Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    861.695

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ორი მოქალაქე ამბობს, რომ უცნობი პირები თავს დაესხნენ

2025 წლის 4 იანვრის მდგომარეობით 2-მა მოქალაქემ თქვა, რომ უცნობი პირები თავს დაესხნენ. დღეს, 4 იანვარს მევიოლინე გვანცა ჩხეიძემ, რომელიც აქტიურად მონაწილეობს მიმდინარე საპროტესტო აქციებში, „ფეისბუქზე” დაწერა, რომ უცნობმა ადამიანმა ბეტონის კედელს მიახეთქა. გუშინ, 3 ინავარს მოქალაქე ია გაბუნიამ თქვა, რომ უცნობი პირები სახლთან თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მან მომხდარი მიმდინარე საპროტესტო აქციებს დაუკავშირა. „პუბლიკა” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ინფორმაციი

ლევან გოგიჩაიშვილი - ეს საპროტესტო მუხტი აღარასდროს გაქრება, „ქართული ოცნების“ იმედი, რომ აქციები ჩაივლის და ყველაფერი ძველ სიტუაციას დაუბრუნდება, აღარ მოხდება, შეუძლებელია

ეს საპროტესტო მუხტი აღარასდროს გაქრება, „ქართული ოცნების“ იმედი, რომ აქციები ჩაივლის და ყველაფერი ძველ სიტუაციას დაუბრუნდება, აღარ მოხდება, შეუძლებელია,- ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე განუცხადა, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ახალგაზრდებზე ძალადობას არავინ შეარჩენს. „არავინ არ შეარჩენს ივანიშვილს ახალგაზრდების ცემას, ძალადობას, გაყ

ჯო უილსონი - დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ის აღიარებს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბებული იყო, რაც უნდა გამოსწორდეს

დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ის აღიარებს, რომ საქართველოში გაყალბებული არჩევნები იყო, რაც უნდა გამოსწორდეს. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა Fox News-სთან საუბარში განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, საქართველოში ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "პუტინის მარიონეტით ჩაანაცვლეს". “ყველა ჩვენთაგანი მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიის აღდგენაზე. სამწუხაროდ, იქ გაყალბებული არჩევნები იყო და

5 იანვარს თბილისის გარდა საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში გაიმართება

5 იანვარს, თბილისის გარდა საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში გაიმართება. კერძოდ, 17:00 საათზე - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მეტრო „რუსთაველთან“ შეიკრიბებიან; 19:00 საათზე - აქცია გაიმართება პარლამენტთან; 19:00 საათზე - აქცია გაიმართება საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოთხოვნით - „დღის ეთერი ხალხს!“; 19:30 საათზეა დაგეგმილი “კაცების შოუს” ფანების მარში რესპუბლიკის მოედანზე; 19:00-22:00 - პარლამენტთან (ნაძვის ხესთან) საჩუქრებ

რასა იუკნევიჩიენე - პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვისაა სასარგებლო

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის და სახელმწიფოს დატყვევების მის მიერ შექმნილი სქემის აღიარებისთვისაა სასარგებლო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი განცხადებით, ოფიციალური ვიზიტები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, თუ მათი მიზანი ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარების შუამავლობაა. შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ განაცხადა, რომ მი

რიჰარდს კოლსი - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი უხერხემლო და უპრინციპო გადაწყვეტილებაა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი უხერხემლო და უპრინციპო გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი პლატფორმა X-ზე წერს. მისი ინფორმაციით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს. “მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ნაწილი აღარ ვარ, გავიგე, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს - კატასტროფული და

გალში ხანძარს 5 ბავშვი ემსხვერპლა

გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. აფხაზური მხარის ცნობით, ხანძარმა საცხოვრებელი სახლი მომენტალურად მოიცვა და მცირეწლოვანი ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე, გალის დე ფაქტო გამგებელი, კონსტანტინე ფილია მივიდა. ნეტგაზეთი

MEGOBARI აქტი 119-ე მოწვევის კონგრესს უკვე წარედგინა - რა წერია პროექტში

MEGOBARI აქტი 119-ე მოწვევის კონგრესს უკვე წარედგინა. 4 იანვარს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაწერა, რომ სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონთან და მარკ ვიზისთან ერთად ხელახლა წარადგინა აქტი. მისივე თქმით, მათი პირველი პრიორიტეტი იქნება „ქართული კოშმარის“ დასრულება და ის, რომ „აგრესორთა ღერძმა“ შეწყვიტოს საქართველოს ხალხის ტერორი“. „პუბლიკა“ გაეცნო MEGOBARI აქტის პროექტს. აქტი „ქართული ოცნების“ ყველა ოფიციალური პირის მიმართ სანქციების ყოვლისმომცველ გადახედვას მ

გიორგი გახარია პია კაუმას - მოგიწოდებთ, გადახედოთ თბილისში თქვენი ვიზიტის დროს და მიზანს - ივანიშვილის რეჟიმის ხელში არსებობს რისკი, რომ ასეთი ვიზიტები პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენონ

„გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას წერილით მიმართავს და მოუწოდებს, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის დროს და მიზანს გადახედოს. „გწერთ, რათა გამოვხატო ღრმა შეშფოთება საქართველოს პოლიტიკური კრიზისის ამ გადამწყვეტ მომენტში თბილისში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის გამო. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ხელმძღვანელობა და ვალდებულება ფართოდ არის დაფასებული, ამ ვიზიტის დრო ბადებს მნიშვნელოვან

პროკურატურა ადასტურებს, რომ თანამდებობა დატოვა გენპროკურორის მოადგილემ

საქართველოს პროკურატურა ადასტურებს, რომ თანამდებობა დატოვა გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა. დღეს, 5 იანვარს, მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მერებაშვილმა პოსტი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო დატოვა. უწყება ამ ყველაფერს სპეკულაციას უწოდებს. პროკურატურამ „რადიო თავისუფლების“ შეკითხვებს უპასუხა. ნათია მერებაშვილი გენერალური პროკურორის მოადგილედ 2020 წლის 19 მარტს დაინიშნა. მანამდე ის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარე

გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა საპოლიციო ღონისძიებებზე „ოცნების“ პროპაგანდას უპასუხა

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი შაიშმელაშვილმა ინტერვიუ ამჯერად „რადიო თავისუფლებას“ მისცა, რომელშიც მან კიდევ ერთხელ ისაუბრა აქციების ძალადობრივად დაშლის ღონისძიებების და უწყების მართვის სისტემის შესახებ. შაიშმელაშვილმა უპასუხა „ოცნების“ პროპაგანდას, თითქოს ქართული პოლიცია აქციებს ევროპულ და ამერიკულ პოლიციაზე მაღალი სტანდარტით არბევს. თბილისში პროევროპული მშვიდობიანი აქციების დარბევის დროს „ოცნების“ პრემიერმა ირაკლ

საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით აფხაზეთში 6 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც ხანძრის შედეგად 5 ბავშვი დაიღუპა, 6 იანვარი აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. სოხუმის ცნობით, “სახელმწიფო დროშები ყველა სამთავრობო დაწესებულებაში დაეშვება. გასართობი ღონისძიებები და გადაცემები კულტურულ დაწესებულებებში, ტელევიზიასა და რადიოში გადაიდება”. გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. აფხაზური მხარის ცნობით, ხანძარმა საცხოვრებელი სახლი მომენტალურად მოიცვა და მცირეწლოვანი

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უცხოელ ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ | დაწყებულია გამოძიება

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უცხოელ ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს, დამატებითი დეტალები უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.   პუბლიკა

კახაბერ ქემოკლიძე კაუმას დაგეგმილი ვიზიტის შესახებ -ვიმედოვნებთ, რომ მოხდება ამ ვიზიტის გადაფასება და არ მიეცემა "ოცნების" დე ფაქტო ხელისუფლებას პოლიტიკური სპეკულაციების შესაძლებლობა (ვიდეო)

ეს არის უდროო ვიზიტი, რომელსაც ნეგატიური გამოხმაურება აქვს თვით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისგან.   ახლა პოლიტიკური ექსპერიმენტების დრო არ არის, მეტი მკაფიოობაა საჭირო ევროპული ინსტიტუციების მხრიდან.     ვიმედოვნებთ, რომ მოხდება ამ ვიზიტის გადაფასება და არ მიეცემა "ოცნების" დე ფაქტო ხელისუფლებას პოლიტიკური სპეკულაციების შესაძლებლობა.     კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.fac

ბრიტანეთის ელჩი - განსაკუთრებით ვწუხვარ იმ საშინელი ამბის გამო, რომელიც გალის რეგიონში მოხდა, სადაც ტრაგიკულად ხანძრის დროს დაიღუპა 5 ბავშვი

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების ახლობლებსა და ნათესავებს. ელჩის ქართულ ენაზე ვიდეო-მიმართვას ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. „შობის პერიოდს ადამიანები უნდა ატარებდნენ თბილად და უსაფრთხოდ, საკუთარ ოჯახებთან ერთად. დღეს განსაკუთრებით ვწუხვარ იმ საშინელი ამბის გამო, რომელიც გალის რეგიონში მოხდა, სადაც ტრაგიკულად ხანძრის დროს დაიღუპა 5 ბავშვი.

პია კაუმა - გადავწყვიტე, საქართველოში ვიზიტი გადავდო

დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, როცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა X-ზე წერს. „ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, - წერს პია კაუმა.   იპნ

ჯო უილსონი - მოვუწოდე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, არ წავიდეს თბილისში ამ დროს

მე მოვუწოდე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას არ წავიდეს თბილისში ამ დროს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, სადაც პია კაუმასთვის გაგზავნილი წერილის ასლს აქვეყნებს. „ივანიშვილის რეჟიმი ამ ვიზიტს მხოლოდ ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციის საშუალებად გამოიყენებს. აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის არ უნდა გამოიყენონ“, - წერს უილსონი. ამერიკელი კონგრესმენი პია კაუმა

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ალექსი მამულიასა და ვანო ჯაფიაშვილს პატიმრობა შეუფარდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 26 დეკემბერს უკანონოდ დაკავებულ ალექსი მამულიასა და ვანო ჯაფიაშვილს ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ალექსი მამულია გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმია.  მამულიას და ჯაფიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322 -ე მუხლის მესამე ნაწილით, „წინასწარ განზრახვით, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა პირთა ჯგუფის მიერ”, არის აღძრული. უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, ოკუპირე

სალომე ზურაბიშვილი - პია კაუმას ძალიან გონივრული გადაწყვეტილება საქართველოში ვიზიტის გადადების შესახებ - გვჭირდება ეუთო ისე, როგორც არასდროს და ახალი არჩევნები!

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას ძალიან გონივრული გადაწყვეტილება საქართველოში ვიზიტის გადადების შესახებ, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას გადაწყვეტილებას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ ქართველ ხალხს სჭირდება ახალი არჩევნები. „ქართველი ხალხი აფასებს თქვენს მიერ ქართული დემოკრატიის საზრუნავისა და იმედის გათვალისწინებას. ჩ

საქართველოში აშშ-ის საელჩო სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოფელ საბერიოში დაღუპული ბავშვების ოჯახს სამძიმარს უცხადებს. სამძიმრის წერილი საელჩოს „ფეისბუქზე“ ვრცელდება. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უდიდესი მწუხარებით უსამძიმრებს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ ხალხს“,- აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვ

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია პირველი ზვავდამცავი გვირაბის შემოვლ

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს სურს საბჭოთა კავშირის ყველა ტერიტორიის დაბრუნება და მათზე გავლენის მოხდენა - საქართველო, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიდიოდა, მთლიანად რუსეთისკენ ტრიალდება

არ მსურს ბანალური აზრების გამოთქმა, რომ პუტინს სურს საბჭოთა კავშირის ყველა ტერიტორიის დაბრუნება და მათზე გავლენის მოხდენა, მაგრამ ის ამას აკეთებს. ხალხმა უნდა იცოდეს დეტალები, - ტელეარხ FREEDOM-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველო, რომელიც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე იდგა, რუსეთისკენ ტრიალდება. „მაგალითად, საქართველო, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიდიოდა, მ

რას ჰყვება მესტიისკენ გზაზე მომხდარი თავდასხმის მსხვერპლი ტურისტი ქალი

ვრცელდება მესტიისკენ გზაზე მომხდარი თავდასხმის მსხვერპლი რუსი ტურისტი ქალის მონათხრობი თავდასხმის დეტალებთან დაკავშირებით, სადაც ის ჰყვება, რომ მას და მის მხლებელ მამაკაცს ორი უცნობი პირი დაესხა თავს. თავდამსხმელები გზაზე მანამდეც უტრიალებდნენ წყვილს და მათ შორის კომუნიკაციაც შედგა. პოლიციას ამ დრომდე არ უპოვია ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც სოფელ ნაკრასთან დაესხნენ თავს რუს წყვილს. წყვილი მესტიისკენ ზუგდიდიდან შკოდას მარკის ავტომობილით მგზავრობდა. პოლიცია ეძებს მსხვერპლ მამაკაცსაც, რომლ

ემანუელ მაკრონი - ბოლო წლებში რუსეთი მეზობლების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა - ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით

ბოლო წლებში რუსეთი მეზობლების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა - ჩვენ ეს საქართველოში ვნახეთ, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა აგრესიის ბუნება შეცვალა და უფრო მკაცრი გახდა. „ბოლო წლებში რუსეთმა აგრესია გააძლიერა და ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ მისი აგრესიის ბუნება შეცვალა. ბირთვული დოქტრინის თვალსაზრისით რუსეთის

შსს - პოლიციამ მესტიაში მომხდარ ფაქტზე 2 პირი დააკავა - ბრალდებულებმა უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააყაჩაღეს, გასტაცეს მობილური ტელეფონები, ერთ-ერთ მათგანს მიაყენეს ცეცხლნასროლი ჭრილობა, ცხედარი კი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი - 1986 წელს დაბადებული რ.პ. და 1992 წელს დაბადებული ბ.ჭ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
×
×
  • შექმენი...