Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    897.580

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უკრაინის წარმომადგენელი „ევრონესტის“ ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ რეზოლუციის დაინიცირების ჩავარდნაზე - არ ვიცი, რატომ არ ესაუბრა ქართული დელეგაციის თავმჯდომარე ევროპარლამენტარებს, მას ხელმოწერები არც ქართული ოპოზიციისთვის უთხოვია

რეზოლუციის ინიცირებისთვის 10 ხელმოწერა სჭირდებოდათ, ამის გაკეთება მარტივია, - ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა ვოლოდიმირ არიევმა ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუციის დაინიცირების ჩავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა. „მათ რეზოლუციის ინიცირებისთვის 10 ხელმოწერა სჭირდებოდათ, ამის გაკეთება მარტივია, ამიტომ არ ვიცი, რატომ არ ესაუბრა ქართული დელეგაციის თავმჯდომარე ევროპარლამენტის წევრებს და სხვებს. მე ვი

უკრაინის ცნობით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიის სადგურის დატოვება დაიწყეს

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიის ბირთვული ელექტროსადგურის დატოვება დაიწყეს, ხოლო ადილზე დარჩენილმა თანამშრომლებმა მიიღეს დავალება, ნებისმიერი ავარიულ სიტუაციაში ბრალი უკრაინას დასდონ. გარდა ამისა, უკრაინული მხარის ცნობით, სადგურის თანამშრომლებს ოკუპირებულ ყირიმში წასვლას ურჩევენ, ხოლო სადგურის ტერიტორიაზე და იქვე მდებარე ქალაქ ენერჰოდარში თანდათანობით მცირდება რუსული ძალების პატრულთა რაოდენობა. აქამდე სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო

უკრაინის ცნობით, რუსეთმა ომში პირველად გამოიყენა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 21 ნოემბრის დილას, დნიპროზე შეტევისას, რუსეთმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტაც გამოიყენა. უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ასტრახანის რეგიონიდან იქნა გაშვებული. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის. უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია РС-26 Рубеж-ის ტიპის საშუალო რადიუსის რაკეტაზე, რომელსაც პოტენციურად, ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლია, თუმცა ამ შემთხვევაში ბირთვული

უკრაინის შსს - ოკუპანტებმა ხერსონში საბავშვო სათამაშოებიც კი დანაღმეს

ხერსონიდან უკან დახევისას რუსმა ოკუპანტებმა უამრავი ობიექტი და ნივთი დანაღმეს, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, როსტისლავ სმირნოვმა განაცხადა. მისი თქმით, ხერსონში დანაღმვის მასშტაბები უკიდურესად დიდია და რუსებმა საბავშვო სათამაშოებიც კი დანაღმული დატოვეს. "ახლა მთავარი აქცენტი კეთდება განაღმვაზე. დანაღმვის მასშტაბები ძალიან დიდია. ნაღმები საბავშვო სათამაშოებში, ფეხბურთის ორ ბურთს შორისაც კი იყო დადებული", - აღნიშნა სმირნოვმა. მისი თქმით, ხერსონის ოლქის

უკრაინის შს მინისტრი - ხერსონში 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოვაჩინეთ

შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის განცხადებით, ხერსონის ოლქში სამართალდამცავებმა 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. მისივე ინფორმაციით, ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში წამებულთა ექსჰუმაცია მიმდინარეობს. „ჩვენ ვიპოვეთ 63 ნაწამები ცხედარი ხერსონის ოლქში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ძებნა ახლახან დაიწყო“, - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, ხერსონში მსგავსი დანაშაულის მსხვერპლთა წამების ბევრი ადგილისა და საფლავის აღმოჩენაა მოსალოდნელი. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმა

უკრაინის შს მინისტრი - კახოვკას კაშხლის განადგურების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაკარგულად ითვლება

კახოვკას კაშხლის განადგურების შედეგად ხერსონის ოლქის სამხრეთ ნაწილში 4 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის ევაკუირებულია 2 412 ადამიანი. შეგახსენებთ, 6 ივნისს კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად ხერსონის ოლქში ათობით დასახლება დაიტბორა. უკრაინის ხელისუფლება, მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სახიფათო ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს. იპნ

უკრაინის შემდეგ, კადიროვი ,,დენაციფიკაციით" პოლონეთსაც ემუქრება

ჩეჩნეთის ეგრეთწოდებული ლიდერი, რამზან კადიროვი უკრაინის შემდეგ, ,,დენაციფიკაციით“ პოლონეთსაც დაემუქრა. უფრო მეტიც, მას მიაჩნია, რომ „სატანიზმთან ბრძოლა მთელ ევროპაშია აუცილებელი.“ კადიროვმა გამოცემა Telegram- ს განუცხადა, რომ „პოლონეთი იარაღს აშშ-ს ემათხოვრება,“ რადგან საკუთარი სამხედრო რესურსი უკრაინის დახმარებას შეალია. ,,ახლა პოლონეთი დაბნეულია: რა მოხდება, თუ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ რუსეთი მორიგი ქვეყნის,,დენაციფიკაციას" და ,,დემილიტარიზ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსული წყალქვეშა ნავი ჩაძირეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსული წყალქვეშა ნავი ჩაძირეს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „უკრაინის თავდაცვის ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში მტრის წყალქვეშა ნავსა და C-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე დარტყმა მიიტანეს. შედეგად, დადასტურებული ინფორმაციით, გუშინ სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებაში მნიშვნელოვნად დააზიანეს ს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის 17 პოზიციას დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა მოწინააღმდეგის ექვს პოზიციას დაარტყეს, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა მთელი დღის განმავლობაში კიდევ 11 დაარტყმა განახორციელეს მათი მიმართულებით. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 9 აპრილის 18:00 საათის მონაცემებშია აღნიშნული. 2022 წლის 24 თებერვლიდან, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 აპრილამდე უკრაინის თავდაცვის ძალებმა 178 150 რუსი აგრესორი გაანადგურეს, მათ შორის 470 ჯარისკაცი მხოლოდ გასული დღის განმავლობაში

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიესთან რუსული არმიის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიესთან რუსული არმიის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს. განცხადებას გაზეთ Observer-ზე დაყრდნობით, The Guardian-ი ავრცელებს. ბრიგადის გენერალ, ალექსანდრე ტარნავსკის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გაგრძელდება შეტევა რუსული არმიის თავდაცვის მეორე ხაზზე, რომელიც პირველ ხაზზე გაცილებით სუსტია, რაც წარმატების წინაპირობას ქმნის. „თავდაცვის პირველი ხაზის აგებაზე რუსულმა არმიამ თავისი დროის და რესურსების 60% დახარჯა, ხოლო მეორეზე და მესამეზე - მხოლოდ 20%,

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის დასახლება უროჟაინოე გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის დასახლება უროჟაინოე გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ავრცელებს. „უროჟაინოე გათავისუფლებულია. სამხდროები პოზიციებზე მაგრდებიან. შეტევითი ოპერაცია გრძელდება“, - განაცხადა მალიარმა. მისივე თქმით, მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, შეტევითი მოქმედებები ასევე ბახმუტის, მელიტოპოლის და ბერდიანსკის მიმართულებებზე გრძელდება. ipn

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური - ჩვენი ძირითადი ძალები ბრძოლაში ჯერ არ შესულან, ყველაფერი წინაა

ჩვენი ძირითადი ძალები ბრძოლაში ჯერ არ შესულან, ყველაფერი წინაა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა ალექსანდრე სირსკიმ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, „ყველას სურს დიდი გამარჯვების მყისიერად და ეგრევე მიღწევა“. „ჩვენც გვსურს ეს, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს პროცესი რაღაც დროს დაიკავებს, ვინაიდან ორივე მხრიდან ბევრი ძალა, ბევრი ტექნიკა და ბევრი საინჟინრო ბარიერია კონცენტრირებული. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ძირითადი ძალებ

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური - მალე შეტევით მოქმედებზე გადავალთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, ალექსანდრე სირსკი ლიმანის მიმართულებით უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სირსკის განცხადებით, ის იმ ქვედანაყოფების მეთაურებს შეხვდა, რომლებიც ახლა ყველაზე ცხელ წერტილებში ასრულებენ დავალებებს. „ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარები და ფრონტზე არსებული ვითარება. აღვნიშნე, რომ მალე მოვა დრო, როცა გადავალთ აქტიურ შეტევით მოქმედებებზე და განვსაზღვრეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - რუსეთმა უკრაინაში იმაზე ორჯერ მეტი თვითმფრინავი დაკარგა, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთის ომის 10 წლის განმავლობაში

რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთის ომის 10 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინაში განადგურებულია 278 რუსული თვითმფრინავი, ავღანეთში კი განადგურებული იყო 118 საბჭოთა თვითმფრინავი. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ უკრაინის ომი რუსეთის ფედერაციისთვის სამარც

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური - ხერსონის რეგიონში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 9 ნოემბრის შემდეგ 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა

ხერსონის რეგიონში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 9 ნოემბრის შემდეგ 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხდა. უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ხერსონის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ლოგისტიკური მარშრუტები და მომარაგების სისტემა, დაარღვიეს რუსული ჯარების მართვისა და კონტროლის სისტემა, ამით მტერს სხვა გზა არ დაუტოვეს, გარდა გაქცევისა. ვალერი ზალუჟნის თქმით, ხერსონის მიმართულებით პირველი ოქტომ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, სამხედროებმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქის ოთხი დასახლებიდან ოკუპანტების განდევნა შეძლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, სამხედროებმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქის ოთხი დასახლებიდან ოკუპანტების განდევნა შეძლეს. საუბარია კარმაზინოვის, მიასოჟაროვის, ნევისა და ნოვოსადოვის დასახლებებზე. გენშტაბის ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ 17 დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის 13 წერტილი და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ოთხი პოზიცია გაანადგურეს. ასევე, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს ოკუპანტების ი

უკრაინის შეიარაღებული ძალების და თავდაცვის სამინისტროს 600-ზე მეტი თანამდებობის პირი პასუხისგებაში მიეცა

გასული წლის შიდა აუდიტის შედეგების საფუძველზე, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს 621 თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსეი რეზნიკოვის განცხადებით, მათგან 497 პირს მატერიალური, ხოლო 124 პირს დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაეკისრა. შიდა აუდიტის ყველა მასალა, რომლითაც დარღვევები დადგინდა, თავის დროზე სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცათ. ,,ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, არის და იქნება უცვლელი - ნულოვანი ტოლერანტობა ნებისმიერი დარღვ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, შეხების ზოლის გასწვრივ რუსეთის არმიამ ორი სარაკეტო და ათი საავიაციო იერიში განახორციელა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, რომელსაც სააგენტო УНІАН-ი ავრცელებს, რუსეთის არმიამ უკრაინის არმიის პოზიციებზე, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე ენერგეტიკული და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაზე განახორციელა 2 სარაკეტო და 10 საავიაციო თავდასხმა, წერია გეშტაბის მიერ 18 საათისთვის გავრცელებულ ცნობაში. გენშტაბის მონაცემებით, რუსეთის არმია განსაკუთრებით ძალისხმევა მიმართულია ბახმუტის და ავდეევსკის მიმართულებით, რათა განიმტკიცოს ტაქტიკური პოზიცია. რუსეთის არმია თავს იცავს ნოვოპავლოვი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სპიკერი - უკრაინულმა მხარემ ბერდიანსკის მიმართულებით 500 მეტრიდან 1 კმ-მდე წინ წაწევა შეძლო

უკრაინელი მედია, უკრაინელი სამხედროების მიერ ბერდიანსკის მიმართულებით განხორციელებული კონტრშეტევის შედეგებზე წერს. მათი ცნობით, უკრაინული მხარის მიერ „კონტროლზე აყვანილი“ ტერიტორიების ფართობმა სამ კილომეტრამდე შეადგინა. „შეტევითი ოპერაციების მსვლელობისას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბერდიანსკის მიმართულებით 500 მეტრიდან 1 კმ-მდე წინ წაწევა შეძლეს“, - განუცხადა Military Media Center-ს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სპიკერმა ანდრეი კოვალიოვმა. იპნ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი - უკრაინამ ოთხი მიმართულებით მოწინააღმდეგის 50-მდე შეტევა მოიგერია

რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული. უწყების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში ფრონტის ამ მონაკვეთებზე 48 შეტევა მოიგერიეს. გენშტაბში აცხადებენ, ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან, სადაც უკრაინელი სამხედროები თავდაცვის ხაზს ინარჩუნებენ. „ბახმუტის მიმართ

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობა აცხადებს, რომ ბახმუტის მიმართულებით წინ წაიწიეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით უკრაინის ტერიტორიის რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლების კუთხით კვლავ წინსვლას მიაღწიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პრესსპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა. „ბახმუტის მიმართულებით წინსვლა გვაქვს. ფლანგებზე მიმდინარეობს საბრძოლო სამუშაოები, მტერზე ზეწოლა ხორციელდება“, - განაცხადა ჩერევატიმ. მისი თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ბახმუტის მიმართულებით 23 შეტაკება მოხდა, რა დროსაც უკრაინელმა დამცველებ

უკრაინის შეიარაღებული ძალები - უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა რუსების მიერ ნასროლი ოთხი ფრთოსანი რაკეტიდან ორი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინაში ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს. „18 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შავი ზღვიდან უკრაინაში „კალიბრის“ ტიპის ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს. ორი რაკეტა საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს“, - აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციაში. მათივე განცხადებით, სარაკეტო თავდასხმის საფრთხე კვლავ არსებობს. ცნობისათვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსები უკრაინი

უკრაინის ყოფილი დეპუტატი მოსკოვის ოლქში მოკლული იპოვეს — მედია

უკრაინის ყოფილი სახალხო დეპუტატი ილია კივა მოსკოვში მოკლული იპოვეს. „უკრაინსკაია პრავდას“ თანამოსაუბრეები სამართალდამცავი უწყებებიდან ამბობენ, რომ „მოღალატის, კოლაბორაციონისტისა და პროპაგანდისტის ლიკვიდაციის უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას“. რუსული მედიის ცნობით, უკრაინის უმაღლეს რადის ყოფილი დეპუტატის ილია კივას ცხედარი მოსკოვის რაიონში იპოვეს. მას სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. „კივა მოკლეს“, — დაწერა Russia Today-ს მთავარმა რედაქტორმა მარგა

უკრაინის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, არსენ ავაკოვთან, ჩხრეკა ჩატარდა

უკრაინის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, არსენ ავაკოვთან, ჩხრეკა ჩატარდა 18 იანვარს ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით. ავიაკატასტროფაში 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და სამინისტროს მთელი ხელმძღვანელობა. ავაკოვის თქმით, მასთან მივიდნენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და გამოძიების სახელმწიფო ბიუროს თანამშრომლები. მათ აინტერესებდათ ექვსი წლის წინანდელი დოკუმენტაცია ფრანგული ვერტმფრენების შესყიდვაზე, როცა ის შინაგან საქმეთა მინისტ

უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია განგაშის რუკაზე დაყრდნობით ავრცელებს

უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია განგაშის რუკაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო ოლქები, სადაც განგაში გამოცხადდა, ჩერნივცის და დონეცკის ოლქები იყო. საჰაერო განგაშის სარაკეტო დარტყმების საფრთხეს ნიშნავს. ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში შესვლისკენ მოუწოდებს.
×
×
  • შექმენი...