Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.100.035

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გიორგი გახარია - სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 47 წლის იუბილეს, ვუსურვებ მხნეობას, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას

სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 47 წლის იუბილეს, ვუსურვებ მხნეობას, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას. გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  

ჯო უილსონი - ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე, კორუმპირებული ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს - საქართველოსთვის მთელი დაფინანსება უნდა შევწყვიტოთ, თუ ეს მოხდება

ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს. ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი [რესპუბლიკური პარტია] და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, თუ ასე მოხდება ამერიკამ საქართველოსთვის დაფინანსება უნდა შეწყვიტოს. "ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს. ჩვე

ჯო უილსონი - დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ის აღიარებს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბებული იყო, რაც უნდა გამოსწორდეს

დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ის აღიარებს, რომ საქართველოში გაყალბებული არჩევნები იყო, რაც უნდა გამოსწორდეს. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა Fox News-სთან საუბარში განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, საქართველოში ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "პუტინის მარიონეტით ჩაანაცვლეს". “ყველა ჩვენთაგანი მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიის აღდგენაზე. სამწუხაროდ, იქ გაყალბებული არჩევნები იყო და

ვიკა ფილფანი - ჩვენი გუნდი მუდმივ კომუნიკაციაშია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ჩვენი მოქალაქეების ხმას და მოთხოვნებს ვაწვდით მათ

ჩვენი გუნდი მუდმივ კომუნიკაციაშია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ჩვენი მოქალაქეების ხმას და მოთხოვნებს ვაწვდით მათ. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ახალი არჩევნების თარიღი! ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/524787699884112

ანდრო ჭიჭინაძის დედა მამუკა მდინარაძეს - ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ, „ბორენკას ბანდა“ ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ ანდრო ბრალს რომ აღიარებს, ჩაგყვებით ბოლომდე!

მამუკა, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ, „ბორენკას ბანდა“ ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ ანდრო ბრალს რომ აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე! - ასე უპასუხა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ „შემიძლია ანდრო ჭიჭინაძეს თავდებშიც კი ჩავუდგე, თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას. ნებისმიერი ჩვენგანი, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი მზად ვართ, ვუშუამდგომლოთ“. „ანდრო ჭიჭინაძე თუ აღი

"გახარია საქართველოსთვის" - სანამ "იმედი" არ გადმოგვცემს მის ხელთ არსებულ სრულ ვიდეომასალას გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმის შესახებ, ისინი არიან ამ დანაშაულის თანამონაწილე, შესაბამისად, არ არიან მოწვეული პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბრიფინგზე

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ TV Imedi-მა გამოაქვეყნა ყოფილ პრემიერ მინისტრ, გიორგი გახარიაზე ძალადობრივი დავდასხმის მანიპულაციურად დამონტაჟებული ვიდეო, რითაც გაავრცელა ტყუილი, დეზინფორმაცია. მანამ, სანამ TV Imedi არ გადმოგვცემს მის ხელთ არსებულ სრულ ვიდეომასალას გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმის შესახებ, ისინი არიან ამ დანაშაულის თანამონაწილე. შესაბამისად, არ არიან მოწვეული პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბრიფინგზე." ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას

ილია მეორე - დრო ისედაც დამძიმდა, მაგრამ არ შედრკეთ! მთავარია, ნებისმიერი ვითარებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ, ღმერთს არ განვეშოროთ

დრო ისედაც დამძიმდა, მაგრამ არ შედრკეთ! მთავარია, ნებისმიერი ვითარებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ, ღმერთს არ განვეშოროთ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. როგორც პატრიარქი ეპისტოლეში აღნიშნავს, „ყველა ქრისტესმოყვარეს აუცილებლად ეკლიანი და ვიწრო ბილიკის გავლა მოუწევს და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ“. „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღ

თამარ გაბუნია - მეტი სამუშაო და მეტი დრო სჭირდება „ვოსორიდიტის“ ქვეყანაში დანერგვის ეტაპების დადგენას, რომ პრეპარატის შემოტანა იყოს უსაფრთხო

მეტი სამუშაო და მეტი დრო სჭირდება „ვოსორიდიტის“ ქვეყანაში დანერგვის ეტაპების დადგენას, ასევე მოლაპარაკებას მწარმოებელთან და ჩვენ პარტნიორებთანაც, იმისთვის რომ ქვეყანაში პრეპარატის შემოტანა იყოს უსაფრთხო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, მედიკამენტმა დაადასტურა, რომ მას შეუძლია დადებითი ზეგავლენა ჰქონდეს ძვლის ზრდის ტემპზე და გარკვეული ზომიერი კლინიკური ეფექტი აქვს, რაც აღნიშნულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჯანმრთელობის ტექნოლოგიებ

მამუკა მდინარაძე - ოპოზიციამ ვერ გაგვიბედა, რომ შუალედურ არჩევნებში კონკურენტები დაეყენებინა - დღეს ამომრჩეველთა რაოდენობა იქნება იმაზე მეტი, ვიდრე IRI-იმ „ქართულ ოცნებას“ დაუწერა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თერჯოლა დღეს მანუჩარ რობაქიძეს მერის თანამდებობაზე აირჩევს, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე წარმატებული იქნება. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს თერჯოლაში განუცხადა, სადაც შუალედური არჩევნები ტარდება. ამასთან, მან ისაუბრა არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენებაზე და აღნიშნა, რომ ამ მხრივ არჩევნები წარმატებით მიმდინარეობს. „გარკვეულწილად სატესტო რეჟიმშია ის ახალი ტექნოლოგია, რომელსაც ჩვენ კანონმდებლობით ვნერგავთ. ამ მიმართ

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სარაკეტო დარტყმაზე - ბოროტებას ბევრი გამოვლინება და ყოველთვის ერთი სამიზნე აქვს - ადამიანის სიცოცხლე

ბოროტებას ბევრი გამოვლინება და ყოველთვის ერთი სამიზნე აქვს - ადამიანის სიცოცხლე. არ აქვს მნიშვნელობა, რა კონტინენტი ან ქვეყანაა, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას. განცხადება გაავრცელა უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯეტ ბრინკმა. „რუსეთმა კვლავ გაუშვა რაკეტები უკრაინის ქალაქებში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს, უსაფრთხოდ და მშვიდად ძილის საშუალება უნდა ჰქონდეთ. მადლობელი

არასამთავრობო ორგანიზაციები - დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ მმართველი პარტია განაგრძობს სასამართლო სისტემაში „კლანის“ მხარდაჭერას - სამწუხაროა, რომ მათ ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც აუბა მხარი

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ უარყოფითად აფასებს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ზოგიერთი წევრის მიერ 17 მაისს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებად ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავას და ზურაბ გურასპაშვილის არჩევას. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხზე დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. მათი შეფასებით, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ, ნათლად წარმოაჩინა, რომ მმართველი პარტია კვლავ განაგრძობს “კლანის” მხარდაჭერას და ხე

„ჯორჯიან ეარვეისი“ - საქართველოს ხუთი წელიწადი მაინც დასჭირდება, ავიასატრანზიტო ქვეყანად იქცეს, ტყუილად ნუ ინერვიულებთ - რაც შეხება სანქციებს, ჯერ თურქეთს, გაერთიანებულ საამიროს, ისრაელს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უნდა დაედოთ და მხოლოდ შემდეგ მოაღწევ

საქართველოს ცულ ცოტა ხუთი წელიწადი მაინც დასჭირდება, რომ ავიასატრანზიტო სახელმწიფოდ იქცეს, ასე რომ, ტყუილად და უსაფუძვლოდ ნუ ინერვიულებთ! - სანქციები მხოლოდ ჩვენზე ვერ გავრცელდება, ჯერ თურქეთს, გაერთიანებულ საამიროს, ისრაელს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უნდა დაედოთ და მხოლოდ შემდეგ მოაღწევს ჩვენამდე,- ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაშია აღნიშნული, რითაც კომპანია საქართველოს გავლით სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით სატრანზიტო ფრენებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს ეხმაურება. რ

საქართველოს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არ გაიზიარა

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და არ გაიზიარეს. კენჭისყრისას მოტივირებულ შენიშვნებს კომიტეტის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, რის შემდეგაც თავიდან უყარეს კენჭი და მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განხილვის შემდეგ საკითხი პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნა. „ა

პროკურატურამ 2008 წელს, სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით 10 პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო - 8 პირი დაკავებულია, 2-ზე კი ძებნა გამოცხადდა

პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. როგორც პროკურორმა ბექა კვიციანმა განაცხადა, დაკავებულია 8 პირი, ხოლო 2 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის ს

ლილუაშვილი - საგამოძიებო კომისიას „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ ერთმანეთის პოლიტიკური დარტყმებისათვის, პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის გამოიყენებს და სამწუხაროდ სიმართლე ნაკლებად იქნება დადგენილი (ვიდეო)

“თუკი „ოცნება“ შექმნის ამ საგამოძიებო კომისიას ამას გამოიყენებს „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ ერთმანეთის პოლიტიკური დარტყმებისათვის, პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის და სამწუხაროდ სიმართლე ნაკლებად იქნება დადგენილი.” ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  384314732_670079311764123_4384967619807042854_n.mp4

„საქსტატი“ - საქართველოში მოსახლეობის აღწერა გაეროს მეთოდოლოგიის მიხედვით ტარდება და მას არჩევნებში პირის მონაწილეობასთან, ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან არავითარი კავშირში არ აქვს

სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის აღწერის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს. „საქსტატის“ ცნობით, საქართველოში მოსახლეობის აღწერა გაეროს მეთოდოლოგიის მიხედვით ტარდება და მას არჩევნებში პირის მონაწილეობასთან, ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან არავითარი კავშირში არ აქვს. „საქსტატის“ განმარტებით, ტერმინი „მუდმივი მოსახლეობა“ საერთაშორისოდ აღიარებულ სტატისტიკურ ტერმინს წარმოადგენს და მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის გასაანგარიშებლად გამოიყენება. „სოციალური

კახაბერ ქემოკლიძე - “ოცნებას” და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დღეს რომ ვუყურებ, შთაბეჭდილება მრჩება თითქოს სხვა განზომილებაში, სხვა პლანეტაზე არიან - მათ რეალური პრაგმატული პოლიტიკის არაფერი ესმით (ვიდეო)

“ოცნებას” და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დღეს რომ ვუყურებ, შთაბეჭდილება მრჩება თითქოს სხვა განზომილებაში, სხვა პლანეტაზე არიან. მათ რეალური პრაგმატული პოლიტიკის არაფერი ესმით. მათ რუსეთის საგარეო პოლიტიკა როგორც ჩანს არ იციან და მხოლოდ თავიანთ ბრძენ კაცს უჯერებენ. თუ კი ვინმე იყო მსგავსს სიტუაციებში ჩვენი მხარდამჭერი, საერთაშორისო პარტნიორებს ვგულისხმობ, დღეს ხმის ამომღები ამ ტრაგიკულ ვითარებაზე არავინ იქნება, რადგან “ოცნებამ” მეგობრები მტრად გამოაცხადა.”  კახაბერ ქემოკლი

ანა ბუჩუკური - ამ ეტაპზე მთავარია კონსოლიდაცია. ვნახოთ, როგორ შეასრულებს რადიკალური ხელისუფლება და ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ხალხის დაკვეთას, რაც ამ ქვეყნის ევროინტეგრაციას გულისხმობს (ვიდეო)

"ამ ეტაპზე მთავარია კონსოლიდაცია. ვნახოთ, როგორ შეასრულებს რადიკალური ხელისუფლება და ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ხალხის დაკვეთას, რაც ამ ქვეყნის ევროინტეგრაციას გულისხმობს. ამ ყველაფერში საჭიროა ერთიანობა." ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  400769183_1322369495143583_6791795537033533557_n.mp4

სალომე ზურაბიშვილი - გუშინ ღამით შეიარაღებული ბოროტმოქმედები შეამჩნიეს, რომლებიც სპეცრაზმს არაოფიციალურ დახმარებას უწევდნენ - რუსეთის გარდა, რომელ ქვეყანაში აქცევენ მასობრივ პროტესტს ალყაში?

რუსეთის გარდა, რომელ ქვეყანაში აქცევენ მასობრივ პროტესტს ალყაში? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „რუსეთის გარდა, რომელ ქვეყანაში აქცევენ მასობრივ პროტესტს ალყაში? როგორც წესი, მიზანი დაშლაა და არა განადგურება. გუშინ ღამით სპეცრაზმი თითოეულ დემონსტრანტს დაედევნა, რომელმაც გაქცევა მოახერხა და ცენტრიდან კილომეტრების მოშორებით მიაგნო“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. ასევე, საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ „მმართველი პარტია რეპრესიებს სულ უფრ

რობერტა მეცოლა - ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს, ჩვენ ამ თხოვნას ქმედებებით უნდა ვუპასუხოთ - გაფართოება არ არის მხოლოდ მისწრაფება, ფაქტობრივად, ეს გეოპოლიტიკური აუცილებლობაა

ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ევროპა მათ თხოვნას ქმედებებით უპასუხებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის სამეზობლოს, ბლოკმა ჩართულობა უნდა გააძლიეროს. „რუსეთი აგრძელებს ჩარევას მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის დესტაბილიზაციის მიზნით და ჩვენი პასუხი გ

საია - მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა

მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა , - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. მათივე განცხადებით, მზია ამაღლობელისთვის ბრალის წარდგენა მოხდა სრულიად უკანონოდ, იმ მუხლით, რომლის შემადგენლობასაც არ იძლევა საქმეში არსებული მტკიცებულებები და სახეზე არ არის სისხლის სამართლის ბრალდებისთვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. „2024 წლის 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართ

ომბუდსმენი მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს გიორგი გახარიასაა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება მოახდინონ და ყველა საგამოძიებო მოქმედება სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება მოახდინონ და ყველა საგამოძიებო მოქმედება სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერი რეაგირება მნიშვნელოვანია, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ წახალისდეს. „საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გიორგი გახარი

გიორგი გახარია - 20 ივნისთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო მესამე თუ მეოთხე დღეს, მას შემდეგ 6 წელი გავიდა - ყველანაირი ინფორმაციაც, დროც, შესაძლებლობაც არსებობდა იმისთვის, რომ ეს გამოძიება დროულად დასრულებულიყო

20 ივნისთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო მესამე თუ მეოთხე დღეს - მას შემდეგ 6 წელი გავიდა, 4 წელი კი ხელისუფლებაში აღარ ვარ - ყველანაირი ინფორმაციაც, დროც, შესაძლებლობაც არსებობდა იმისთვის, რომ ეს გამოძიება დროულად დასრულებულიყო, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ფართო კონტექსტისთვის, საგამოძიებო კომისიამ, 20 ივნისის საქმეზე, მასთან ერთად, „ქართულ

დენის შმიგალი - ვაშინგტონში გამართული ნაყოფიერი შეხვედრების შედეგად უკრაინამ პარტნიორების მხრიდან დამატებით 5 მილიარდი დოლარის დაფინანსების დაპირება მიიღო

ვაშინგტონში გამართული ნაყოფიერი შეხვედრების შედეგად უკრაინამ პარტნიორების მხრიდან დამატებით 5 მილიარდი დოლარის დაფინანსების დაპირება მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა მედიასთან ისაუბრა. დახმარების ახალი დაპირებები უკრაინამ შვეიცარიის, დანიის, ესპანეთის, ირლანდიის, იაპონიის, ლატვიისა და ლიეტუვისგან მიიღო. ამას გარდა, უკრაინულმა მხარემ ამერიკულ კომპანია „ბოინგთან“ მიაღწია შეთანხმებას უკრაინული კომპანიებისთვის 200 მილიონი დოლარის დავალიანების ჩამოწერის შესახებ.

ომბუდსმენი მოუწოდებს მთავრობის ადმინისტრაციას, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს პროტესტის გამოხატვისთვის ღირსეული პირობები შეუქმნან

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს პროტესტის გამოხატვისთვის ღირსეული პირობები შეუქმნან. როგორც იოსელიანმა განმარტა, მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება არ იყოს შეზღუდული, მეორე მხრივ კი ღირსებულ პირობებში შეეძლოთ ამის განხორციელება. „როდესაც პრობლემა დადგა, პირველი დღიდანვე ჩავერთეთ პროცესში. სახალხო დამცველის აპარატის მეცადინეობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჩვენ ამ სამუშაო ჯგუფში დღემდე
×
×
  • შექმენი...