშე, არაპროპორციულ ხასიათს ატარებს.
სახალხო დამცველის თქმ
8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ რიგით მეოთხე შეფასების დოკუმენტი წარმოადგინა, თუ როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, 2023 წლის 30 აპრილიდან 15 ივნისამდე პერიოდში სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, მეტწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ხუთი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ოთხი პირობა. კერძოდ, შესრულდა - ECHR-ის გადაწყვეტილებების გათვალისწინება; მეტწილად შესრულდა - ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ
ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შესულა.
ელჩის თქმით, ამ დროისთვის, ისრაელის აეროპორტი დაკეტილი არ არის და გუშინ საღამოს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში დაბრუნდა.
ამასთან ელჩი აცხადებს, რომ ბავშვები და პედაგოგები, რომლებიც ფესტივალზე იმყოფებოდნენ ისრაელში, უსაფრთხოდ არიან.
როგორც ლაშა ჟვანიამ განმარტა, ამ მასშტაბის ტერორისტული აქტი, რაც ახლა ისრაელში ხდება, მრავალი წლ
პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების და მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტებზე კერძო კომპანიის დირექტორი, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დააკავა.
პროკურატურის ცნობით, გენერალური პროკურატურის კორუფციულ და
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების დასკვნით დოკუმენტში გაფართოების ერთიან კონტექსტში საუბარია საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე.
„2023 წლის 26-27 ოქტომბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დასკვნითი დოკუმენტი მიიღეს, რომელშიც საქართვე
"გახარიას გუნდი პარტია „საქართველოსთვის“ გამოვხატავთ მზაობას, მონაწილეობა მივიღოთ სამუშაო პროცესში, რომელსაც საქართველოს მთავრობა წარმართავს ევროკავშირის რეკომენდაციებისა და დათქმების შესასრულებლად. პრემიერს კი მივმართავ, რომ სამუშაო პროცესი წარმართოს ინკლუზიურად."
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
GO6G5RiUQ3Hp_JQCAGBg4nlhZjRabmdjAAAF.mp4
მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და ნამდვილად ვწუხვარ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის გამო, - ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარეს ბუენომ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს სამი საკითხი: პირველი, რა თქმა უნდა, მშვ
საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება და ველით, რომ ამ საკითხზე ევროპას მტკიცე პოზიცია ექნება, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ალბათ, საქართველოა. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება. ესტონეთს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების სია აქვს და ჩვენ ველით, რომ ამ საკითხზე ევროპასაც მტკიცე პოზიცია ექნება“, - გან
დავუშვათ ხელისუფლება რომ წამოვიდეს მოლაპარაკებებზე, რა თქმა უნდა ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ არ მოხდეს არჩევნების ისე ჩატარება, როგორც ეს 26 ოქტომბერს მოხდა, რომ არ მივცეთ საშუალება ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოიპაროს არჩევნები, გაყალბების გზით.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/435330489655228
ახლა აშშ-სა და მსოფლიოს დემოკრატიების ქმედების დროა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია ნათქვამი.
ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღინიშნება, რომ ქართველები ეგზისტენციალურ ბრძოლაში არიან, რომელსაც კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
"ქართველები თავიანთი ქვეყნის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის ეგზისტენციალურ ბრძოლაში არიან ჩართულნი და კონგრესის ორივე პარტიის წევრები მათ გვერდში უდგან
ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე უკვე ბევრი მიმართულებით, აშკარად იკვეთება თანმდევი სოციალური კრიზისები - ამის მაგალითია, ტყიბულში ათეულობით თანამშრომლის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება და „აგარის შაქრის“ თანამშრომლების მასობრივი გაფიცვა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც პარტიაში აღნიშნავენ, ისინი მზაობას აცხადებენ, „ერთიანი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ბერკეტების შემუშავებისთვის საჯარო ინტერესის და თითოეული თანამ
თუ თქვენ კორუმპირებული „ქართული კოშმარის“ ჩინეთის, ირანისა და რუსეთისკენ მიმავალ მატარებელზე იმყოფებით, ახლა ჩამოსვლის დროა , - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან“, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„თუ თქვენ კორუმპირებული „ქართული კოშმარის“ ჩინეთისკენ, ირანისკენ და რუსეთისკენ მიმავალ მატარებელზე იმყოფებით, ახლა ჩამოსვლის დროა. ივანიშვილი პირველი იყო, მაგრამ უკანასკნელი არ იქნება. საკუთარი თავის გადასარჩენად დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ როგორც კი სიაში მოხვდებით, ი
ჩეხეთი მხარს უჭერს ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების განცხადებას, რომელიც საქართველოში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავს , - ასე ეხმაურება ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას.
„ჩეხეთი მხარს უჭერს ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების განცხადებას, რომელიც საქართველოში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავს“, - წერს იან ლიპავსკი.
შეგახსენებ
ჩემს ბრალდებაზე მაქსიმუმი რომ მომისაჯოთ, მაშინ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა, - ამ სიტყვებით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს მიმართა.
ამასთან, დაკავებულმა სასამართლოს საკუთარი თავი წარუდგინა, როგორც "გლობალური ომის პარტიის" დამფუძნებელი და "დიფ სთეითის" "წილის მფლობელი".
"გლობალური ომის პარტიის" დამფუძნებელი და “დიფ სთეითის" 14%-იანი წილის მფლობელი ონისე ცხადაძე, იგივე “მალადოი”...
თავიდან დავიწყებ ჩემი სამოქალაქო პოზ
პოლონეთი სოლიდარობას უცხადებს დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის , - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში პოლონეთის საელჩოს ავრცელებს.
“ღრმად შეშფოთებულები ვართ ისტორიებით, რომლებსაც პროტესტების დროს დაკავებულებისა და დაპატიმრებულების ოჯახების წევრების ყვებიან.
პოლონეთი სოლიდარობას უცხადებს დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით
მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული სიტუაცია. რეპრესიული კანონმდებლობის ადაპტაცია და მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება სიტუაციის საგანგაშო გაუარესებაა რეგიონში , - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ყველა ეს მომიტინგე სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. ის ნაბიჯები, რასაც საქართველო დგამს, ევროპის მიმართულებ
20 ივნისთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო მესამე თუ მეოთხე დღეს - მას შემდეგ 6 წელი გავიდა, 4 წელი კი ხელისუფლებაში აღარ ვარ - ყველანაირი ინფორმაციაც, დროც, შესაძლებლობაც არსებობდა იმისთვის, რომ ეს გამოძიება დროულად დასრულებულიყო, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ფართო კონტექსტისთვის, საგამოძიებო კომისიამ, 20 ივნისის საქმეზე, მასთან ერთად, „ქართულ
დასავლეთი არ დაღლილა უკრაინის დახმარებით, ევროპაში მის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასთან დაკავშირებული პრობლემები გადაწყვეტადია. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
“საუბარია საკითხზე, რომელზეც, რა თქმა უნდა, უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ არ მჯერა, რომ ეს სურვილის უკმარისობის და უკრაინისადმი მხარდაჭერის არგაგრძელების სურვილის ნიშანია”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში უკრაინის მხარდაჭერის
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაოაბზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე.
„ისმის კითხვა: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს?
ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება.
სახელმწიფო ინტერეს