Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.098.238

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სუს-ი - სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. უწყების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. “2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდა

ადვოკატი პარლამენტთან რკინის ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებულებზე - ყველაფერში შეზღუდვებს უწესებენ თავად პატიმრები, მიზანმიმართულად ჩასვეს საკანში, სადაც ასეთი დაძაბულობა ექნებათ - ერთმა თვითდაზიანება სცადა

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ორი პირიდან, რომელთაც რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებიან, ერთ-ერთმა, 23 წლის ბიჭმა ციხეში თვითდაზიანების მიყენება სცადა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულების ადვოკატმა, თეკო მეგენეიშვილმა განუცხადა. ორივე დაკავებული გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. როგორც ადვოკატი განმარტავს, ბრალდებულებს საკანში პატიმრების მხრიდან გაუსაძლისი პირობები აქვთ შექმნილი. მეგენეიშვილის თქმითვე, დაკავებულებს საკანში მყოფები იმის გამო ავიწროებე

ენტონი ბლინკენი - საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ქვეყანა ევროატლანტიკური მომავლისკენ წაიყვანონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას და საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ წაიყვანონ. „ქართველმა ხალხმა გუშინ დემოკრატია მიიღო. ახლა საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, აღმოფხვრან ხარვეზები საარჩევნო პროცესში და საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ წაიყვანონ“, - წერს ბლინკენი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მარგუს ცაჰკნა - პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერები იტყუებიან, ისინი ევროკავშირს ატყუებდნენ, მაგრამ რაც მთავარია, დიდი ხნის განმავლობაში ატყუებდნენ ქართველ ხალხს - ვითარება ნამდვილად შემაშფოთებელია

პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერები იტყუებიან, ისინი ევროკავშირს ატყუებდნენ მაგრამ რაც მთავარია, დიდი ხნის განმავლობაში ქართველ ხალხს ატყუებდნენ, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. „ქართული ოცნების“ ნიღბები ჩამოხსნილია და ეს უკვე რამდენიმე თვის წინ იყო აშკარა, მაგრამ სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რაც რეალურად ქართველ ხალხს არ სურს და ასევე, დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალადობა, ეს

კრიტიკულ წერილზე ხელმომწერი მერიის თანამშრომელი ომბუდსმენს მიმართავს

თბილისის მერიის თანამშრომელი გიგა სოფრომაძე სახალხო დამცველს მიმართავს და მოუწოდებს, დაიწყოს მოკვლევა კრიტიკულ განცხადებებზე ხელმომწერი საჯარო მოხელეების მიმართ მუქარის თაობაზე. სოფრომაძის თქმით, მოქმედი თანამდებობის პირების მხრიდან მათ მიმართ საჯაროდ და ღიად გამოხატული მუქარისა და დაშინების მცდელობა დღითიდღე პრაქტიკულ სახესაც იღებს. „გთხოვთ, დაინტერესდეთ ჩვენი, განცხადების თითოეული ხელმომწერი პირის ირგვლივ შექმნილი ვითარებითა და იმ პირობებით, რაშიც მათ უწევთ მუშაობა საკუთარი აზრის ღია

„მენტალურ რუსს ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ავირჩევ, არც ამ არჩევნების ლეგიტიმურობას ვიზიარებ“ - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი

„მენტალურ რუსს ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ავირჩევ და საერთოდ, არც ამ არჩევნების სამართლიანობას და მის ლეგიტიმურობას ვიზიარებ“, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზურაბ ჯგუბურია პარლამენტში დაგეგმილ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს. ზურაბ ჯგუბურიას გარდა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თემურ მჟავიაც, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის ამრჩევი კოლეგიის წევრია, ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, რომლითაც დღეს, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის არჩე

ლევან გოგიჩაიშვილი - ყაველაშვილს პრეტენზია არ აქვს, შესაბამისად პრობლემასაც არ შექმნის. ზუსტად ასეთი უსახო პრეზიტენტი სჭირდება ივანიშილს (ვიდეო)

ყაველაშვილს პრეტენზია არ აქვს, შესაბამისად პრობლემასაც არ შექმნის. ზუსტად ასეთი უსახო პრეზიტენტი სჭირდება ივანიშილს. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წვერი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/558003613702907

მედია - მოსკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად ლიკვიდირებულია გენერალი, რომელმაც უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება გასცა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დღეს დილით მომხდარი აფეთქების შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა კირილოვის თანაშემწეც. მედიის ცნობით, აფეთქება დისტანციურად განხორციელდა. გუშინ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კირილოვი დაუსწრებლად ცნო სამხედრო დანაშაულის ჩადენა

„დასავლური ცივილიზებული სამყარო არ შეეგუება ჩვენს რეგიონში ახალი დიქტატურის ჩამოყალიბებას“ – სოფო ხორგუანი

„ფაქტია, რომ დასავლური ცივილიზებული სამყარო არ აპირებს, არ დაუშვებს და არ შეეგუება ჩვენს რეგიონში ახალი დიქტატურის ჩამოყალიბებას,“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, სოფო ხორგუანმა. გადაცემაში „დღის თემა“ ხორგუანმა „ქართული ოცნების“ სააპატიო თავმჯდომარესა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის გამართული სატელეფონო საუბარი შეაფასა და თქვა, რომ დასავლეთი საქართველოს მარტო დატოვებას არ აპირებს. „ჩვენ არ ვართ მარტო. ქართველი ხალხის გაცხადებული ნე

გიორგი გახარია - გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს, განსაკუთრებით მინდა მივულოცო უკანონო პატიმრებს და ოჯახებში მალე დაბრუნება ვუსურვო!

გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს! დღევანდელი დღე, როგორც სიყვარულისა და სიხარულის სიმბოლო, განსაკუთრებული იმედია თითოეული ჩვენგანისთვის. განსაკუთრებით მინდა მივულოცო უკანონო პატიმრებს და ოჯახებში მალე დაბრუნება ვუსურვო! გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.

„იფიცება საქართველო!“ - 15 იანვარს 15 საათზე გამაფრთხილებელი გაფიცვაა დაანონსებული

„იფიცება საქართველო!“ – 15 იანვარს 15 საათზე 3 საათის განმავლობაში გამაფრთხილებელი გაფიცვა დაანონსდა. Facebook-ში ჯგუფიც შეიქმნა, სადაც კონსულტაციის მიღების მიზნით მოქალაქეებს დაკავშირება შეუძლიათ. უკვე 41-დღეა რაც რუსთაველის გამზირზე ყოველ საღამოს უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება. ამ დღეების განმავლობაში გაიმართა არაერთი პროფესიული ჯგუფის საპროტესო მარში. საპროტესტო აქციების ორი მთავარი მოთოვნაა,- ახალი არჩევნების დანიშვნა და საპროტეტსო აქციების დროს დაკავებულების დაუყოვნებლ

რუსთაველის გამზირზე პოლიციამ დააკავა შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი

11 იანვარს რუსთაველის გამზირზე პოლიციამ დააკავა შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი. მისი მეგობრებისთის უცნობია, სად არის ჯვარშეიშვილი გადაყვანილი. ვიდეოში, რომელიც „ახალის” წევრმა, ნანა მალაშხიამ გადაიღო და ჯვარშეიშვილის დაკავებას ასახავს, ისმის ხმა: „მიშველეთ”. „პუბლიკა” ცდილობს დეტალების შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გარკვევას. ჯვარშეიშვილი ერთხელ უკვე დააკავეს – 1-2 დეკემბრის ღამეს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. მან თქვა, რომ პოლიციელები გაუპატიურებითაც და

„დანაშაულებრივი პროვოკაცია" - მედიებისა და ორგანიზაციების განცხადება მზია ამაღლობელის დაკავებაზე

დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციები მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებენ და მიუთითებენ, რომ მისი სისხლის სამართლის პასუხსიგებაში მიცემა არის წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი პროვოკაცია. გთავაზობთ განცხადებას სრულად: განცხადებას ხელს აწერენ: გელა მთივლიშვილი – მთის ამბები / საქართველოს ამბების დამფუძნებელი და რედაქტორი; ნატა ძველიშვილი – ინდიგოს დირექტორი; ლია ჩახუ

ბერდია სიჭინავა - დღითი დღე ღრმავდება უფსკრული, რომელიც გაჩენილია "ოცნებასა" და საზოგადოებას შორის (ვიდეო)

"დღითი დღე ღრმავდება უფსკრული, რომელიც გაჩენილია "ოცნებასა" და საზოგადოებას შორის, ნორმალურმა ხელისუფლებამ ამ უფსკრულის ამოვსება უნდა ცადოს და არა უფრო გააღრმაოს. ახლა რაც არ უნდა ამტკიცონ ამ ადამიანებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, რომ საზოგადოებრივ მართლწესრიგს იცავენ დღეს, სწორედ ეს ადამიანები მურუსიძის სუფრის ყარაულები არიან." ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/11

მეთიუ მილერი - ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას - ეს "ქართული ოცნების" რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს

მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების, დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ ძალადობას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. "მკაცრად ვგმობთ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების, დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას. ეს "ქართული ოცნების" რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირე

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, შიმშილობა დაიწყო

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ მისი ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი „ფეისბუქზე“ წერს. აქტივისტ რევაზ კიკნაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა დაა მონაწილეობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე დღეა შიმშილობს თავად მზია ამაღლობელიც, რომელიც 11 იანვარს პოლიციელ

აკაკი გვიანიძე - “შერატონი” ჩართულია მტკიცებულებების განადგურების სქემაში, იმ სპეცოპერაციაში, რომელსაც “ოცნება” ატარებს (ვიდეო)

“შერატონი” ჩართულია მტკიცებულებების განადგურების სქემაში, იმ სპეცოპერაციაში, რომელსაც “ოცნება” ატარებს. აკაკი გვიანიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" - ბათუმი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1063574698859561

„გახარია საქართველოსთვის“ - პროკურატურამ, „შერატონ ბათუმის“ ხელშეწყობით, მძევლად აიყვანა კამერების ჩანაწერები - იმედს ვიტოვებთ, რომ ჩანაწერები პროკურატურას სრულად აქვს დაცული და მოხდება მათი სრული მოცულობით გაცნობა და გადმოცემა

პროკურატურამ, „შერატონ ბათუმის“ ხელშეწყობით, მძევლად აიყვანა კამერების ჩანაწერები - იმედს ვიტოვებთ, რომ ჩანაწერები პროკურატურას სრულად აქვს დაცული და მოხდება ჩანაწერების სრული მოცულობით გაცნობა და გადმოცემა, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. მისივე თქმით, გიორგი გახარიას წარმომადგენელი საქმის მასალებს დღეს გაეცნობა. „როგორც იცით, გიორგი გახარიაზე თავდასხმის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები პოლიციის უმოქმედობით და „შერატონ ბათუმის“ აქტიური მონაწილეობი

"გახარია საქართველოსთვის" - იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს დღეებში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი, მოვუწოდებთ ე.წ. ხელისუფლებას სტიქიის მეორე ფაზას მაინც შეხვდეს მომზადებული, რათა თავიდან ავიცილოთ სტიქიური უბედურებით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანი

"იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს დღეებში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი, მოვუწოდებთ ე.წ. ხელისუფლებას სტიქიის მეორე ფაზას მაინც შეხვდეს მომზადებული, რათა თავიდან ავიცილოთ სტიქიური უბედურებით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანი. განსაკუთრებით ყურადსაღებია ტემპერატურის მატების შედეგად დიდთოვლობის თანმდევი ისეთი სტიქიური პროცესების მართვა და მოსალოდნელი რისკების პრევენცია, როგორიცაა მდინარეებში წყლის დონის მატება, ღვარცოფები და მეწყრული პროცესები." პარტია "გახარია საქართველოსთვის"

„გახარია საქართველოსთვის“ - მივმართავთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეწყვიტოს მაღაროელების ხარჯზე პოლიტიკური მანიპულაციები, გამჭვირვალედ დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნები და დაასრულოს კრიზისი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიმართავს „ქართული ოცნებას“, „სასწრაფოდ შეწყვიტოს მაღაროელების ხარჯზე პოლიტიკური მანიპულაციები, გამჭვირვალედ დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნები და დაასრულოს არსებული კრიზისი“. აღნიშნულის შესახებ გახარიას პარტია განცხადებას ავრცელებს და საუბრობს საკუთარ ინიციატივაზე, რითაც, მათი თქმით, ჭიათურისა და მსგავს საწარმოებში დასაქმებული ადამიანების ინტერესების რეალურად დაცვაა შესაძლებელი. როგორც პარტიაში აცხადებენ, საჭიროა საწარმოს „რე-ნაციონალიზაცია“, რაც გულ

„უოლ სთრით ჯორნალი“ - რუსეთთან ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, აშშ-მა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემაზე უარი უთხრა

რუსეთთან ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, აშშ-მა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემაზე უარი უთხრა, – ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ კიევის მოთხოვნა უპილოტო თვითმფრინავების, „რუხი არწივების“ (Gray Eagle) შესახებ თვეების განმავლობაში განიხილებოდა. უკრაინისთვის საფრენი აპარატების მიწოდებას კონგრესის წევრების ორპარტიული ჯგუფის მხარდაჭერაც ჰქონდა. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით კი, პენტაგონმა უარყო მოთხოვნა. არსებობდა შეშფოთებ

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ზაპოროჟიეზე, გასულ დღე-ღამეში 40-მდე საარტილერიო ჭურვი ჩამოვარდა სუმის ოლქის დასახლებებშიც

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ზაპოროჟიეზე, სადაც დაიბომბა საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება. დაღუპულია ერთი ახალშობილი. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის უფროსი ავრცელებს. ასევე რუსეთის არმიამ კვლავ გაუხსნა ცეცხლი სუმის ოლქის დასახლებებს. გასულ დღე-ღამეში, სხვადასხვა სოფლებში, 40-მდე საარტილერიო ჭურვი ჩამოვარდა. უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოში აცხადებენ, რომ რუსებს ჯერ კიდევ აქვთ დარჩენილი რაკეტების მარაგი, რ

მამაკაცს, რომელმაც აჭარაში რძალი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, ბრალდება წარედგინა - დაკავებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების მიზნით დაგეგმილია ექსპერტიზაც

პროკურატურამ მამაკაცს, რომელმაც რძალი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ასევე, ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების მიზნით, შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნება. „საქართველოს პროკურატურამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუ

საპატრიარქო - სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრის მიერ გელათთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დასკვნა შესრულებულია პრივატულად და მას არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია

თითქოს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ გელათთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დასკვნა, შესრულებულია პრივატულად და მას არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათი განმარტებით, დასკვნა საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზეა შესრულებული და არავითარ პოლიტიკას არ აქვს ადგილი. „გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული

სეისმური მონიტორინგის ცენტრი - მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს - არ დაუჯეროთ და არ გაავრცელოთ ცრუ ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში შიშსა და პანიკას იწვევს

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაუჯერონ და არ გაავრცელონ მიწისძვრასთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში შიშსა და პანიკას იწვევს.როგორც ცენტრი აღნიშნავს, სამწუხაროდ, მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს. "თურქეთის რესპუბლიკაში, 6 თებერვლის ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა ჩვენი საზოგადოების აღელვება გამოიწვია.მიწისძვრა არის ბუნებრივი სტიქია, რომლის ზუსტი დროისა
×
×
  • შექმენი...