საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ოფიციალურად მიმართავს საქართველოს პარლამენტის აპარატს, გასაჯაროვდეს ჩვენი დეპუტატების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ფარული კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები, - ამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარტია "საქართველოსთვის" მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მიმართონ საქართველოს პარლამენტის აპარატს და გაასაჯაროონ კენჭისყრისას მათი დაფიქსირებული პოზიცია.
„საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს სიმართ
19 მაისს პარლამენტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით მოუსმენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს, მას პარლამენტი ინტერპელაციის წესით, სექტემბრის ბოლოს მოუსმენს.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ შეძლებს ინტერპელაციაზე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში მომხდარი სროლის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, სროლა თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში მოხდა. დაჭრილია ერთი პირი, რომელიც კლინიკაშია გადა
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოყენებული იქნას 12 პრიორიტეტზე რაც შეიძლება მეტი პროგრესის მისაღწევად, - ამის შეახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ აჭარაში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად ევროკომისია ანგარიშის მოსამზადებლად მუშაობს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება.
„როგორც იცით, ამჟამად ევროკომისია ანგარიშის მოსამზადებლად მუშაობს. ეს ანგარიში ოქტომბერში გამოქვეყნდება, რომელშიც რეკომენდაციებიც იქნება მოცემული. შემდეგ კი, უმაღლეს პოლი
რუსეთმა უნგრეთს 11 უკრაინელი სამხედრო ტყვე გადასცა, რის შესახებაც უკრაინა ინფორმირებული არ იყო. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს.
ნიკოლენკოს თქმით, რუსეთმა უნგრეთს 11 უკრაინელი ტყვე - ზაკარპატიის უნგრელები - გადასცა. მისი განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება უნგრულ და რუსულ მხარეებს შორის შესაბამისი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული არ იყო, ხოლო 11 სამხედრო ტყვის გადაცემის შესახებ უკრაინამ უნგრეთის ვიცე
რუსეთის მიერ კახოვკის ჰესის აფეთქება დიდი ხნით დატოვებს ყირიმს მტკნარი წყლის გარეშე და შეაფერხებს მის განვითარებას , - ამის შესახებ მედიას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა განუცხადა.
„ყირიმის ნახევარკუნძულის წყალმომარაგება შესაძლებელი გახდება მხოლოდ უკრაინის კონტროლის ქვეშ მისი დაბრუნების შემდეგ“, - აღნიშნა დანილოვმა.
მისი თქმით, უკრაინა ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდა იმაზე, რომ რუსეთს არ სჭირდება ყირიმის მოსახლეობა.
"ჯერ გასული წლის დ
უკრაინის გამარჯვება მოლდოვასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის გამარჯვება უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიაა მოლდოვასა და საქართველოსთვის, ახალი ძალაა სამხრეთ კავკასიისთვის, თავისუფლება და სიმშვიდეა ბელარუსისთვის, ენერგიაა ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონისთვის, უსაფრთხოების გარანტია და მანიპულაციებისგან დაცვაა ცენტრალ
ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით მსგავს შემთხვევებს. ვიცი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს ამ საკითხს. ვიმედოვნებ, რომ მას კონსტიტუციით დაცული უფლებებით სარგებლობის საშუალება ექნება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა შსს-ს თანამშრომლის, გოგა რაზმაძესთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ვფიქრობ, ამას სახალხო დამცველიც აკვირდება, რადგან მათი პასუხისმგებლობაა, როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურებმა, გამოიძიონ სამართალდამცავების მიმ
ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი, ჩვენ ვართ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერები, რადგან ვიცით, რომ ეს არის უმრავლესობის, ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის მკაფიო არჩევანი და სწორედ ამიტომ ვეხმარებით საქართველოს რამდენადაც შეგვიძლია, განახორციელოს რეფორმები, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რომ იყოს შესაბამისი და იყოს მზად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ
რუსეთის მიერ 2008 წლის 6-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების აშკარა დარღვევა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ნება მომეცით, გავიმეორო ევროკავშირის პოზიცია: ჩვენს მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ცნობები ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის გახსნის შესა
რაც შეეხება შესაძლო ვეტოსკენ მოწოდებას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ვეტოს საკითხზე ფიქრის დროს ყველამ ევროკავშირის მოსაზრება მოიკითხოს. არ მგონია, გონივრული იყოს ევროკავშირზე ვეტოს დადება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ ცვლილებებზე პრეზიდენტის მხრიდან მოსალოდნელი ვეტოს შესახებ განაცხადა.
როგორც პაპუაშვილი განმარტავს, მათ ის „ვარიანტი მიიღეს, რაც ევროკავშირმა უთხრა“.
„აბსოლუტურად მარტივ საკითხზეა საუბარი და სამწუხაროა, რომ ბოლო რამდენიმე დღე
ყველა თანხმდება იმაზე, რომ „3+3“ ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა. ჩვენ გვესმის, თუ რატომ იკავებს თავს საქართველოს ხელისუფლება „ექვსეულში“ გაწევრიანებისგან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თეირანში განაცხადა.
„ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თბილისი მომავალში ამ გადაწყვეტილების მიღების შანსს იტოვებს. ყველა შემთხვევაში, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ყველა მოქმედება ფუნდამენტური ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, რაც არაერთხელ დაამტკიცა. ეს იმის დაჯერ
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ძალიან დიდი სურვილია, რომ ევროკავშირს დაუახლოვდეს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„ეს აშკარად გადამწყვეტი კვირები იქნება საქართველოსთვის, 8 ნოემბერს გაფართოების პირველი ანგარიში გამოქვეყნდება და მიმდინარე წლის ბოლოს, დეკემბრის შუა რიცხვებში, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შესახებ“, - განაცხადა ჰერჩინსკი
“არ გვეძლევა პარლამენტში საპარლამენტო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელების უფლება, რაც წესით უზრუნველყოფილია კონსტიტუციით. მოგეხსენებათ, დაინიცირებული გვაქვს რეზოლუციის პროექტი ოჩამჩირის საზღვაო სამხედრო ბაზაზთან დაკავშირებით, რაზეც ჯერ კიდევ ველოდებით, მოხვდეს დღის წესრიგში. ასევე მეორე რეზოლუცია, რომელიც ეხება საოკუპაციო ხაზთან მომხდარ მკვლელობას, ფორმალურად დააწერეთ ადამიანის უფლებათა კომიტეტს.
პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” 29 კორესპოდენცია, რომელიც გულისხმობს რეგლამენტით გა
2023 წლის ბოლო სამ თვეში „ქართულმა ოცნებამ“ 9.5 მილიონამდე ლარის შემოწირულება მიიღო - მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა თერთმეტმა კომპანიამ კი 2023 წლის მეორე ნახევარში 200 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ტენდერი მოიგო,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სადაც ორგანიზაციას პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალური მონაცემები აქვს წარმოდგენილი.
ინფორმაციის თანახმად, გასული წლის ბოლო კვარტალში მმართველი პარტიის მიერ მიღე
გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს და გვიჩვენა ჩვენ, ყველას ძლიერად, მშვიდობიანად,დამაჯერებლად, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რომ არ დაუშვებს „რუსულ კანონს“. ეს არის და ეს, ამას ვერაფერი ვერ შეცვლის, ვერანაირი გათვლა თუ გადათვლა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან აქციაზე მყოფი ხალხის რაოდენობას.
„ძალიან სასაცილოა, როცა პო
პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ორი პირიდან, რომელთაც რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებიან, ერთ-ერთმა, 23 წლის ბიჭმა ციხეში თვითდაზიანების მიყენება სცადა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულების ადვოკატმა, თეკო მეგენეიშვილმა განუცხადა.
ორივე დაკავებული გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. როგორც ადვოკატი განმარტავს, ბრალდებულებს საკანში პატიმრების მხრიდან გაუსაძლისი პირობები აქვთ შექმნილი. მეგენეიშვილის თქმითვე, დაკავებულებს საკანში მყოფები იმის გამო ავიწროებე
დღეს ივანიშვილი არის შეშინებული, რადგან იცის, რომ მას და მის პოლიტიკას ამ ქვეყანაში მომავალი არ აქვს.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/550294361308934
ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფებებს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო (საფრანგეთი) სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს საქართველოს პარლამენტს, გაყალბებული არჩევნების შედეგად, სურს აირჩიოს ქვეყნის ახალი პრეზიდენტი, ულტრამემარჯვენე და პრორუსი, მაშინ როცა ქართველები ყოველდღიურად დემოკრატიისა და ევროპის მიმართ ერთგულების დასადასტურებლად დემონსტრაციებს მართავენ. მთელი ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფებებს წარ
საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა ქართველებისთვის რუსი მარიონეტი პრეზიდენტის თავზე მოხვევას ცდილობს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ვაფასებ მის სიმამაცეს არალეგიტიმურ მთავრობასთან წინააღმდეგობაში, რომელიც ქართველებისთვის რუსი მარიონეტი პრეზიდენტის თავზე მოხვევას ცდილობს. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს! #MEGOBARI," - წერს უილსონი.
ipn
დღეს ერთადერთი გზა დემოკრატიულ კალაპოტში ქვეყნის დაბრუნების, არის ახალი არჩევნები.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1250335146255083
მინიოლიგარქები, რომლებზეც დღეს ივანიშვილის სისტემა დგას, ფულსა და ივანიშვილს შორის არჩევანს გააკეთებენ ფულის სასარგებლოდ.
ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/516862197330856
"კარგი ამბავი წამომეწია აშშ-დან: 2025 წელს, რამდენიმე თვეს გავატარებ ვაშინგტონში, საქართველოს საარჩევნო სისტემის პროექტზე სამუშაოდ - როგორ შევქმნათ საქართველოში დემოკრატიული საარჩევნო სისტემა, რომელიც დროს გაუძლებს და მშვიდობიანი პოლიტიკური ცვლილების ფუნქციას გრძელვადიან დროში სტაბილურად შეასრულებს, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ხელისუფლებაში. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არჩევნების გაყალბების შემდეგ და ხელახალი არჩევნების კონტექსტში. თითოეული დღე აშშ-ში, გამოყენებული იქნება, ახალი ადმინ
„დღეს ყველაზე ლეგიტიმური სუბიექტი ქართული პოლიტიკის გახლავთ ხალხი, რომელიც რუსთაველზე ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს“ — გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/TVFormula/videos/606932155243942
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოფელ საბერიოში დაღუპული ბავშვების ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
სამძიმრის წერილი საელჩოს „ფეისბუქზე“ ვრცელდება.
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უდიდესი მწუხარებით უსამძიმრებს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ ხალხს“,- აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვ