აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
აქციის მონაწილეები „ქართულ ოცნებას” მიმართავენ და დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.
მათი თქმით, დაკავებულები რეჟიმის პატიმრები არიან.
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას, ხულოელები შეუერთდნენ, რომლებმაც ბათუმის უნივერსიტეტიდან აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს შეძახილებით “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”.
იპნ
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე განმარტავს, თუ რატომ დატოვა ქვეყანა.
როგორც გოდოლაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქართველმა და უცხოელმა კოლეგებმა ურჩიეს, საკუთარი ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად, დროებით გარიდებოდა სიტუაციას.
თუმცა, გოდოლაძის განცხადებით, ქვეყნიდან დროებით მიდის და საქმიანობა არ მიუტოვებია.
„ჩემო გულშემატკივარნო, არსებობს მეცნიერთა სამივლინებო პროგრამა, რ
გორელი მოქალაქე, ვახო ფიცხელაური ამბობს, რომ სამმა ნიღბიანმა გაიტაცა, გაძარცვა და სცემა.
კერძოდ, ფიცხელაურმა “მთავარი არხის” ეთერში თქვა, რომ მაშინ გაიტაცეს, როდესაც სახლთან ახლოს იყო და მაღაზიაში მიდიოდა.
“მანქანა არ დამიძვრია, უნდა გავსულიყავი. აქ იდგა ფურგონი. უნდა გადავსულიყავი, რომ გავეტარებინე. თითქოს ვერ მიდიოდნენ და უნდა მივხმარებოდი, მივწოლოდი.
ჩამსვეს ფურგონში და გამიტაცეს. აქედან დაახლოებით 6 კილომეტრში გამიტაცეს, ზემოთ მინდორია, იქ. უნდა მოვეკალი, გამოვექეცი. ვიცით ვინ
ბრიუსელში, დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრებენ, - ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.
საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ვიდეო
თეთრი სახლის განცხადებით, კოლუმბია დათანხმდა იმ ემიგრანტების შეუზღუდავ მიღებას, რომლებიც კოლუმბიიდან შეერთებულ შტატებში არალეგალურად შევიდნენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„კოლუმბიის მთავრობა დათანხმდა პრეზიდენტ ტრამპის ყველა პირობას, მათ შორის კოლუმბიიდან დაბრუნებული ყველა არალეგალი უცხოელის შეუზღუდავად მიღებას, მათ შორის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებით, შეზღუდვისა და შეფერხების გარეშე. ამ შეთანხმების საფუძველზე, მოხდება სრულად შემუშავებული IEEPA ტარიფების და სანქციების გადადება და ხე
ჩვენი გამოძიება ადასტურებს, რომ გახარიაზე თავდასხმა იყო შეკვეთილი და ორგანიზებული, განხორციელებული თვალთვალით და ჩასაფრებით.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/9456497911068833
დღეს საქართველო სამხრეთ კავკასიაში მაჩანჩალა გახდა ამათ გამო., ჩვენ ასე არ ვიყავით 3-4 ელის წინ. დღეს აზერბაიჯანი თავის სტრატეგიულ მიზნებს აღწევს, მან ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა და უკვე ძალიან დიდ გლობალურ როლს ეთამაშება ეს სახელმწიფო. სომხეთმა თავის გეოპოლიტიკური არჩევანი განაცხადა და ევროპული მომავალი გახადა მთავარ მიზნად. ჩვენ ვართ გაურკვეველი იდიოტების ხელში, რომლებიც გვაკარგვინებენ არამხოლოდ ევროპულ, ცივილიზებულ მომავალს. მინდა მოქალაქეებს ვუთხრა, შორსაა ის დრო კი არა, ჩვენ უკვე იქ ვართ
ჩემზე თავდასხმა იყო წინასწარ დაგეგმილი ჯგუფურად შეიარაღებული ხალხის ორგანიზებული თავდასხმა და, რა თქმა უნდა, ამ თავდასხმის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ. ეს ჩვეულებრივი შურისძიებაა და ამის მეტს მე საერთოდ აღარ ვაპირებ საუბარს. ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი იმ ბევრი ძალადობის ფაქტიდან, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ხდება. ათობით და ასობით ახალგაზრდაზე იძალადეს ნიღბიანმა ადამიანებმა. რამდენიმე ადამიანი ვიცი, მათ შორის ჩვენი გუნდის წევრებიც, რომლებიც დღესაც მკურნალობენ, როცა ერთი ო
პროკურატურამ, „შერატონ ბათუმის“ ხელშეწყობით, მძევლად აიყვანა კამერების ჩანაწერები - იმედს ვიტოვებთ, რომ ჩანაწერები პროკურატურას სრულად აქვს დაცული და მოხდება ჩანაწერების სრული მოცულობით გაცნობა და გადმოცემა, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას წარმომადგენელი საქმის მასალებს დღეს გაეცნობა.
„როგორც იცით, გიორგი გახარიაზე თავდასხმის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები პოლიციის უმოქმედობით და „შერატონ ბათუმის“ აქტიური მონაწილეობი
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ინფორმაცია ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, საქმის მასალებს ადვოკატი გაეცნობა.
„ისედაც განადგურებულია მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და გვაინტერესებს, რა დევს საქმეში. ადვოკატი გაეცნობა საქმის მასალებს,“ - აცხადებენ პრესსამსახურში.
საქმე ეხება გახარიაზე ბათუმში განხორციელებულ თავდასხმას. მას თავს 15 იანვარს, სასტუმრო „შერატონში დაესხნენ. გახარია კლინ
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი უნდა დაიწყოს – ის მიუთითებს, რომ საკითხი უახლოეს მომავალში შეიძლება არ გადაწყდეს, მაგრამ „მკაფიო გზავნილისთვის” აუცილებელია მისი დაწყება.
დეკემბრის ბოლოს ევროკომისიამ წარადგინა წინადადება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ. წინადადებაში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საბჭო მას დაამტკიცებს, ქართველ დიპლომატებ
საერთაშორისო ორგანიზაციამ, “Amnesty International-მა” გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ “დიდი ხანია შეშფოთებული არიან აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობით”.
“მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები,”- ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაციის ანგარიშში მითითებულია სამართლიანი სასამართლოს უფლებების ფართოდ დარღვევები და სისხლის სამართლის სისტემის პოლიტიკური
ვდგავართ მათ გვერდით, ვინც საქართველოს ევროპული გზის განვითარებაზე მუშაობს და კრიტიკულები ვართ ჩატარებული არჩევნების მიმართ, ასევე ოდირის ანგარიშის ფონზე, - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შეშფოთებულია ჟურნალისტებთან და ჟურნალისტების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხებით.
„ნიდერლანდები ყოველთვის მხარს უჭერს პერსონალურ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც რეპრეს
უკანონო პატიმრობაში მყოფი, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი უკვე მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს. საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სოციალურ ქსელში წერს.
საია მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საზოგადოებას აცნობოს, რა ეტაპზეა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ცესკოს წევრები სახელმწიფო კომპენსაციას მიიღებენ.
აღნიშნული ინიციატივა ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებს ეკუთვნით. პარლამენტში წარდგენილია პროექტი, რომლის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეს/წევრს ენიშნება ცესკოს წევრის კომპენსაცია 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ ის 5 წლის განმავლობაში უწყვეტად ცესკოს წევრი იყო.
ცესკოს წევრის კომპენსაციის ოდენობად ცესკოს წევრის თანამდებობრივი სარგოს ერთი მესამე
საქართველოში არსებული კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი არის ახალი არჩევნების ორგანიზება, რომელიც ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იქნება. ეს არის ჩვენი წინსვლის გზა, სხვა შემთხვევაში დავინახავთ, რომ საქართველოში საერთო დემოკრატიული სიტუაცია იშლება და ეს არ არის ჩვენი ინტერესი, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუსის ბუდრისმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ვხედავთ ცნობებს, რომ ქართველი ხალხი, რომელსაც ევროპული მომ
დაზარალებულად ცნობა იძლევა ერთადერთ უპირატესობას, შესაძლებელია წვდომა გაჩნდეს საქმის მასალებზე - ეს მასალები ძალიან ბევრ რამეს ახდის ფარდას, რომელზეც, როგორც დაზარალებულ გიორგი გახარიას წვდომა ექნება, თუ ის მასალებიც არ არის დაჩეხილი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობას გამოეხმაურა.
მე, როგორც ერთ მოქალაქეს, რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის, რომ მზია ამაღლობელი გადავარჩინო? თითქოს აქციებზეც დავდივარ, ადამიანებს ვესაუბრები, სულ ვფიქრობ, ვის უნდა მივმართო...
როგორც ერთი მოქალაქე ამ ტვირთვის ზიდვისთვის მზად არ ვარ თუ ფატალური შედეგი დადგება... ჩვენ ქალი უნდა მოგვიკვდეს ციხეში? - ეს ხომ არ არის ტერორისტი ქალი, ეს არის ის ქალი, ვინც წლები სიმართლეს ემსახურებოდა.
სოფო ხორგუანი სტუმრად „ფორმულაზე“ - გაიღვიძე საქართველო
აღმოჩნდა, რომ გიორგი გახარიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქციურია, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების ფარგლებში მხოლოდ ერთი მოწმე გამოიკითხა ფორმალურად, რაც პარტიის აზრით, კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ თავდასხმა ივანიშვილის მიერ არის დაკვეთილი.
„გიორგი გახარიას დაზარალებულად ცნობა მოვითხოვეთ ერთადერთი მიზნით: გვენახა საქმის მასალები და გავცნობოდით უმთავრეს მტკიცებულებას - ვიდეო ჩანა
ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა.
გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ გადაწყვეტილება შეეხებათ:
საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომლებიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ.
საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველ
საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არ შეიძლებოდა ჩვენი მხრიდან რეაქციის გარეშე დარჩენილიყო, გუშინ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვები დაუწესოს საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, ასე რომ, ვინც წარმოადგენს ხელისუფლებას მოუწევს, ვიზაზე განაცხადის შეტანა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გამოყენებით იმოგზაურებენ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ
მზია არის ჟურნალისტი, რომელიც „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააკავა, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი დემოკრატიული პარტიიდან, სტივ კოენი „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისი თქმით, ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.
„მე, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი პოლიტპატიმრების საკითხებში, ყურადღებით ვაკვირდები მზია ამაღლობელის საქმეს საქართველო
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელთან დღეს ციხეში შესული იყო მისი ადვოკატი, გიორგი ხიმშიაშვილი. ის ამბობს, რომ პირველადი ინფორმაციით, ამაღლობელის მდგომარეობა ნორმალურია, იმ ფონზე, რომ ის უკვე მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს.
ადვოკატის განცხადებით, მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს, სანამ ორგანიზმი შესაძლებლობას მისცემს. ამაღლობელი მხოლოდ წყალს იღებს.
ადვოკატის განცხადებით, როგორც ამაღლობელმა აღწერა, საკანში არის კამერა, რომლის საშუალებითაც ზედამხედველობის ქვეშაა,
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ გიორგი გახარიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქტიურია.
როგორც პარტიაში აცხადებენ, პროკურატურამ მათ არ მისცა ვიდეომტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა.
„გიორგი გახარიას დაზარალებულად ცნობა მოვითხოვეთ ერთადერთი მიზნით: გვენახა საქმის მასალები და გავცნობოდით უმთავრეს მტკიცებულებას – ვიდეოჩანაწერებს. დღეს გიორგი გახარიას წარმომადგენელი ბათუმში ჩავიდა საქმის გასაცნობად. აღმოჩნდა, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქტიურია. ვიდეომტკიც
იულიან ბულაი, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო, აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას 53 პოლიტპატიმარი ჰყავს, მათ შორის კი ერთ-ერთი ჟურნალისტი მზია ამაღლობელია, რომელიც შიმშილობს.
მან „ოცნების“ ხელისუფლებას ყველა მათგანის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ მან PACE-ს ზამთრის სესიაზე განაცხადა, სადაც საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოხსენება წარმოადგინა.
იულიან