საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაუქმების შესახებ ეწინააღმდეგება ქართველების 80%-ის სურვილს და მათ კონსტიტუციას, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი შეფასებით საქართველოს ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს.
„ეს აჩვენებს ამჟამინდელი მთავრობის ნამდვილ სახეს. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეებზე და გააუქმოს ეს გადაწყვეტილება“, - წერს ამერიკელი სენატორი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია ამბობს, რომ „ზოგიერთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი” მის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს.
თეიმურაზ ჯანჯალიამ პოსტი გუშინ, 30 ნოემბერს დატოვა.
დღეს, 1 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თეიმურაზ ჯანჯალიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება„ქართულმა ოცნებამ” მიიღო.
publika
„ეს სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს ისეთი, როგორიც არის, თავისი სპონტანურობით და თავისუფლებით, და თვითორგანიზებით. არ სჭირდება არანაირი პოლიტიკური პარტიების ჩარევა, არც ჩემი ჩარევა, მაგრამ სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მხარდაჭერა რაში უნდა გამოიხატებოდეს? – ზურაბიშვილმა რამდენიმე ასპესქტზე გაამახვილა ყურადღება:
publika
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აქციაზე დაკავებულების ჯარიმების დასაფარად ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის.
როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, აქციაზე იმყოფებიან სუს-ის წარმომადგენლებიც და საჭიროა, პროვოკაციებისგან თავის დაცვა.
„მათი დაცვა, ასევე, იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება ძალიან მალე საჭირო იყოს რამე ფონდის შექმნა. დღეს, ჯერ კიდევ არის იმის საშუალებები, რესურსები სხვადასხვა არასამთავრობოებიდან იმისთვის, რომ ჯარიმები დაფარული იყოს,
საკონსტიტუციო არათუ არაფერს აკეთებს, ჯერ არც ნიშნავს სხდომას, ამიტომ, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა - სარჩელის პოზიტიურად გადაწყვეტა დაგვაბრუნებს კონსტიტუციის ჩარჩოებში,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე საკონსტიტუციო სასამართლოში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მის სარჩელზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მ
პრემიერის დღევანდელი განცხადებები, მერე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ საკმაოდ დაბნეულია დღეს მმართველი პარტია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ არ ელოდებოდა საზოგადოებისგან იმგვარ რეაქციას, როგორიცაა და „დაბნეულები არიან“.
„არ ელოდებოდნენ ამგვარ საზოგადოებრივ რეაქციას, არა მხოლოდ ქუჩის პროტესტს, რომელსაც, ალბათ, ელოდებოდნენ, მაგრამ უკვე აღარ იცია
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიტანე განცხადება არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის, სახელმწიფოს და ხალხის ღალატზე სამართლებრივი რეაგირების შესახებ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს.
მეზვრიშვილის განმარტებით, ეს იქნება კანონის სამართლიანი აღსრულება იმ არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ, „რომელმაც გაბედა და ხალხს წაართვა ევროპული არჩევანი და შეცვალა საგარეო კურსი“.
„ეს განცხადება იქნება ივანიშვილის და მისი ა
გიორგი გახარია ეხმაურება აშშ-ის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან და მოუწოდებს ვაშინგტონს, დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი და „ოცნების“ ლიდერები.
ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა
„აშშ-ს პასუხი სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხანია ვამბობთ:
„ქართულმა ოცნებამ“ მოშალა დემოკრატიის საფუძვლები, საბოტაჟი მოუწყო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და უღალატა ჩვენი ხალხის სუვერენულ ნებას.
ეს
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 38 თანამშრომელი ემიჯნება მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებების პროცესი.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია.
„კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილის განცხადება:
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ც
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი ანტონიო კოსტა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი კიევში ჩავიდნენ, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ანტონიო კოსტა, კაია კალასი და მარტა კოსი უკრაინას ახალი თანამდებობების ოფიციალურად დაკავების პირველივე დღეს ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში ისინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.
„თანამდებობის დაკავებ
მე გუშინდელმა ღამემ ვერ გამაძლებინა, რომ დღეს არ მოვსულიყავი აქ და ჩემი პროტესტი არ გამომეხატა. ძალიან რთული, აუტანელი საყურებელი, შოკი იყო ის, რაც გუშინ ვნახე, - ამის შესახებ ფეხბურთელმა შოთა არველაძემ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
„საიდან დავიწყო რთულია, ალბათ, ყველას თავისი პროტესტი აქვს საერთოდ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე - ზოგი წერს, ზოგი მოდის და აქ აპროტესტებს. მე გუშინდელმა ღამემ, რა თქმა უნდა, ვერ გამაძლებინა, რომ დღეს, არ მოვსულიყავი აქ და ჩემი პროტესტი არ გამომეხატა
ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი ბენჯამინ ჰადადი X-ზე წერს, რომ ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.
ჰადადის განცხადებას სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც დაწერა, რომ „საქართველო აფასებს საფრანგეთისა და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას. ქართველი ხალხი არ დანებდება!“.
publika
აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა – ამის შესახებ წერს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.
მოგვიანებით, მეთიუ მილერმა ეს კონკრეტული პოსტი პლატფორმა X-დან აიღო და ახალი დაწერა, ასევე გაავრცელა ოფიციალური განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე.
„ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი პრინციპები, რომელიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობ
იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი ვეკუა თანამდებობას ტოვებს.
ამის შესახებ ვეკუამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„როგორ ეწერა სენიორ პესოას? - არიდებულ ბრძოლათა ნაიარევებზე... ყველას გვაქვს ასეთი. მე - ძალიან ბევრი. რაღაც დროს ნამდვილის ჯერიც დგება და ადამიანები ერთმანეთის ძებნას ვიწყებთ, ერთმანეთს ვამხნევებთ. ახლაც ის დროა და მეც ჩემს ფიქრებს გიზიარებთ, მეგობრებს, კოლეგებს, ვინც თვლით, რომ მართალი ვარ და ვინც თვლით, რომ არ.
დღეს, ამ ფიქრებით ვამბობ „უარს“ და ვემშ
სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ დიპლომატებს, რომლებიც მყარად დგანან თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, - ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს დიპლომატებს, რომლებიც მყარად დგანან თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს კანონიერი ადგილი ევროკავშირშია, რაც მისი ხალხის მისწრაფებებს ასახავს. ერთად, ჩვენ ვიცავთ დემოკრატიისა და ერთიანობის ღირებულებებს. ერთად საქართველ
"პერსონალურად მოგმართავთ:
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს - კოკა კაციტაძეს; გენერალური პროკურორს - გიორგი გაბიტაშვილს, გენერალური პროკურორის მოადგილეებს - გიორგი ბადაშვილს, ავთო კოჭლამაზაშვილს, ნათია მერებაშვილს, შოთა რიჟამაძეს.
მინიმუმ ჩაატარეთ ბრიფინგი და გვითხარით - აპირებთ სასწრაფოდ იმოქმედოთ და აღკვეთოთ ძალადობა თუ ფორმდებით სახელმწიფოს, კონსტიტუციის და ხალხის ღალატის და ევროინტეგრაციის პროცესის ძალადობით შეჩერების თანამონაწილე?
კიდევ ერთხელ: ძალიან ვაფას
დღეს საქართველოს სამარცხვინო სახალხო დამცველი ჰყავს, რამდენიმე საათი გავიდა და ოჯახები ეძებენ ასობით დაკარგულს, დაკავებულს და სხვადასხვა სამედიცინო უწყებაში მოხვედრილ ადამიანებს და სახალხო დამცველი სადარის არავინ არ ვიცით, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
გიორგი გახარია საპროტესტო აქციაზე დაზარალებულ ადამიანებს თანადგომას უცხადებს და საზოგადოებას მოუწოდებს გვერდში დაუდგნენ იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ დააპატიმრეს.
„ჩვენი გუნდის რა
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე 2028 წლამდე მთავრობის მიერ უარის თქმის ფონზე, ქვეყანაში განვითარებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების გამო, კვების რამდენიმე ობიექტი მუშაობას აჩერებს.
კომპანიებმა შესაბამისი ინფორმაცია სოციალური ქსელებით გაავრცელეს. ჩამონათვალში არიან „ნინიას ბაღი“, „კაკლები“, „შავი ლომი“, „კაფე ლეილა".
„არ შეგვიძლია გიმასპინძლოთ და თვალი დავხუჭოთ იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. რესტორანი დაკეტილია. საქართველოს მომავალი ევროპაშია“, - აღნიშნავენ კომპანიები.
შემაშფოთებელ ცნობებს ვიღებ საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის ძალადობის შესახებ, მოვუწოდებ მთავრობას პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას, - ამის შესახებ გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი გაერთიანების უფლებისა და შეკრების თავისუფლების საკითხებში, ჯინა რომერო სოციალურ ქსელში წერს.
„შემაშფოთებელ ცნობებს ვიღებ პოლიციის ძალადობის შესახებ საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც ევროკავშირთან მოლაპარაკებე
საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება.
"სირცხვილია", - წერს "მამარდა" საკუთარ "ინსტაგრამ" გვერდზე და აზიარებს ვიდეოს, სადაც ჩანს თუ როგორ ურტყამენ სპეცრაზმელები წაქცეულ მოქალაქეს.
sportall.ge
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ქალაქის მთავარ სამმართველოში გუშინ დაკავებულები მოინახულა.
მისი თქმით, იზოლატორში მყოფი 13 პირიდან 11 სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს და მათ დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ.
ლევან იოსელიანმა პოლიციელებს მოუწოდა დაკავების დროს თავის უფლებამოსილებას არ გადაამეტონ.
პუბლიკა
„ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას საქართველოს იუსტიციის სახლის თანამშრომლებიც ემიჯნებიან.
შესაბამის განცხადებას ხელს 500-ზე მეტი თანამშრომელი აწერს. ისინი აცხადებენ, რომ იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში და შესაბამისად, ამ პროცესის შეჩერება მათთვის „მეტად მტკივნეულია“.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის თანამშრომლები ვაცხ
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე 30 ნოემბრის და 1-ელი დეკემბრის სპექტაკლები "დაისი" გადადებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, განახლებულ თარიღებთან დაკავშირებულ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში დააანონსებენ.
„გაცნობებთ რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე 30 ნოემბრის და 1-ელი დეკემბრის სპექტაკლები "დაისი" გადადებულია.
ბილეთების მფლობელების საყურადღებოდ - განახლებულ თარიღებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და
ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან - ქართველებო, თქვენს გვერდით ვარ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოს მომავალი არის ევროპა.
„ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან.
უნდა შეწყდეს ძალადობა!
საქართველოს მომავალი არის ევროპა!ეს გზა მოითხოვს ერთიანობასა და მშვიდობისადმი ერთგულებას!
საქართველოში ათიათასობით ადამიანი ევროპის გულს თბილისის ქუჩებში ატარებს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოში ათიათასობით ადამიანი ევროპის გულს თბილისის ქუჩებში ატარებს და წყლის ჭავლის წინააღმდეგ ევროკავშირის დროშა უჭირავს. საქართველოს კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მოუსმენს თუ არა თავისი ქვეყნის ხმას“, - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ipn