„დღეს ყველაზე ლეგიტიმური სუბიექტი ქართული პოლიტიკის გახლავთ ხალხი, რომელიც რუსთაველზე ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს“ — გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/TVFormula/videos/606932155243942
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი 30 დეკემბრის ღამეს უნივერსიტეტის შენობაში შევიდნენ. ისინი შეუერთდნენ იქ მყოფ 7 სტუდენტს, რომლებსაც ბოლო ორი დღე ადმინისტრაცია არ აძლევდა როტაციის შესაძლებლობას.
“დღეს პროტესტის მე-13 დღეა. დღეს სტუდენტების დიდი ნაწილი, მშვიდობიანად შემოვედით უნივერსიტეტში და შევუერთდით 2 დღის განმავლობაში აქ მყოფ 7 სტუდენტს. ვართ ძალიან ბევრი. ჩვენი პროტესტი დღითიდღე უფრო მასშტაბური ხდება და არ შეჩერდება”, – აცხადებენ სტუდენტები.
“გვაქვს მყარი მოთხოვნა – გ
2024 წელს, მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, ასევე მათი სხვადასხვა ფორმით დაშინებისა და გაჩუმების მცდელობების 200-მდე შემთხვევა აღირიცხა, აქედან 80% ოქტომბრის ბოლოდან დღემდე, - ამის შესახებ მედიის მიმართ ძალადობის შემთხვევებისა და მათზე სახელმწიფოს რეაგირებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წელს ჟურნალისტების მიმართ საჯაროდ დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევები 2023 წლის ან
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი ჯორჯიის შტატის ქალაქ პლეინსში საკუთარ სახლში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას Reuters-ი კარტერის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
კარტერს, ბოლო წლებში, ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემა ჰქონდა, მათ შორის მელანომა.
ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პროკლამაცია გამოსცა, რომლის თანახმად, სამთავრობო შენობებზე ამერიკის დროშები 30 დღის განმავლობაში დაშვებული იქნება, 2025 წლის 9 იანვარი კი აშშ-ის მთელ
შიდა წნეხი უნდა იყოს თანმიმდევრული, რაც შეეხება გარე წნეხს იქნება კიდევ უფრო მეტი სანქცია კონკრეტული ინდივიდების მიმართ.
ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის"
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/581421341169984
ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ პატრიოტ თავისუფლების მებრძოლებს, რომლებიც მშვიდობიანი წინააღმდეგობით გაიმარჯვებენ, როგორც ბუქარესტში ჩაუშესკუს გაქცევით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან“, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურს ძალადობა შემდგომი ჩაგვრის მიზნით.
“მშვიდობიანი პროტესტი ყველაზე ეფექტურია მარტინ ლუთერ კინგისა და ვაცლავ ჰაველის ტრადიციაში. ომის დამნაშავე პუტინს სურს ძალადობა შემდგომი ჩაგვ
დღეს პარლამენტში „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულის შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა „რადიო თავისუფლების“ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა:
„რადიო თავისუფლების“ ცობით, მილერმა კომენტარი გააკეთა საქართველოში მიმდინარე აქციებზეც და თქვა, რომ „გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების პატივისცემა აუცილებელია ფუნქციური საზოგადოებისთვის“.
32-ე დღეა აქციები მიმდინარეობს თბილისსა და რეგიონ
სოციალური მუშაკები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ კოლექტიურ დავას იწყებენ.
სოციალურ მუშაკთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება” აცხადებს, რომ დავას სწორედ პროფკავშირი იწყებს წევრებთან შეთანხმებით.
საქმე ეხება უწყებიდან 10-მდე სოციალური მუშაკისთვის ხელშეკრულების არგაგრძელებას – მათ კონტრაქტის ვადა 2024 წლის დეკემბრამდე ჰქონდათ და როგორც ამბობენ, შეთანხმების და სხვა გარემოებების საფუძველზე, 2025 წ
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე განმარტავს რას ნიშნავს პრევენციული დაკავება. ამ და სხვა რეპრესიულ კანონებს მიხეილ ყაველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა:
გთავაზობთ ქუროდავანიძის განმარტებას:
პრევენციული დაკავებაა, როდესაც პირს არ აქვს ჩადენილი სამართალდარღვევა, თუმცა, მაინც აკავებენ, იმიტომ, რომ პოლიციელის ვარაუდით, მომავალში შეიძლება ჩაედინა სამართალდარღვევა.
პრევენციული დაკავება ნებადართული ხდება იმ პირთან მიმართებით, რომესაც წარსულში ჰქონდა ჩადენილი სამართა
აქციაზე ნაცემი მოქალაქე, „კრიპტობაზრის“ დამფუძნებელი ავთანდილ კუჭავა ამბობს, რომ ტელეფონიც წაართვეს, რის გამოც $68 000-ის კრიპტოაქტივი დაკარგა.
ავთანდილ კუჭავას პოლიციამ 30 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე სცემა. მას ჰქონდა ტვინის შერყევა და წინა მხრის ძვლის მოტეხილობა. მისივე თქმით, ცემის დროს წაართვეს მობილური ტელეფონი, სადაც დროებითი კრიპტოსაფულე ჰქონდა, ხოლო გასაღების – 12 სიტყვის ამოწერას სახლში დაბრუნების შემდეგ აპირებდა. ვინაიდან ეს პოლიციის ქმედებების გამო ვერ მოახერხა, კრიპტოსაფულესა და
თადუმაძის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გადაყვანა, რეჟიმის კრიზისის და ივანიშვილის შიშების საუკეთესო გამოვლინებაა, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი შალვა თადუმაძის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნას.
მისივე განცხადებით, სამინისტროში მიმდინარე შიდა პროცესების გამო, ივანიშვილს შსს-ში სიტუაცია გაურბის.
"ფაქტია, სანქციების და შიდა პროცესების გამო, ივანიშვილს შსს-ში სიტუაცია გაურბის. სანდოც ბევრი არ
“ოცნება” ახალი კანონებით ემზადება რეპრესიებისთვის, თუმცა ეს რეპრესიები მათ უფრო მალე დაასრულებს.
თეონა აქუბარდია., პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1155528342584912
ილიას უნივერსიტეტის კანცლერი, ქეთი დარახველიძე ამბობს, რომ ილიაუნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა – აპელაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი.
27 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია ერთ წელიწადში მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით მიიღო.
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო უნივერსიტეტისთვის, რადგან დასკვნა, რომლის საფუძველზეც საბჭომ ავტორიზაციის მინიჭებაზე იმსჯელ
არსებული ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურში, 2 არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთის მდგომარეობა ამ დროისთვის, უცნობია, ის კლინიკაში გადაიყვანეს.
ამასთან, როგორც ადგილობრივებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, დაშავებულია კიდევ ორი პირი.
გავრცელებული ცნობებით, ადგილზე საავტომობილი მოძრაობა შეზღუდულია და შექმნილია საცობი, რადგან სამართალდამცველები შემთხვევის ადგილის მიმართულებით ავტომობილებს არ უშვებენ.
თუ თქვენ კორუმპირებული „ქართული კოშმარის“ ჩინეთის, ირანისა და რუსეთისკენ მიმავალ მატარებელზე იმყოფებით, ახლა ჩამოსვლის დროა , - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან“, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„თუ თქვენ კორუმპირებული „ქართული კოშმარის“ ჩინეთისკენ, ირანისკენ და რუსეთისკენ მიმავალ მატარებელზე იმყოფებით, ახლა ჩამოსვლის დროა. ივანიშვილი პირველი იყო, მაგრამ უკანასკნელი არ იქნება. საკუთარი თავის გადასარჩენად დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ როგორც კი სიაში მოხვდებით, ი
ამერიკა სანქციებს დაუწესებს და ჩვენი ნაპირებიდან გააძევებს კრიმინალების (ივანიშვილისა და სხვების) ყველა ნათესავს, რომლებიც თავისუფლებას თავს ესხმიან, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან“, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, ისინი ვერ შეძლებენ ამერიკაში სიამოვნებით ცხოვრებას.
„ამერიკა სანქციებს დაუწესებს და ჩვენი ნაპირებიდან გააძევებს კრიმინალების (ივანიშვილისა და სხვების) ყველა ნათესავს, რომლებიც თავისუფლებას თავს ესხმიან. კორუმპირებული ბავშვები დ
ჩეხეთი მხარს უჭერს ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების განცხადებას, რომელიც საქართველოში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავს , - ასე ეხმაურება ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას.
„ჩეხეთი მხარს უჭერს ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების განცხადებას, რომელიც საქართველოში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავს“, - წერს იან ლიპავსკი.
შეგახსენებ
საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, - ამის შესახებ ეუთო-ს ე.წ. „სამეულის“, მალტის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ფინეთის, წლის შემაჯამებელ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში ხაზგასმულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობა.
„ჩვენ აღვნიშნავთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და მხარს ვუჭერთ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემებისთვის რეალური შედეგების მიღწევის მნიშვნელობას, რომელი
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, „მეგობარი აქტის” ავტორი ჯო უილსონი „რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ 3 იანვარს, როდესაც ახალი სენატი ფიცს დადებს, „მეგობარი აქტი” ხელახლა იქნება წარდგენილი კონრეგსში და ის იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც ახალი კონგრესი განიხილავს.
„MEGOBARI აქტის“ ინიციატორი სწორედ რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.
„MEGOBARI აქტის“ თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში „რუსული სტილის უცხო ქვეყ
შინაგან საქმეთა სამინსტრო ბოლნისის სოფელ ნახიდურში მომხდარ ავარიასა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.
კერძოდ, უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა.
მარნეული-ბოლნისის გზატკეცილზე, სოფელ ნახიდურში მსუბუქი ავტომობილი ორ ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა.
ერთ-ერთი მოზარდი ადგილზე გარდაი
ივანიშვილის რეჟმმა ჩამოამსხვრია ყველაფერი ის, რასაც საჯარო მოხელეები წლების განმავლობაში ამ ქვეყნისთვის ვაშენებდით. ამის დასტურია ისიც, რომ კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები დღეს სისტემას ტოვებენ.
ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1796075794468129
„დროას“ აქტივისტი მარიამ სიჭინავა აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებებისადმი დაუმორჩილებლობის მიზნით 30 დეკემბერს ზუგდიდში აქციაზე დაიფარეს სახე და გამოიყენეს პიროტექნიკა, რასაც ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყება მოჰყვა.
„გუშინ აქციაზე რამდენიმე ადამიანი მოვედით ე.წ. ბალაკლავებით, რომელშიც მხოლოდ თვალი ჩანს. ადამიანები ამ ბალაკლავებს იყენებენ სიცივისგან თავდასაცავად. შუბლი, პირი რომ არ გაეყინოთ. მოვედით ბალაკლავებით, რა დროსაც ჩვენთან მოვიდა კრიმინალური პოლიციის ე
რეჟიმისთვის ახალი წელი არ არსებობს, ამ წუთებშიც ათეულობით საჯარო მოხელეს სამსახურიდან ათავისუფლებენ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მისი შეფასებით, ახლოა დრო, ბიზნესი გვერდით დაუდგეს საჯარო მოხელეებს და პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, მათი აღდგენა მოითხოვოს.
„ოცნებამ“ ამ მხრივაც რეკორდი მოხსნა. არასოდეს ყოფილა განსხვავებული აზრის (მითუმეტეს, კონსტიტუციის დაცვის) გამო, მოხელეების მიმართ ამ მასშტაბის
საპროტესო აქციის მონაწილეები ახალი წლის ღამეს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან.
პროტესტის 33-ე დღეს მოქალაქეები კვლავ გეგმავენ პარლამენტთან შეკრებას. როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მოქალაქეებს თავადაც შეუერთდება.
მოქალაქეებმა 31 დეკემბრის პროტესტის ღონისძიება სოციალურ ქსელში დაგეგმეს სახელწოდებით - "ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამე” .
სტუდენტების ნაწილი შეიკრიბება თსუ-სთან - "ახალი წლის ჯადოსნური მარშით". ასევე, აქცია არის
საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, განიხილონ ახალი არჩევნების შესაძლებლობა. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას "ვაიმარის სამკუთხედის" - საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის - საგარეო საქმეთა მინისტრები ავრცელებენ.
განცხადებაში აღინიშნება, რომ საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ადასტურებს მათ შეშფოთებებს საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე, ფართოდ გავრცელებული დარღვევებისა და არასათანადო გამოძიებების ფონზე, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცათ ბრალდებებზ