Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.036.867

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სალომე ზურაბიშვილი - მადლობელი ვარ იმ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომ საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე წარმოვადგინო

მადლობელი ვარ იმ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომ საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე წარმოვადგინო , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პარალელურად ქართველები სოლიდარობის ნიშნად ამერიკელ მეგობრებთან ერთად მსვლელობას აწყობენ. „მადლობელი ვარ იმ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომ საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე წარმოვადგინო. მადლობელი ვარ კონგრესმენი ჯო უილსონის მა

დონალდ ტრამპი - პანამის არხს ჩინეთი აკონტროლებს და ჩვენ ის ჩინეთისთვის არ გადაგვიცია, ის პანამას გადავეცით და უკან ვიბრუნებთ

პანამის არხს უკან ვიბრუნებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „პანამის არხს ჩინეთი აკონტროლებს და ჩვენ ის ჩინეთისთვის არ გადაგვიცია. ის პანამას გადავეცით და მას უკან ვიბრუნებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპის განცხადებით, მექსიკის ყურეს სახელს შეუცვლის და იგი ამერიკის ყურე გახდება.   იპნ

დანიის ელჩი - მზია ამაღლობელი ბევრი დაკავებულიდან ერთ-ერთია, ვინც გადაჭარბებული ბრალდებებისა და წინასწარი პატიმრობის წინაშე დგას - ევროკავშირის აგრძელებს დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოწოდებას

მზია ამაღლობელი ბევრი დაკავებულიდან ერთ-ერთია, ვინც გადაჭარბებული ბრალდებებისა და წინასწარი პატიმრობის წინაშე დგას, ევროკავშირის აგრძელებს მათი გათავისუფლებისკენ მოწოდებას, - ამის შესახებ საქართველოში დანიის ელჩი, ანნე ტოფტ სორენსენი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად შევხვდი “ბათუმელებს”, “ნეტგაზეთსა” და დაპატიმრებული რედაქტორის მზია ამაღლობელის ადვოკატებს, რომელიც ციხეში 7-წლიანი პატიმრობის საფრთხის წინაშე დგას. მზია ბევრი დაკავებულიდან ერთ-ერთია, ვინც გადაჭა

"ყვიროდა, შვილებს ქუჩაში ნუ დამიტოვებთო", "ფეხს ვერ დგამდა, ჯოხებით დადიოდა... წერდა წერილებს, ითხოვდა ბინას, 18 კვადრატულ ბინაში ვცხოვრობთ 13 წელია" - რას ამბობს ზამირ კვეკვესკირის შვილი?

კლინიკაში რამდენიმე დღე ებრძოდა სიკვდილს 44 წლის ზამირ კვეკვესკირი. ახალგაზრდა კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში 27 იანვარს თავზე ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. მამაკაცს სხეულის 65 პროცენტი დამწვარი ჰქონდა, ექიმები მის გადარჩენას უშედგოდ ცდილობდნენ. ზამირი კვეკვესკირის გარდაცვალებაზე ინფორმაცია გუშინ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ. "ჯანდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას

აკაკი გვიანიძე - თემურ ქათამაძის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ის ყოველდღიურად სუსტდება. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ყოველ საათობრივად ექმნება უდიდესი საფრთხე (ვიდეო)

"თემურ ქათამაძის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ის ყოველდღიურად სუსტდება. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ყოველ საათობრივად ექმნება უდიდესი საფრთხე." აკაკი გვიანიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/646483137870392

ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისი - ჩვენ ვითვალისწინებთ ბალტიის ქვეყნების გადაწყვეტილებას - ევროკავშირი მზადაა სანქციებისთვის, რათა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ ძალადობაზე

ჩვენ ვითვალისწინებთ ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას - ევროკავშირი მზადაა განახორციელოს შემდგომი ქმედებები, მათ შორის სანქციები, რათა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ ძალადობაზე.- ამის შესახებ ბრიუსელში „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში განუცხადეს. მათივე ცნობით, მმართველი პარტიის ქმედებები მიზნად ისახავს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას და სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების სივრცის კიდევ უფრო შემცირებას. “ჩვენ ვით

მიხეილ დაუშვილი და ბექა ლილუაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარტია "საქართველოსთვის" წევრები და დეპუტატები: მიხეილ დაუშვილი და ბექა ლილუაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის, საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული რეკომენდაცია განიხილეს. კერძოდ, რა ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით, წარიმართება თუ არა პროცესები ყველა მხარის ჩართულობით. პარტია "საქართველოსთვის" წევრების მხრიდან ყურადღება გამახვი

სალომე ზურაბიშვილი - შეიძლება, სხვა ქვეყნებშიც არის პოლარიზაცია, მაგრამ ისინი არიან დემოკრატიულ სამყაროში, აქვთ ძლიერი ინსტიტუტები, ჩვენ არც ძლიერი ინსტიტუტები გვაქვს და არც მათდამი პატივისცემა

12 რეკომენდაციაში მართლმსაჯულება და მისი რეფორმის ბოლომდე მიყვანა არის მთავარი, რადგან ეს არის საშუალება, გზა, რომ ჩვენ საბოლოდ გამოვიდეთ საბჭოთა სისტემიდან, სხვა გზა არ არსებობს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა „მართლმსაჯულების სახლის“ ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, ყველაფერი, რასაც დემოკრატიას უწოდებენ, მართლმსაჯულებაზე გადის. „მართლმსაჯულებიდან გამომდინარეობს შემდეგ ყველაფერი დანარჩენი – ადამიანის უფლებების, ბი

ვოლოდიმირ ზელენსკი Politico-ს ჯილდოზე - ლიდერები შეიძლება იყვნენ ჭეშმარიტად გავლენიანი მხოლოდ მაშინ, როცა ისინი წარმოადგენენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თავიანთი ხალხის საერთო ნებას, საერთო ოცნებას, საერთო მიზანს

მადლობას ვუხდი უკრაინელ ხალხს ამ ჯილდოსთვის. ის ყველა უკრაინელს ეკუთვნის, რადგან ლიდერები შეიძლება იყვნენ ჭეშმარიტად გავლენიანი მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თავიანთი ხალხის საერთო ნებას, საერთო ოცნებას, საერთო მიზანს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Politico-ს ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიის ყოველწლიურ წარდგენაზე განაცხადა. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ უკრაინელ ხალხს წარმოადგენს და იმედი

ზელენსკი კონგრესს - ბახმუტში ეს დროშა გადმომცეს და მთხოვეს, თქვენთვის მომეტანა, დაე, ის დარჩეს თქვენთან, როგორც ომში ჩვენი გამარჯვების სიმბოლო - ვდგავართ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი - უკრაინა, ამერიკა და მთელი თავისუფალი მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს საჩუქრად გადასცა ბახმუტიდან ჩატანილი უკრაინის დროშა უკრაინელი ჯარისკაცების ხელმოწერებით. „როდესაც გუშინ ბახმუტში ვიყავი, ჩვენმა გმირებმა გადმომცეს დროშა. მათი დროშა, ვინც იცავს უკრაინას, ევროპასა და მსოფლიოს საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. მთხოვეს, ეს დროშა თქვენთვის მომეტანა. კონგრესმენებისთვის, რომელთა გადაწყვეტილებებსაც შეუძლია მილიონობით ადამიანის გადარჩენა. დაე, მოხდეს ამ გადაწყვეტილებების მიღება. დაე, ეს დროშა დარჩეს თქვენთან. ქალბატონებო

დანიელ ფრიდი - არავის სურს, რომ საქართველო კვლავ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდეს - თქვენი მეგობრები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ლიდერები შეძლებენ სიმართლე თქვან

ამერიკელი დიპლომატის, დენიელ ფრიდის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა და ამის საქართველოსგან მოთხოვნა ომში ჩართვას არ უტოლდება. ამასთან, დენიელ ფრიდი „ამერიკის ხმასთან“, საქართველოში „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ომის პარტია“ ნამდვილად არსებობს უკრაინის წინააღმდეგ და მას პუტინი მართავს. მისივე თქმით, არავის სურს, რომ საქართველო კვლავ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდეს. „პუტინმა დ

სალომე ზურაბიშვილი - ვაკის პარკში მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა იყოს გადაკეთებული, რომ ყველა ბრძოლა და ყველა ადამიანი, რომელიც იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, იყოს გაერთიანებული

მინდა, გაგიზიაროთ ერთი არახალი ინიციატივა, რომელიც ჯერ განხორციელებული არ არის, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რამდენიმე წელია, მივწერე თუნდაც თბილისის მერს და სხვებს, რომ ვაკის პარკში ის მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა იყოს გადაკეთებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, მემორიალი უნდა მოიცავდეს ყველა იმ ბრძოლას, რომელიც საქართველოს ჰქონდა. „უნდა იყოს გადაკეთებული, რომ, მეორე მსოფლიო ომთან ერთად, ყველა ჩვენი ბ

ადვოკატი - ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე ბიძინა ივანიშვილის Credit Swiss საქმეებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას. „უნდა აღინიშნოს, რომ ბანკი, აგრეთვე, ბანკის მიერ დაარსებული ტრასტები აცნობიერებენ, რომ მათმა უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებებმა გამოიწვიეს ზიანი, მოსარჩელეთა

მამუკა მდინარაძე - გახარიას გუნდის წარმომადგენლებს არ აქვთ მორალური უფლება, რაღაცებზე ილაპარაკონ, ნიკა მელიას, „ნაცების“ გაძლიერების გამო გადადგა და ნუღარ ლაპარაკობენ მაინც

გახარიას გუნდს და მის წარმომადგენლებს არ აქვთ ელემენტალური მორალური უფლება, რაღაცებზე ილაპარაკონ. გიორგი გახარია ნიკა მელიას, „ნაცების“ გამო, მათი გაძლიერების გამო გადადგა და ნუღარ ლაპარაკობენ მაინც, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. აღნიშნული კომენტარით მდინარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „გააქტიურდა გახარიას პარტია ქოლცენტრების საქმეზე და ისმის ბრალდებები „ქართული ოცნების“ მიმართ, რას უპასუხებთ, რას უკავშირებთ გაა

საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა, 28 აპრილს საქართველოს ეწვევა. ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან მოლაპარაკებებს დროს კატრინ კოლონა გამოხატავს მხარდაჭერას კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმებისა და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის აუცილებელია“, - აღნიშნულია უწყების პრესრე

შსს - პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ნათესავ ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ბ. ნათესავი ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 აპრილს, ბრალდებულმა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნათესავზე - 1986 წელს დაბადებულ მ.ბ.-ზე ფიზიკურად იძალა

ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგაში - ჩვენ ყველას გვინდა აქ სულ სხვა ვლადიმერის ნახვა, იმის, ვინც იმსახურებს განაჩენს დანაშაულებრივი ქმედებებისთვის - დარწმუნებული ვარ, ამას დავინახავთ, როცა გავიმარჯვებთ

ჩვენ ყველას გვინდა აქ სულ სხვა ვლადიმერის ნახვა. იმის, ვინც იმსახურებს განაჩენს დანაშაულებრივი ქმედებებისთვის. დარწმუნებული ვარ, ამას დავინახავთ, როცა გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰააგაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ომში სასწორზე უფრო მეტი რამე დევს, ვიდრე ერთი ქვეყნის ბედი. „ჩვენ არ შეგვიძლია შევაჩეროთ აგრესიული ომები, მაგრამ შეგვიძლია დავამარცხოთ აგრესია, როგორც კრიმინალური იდეა, რომელიც სათავეს იღებს დაუსჯელობას მიჩვეული ადამი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი - თუ მოქალაქე მუნიციპალურ თავშესაფარში დაარეგისტრირებს ცხოველს, სტერილიზაცია-კასტრაცია უფასოდ მოხდება - მეპატრონე, რომელსაც ცხოველი არ ჰყავს რეგისტრირებული, ჯარიმას ექვემდებარება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მეპატრონეებს სთავაზობს, რომ დაარეგისტრირონ ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში, რის შემდეგაც ცხოველის უფასოდ სტერილიზაცია - კასტრაციას შეძლებენ. როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი განმარტავს, რეგისტრაციის საფასური 19 ლარს შეადგენს. „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოსახლეობას სიახლეს ვთავაზობთ: თუ მოქალაქე მოვა მუნიციპალურ თავშესაფარში და აქ დაარეგისტრირებს ცხოველს, მუნიციპალური თავშესაფარი უფასოდ მოახდენს

ცესკო გიორგი სიორიძის განცხადებაზე - ის რეგულარულად ცდილობს საკითხის პოლიტიზებას და პოლიტიკურად მიკერძოებული განცხადებებით აზიანებს ინსტიტუციას

ცესკო-ს განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სიორიძე რეგულარულად ცდილობს საკითხის პოლიტიზებას და პოლიტიკურად მიკერძოებული განცხადებებით აზიანებს ინსტიტუციას. „ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციის დამაზიანებელი განცხადებების საბაბი კიდევ ერთხელ გახდა. ამჯერად საუბარია განცხადებაზე, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ ამ საკითხთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა. გიორგი სიორიძე, რომელიც საარ

მიხეილ დაუშვილი - ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რუსეთის გადაწყვეტილება ჰუმანურად წარმოაჩინოს - საქართველო ყოველდღიურად შორდება დასავლეთს და მადლობებს იღებს რუსეთისგან

ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რუსეთის გადაწყვეტილება ჰუმანურად წარმოაჩინოს - საქართველო ყოველდღიურად შორდება დასავლეთს და მადლობებს იღებს რუსეთისგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა სავიზო რეჟიმის მოხსნისა და ფრენების აღდგენის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა. დაუშვილის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამკაცრების აუცილებლობაზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საუბრობდნენ და ახლა ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებ

პარტია „საქართველოსთვის“ - მივმართავთ პარლამენტს, გასაჯაროვდეს ჩვენი დეპუტატების მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები - მოვუწოდებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მიმართონ პარლამენტს და გაასაჯაროონ მათი დაფიქსირებული პოზიცია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ოფიციალურად მიმართავს საქართველოს პარლამენტის აპარატს, გასაჯაროვდეს ჩვენი დეპუტატების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ფარული კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები, - ამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პარტია "საქართველოსთვის" მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მიმართონ საქართველოს პარლამენტის აპარატს და გაასაჯაროონ კენჭისყრისას მათი დაფიქსირებული პოზიცია. „საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს სიმართ

19 მაისს პარლამენტი გიორგი ამილახვარს და ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით მოუსმენს, ლევან დავითაშვილის მოსმენა კი სექტემბრის ბოლომდე გადაიდო

19 მაისს პარლამენტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით მოუსმენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს, მას პარლამენტი ინტერპელაციის წესით, სექტემბრის ბოლოს მოუსმენს. „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ შეძლებს ინტერპელაციაზე

გიგა ოთხოზორიას დედა - დღეს ჩემ შვილთან ერთად დავტირი ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა - გასაკვირია, რომ რუსებს ზარ-ზეიმით დავხვდით

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ე.წ საზღვართან, 30 წლის საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან დღეს 7 წელი გავიდა. გიგა ოთხოზორიას დედის ჯულიეტა ჭანტურიას თქმით, მისი შვილის მკვლელს პასუხი ამ დრომდე არ გაეცა. მისივე თქმით, სამართლის პოვნა უფრო მეტად გართულდა. „ამ 7 წლის განმავლობაში იმედით ვცოცხლობ. დღეს კიდევ რომ წამოვწიეთ ჩემი შვილის მკვლელობის საკითხი, მერიდება, ჩემი ქართველი ხალხის მერიდება. სამართალს ვერ ვხედავ, მგონია, რომ ახლა

მედია - ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულები გენოციდად, რუსეთში ტერორისტული რეჟიმი კი “რაშიზმად“ აღიარა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულები გენოციდად, ხოლო რუსეთში ტერორისტული რეჟიმი კი “რაშიზმად“ ერთხმად აღიარა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, დოკუმენტი გმობს „რაშიზმის“ იდეოლოგიას, მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, საერთაშორისო ტრიბუნალს, სანქციებს, რეპარაციებს, ისევე როგორც, უკრაინისთვის „მარშალის გეგმას“. „ლუქსემბურგში, ასამბლეის სესიაზე, ჩვენ ძალიან ძლიერი დეკლარაციის მიღებას მივაღწიეთ, რომელსაც შორს მიმავალი

ყასიმ-ჟომართ ტოყაევი - ალექსანდრე ლუკაშენკომ ყაზახეთს რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანება შესთავაზა - ვაფასებ მის ხუმრობას

ვაფასებ მის ხუმრობას, - ასე გამოეხმაურა ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ ტოყაევი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინადადებას, რომ ყაზახეთი რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს. ტოყაევის თქმით, ყაზახეთს არ აქვს ალიანსში გაწევრიანების საჭიროება. „ცოტა ხნის წინ, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ყაზახეთს სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანება შესთავაზა. ვაფასებ მის ხუმრობას. არ ვფიქრობ, რომ [ყაზახეთისთვის] ამის საჭიროება დგას, რადგან არსებ
×
×
  • შექმენი...