Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    883.924

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

“უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში” — რა წერია საქართველოს ევროინტეგრაციაზე გერმანულ დოკუმენტში

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქვეყნის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია წარმოადგინა. სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტში ნახსენებია ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა და ამ კონტექსტში — საქართველო. “ჩვენს მიზნად რჩება მშვიდობისა და თავისუფლების კუთხით გაერთიანებული ევროპა. ჩვენ გვინდა, უზრუნველვყოთ, რომ ევროკავშირს შეუძლია გეოპოლიტიკურად იმოქმედოს და დაიცვას თავისი უსაფრთხოება და სუვერენიტეტი მომავალი თაობებისთვის. ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის შემდგომ გაფართოებას

“უნდა არსებობდეს თუ არა დიალოგი თბილისსა და სოხუმს შორის” – განცხადება

საქართველოში, მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე დისკუსიას ეხმაურებიან იმასთან დაკავშირებით, უნდა არსებობდეს თუ არა დიალოგი თბილისსა და სოხუმს შორის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ჩვენ მიგვაჩნია, რომ დიალოგი აფხაზურ და ქართულ (ასევე, ოსურ და ქართულ) საზოგადოებებს  შორის აუცილებელია სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა აქტორების და ჯგუფების მონაწილეობით. საგნობრივი დისკუსია შესაძლოა შეეხოს მთელ რიგ საკითხებს, როგორებიცაა: გაყოფილ საზოგ

“უკრაინის მოქალაქე ვარ” — ბათუმში, აქციაზე, ქალი დააკავეს [ვიდეო]

ბათუმში მიმდინარე აქციაზე, სადაც რუსეთიდან საკრუიზო გემის შემოსვლას აპროტესტებენ, კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. დაკავების მომენტში ქალი ამბობდა, რომ ის უკრაინის მოქალაქე იყო. ახალგაზრდა ქალის დაკავების ამსახველი ვიდეო “ლელოს” წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გამოაქვეყნა. სანამ პოლიციის მანქანით ტერიტორიიდან გაიყვანდნენ, ქალი ჟურნალისტს ეუბნებოდა, რომ წაართვეს როგორც უკრაინის დროშა, ისე ტელეფონი. ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელები ქალს თავზე ხელებს აჭერენ და ასე აიძულებენ ავტომობილში ჩაჯდომას.

“ტვინების გამორეცხვის” მცდელობა – რას აკეთებენ კრემლის პროპაგანდისტები აფხაზეთში

აფხაზეთის ხელისუფლებამ საკუთარი არაპოპულარული იდეების გასატარებლად და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის წინააღმდეგ ბრძოლაში კრემლის პროპაგანდისტები ჩართო.  მარტივი მისახვედრი იყო, რომ ინალ არძინბას მიწვევით, მედიაჯგუფ “Russia Today”-ისა და ტელეკომპანია RT-ის რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის აფხაზეთში ვიზიტი და ახალგაზრდებთან შეხვედრის მთავარი მიზანი, ახალგაზრდების თვალში საერთაშორისო არასამთავრობოების დისკრედიტაცია იყო.  აფხაზმა სტუდენტებმა მარგარიტა სიმონიანის ლექცია სოხუმში აფხაზეთი

“ტაილანდიდან ზესტაფონში მოტყუებით ჩამოიყვანა სამი პირი, აიძულა პროსტიტუციაში ჩართვა” – ტრეფიკინგში ბრალდებულს 12 წელი მიესაჯა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებულ პირს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, მსჯავრდებულმა ტაილანდიდან სამი ადამიანი მოტყუებით ჩამოიყვანა საქართველოში, ჩამოართვა პასპორტები და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ტაილანდის რესპუბლიკაში არსებულმა დასაქმების სააგენტომ ტაილანდის რესპუბლიკის სამი მოქალაქე, თითქოსდა ბ

“სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრების ნათესავებში გავრცელებით ემუქრებოდა” – საგამოძიებომ 45 წლის კაცი დააკავა

პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელსაც ბრალად  ედება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 45 წლის კაცმა ფარულად გადაიღო მისი და მისი პარტნიორი ქალის სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრები. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ იგი ქალს ემუქრებოდა ამ კადრების ნათესავებში გავრცელებით. “საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს 2023 წელს გათხოვილ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რომელსაც სასტუმროში სქესობრივი კავშირის დროს მობილური ტელე

“სომხეთში ანტირუსული განწყობები არასამთავრობოების მუშაობის შედეგია”

“რაც შეეხება ანტირუსულ განწყობებს სომხეთში, ეს დიდწილად ხელოვნულად კეთდება”.   ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დსთ-ს საგარეო მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. “ჩვენ ვიცით იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სომხეთში ბოლო წლებში იყო შექმნილი, თუმცა, წინა წლებშიც არ იყო ნაკლებობა. ეს ორგანიზაციები არ იქმნება სომხეთსა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების მიზნით. პირიქით, მათი მიზანია, ანტირუსული განწყობე

“საჩუქარში ჩამალული ბომბი” — პეტერბურგში აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი ემსხვერპლა

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადენ ტატარსკი ემსხვერპლა. ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. აფეთქება ერთ-ერთ კაფეში მოხდა. დაშავებულია, სულ მცირე, 25 ადამიანი. როგორც BBC წერს, სამხედრო ბლოგერი სპიკერად იყო მიწვეული ზემოხსენებული კაფეს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, როცა აფეთქება მოხდა. ვლადენ ტატარსკი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი მაქსიმ ფომინია, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის აქტიური მხარ

“საქართველოს მთავრობის პრორუსული პოზიცია შეშფოთებას იწვევს” – ჰელსინკის კომისიის ანგარიში

ჰელსინკის კომისია თავის უახლეს ანგარიშში აშს-ის საგარეო პოლიტიკის შესახებ წერს, რომ საქართველოს პოლიტიკური ვექტორის გადახრა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ვაშინგტონისთვის. “საქართველოს მთავრობის გადახრა პრორუსული პოზიციისკენ, და მზარდი არალიბერალური შიდა პოლიტიკა შეშფოთებას იწვევს”, – ნათქვამია ანგარიშში. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ მოსახლეობის პროდასავლური განწყობა მიუთითებს, რომ შესაძლებელია საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობის განახლება. ანგარიშის ავტორები საჭიროდ მიიღებენ

“საქართველოს მარნების ხმა ევროკავშირს” — მეღვინეები EU-ს ელჩს მიმართავენ

საქართველოს მარნების წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მიმართავენ. ისინი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და ევროგაერთიანებას სთხოვენ, საკითხი დადებითად გადაწყვიტოს. მეღვინეთა თქმით, ათწლეულების მანძილზე საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობა “სავალალოდ იყო დამოკიდებული რუსეთის დიდ, არასტაბილურ და დაბალი სამომხმარებლო კულტურის ბაზარზე”. “ამ კონიუნქტურის გავლენით ქართული ღვინო ყალიბდებოდა დაბალი ხარისხის, იაფფასიან პროდუქტად, რა

“საქართველო ირჩევს ევროპას” — მსვლელობა რუსთაველის გამზირზე

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რუსთაველის გამზირზე გაიმართა მსვლელობა, სახელწოდებით “საქართველო ირჩევს ევროპას”. მოქალაქეებმა, რომელთაც ევროკავშირისა და საქართველოს დროშები ეკავათ ხელში, მსვლელობა შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს და პარლამენტთან შეჩერდნენ. ისინი სკანდირებდნენ: “საქართველო!” გასული წლის 26 მაისისგან განსხვავებით, პარლამენტის შენობის გაფორმებაში ევროკავშირის დროშები აღარ ფიგურირებს, რასაც საქართველოს არაერთი მოქალაქე პროტესტით

“საქართველო გონივრულად იქცევა” – სიმონიანი კალაძეს ეხმაურება

რუსეთის სახელისუფლებო მედიის, Russia Today-ის რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაპოსტა და აღნიშნა, რომ საქართველო გონივრულად იქცევა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა სანქციები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა. საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოზიცია ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე იყო, რომ ქვეყანა არ შეუერთდებოდა საერთაშორისო ს

“საკმაოდ ლმობიერია” – ლავროვი “ოცნების” რუსულ კანონს იცავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ რადიოსადგურებთან (“სპუტნიკი”, “გავარიტ მასკვა” და “კომსომოლსკაია პრავდა”) ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ინიციირებული და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი “უცხოელი აგენტების” შესახებ (ასე მოიხსენიებს ამ კანონპროექტს რუსული მედია და ლავროვი) ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და პოლონეთში მოქმედი კანონმდებლობა. “საქართველოში ყველა ამ დემონსტრაციამ სალომე ზურაბიშვილი ა

“რუსული კანონის პირობებში მოლაპარაკებების გახსნის შანსი არის ნული” – კუბილიუსი კობახიძეს პასუხობს

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ საქართველოში რუსული კანონის მოქმედების პირობებში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის შანსი არის ნული. ასე გამოეხმაურა ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებების გახსნის შანსი ნული იყო რუსული კანონის ინიციირებამდე, მას შემდეგ კი 20-30%-მდე გაიზარდა. “ფორმულასთან” საუბრისას კუბილიუსმა კობახიძის ნათქვამი “უცნაურად” შეაფასა, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ ამგვარ განცხადებებს “ქართული ოცნე

“რუსეთი დისტანცირდება სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან” – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორდება. “ვხედავთ რომ რუსეთი თავად გადის რეგიონიდან, იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რასაც დგამს ან არ დგამს. ლაჩინის კორიდორი, რომელიც რუსი სამშვიდოებოების კონტროლქვეშ უნდა იყოს, არ იმყოფება მათ კონტროლქვეშ. მიზეზი ორია: ან რუსეთს არ შეუძლია, ან არ სურს ლაჩინის კორიდორის კონტროლის შენარჩუნება”, – განაცხადა ფაშინიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში. რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპ

“რეპორტიორები საზღვრების გარეშე” ქართველ დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონპროექტს

“რეპორტიორები საზღვრების გარეშე” (RSF) ქართველ დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონპროექტს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმი “შემაშფოთებელია” და აღნიშნულ კანონს შეუძლია დიდი ხნით შეცვალოს ქართული დემოკრატიის სახე. RSF აღნიშნავს, რომ კანონპროექტი ძალიან ჰგავს 2012 წელს რუსეთში მიღებულ კანონს, რომელიც 2017 წლიდან სპეციალურად მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოიყენება. განცხადე

“რამ გამოიწვია რაჭისა და გურიის ტრაგედიები” — საიას კითხვები ხელისუფლებას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 13 ნოემბერს გამართა პრეზენტაცია დოკუმენტისა “ადამიანის უფლებები ბუნებრივი კატასტროფების პირისპირ”, რომელიც რაჭასა და გურიაში 2023 წელს განვითარებულ მოვლენებზე დაყრდნობით, საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის კანონმდებლობასა და პრაქტიკას აფასებს.  “საადვოკაციო დოკუმენტი მიმოიხილავს არსებულ საკანონმდებლო მოწესრიგებას და გამოკვეთს იმ გარემოებებს, რომელთა გამოკვლევა, შესწავლა და ანალიზი აუცილებელია იმის შესაფასებლად, თუ რამ გამოიწვია რაჭისა და გურიი

“ჟურნალისტიკა საქართველოში საშიშ პროფესიად იქცა” – ევროპული მედიაორგანიზაციების მისია

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმისა და მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების (MFRR) პარტნიორმა ორგანიზაციებმა საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი შეაფასეს. ევროპული მედია-გაერთიანებების 10 წარმომადგენელი 2 დღის განმავლობაში – 1-ელ და 2 ოქტომბერს იკვლევდა ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და თავისუფლების საკითხებს. როგორც ამბობენ, მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმე და შემაშფოთებელი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. ანგარიშში, რომელიც მათ ორდღიანი ვიზიტის შემდეგ მოამზადეს, აღნიშნულია, რომ სა

“პრობლემის იგნორირება პრობლემას არ აგვარებს” – სოფო ხორგუანი მოქალაქეობის მინიჭების პრობლემაზე

რა პოზიცია აქვთ აღნიშნულის შესახებ იუსტიციის სამინისტროს და რით ხსნიან მოქალაქეობის არ მინიჭების მიზეზებს? – უწყებაში გვითხრეს რომ კითხვები წერილობით გაგვეგზავნა. (მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება)  დავუკავშირდით შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსაც იმის გასაგებად, აქვთ თუ არა პროგრამა მოქალაქეობის არ მქონე პირების მხარდასაჭერად, – მათგან პასუხის მიღებასაც ველოდებით.  toktv.ge

“პირველ სტიპენდიას მიიღებს გოგო, რომელიც წყლის ჭავლზე ცეკვავდა” – კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე: “გურული დღიურების ფონდი აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელიც მარო მაყაშვილის სახელობის იქნება. პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა – ტაიკვანდოს ოსტატი და კარგი მოსწავლე. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული თანაგანცდის ნაბიჯი მისი თაობის მიმართ და იგულისხმებს ერთი წლის მანძილზე გარკვეულ წახალისებას სწავლის მიმართულებით. #გურულიდღიურებისფონდი” ალია

“ოცნების” დეპუტატის მორიგი თავდასხმა ოპოზიციონერ ქალებზე – რა მოხდა პარლამენტში

პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატი ისევ დაესხა თავს ოპოზიციონერ ქალებს. ამჯერად, უმრავლესობის წევრმა, ლევან მგალობლიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრ თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ანი წითლიძეზე კი ფიზიკური თავდასხმა სცადა. შემთხვევა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მოსმენისას მოხდა. ბრეგაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდა და ამტკიცებდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მისი პირობები დამაკმაყოფილებელი იყო. ამას დარბაზიდან რეპლიკებით გამოეხმა

“ოცნების“ ყველაზე დიდი დანაშაულია, რომ არათუ გააყალბა არჩევნები, არამედ ფასი დაუკარგა - გახარია

“გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებს, მშვიდობიან აქციაზე მოსვლით, ხმა გააგონოს პარტიას, რომელსაც მისი თქმით, პრივატიზებული აქვს სახელმწიფო. გახარია ამბობს, რომ ოქტომბრის არჩვენები იყო საჩუქარი და შესაძლებლობა “ოცნებისთვის“,  ქართველი ხალხისთვის დიდი დაძაბულობა, რომელიც ბოლო წლებში დაგროვდა, მოხსნილიყო, მაგრამ კიდევ უფრო დამძიმდა და ქვეყანა შევიდა ჩიხში. “იმის ნაცვლად, რომ ახალ ეტაპზე გადავსულიყავით, დავრბუნდით უკან“, - განაცხადა გახარიამ.

“ოცნებას” საქართველო რუსული ტიპის ავტოკრატიისკენ მიჰყავს- ამერიკელი სენატორები

„მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გაჩაღებულ ძალადობას“, – აცხადებენ ამერიკელი სენატორები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „თბილისის ქუჩები ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, ცემისა და მასობრივი დაკავებების ადგილი არ არის”.  ამის შესახებ ნათქვამია 3 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი,  სენატორი როჯერ ვიკერი და სენატორმა ჯონ კორნინი აწერენ.   „ქართული ოცნების” ნაბიჯი, შეაჩეროს  ევროკა

“ოცნებას“ მალე წამოვაძახებ რაღაცებს, პირველ რიგში ბოდიშს გავახსენებ - გიორგი გახარია

ექსპრემიერი VS ივანიშვილის გუნდი - გიორგი გახარია “ქართული ოცნების“ მხილების ახალ რაუნდს აანონსებს.  განცხადება მთავრობის ყოფილმა მეთაურმა, მმართველი პარტიის ბრალდებების საპასუხოდ, “ტვ პირველის“ გადაცემა დღის ამბებში გააკეთა.  საუბარია ივანიშვილის გუნდის მესიჯბოქსზე, რომლებიც ექსპრემიერს “მოღალატეს“ უწოდებენ. გახარია “ოცნებას“ ეუბნება, რომ ბევრ რამეს წამოაძახებს - მათ შორის ბოდიშის თემას.   ტვ პირველი

“ოცნება” ყველაფერს აკეთებს "ნაციონალური მოძრაობის" გასაძლიერებლად თუ არა, სიცოცხლის შესანარჩუნებლად მაინც (ვიდეო)

“პოლიტიკურ ველს , რომ შეხედოთ “ნაც.მოძრაობაზე” უკეთესი პარტნიორი დღეს “ოცნებას” არ ჰყავს, ერთმანეთს აძლიერებენ. რომ დააკვირდეთ, “ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ “ნაც.მოძრაობა” თუ არ გაძლიერდეს, სიცოცხლე მაინც შეინარჩუნოს, მეორე მხრივ კი “ნაც.მოძრაობაც” ყველაფერს აკეთებს “ოცნების” დასახმარებლად და ამის კონკრეტული ფაქტებიც არსებობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის, საკრებულოებში მათი ერთობლივი მუშაობის სახით.”  მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
×
×
  • შექმენი...