კარდიოლოგიის, რითმოლოგიის და საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის გამგეობის წევრი, ექიმი გიორგი პაპიაშვილი ეხმაურება „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი აპირებს.
“მე ექიმი ვარ და თუ დღეს პაციენტების ნდობას ვიმსახურებ და შემიძლია მათ ხარისხიანი, დასავლური სტანდარტების მკურნალობა შევთავაზო, იმის დამსახურებაა, რომ თავის დროზე ჩემი პროფესიული განათლება ევროპაში ჯერ გულის მსოფლიო ფედერაციამ, ხოლო შემდეგ ევროპის გულის რიტმის ასოციაცი
16Shares
სოხუმში ეროვნული გალერიის ფონდში მომხდარი ხანძრის შედეგების გამო, სოხუმში, “სახელმწიფო მუზეუმის” წინ მდებარე სკვერში მიტინგი გაიმართა, სადაც კულტურის სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მხატვარ ალექსანდრ ჩაჩბა-შერვაშიძის საფლავი ყვავილებით შე
“ვერტმფრენში რომ ავედი, შეშლილი სახით შემომხედა იმ კაცმა [იგულისხმება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი - რ.თ.], ისე გამოვიყურებოდი. შარვალიც კი აღარ მეცვა. ვიყავი ტრუსით, ყელამდე ტალახში, თავი მქონდა ტალახით გაზელილი, ვკანკალებ, ისე ვტირი და ამ კაცს ვეხვეწები, ვერტმფრენი ისე არ დაძრა, ჩემი ქმარი რომ არ წამოიყვანო,” - უთხრა რადიო თავისუფლებას მარიამ ბერიანიძემ, შოვის სტიქიის ერთ-ერთმა გადარჩენილმა.
ის 3 აგვისტოს ღვარცოფში ქმართან და 4 წლის შვილთან ერთად მო
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისეების მიერ დაფუძნებული ინტერნაციონალური დაჯგუფება “პიატნაშკას” ლიდერმა, ახრა ავიძბამ “Газета.Ru-თან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ის სოხუმში “ხალხის მხარდასაჭერად” და მათთვის “საფრთხეების თავიდან ასარიდებლად” ჩამოვიდა.
“ხალხის მხარდასაჭერად მოვედი, რადგან ყოველთვის გვასწავლიდნენ – სადაც სამზე მეტი აფხაზია, ყოველთვის ადექი და იკითხე რა და როგორო. ამიტომ, მოვედი, რომ ჩემს ეთნიკურ ჯგუფთან დავდგე და საფრთხეები თავიდან ავარიდო,” – თქვა მან.
ცნობილმა ბრიტანულმა ჯგუფმა „Pet Shop Boys“ გამოუშვა სიმღერა სახელწოდებით „Living In The Past“ – „ცხოვრება წარსულში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე.
სიმღერის ვიდეოში გამოყენებულია პუტინის ინაუგურაციის კადრები, ვოლგოგრადში სტალინის ძეგლის გახსნა, დაპატიმრებები საპროტესტო აქციების დროს, ჯარისკაცების მსვლელობა.
სიმღერის ტექსტში, პუტინის ენით ნათქვამია, რომ მას სურს მისი ისევე ეშინოდეთ, როგორც სტალინის ეშინოდათ: „მეც გავიმარჯვებ მის მსგავსად“, „ვერც მე დამჩრდილავენ“, „მინდა ხალხი სიკვდი
რიკოთის უღელტეხილის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი განცხადებით, ჩინურ კომპანიას მიწისქვეშა გვირაბები ბურღის ნაცვლად აფეთქებებით გაჰყავს, ამის გამო, მუდმივად მიწისქვეშა ბიძგებია და საცხოვრებელ სახლებს ბზარები აქვს გაჩენილი.
“სახლში ბზარებია, ბათქაში გუშინწინ სულ ჩამოვიდა ძირს საძინებლებში და ბავშვებს ეშინია. მარტში, ჭა – 24 მეტრია და სულ გაივსო პირამდე და რომ ვთქვით, დაშალაო თვითონ, მიწა დაიშალაო. 24 მეტრიანი ჭა პირამდე გაივსო, ეს რომ ჩაინგრეს, სახლიც ჩავა
“ჩვენი “ერთმორწმუნე” რუსეთი დაბომბვით, რომ გვემუქრება, ვინ უნდა დაგვიცვას?!”, – ამ შინაარსის განცხადებით გამოეხმაურა პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ალექსანდრე მოწერელია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. “რუსული კანონის” გაწვევის გადაწყვეტილებას.
მოწერელია მიიჩნევს, რომ ოკუპანტი ქვეყნის აღშფოთება საქართველოს სწორ გზაზე დგომას ნიშნავს.
“ჩემს წინა გამოსვლაში ვახსენე, რომ პუტინის კანონის მიღება გამოიწვევდა ქებას ლავროვის, ზახაროვას და სოლოვიოვისგან. მაგრამ, საბედნიეროდ,
“ჩვენ ერთად შევალთ ევროკავშირში” – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მაია სანდუს.
ზურაბიშვილი შეუერთდა აქციას “საქართველო ირჩევს ევროკავშირს”. თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას მან მიმართა შეკრებილ მოქალაქეებს და უთხრა, რომ საქართველო აუცილებლად შევა ევროკავშირში. მან მიმართა როგორც მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტებს, ისე ქვეყნის პარტნიორებს ევროკავშირსა და აშშ-ში.
“მე მინდა აქედან მივმართო
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რუსულ კანონს ვეტოს დაადებს, მაგრამ “არ შევა მანიპულაციებში და არ დაიწყებს თამაშს”. ასე უპასუხა მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ვეტოსთან ერთად, შენიშვნების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსულ კანონთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდეს.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრემიერის მცდელობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში რუსულ კანონის დაინიციირებულ ვერსიაში ცვლილებები შევიდეს, საზოგადოებაში დაბნეულობას გააჩენს. ამიტომ, სავარაუდოა, რომ
როგორც ნიუ იორკ ტაიმსი იუწყება, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იზიარებს ისრაელის მხრიდან იმის მტკიცებას, რომ 17 ოქტომბერს, ღამით ღაზას სექტორში საავადმყოფოს აფეთქებაზე პასუხისმგებელი ისრაელი არ არის.
“ძალიან დამამწუხრა და აღმაშფოთა ღაზაში გუშინდელმა აფეთქებამ. იმაზე დაყრდნობით, რაც მე ვნახე, ისე ჩანს, რომ ეს სხვების გაკეთებულია და არა თქვენი. თუმცა ამაში ბევრი არ არის დარწმუნებული”, – ამბობს ჯო ბაიდენი ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის მიმდინარეობისას.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯ
“ჩამოართვეს პირადობის მოწმობები” – გახარია საქართველოსთვის რეგიონული წარმომადგენელი, სოფიო ხორგუანი, საჯარო მოხელეების, ა(ა)იპებში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულების მხრიდან, მოქალაქეებზე სავარაუდო ზეწოლაზე საუბრობს.
კერძოდ, ხორგუანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოქალაქეებს სთხოვენ მხარდამჭერთა სიების წარდგენას პირადი მონაცემებით, პირადობის მოწმობის ასლებს და მისივე თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობებიც.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათი მშობლები და ოჯახის წევრები, უფლებადამცველ ორგანიზაციები და აქტივისტები ხელახალი არჩევნების დანიშვნას და დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ დაკავებულთა შორის არიან შშმ პირებიც.
მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებული კრიზისი განსაკუთრებით უარყოფითად სწორედ შშმ პირებზე აისახება.
“ქვეყანა შესულია უკიდურეს კრიზისულ სიტუაციაში, რომლის დიდი ხნით გაგრძელება გამოიწვევს უდიდეს ზიანს, როგორც ქვეყნისთვის, ისე მოქალაქეები
საერთაშორისო ორგანიზაციამ, “Amnesty International-მა” გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ “დიდი ხანია შეშფოთებული არიან აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობით”.
“მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები,”- ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაციის ანგარიშში მითითებულია სამართლიანი სასამართლოს უფლებების ფართოდ დარღვევები და სისხლის სამართლის სისტემის პოლიტიკური
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალ განცხადებას ავრცელებს და ეტაპობრივი ამუშავების შესახებ იუწყება. მანამდე, აეროპორტში მუშაობის დროებით შეჩერების შესახებ განაცხადეს, რის მიზეზადაც უამინდობა დაასახელეს.
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ეტაპობრივი ამუშავება. შედეგად: რეისები შემდეგი მიმართულებით: ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-პოზნანი, ქუთაისი- პრაღა გაფრინდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტანდა
თბილისში ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს, რომელშიც ასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას.
მარშის მონაწილეები 14 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მიდიან ევროპის მოედნისკენ, სადაც გაიშლება ევროკავშირის რეკორდულად დიდი დროშა.
მარშის ორგანიზატორი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაა.
მსვლელობის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭე
კეკელიძის ქუჩიდან გამოსახლებულ ხატიაშვილების ოჯახს კერძო გამსესხებელი დარეჯან დვალი (ე.წ. მევახშე) 90 ათასი დოლარის ნაცვლად ბინის დაბრუნებას სთავაზობს.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მხარეებმა შეთანხმებას ხელი გუშინ, 24 იანვარს, მოაწერეს და ახლა დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებაა დარჩენილი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის სოფიო ლოქაბიძე აცხადებს, რომ მხარეებმა ორივე მათგანისათვის „სასარგებლო გად
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ტრაგედიას უწოდებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომლის შესაბამისად, სომხეთი მზადაა, მთიანი-ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიაროს.
“სულ რამდენიმე წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ სომხეთის პრემიერი ასეთ რამეს იტყოდა. მითუმეტეს, 1992 წელს სომხეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლის შესაბამისად, ნებისმიერი შიდა თუ სახელმწიფოთაშორისო ნორმატიულ სამართლებრივი აქტი, სადაც მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერ
24 წლის ერნა შკოიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეექვსე კურსის სტუდენტია. ნეტგაზეთთან იგი საკუთარ ამბავს ჰყვება იმის შეახებ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან ეთნიკური სომხებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ახალგაზრდები და რისი ცოდნა აშორებთ მათ საქართველოს სხვა მოქალაქეებისგან.
სოფელში ცხოვრება და ქართული ენა
დავიბადე ნინოწმინდაში, სოფელ ეშტიაში, ტრადიციულ სომხურ ოჯახში. იქ გავიზარდე და სკოლაც იქ დავამთავრე. ჩვენთვის, ბავშვებისთვის სოფელ
“ქართულმა ოცნების” დეპუტატები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) “მუშაობას წყვეტენ”. ამის შესახებ “ოცნების” დელეგაციის სახელით თეა წულუკიანმა განაცხადა.
მანამდე PACE-მ “ოცნების” დელეგაციის უფლებამოსილება ცნო, თუმცა, დროში გაწერილი პირობებითა და გარკვეული შეზღუდვებით. კერძოდ, იმისათვის, რომ “ოცნების” დეპუტატებს PACE-ში მუშაობის გაგრძელება შესძლებოდათ, 2025 წლის აპრილამდე უნდა გაეთავისუფლებინათ პოლიტპატიმრები და გამოაცხადებინათ ახალი არჩევნები.
წულუკიანის განცხადებით, ეს პირობები
25 წლის გიგა ბენია თბილისში მომუშავე ჟურნალისტია გალის რაიონიდან. სკოლა გალის რაიონის სოფელ წარჩეში დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისში ჟურნალისტიკის მიმართულებაზე ჩააბარა. როგორ ყველა გალელმა, გიგასთვისაც არაა უცხო ქართულ ენაზე სწავლების სირთულეები გალში, შესაბამისად, ამჟამად ცდილობს, გალის რაიონში მცხოვრებ მოსწავლეებს ქართული ენისა და ისტორიის შესწავლაში უსასყიდლოდ დაეხმაროს.
“სკოლის პერიოდში, რადგან ქართულის სწავლება აკრძალული იყო, მე კი ეროვნულებისთვის უნდა მოვმზადებულიყავ
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს, სადაც მწუხარებას გამოხატავს საქართველოში, რაჭაში, შოვში მომხდართან დაკავშირებით.
” ვიმედოვნებთ, ათეულობით ადამიანი, რომლებიც ჯერ არ არიან ნაპოვნი, ცოცხლები და ჯანმრთელები იქნებიან. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის გვერდით ვართ”, – ნათქვამია განცხადებაში.
მეორე დღეა, რაჭაში, შოვში სტიქიის ზონაში, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. გუშინ, 3 აგვისტოს, შოვში მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებ
ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი
აფხაზეთის პარლამენტს ჯერ არც განუხილავს ე.წ. აპარტამენტების ექსპლუატაციის შესახებ კანონპროექტი, თუმცა უკანასკნელი რამდენიმე თვეა ეს საკითხი აფხაზური საზოგადოების ვნებათაღელვას იწვევს.
სანამ პოლიტიკოსები ჰიპოტეზურ კანონზე საკუთარ სტრატეგიებს აწყობენ, ბიზნესმენები, მომავალში საცხოვრებელი ფართების სარგებლიანად გაყიდვის მიზნით, მრავალბინიან შენობებს აშენებენ.
მშენებლობის პროცესი ზედმეტი ყურადღების გარეშე ჩაივლიდა, რომ არა აქტივისტთა ჯგუფი Харахакалакь [
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად ინიცირებულია.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული.
კანონპროექტი თავისი შინაარსით გასულ წელს ინიცირებული
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 9 მაისს დაკავებული მოქალაქეები მოინახულეს. მათ შორის, პოდკასტერი უჩა აბაშიძე.
უწყების ცნობით, ის საუბრობს სამართალდამცველების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმირებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც.
“დაკავებულმა [უჩა აბაშიძემ], სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებისას აღნიშნა, რომ მისი სახლის ჩხრეკის პერიოდში იგი სისტემატურად ითხოვდა ადვოკატების შეშვებას, თუმცა უ