Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.088.056

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

აშშ-მა ოკეანის თავზე ჩინეთის სავარაუდო "მზვერავი" საჰაერო ბურთი ჩამოაგდო

4 თებერვალს აშშ-მა ჩამოაგდო ჩინეთის სავარაუდოდ სადაზვერვო ბურთი ატლანტის ოკეანის თავზე - მას მერე, რაც ბურთმა ჩრდილოეთ ამერიკის თავზე მოიარა მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები და გადაიქცა დაძაბულობის მორიგ კერად ვაშინგტონსა და პეკინს შორის. მიმდინარეობს ოპერაცია ბურთის ნაწილების მოსაპოვებლად აშშ-ის ტერიტორიულ წ####ბში. ბურთი 4 თებერვალს შენიშნეს, სამხრეთ კაროლინის თავზე, როცა ის ატლანტის სანაპიროს უახლოვდებოდა. მის ჩამოგდებამდე, ბურთის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას აშ-ის პრეზიდ

საქართველო, სომხეთი, თურქეთი... - რომელი ქვეყნის მოქალაქეობას იღებენ ძირითადად რუსები

საქართველო მეოთხეა იმ ძირითად ქვეყნებს შორის, რომლის მოქალაქეობა ან ბინადრობის ნებართვის მოწმობა 2022 წელს მთლიანობაში 50 ათასზე მეტმა რუსმა მიიღო. ინფორმაციას RBC ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. შსს-ს მედიასთან და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, იური ტიტოვი აცხადებს, რომ 2022 წელს 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, რომ მათ სხვა ქვეყ

შემოსავლების სამსახურმა ახალი საინფორმაციო პორტალი აამოქმედა

დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი საინფორმაციო პორტალის, infohub.rs.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის ელექტრონული ინფორმაციის მართვის ერთიანი სისტემა, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა ტიპის მონაცემები. როგორც შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ამოქმედების შემდეგ ყველა მომხმარებლისთვის ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება, ხოლო თავად ინფორმაციის მიღების პროცესი – მნიშვნელოვნად გამარტივდება. „Infohub-ზე განთავსებულია და მ

გერმანიაში გაიფიცნენ სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლები

გერმანიაში, ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, 24 საათით გაიფიცნენ სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლები. გამაფრთხილებელი გაფიცვის გამო, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არ მოძრაობენ მატარებლები. ავიარეისები არ სრულდება ჰამბურგის, ჰანოვერის, დორტმუნდის, დრეზდენის, დიუსელდორფის, მიუნხენის, ფრანკფურტის და შტუტგარტის აეროპორტებიდან. გერმანიის შვიდ რეგიონში ნაწილობრივ შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლაც. პროფკავშირების მიერ ორგანიზებული გაფიცვის მონაწილეები მოითხოვენ ხელფასის სულ მცირე 500 ევროთი გ

,,ხალხის ძალა" მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომლის კრიტიკის ობიექტი ისევ ამერიკის ელჩია

სამწუხაროდ, ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს - ამერიკის ელჩი მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულის იარლიყს აწებებს, რაც ჩვენი სახელმწიფოს უხეში შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე განცხადებით, საქართველოში ამერიკის ელჩ კელი დეგნანისთვის ქართველ მოსამართლეებზე უდანაშაულობის პრეზუმფცია არ ვრცელდება, მაგრამ „ოფიციალურად დამნაშავედ ცნობილი“ საქართველოს თავდაცვ

ოჯახი მოითხოვს, ლაზარე გრიგორიადისის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს

მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ოჯახი სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და მოითხოვს, რომ გრიგორიადისის საქმე ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ განიხილოს. ოჯახის ინფორმაციით, ამ მოთხოვნის შესასრულებლად პეტიციაა შექმნილი, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უახლოეს დროში გახდება. კერძოდ, პეტიციას ორი მოთხოვნა აქვს: 1. გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება იმ ორ მუხლზე, რომლითაც ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის საქმეებზე სასამართლო დავა მიმდინარეობს და მათი

„შეუცდომელი იყო მაცხოვარი“ – „ოცნებაში“ ო’ბრაიენის განცხადებას პასუხობენ

„ქართული ოცნების“ დეპუტატები, ალუდა ღუდუშაური და ირაკლი ქადაგიშვილი ეხმაურებიან ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას, რომლის თანახმადაც საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლის პრობლემას ქმნიან. როგორც „ნეტგაზეთი“ წერდა, აშშ-ის სახდეპის სანქციების კოორდინატორმა ამის შესახებ დღეს ისაუბრა „პოლიტიკოსთან“: ო’ბრაიენი: საქართველო ერთ-ერთია, ვინც სანქციებისთვის გვერდის ავლის პრობლემას იწვევს. ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კვლავ მიდის სიცრუის ტირაჟირება და

დააკავეს პირი, რომელმაც წალკაში მიუსაფარი ძაღლი მოკლა

წალკაში, მიუსაფარი ძაღლის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ბრალდებული სისხლის სამართლის 259-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ძაღლს მოქალაქემ ჯერ ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა, ცხოველს მიუახლოვდა და სავარაუდოდ, კვლავ ესროლა. იპნ

უკრაინის დაზვერვა - ოკუპანტები მძიმე იარაღის გამოყენებით ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავენ

ოკუპანტები მძიმე იარაღის გამოყენებით ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავენ. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს. “შესაძლოა უახლოეს პერიოდში ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მორიგ შეიარაღებულ პროვოკაციას გეგმავდნენ. ამ მიზნით “ეფესბეს” “სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტი” საოკუპაციო კონტინგენტის პირად შემადგენლობაში უკრაინის უსაფრთხოების ძალების თითქოსდა მომზადების და ელექტროსადგურის დაცვის შესახებ ინფორმა

საარსებო მინიმუმი 250 ლარია - გეეჭვებათ? აგიხსნით, რატომაა თქვენი ეჭვი საფუძვლიანი

საქსტატის მონაცემებით, წელს, ივლისში, ივნისთან შედარებით, საარსებო მინიმუმი შემცირდა და ზრდასრული კაცისთვის* 250 ლარი გახდა. სტატისტიკის სამსახური 20 წელზე მეტია, ერთი და იმავე, უკვე მოძველებული მეთოდოლოგიით ითვლის საარსებო მინიმუმს, - იმის მიუხედავად, რომ წლების წინ მის შეცვლას, ბოლოს კი გაუქმებასაც აპირებდა. საარსებო მინიმუმი პროდუქტების ფასების შესაბამისად იცვლება. ეს იმიტომ, რომ საარსებო მინიმუმი გამოითვლება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მარტივად აგიხსნით, რა ა

„ოცნება“ ე.წ. კარვების კანონს პრეზიდენტს ხელმოსაწერად არ გაუგზავნის

განახლება: „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იხუმრა  პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.  მდინარაძე ამბობს, რომ კობახიძემ ე.წ. კარვების კანონზე იხუმრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში. ამის შესახებ ინფორმაცია „იმედმა“

საია მარტის აქციებზე კიდევ ერთი დაკავებულის სახელით სტრასბურგს მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მასობრივი აქციის დროს უკანონოდ დაკავებული და ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი გიორგი მექვაბიშვილის სახელით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართეს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აქციის დაშლისას გიორგი მექვაბიშვილი, სხვა პირის მიმართ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა სავარაუდო ძალადობრივ მოპყრობას ტელეფონით იღებდა და სამართალდამცავებს მოუწოდებდა,

„ოცნების" წევრებმა ოპოზიციონერ დეპუტატ ქალებს პარლამენტში შეურაცხყოფა მიაყენეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანა წითლიძეს და დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენეს. ღუდუშაურმა და ბერაიამ ოპონენტებთან დისკუსიისთვის სექსისტური ენა გამოიყენეს. ალუდა ღუდუშაურის გამოსვლა მოჰყვა „გირჩის“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების ვიზიტის დაშვების შესახებ. ალუდა ღუდუშაურმა თავდაპირველად ხვიჩიას მიმართა და მიხეილ სააკაშვილსა და ენმ-ის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა

ჯოზეფ ბორელი ლიბანში ჩავიდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ლიბანში ჩავიდა. „მოხარული ვარ ლიბანში დაბრუნდებით, რათა ამ რთულ პერიოდში მხარდაჭერა გამოვხატო. ლიბანსა და რეგიონზე ღაზას ომის გავლენის შესახებ მნიშვნელოვან შეხვედრებს გავმართავ“, - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“). ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ჯოზეფ ბორელი ლიბანის პარლამენტის სპიკერს ნაბიჰ ბერის, პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიქატის, საგარეო ს

ყაზახეთში აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა

ყაზახეთში აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 72 მგზავრი იმყოფებოდა ქალაქ აქთაუს აეროპორტთან ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფას ექვსი ადამიანი გადაურჩა. თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, თუმცა ნისლის გამო მარშრუტის შეცვლა მოუწია.

პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები - PACE რეზოლუციას ხვალ უყრის კენჭს

ევროსაბჭოს რეზოლუციის ტექსტის პროექტში, საუბარია „ქართულ ოცნებისადმი“ ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაზე. რეზოლუცია ჯერჯერობით მიღებული არაა, მას კენჭი ხვალ, 29 იანვარს ეყრება. ამას გარდა, რეზოლუცია ითხოვს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტპატიმრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აპრილის სესიამდე გაათავისუფლოს. რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ასამბლეა „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვს:  დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი ყველა დაინტ

მზია ამაღლობელი მიზანში ჟურნალისტური საქმიანობის გამო ჰყავთ ამოღებული – ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ] შეფასებით, ნეტგაზეთი/ბათუმეების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორთან, გულნოსა საიდისთან ინტერვიუ “ამერიკის ხმამ” ჩაწერა. გულნოსა საიდი საუბრობს საქართველოში შექმნილ ვითარებაზეც. მისი შეფასებით, მედიის მდგომარეობა საქართვეკოში აზერბაიჯანში არსებულ სიტუაციას ემსგავსება. “საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნახევრად ავტ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი არ დარჩება გულგრილი, თუ დადასტურდება, რომ მის დრონებს რუსეთი უკრაინის ომში იყენებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის თქმით, ირანი არ დარჩება გულგრილი, თუ დადასტურდება, რომ მის დრონებს რუსეთი უკრაინის ომში იყენებს. „თუ დადასტურდება, რომ ირანული დრონები უკრაინის ომში ხალხის წინააღმდეგ გამოიყენება, ჩვენ ინდიფერენტული არ ვიქნებით“, – განაცხადა მინისტრმა. ამასთან, დიპლომატი აღნიშნავს, რომ რუსეთსა და ირანს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა გაგრძელდება. პირველი არხი

ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვარ, თუნდაც ხვალვე, რინგზე გავიდე პუტინთან ერთად

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა, რინგზე რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან ერთად გავიდეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. „ნამდვილ კაცს, თუ სურს, ვინმეს მესიჯი გადასცეს, ან უნდა მუშტი დაარტყას სახეში, ამას თავად აკეთებს და შუამავლებს არ გზავნის. მზადა ვარ რინგზე გავიდე პუტინთან, თუნდაც ხვალვე“ - განაცხადა ზელენსკიმ ფრანგული ტელეარხ LCI-სთან ინტერვიუში. ცნობისთვის, დასავლური პრესის თანახმად, პუტინმა რამზან კადიროვს ზელენსკის მოკვლა უბრძანა ს

მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა ებრაელებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა

მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა ფინჰალს გოლდშმიდტმა ებრაელებს მოუწოდა, დატოვონ რუსეთი, სანამ ისინი „განტევების ვაცად“ არ აქციეს უკრაინის ომით გამოწვეული გაჭირვებისთვის. "თუ გადავხედავთ რუსეთის ისტორიას, დაინახავთ, რომ ყოველთვის, როდესაც ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას საფრთხე ემუქრებოდა, მთავრობა მასების რისხვისა და უკმაყოფილების გადატანას ებრაულ საზოგადოებაზე ცდილობდა. ასე მოხდა ცარიზმის დროს და სტალინური რეჟიმის ბოლოს", - აღნიშნა გოლდშმიდტმა The Guardian-თან ინტერვიუში. მისივე თქმით, რუ

ოლექსი დანილოვი - კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდნეტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებები ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. „პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ქვეყნის შიდა დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ბელარუსულ საზოგადოებაში რუსეთისა და პუტინის ნეგატიურად აღქმას მაქსიმალურად აძლიერებს. კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5655 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5655 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5655 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5712 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0057 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7851 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7828 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0023 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედ

როგორ დანერგეს ჩხოროწყუს სკოლაში ექსპერიმენტული სასკოლო კვება

1 ლარი და 60 თეთრი დაუჯდა აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლას [მდებარეობს ჩხოროწყუში] ერთი პირველკლასელის გამოკვება. ექსპერიმენტის სახით სკოლამ უზრუნველყო 1 კვირის განმავლობაში 24 პირველკლასელის უფასო კვება – მენიუში შედიოდა როგორც ბოსტნეული, ასევე ხილი და ბურღულეული. ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი მელორ ცქვიტაია, რომელიც ამ იდეის ერთ-ერთი განმახორციელებელია, ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ჯამში, 1 კვირის პროდუქტები დაახლოებით 211 ლარი დაჯდა, რაც სკოლის სამეწარმეო კლუბმა დააფინანსა.

ვის ეკუთვნის "ყვარლის ტბა"

გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმრო ,,ყვარელი ლეიკ რეზორთი" დღეს სანქცირებულ რუს სტუმრებს მასპინძლობს. მათ შორის არიან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებიც. ,,ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, ვის ეკუთვნის სასტუმრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სასტუმრო "ყვარელი ლეიკ რეზორთი", შპს "ყვარელი პალასის" საკუთრებაა. თავის მხრივ, "ყვარელი პალასის" 100%-ს, 2009 წელს რეგისტრირებული შპს "აგროგანვითრება" ფლობს, რომლის საკონტროლო

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა

ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. თვის დასაწყისში კვარაცხელია იტალიის სერია A-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. პუბლიკა
×
×
  • შექმენი...