Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    883.923

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„ახალი თეატრის“ თანამშრომლები გენერალურ პროკურორს მიმართავენ, სასამართლოსთან ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე იშუამდგომლოს

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის თანამშრომლები საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე მიმართავენ. ისინი პროკურორს სთხოვენ, რომ სასამართლოს ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე მიმართოს. „ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ვითხოვთ მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას. ვიცნობთ რა ანდრო ჭიჭინაძეს, როგორც კანონმორჩილ, სანიმუშო მოქალაქეს, პატრიოტ ადამ

„ახალი თეატრი“ - ჩვენი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, ჩვენ ვიწყებთ!

ჩვენი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ჩვენ ვიწყებთ! - ამის შესახებ „ახალი თეატრი“ სოციალურ ქსელში წერს. მათივე ინფორმაციით, შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით საპროტესტო მანიფესტს 23 იანვარს გააჟღერებენ. „21 იანვარია და ჩვენი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ჩვენ ვიწყებთ! გელოდებით ყველას, ჩვენს ერთგულ მაყურებელს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მხარდამჭერებს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. 23 იანვარს, 18:00 საათზე თეატრის წინ, სადაც წარმოგიდგენთ ,,ახალი თეატრის” საპროტესტო მანიფესტს. შევხვდებით თეატრის წინ, დავით

„აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი“ — შსს მშვიდობიანი აქციის დარბევაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ირწმუნება, რომ პროტესტმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო, რაც უწყების თქმით, გამოიხატებოდა იმაში, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი ჰქონდა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირებირების მცდელობას და „სამინისტროს მოსამსახურეებზე ძალადობის ფაქტებს“: „თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი

„აფხაზეთთან კონფედერაცია" — რაზე ილაპარაკა დავით ხიდაშელმა გია ვოლსკისთან

რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი „ქართული ოცნების” დეპუტატს, გია ვოლსკის საქართველოს პარლამენტის გვერდით მდებარე კაფეში შეხვდა. ინფორმაცია და შეხვედრის ამსახველი კადრები მოძრობა „დროამ” გაავრცელა. მათ შეხვედრას პარლამენტის გვერდზე მდებარე კაფეში პარტია “დროას” წევრები შეესწრნენ. „დროას” განცხადებით, შეხვედრაზე მათ განიხილეს შემდეგი საკითხები: აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა; პირდაპირი ურთიერთობა აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან; საქართველოს უმაღლესი პოლი

„აუცილებლად ვუჩივლებ ცილისწამებისთვის“ - დავით ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეზე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი გეგმავს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სასამართლოში ცილისწამების გამო უჩივლოს. ირაკლი კობახიძემ მას „უცხოელი აგენტი უწოდა“ და აღნიშნა, რომ კარგად იცის, რას უნდა „მივაწეროთ მისი ასეთი განცხადება, როცა ბიძინა ივანიშვილისთვის დაპატიმრების ორდენის გამოწერაზე საუბრობს“.

„ატარებს სადამსჯელო ხასიათს“ - კოალიცია მედიააკრედიტაციების შეჩერებაზე

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს პარლამენტის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“, „მთავარისა“ და „TV პირველის“ გადამღები ჯგუფებისთვის პარლამენტის აკრედიტაციის შეჩერებას. კოალიციის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილებები სადამსჯელო ხასიათს ატარებს, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან კრიტიკული მედიის მიმართ გაცხადებული ბოიკოტისა და პოლარიზებული მედიაგარემოს ფონზე. პარლამენტის აპარატმა „TV პირველის“ გადამღები ჯგუფის წევრებს, ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძესა და ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, ა

„ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან ორი რაკეტის ჩავარდნას აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელი ადასტურებს

„ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან ორი რაკეტის ჩავარდნას აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელი ადასტურებს. სააგენტო აღნიშნავს, რომ ამერიკის დაზვერვიდან წყარო ანონიმურობას ინარჩუნებს. გავრცელებული ვერსიით, სარაკეტო იერიშის შედეგად, დაღუპულია ორი ადამიანი. ამასთან, პოლონური მედიის ინფორმაციით ამ წუთებში, პოლონეთის პრემიერი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მართავს. მანამდე, ქვეყნის ტერიტორიაზე ორი რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია პოლონურ მედიაში არაოფიც

„ასეთ ენას, არც ერთი ქართველი გამოიყენებდა“ - კელი დეგნანი დეპუტატ ზარქუას გამონათქვამზე

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად, შეაფასა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლის, დეპუტატ ირაკლი ზარქუას გამონათქვამი. დეპუტატმა სენატორი ჯინ შაჰინი „ჩათლახად“ მოიხსენია. „როგორც მესმის, ასეთ ენას არცერთი ქართველი გამოიყენებდა არავის წინააღმდეგ. ეს ნამდვილად არასათანადო [გამოხატვა] იყო და ვფიქრობ, ყველა ქართველი ასე ჩათვლიდა“, - თქვა კელი დეგნანმა დღეს, 18 ნოემბერს, ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის ღონისძიების დასრულების შემდეგ

„ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი" - ლექსმანი „ოცნების" მონაცემთა ბაზაზე

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ „ქართული ოცნების” ახალ ინიციატივას ეხმაურება და გადაწყვეტილებას „ავტორიტარიზმად” აფასებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ში წერს. შალვა პაპუაშვილმა დააანონსა მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც მმართველი პარტია განათავსებს ინფორმაციას იმ ადამიანებს შესახებ, ვინც მათი შეფასებით, ჩართული არიან „ძალადობაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში, მუქარასა და შანტაჟში” ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ. პაპუაშვილის განცხადებით, ბაზაში

„არჩევნების გაყალბებისა და ძალადობის ამბები შემაშფოთებელია“ – რასმუსენი

დანიის ყოფილი პრემიერი და ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს. „გაყალბებისა და ძალადობის ამბები საქართველოში ძალიან შემაშფოთებელია. უნდა დავუდგეთ გვერდში მათ, ვისაც სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, რომელიც თავისუფალია რუსეთის მავნე გავლენისგან. საქართველო ევროპაა“, – წერს იგი. ნეტგაზეთი

„არსის“ დირექტორი - ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია - ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება

ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია - ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება, - ამის შესახებ „არსის“ დირექტორმა ბესო ორთოიძემ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე განაცხადა. მისი თქმით, მოლოდინი აქვს, რომ ბიზნესსექტორი პრემიერისგან პასუხებს მიიღებს. „ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ

„არსებული გარემო ვერ გაუძლებს მრავალბინიან განაშენიანებას“ - სპეციალისტების შენიშვნები "ორბის“ ბახმაროს პროექტზე

თათია ჩაფიჩაძე   "ბახმაროს პროექტს არ ახლავს მშენებლობისთვის საჭირო ყველა კვლევა და მისი მასშტაბი კურორტის მოცულობასთან წინააღმდეგობაშია,“ - ამის შესახებ “ურბანული განვითარების ინსტიტუტის” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ანი ბიბილაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა. ბიბილაშვილი ამბობს, რომ პროექტი არ ჯდება კურორტის ლანდშაფტში და მისი ზომა ვერ უზრუნველყოფს გახსნილი ხედების შენარჩუნებას. არქიტექტორებისა და ურბანისტების ნაწილი მოითხოვს, რომ განაშენი

„არეანაპოლი“ - კვარაცხელიას ხუთი ტოპ-კლუბი აკვირდება, „ნაპოლი“ მას კონტრაქტის გახანგრძლივებას და ხელფასის გაორმაგებას სთავაზობს #1TVSPORT

„არეანაპოლი“ ახალ დეტალებს ავრცელებს იტალიურ მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. იტალიური გამოცემის მტკიცებით, ქართელ ფეხბურთელს ევროპის ხუთი ტოპ-კლუბი იწვევს და გუნდის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა პირველი ნაბიჯი გადადგა და მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. „ნეაპოლიტანური კლუბი მზად არის, 21 წლის ქართველს არაჩვეულებრივი სტარტის შემდეგ კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. „ნაპოლის“ უკვე აქვს მკაფიო წინადადება და ჩემპიონატის დაწყებიდან მხო

„არაფერს" — ზურაბიშვილი კითხვაზე, რას უპასუხებს „ოცნებას" იმპიჩმენტის მეორედ წამოწყებაზე

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ ერთი სიტყვით უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რას ეტყოდა მმართველ პარტიას იმაზე, რომ ისინი უკვე მეორედ იწყებენ მისი იმპიჩმენტის პროცედურას: დღეს, 7 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის მიმართ ხელახლა აღძრავენ იმპიჩმენტის პროცედურას. მისი თქმით, მიზეზი პრეზიდენტის უნებართვო საგარეო ვიზიტებია, მათ შორის, გასულ კვირას საფრანგეთში, გერმანიასა და პოლონეთში ჩასვლაზე. გარდა ამისა, მმართველი გუნდი ამბობს, რომ

„არასწორია ჩემი შვილების ფოტოების გამოყენება“ — ანწუხელიძის ცოლი „უცნობის“ აქციაზე

„მოვდივარ“ — ამ სახელწოდების აქცია-შეკრებას აანონსებს გიორგი გაჩეჩილაძე („უცნობი“) 30 აპრილს. ანონსის  მიხედვით, აქცია 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. სარეკლამო ბანერად აქციისა, რომლის სლოგანია „არა ომს — მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, უცნობის გვერდი სოციალურ ქსელში იყენებს რუსეთ-საქართველოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილის ფოტოს. გიორგი ანწუხელიძის ცოლი მაკა ჩიკვილაძე აცხადებს, რომ მისი შვილების ფოტოების გამოყენება აქციის მოწოდებებში არასწორია. „15 წელი გავიდა 2008

„არასრულწლოვნებს მოტყუებით გააგზავნინეს ინტიმური ფოტო-ვიდეოები და გაასაჯაროვეს“ – ბრალდებულია 14 პირი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში 14 პირი ამხილა. მათგან 5 უკვე დაკავებულია. დაზარალებულთა ნაწილი არასრულწლოვანია. უწყების ინფორმაციით, დაზარალებულთაგან ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე გოგონაა, რომელმაც ნაცნობ 14 წლის ბიჭს ფეისბუქის მესენჯერში საკუთარი ინტიმური შინაარსის ფოტოები და ვიდეოები გაუგზავნა. ბიჭმა გოგონას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები თავის ორ მეგობარს გაუგზავნა. საბოლოოდ, აღნიშნული ფოტოები და ვიდეოები გოგონას კლასელებს შორის გავრცელდა. კი

„არალეგიტიმური და არალეგალურია" — ზურაბიშვილი ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემაზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების შესაძლო გადაცემას არალეგალურსა და არალეგიტიმურს უწოდებს. “ეს გადაწყვეტილება, როგორც ყველა სხვა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება აეროპორტს, ოჩამჩირეს, ეს ყველაფერი არის არალეგიტიმური, არალეგალური და ეს არის ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენი მიწები, ჩვენი აეროპორტი, ჩვენი პორტი, ყველასი ერთად. ამიტომ, ეს არის ჩვენი დასაცავი და ჩვენი დაცვა არის საერთაშორისო არენაზე, რომ იქ ყოველთვის გავაპროტესტოთ, რომ ეს

„არავის მოვუკითხივართ“ - რას ეყრდნობა ინფორმაცია 16 დაკარგულზე და შეიძლება თუ არა, მეტნი იყვნენ?

7 აგვისტოს მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად დაღუპული 18 ადამიანის ცხედარი. შსს-ს ცნობით, მაშველები ეძებენ კიდევ 16 დაკარგულად მიჩნეულ ადამიანს. შეიძლება თუ არა, დაკარგულთა და დაღუპულთა რაოდენობა 34-ზე მეტი იყოს? 26 წლის ნიკა კაკაბაძე 3 აგვისტოს ორ მეგობართან ერთად რაჭაში, ბუბას მთაზე სალაშქროდ მიდიოდა - იქ, საიდანაც სტიქია დაიწყო. რახან ბუბა-თბილისას მარშრუტი სასაზღვრო ზონაშია, ონში, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტისგან წინასწარი თანხმობა და საშვის აღებ

„არავის აქვს ევროპული ოცნების მოპარვის უფლება, სოლიდარობა ქართველ ხალხს“ – ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩი ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. „ქართველ ხალხს აქვს ევროპული ოცნება, არავის აქვს უფლება ეს ოცნება მანიპულაციით და დაშინებით მოიპაროს. სრული სოლიდარობა ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს“, – წერს იგი. 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტიას 54%-ზე მეტი აქვს. “ოცნების” გარდა, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა პარტიამ/კოალიციამ: “ერ

„არავინ იცის როდის ჩაწყდება“ - საფრთხის შემცველი ლიფტები ქალაქში

ეს მონაცემები აღწერს ბოლო რამდენიმე წელიწადში თბილისში ლიფტის ჩაწყვეტისა და მასში მყოფი მოქალაქეების დაშავების ყველაზე გახმაურებულ შემთხვევებს. თუმცა, როგორც დედაქალაქში არსებულ ძველ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ჰყვება, ლიფტის სხვადასხვა ტექნიკური გაუმართაობის გამო მომხდარი შემთხვევები, რომლებიც ფატალურად არ სრულდება, მაგრამ მათ გადაადგილებას ხშირად რისკის შემცველად აქცევს, მათი ყოველდღიურობის ნაწილია. თბილისში მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ საბჭოთა დროინდელ ლიფტებს იყენებს. ამ ლიფტების უ

„არა ცენზურას“ - კინემატოგრაფისტები 12 ივლისს კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გეგმავენ

„არა ცენზურა! დამოუკიდებლობა კინოცენტრს!“ – კინემატოგრაფისტებმა კულტურის სამინისტროს მიმდებარედ, იუსტიციის სახლის ხიდიდან საპროტესტო ბანერი გადმოფინეს. „მესამე კვირაა ჩვენ ვითხოვთ შეხვედრას, მაგრამ მათთვის უხილავები ვართ, აბოსოლუტური იიგნორია ჩვენ მიმართ და იქნებ ახლა მაინც დაინახონ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კინო უნდა იყოს დამოუკიდებელი, “- ამბობს რეჟისორი და „დოკას“ დამფუძნებელი მარიამ ჭაჭია. კინემატოგრაფისტები 12 ივლისს, 19:00 საათზე, კულტურის სამინისტროსთან აქციას გეგმავენ. რა ხდ

„არა ტოტალურ კონტროლს, არა რუსულ კანონს!" - ქალების საპროტესტო მარში თბილისში

დღეს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს თბილისში ქალების მარში გაიმართა. ქალები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე გაემართნენ. „არა ტოტალურ კონტროლს, არა რუსულ კანონს!” – ამ შეძახილებით ისინი წელს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონპროექტს აპროტესტებენ. ქალები ამბობენ, რომ დღეს მათი უფლებები საფრთხეშია. ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ქალების მარში დღეს იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც. პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს და

„არა ბავშვთა ნიშნობასა და ქორწინებას!“ — აქცია-პერფორმანსი პარლამენტთან

ქალთა უფლებადამცველმა ფემინისტურმა ორგანიზაცია „საფარმა“ და „ქალთა მოძრაობამ“ დღეს, 25 ნოემბერს, თბილისში, პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართა ბავშვთა ქორწინებისა და ნიშნობის წინააღმდეგ. „საქართველოში მხოლოდ სრულწლოვანებს აქვთ ქორწინების უფლება, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვესმის შემზარავი ამბები ბავშვთა ქორწინებისა, იძულებითი ნიშნობისა და ქორწინებისა, 16 წლამდე გოგოების მშობიარობისა და ბოლოს 14 წლის აითაჯის მკვლელობისა “ქმრისგან“, — აცხადებენ ორგანიზატორები. აქცია ბავშვთა

„არ მინდა და არ გპასუხობთ“ - გორის მერი რუსეთში სავარაუდო ვიზიტზე

გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არ პასუხობს შეკითხვას, იყო თუ არა რუსეთში თამაზ გინტურის დაკრძალვის დღეს. „სხვა კითხვები თუ გაქვთ, გიპასუხებთ. სხვა კითხვებზე გადავიდეთ, მსგავს კითხვებზე აღარ გიპასუხებთ, გითხარით უკვე. არა, არ გიპასუხებთ, არ მინდა და არ გპასუხობთ. თქვენი დოკუმენტები შეგეძლოთ გამოგექვეყნებინათ და გამოაქვეყნეთ, რა დოკუმენტებიც გქონდათ უკვე და არ ვაპირებ ამაზე საუბარს. პრინციპულად მე არ გეტყვით მსგავს კითხვებზე, ჩემს შვებულებებზე, არასამუშაო საათებზე და ასე შემდ

„არ მითხრათ, რომ კანონმა ფიზიკური პირები არ დააზარალა“, - „სიკეთის რევოლუცია“ მუშაობას წყვეტს

ფონდი „სიკეთის რევოლუციის“ განცხადებით, რუსული კანონის გამო ფუნქციონირებას წყვეტენ. ფონდი „სიკეთის რევოლუცია“ ემსახურება ოჯახების დახმარებას საკვებით, ტანსაცმლითა და სხვა საყოფაცხოვრებლო ნივთებით. ფონდი 3 წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 400-მდე ოჯახს დაეხმარა.
×
×
  • შექმენი...