ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი „სამწუხაროს“ უწოდებს საქართველოს ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ბანკმა „დაუშვა გამონაკლისი“, რომელიც აღარ ავალდებულებს საქართველოს კომერციულ ბანკებს სანქციები გაავრცელონ საქართველოს მოქალაქეებზე.
"ამერიკის ხმისთვის" მიცემულ წერილობით კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს:
„ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს ფარცხა
“როცა მთელი მსოფლიო ებრძვის რუსეთს სანქციებით, ჩვენთან ეროვნული ბანკი ისეთ ბრძანებას გამოსცემს, რომელიც პირდაპირ რუსეთის ინტერესია. “
მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
384379946_829370871967238_2063525871438469904_n.mp4
ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროკავშირმა თავისი ინსტიტუტების რეფორმირება უნდა განახორციელოს იმისთვის, რომ გაფართოების შემდეგი ტალღებისთვის მოემზადოს და ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან უკვე ამა წლის შობამდე ფორმალური მოლაპარაკებები დაიწყოს.
ამის შესახებ რობერტა მეცოლამ The Guardian-ს განუცხადა.
„ევროკავშირმა ცვლილებების მასშტაბური ტალღა უნდა დაიწყოს იმისთვის, რომ მოემზადოს უკრაინის, როგორც წევრი სახელმწიფოს მიღებისთვის. ამ ცვლილებებში სავაჭ
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილის გარდაცვალებაში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიც არის დამნაშავე, რომელმაც მისი აზრით, აღებული ნიმუშები სათანადოდ არ დალუქა და შეინახა.
მან ჟურნალისტებთან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც საქმეზე ბრალდებულ ექსპერტს 2 500 - ლარიანი გირაო შეუფარდა და თანამდებობიდან გაათავისუფლა.
"ჯარიმა ჩამოწიეს 2 500 ლარზე. იმაზე იყო აპელირება, რომ მას ჰყავს 4 შ
გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტიონ გუტერეშის განცხადებით, სატვირთო მანქანები, რომლითაც ღაზას დახმარება უნდა მიაწოდონ, ტერიტორიაზე რაც შეიძლება მალე უნდა შევიდეს.
„ამდენი სატვირთო მანქანა დატვირთულია წყლით, საწვავით, მედიკამენტებით, საკვებით. საჭიროა, ეს სატვირთო მანქანები რაც შეიძლება მალე გადავიდეს. ეს სატვირთო მანქანები სამაშველო თოკია. ეს არის განმასხვავებელი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ამდენი ადამიანისათვის“, - განაცხადა გუტერეშმა ეგვიპტეში, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტთან საუბრისას.
მ
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ძალიან დიდი სურვილია, რომ ევროკავშირს დაუახლოვდეს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„ეს აშკარად გადამწყვეტი კვირები იქნება საქართველოსთვის, 8 ნოემბერს გაფართოების პირველი ანგარიში გამოქვეყნდება და მიმდინარე წლის ბოლოს, დეკემბრის შუა რიცხვებში, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შესახებ“, - განაცხადა ჰერჩინსკი
დღეს მოწმეები ვართ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის, ევროკავშირთან საქართველოს სატრანსპორტო დაკავშირებადობის - მოდით, ერთად ვიაროთ წინ, რათა საქართველო ევროკავშირთან დავაკავშიროთ,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის სტრატეგია, რომ ბიძგი მისცეს გონივრულ, სუფთა და უსაფრთხო ბმულებს ციფრულ ენერგეტიკასა და სატრანსპორტო სექტორში, საქართველოში კი აღნიშნული ს
დღეს “ოცნებას” პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია და ისინი გადართული არიან, რომ, როგორმე ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება.
ფაქტობრივად, რასაც “ოცნება” აკეთებს ამ დღეებში, არის ძალადობა, ჰიბრიდული ომი და აგრესია საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.
საკუთარ მოქალქეებთან და მითუმეტეს ახალგაზრდებთან ბრძოლაში აქამდე არავის არ გაუმარჯვია და ვერც ესენი გაიმარჯვებენ, უბრალოდ დროის ამბავია, ეს ყველაფერი როდის დასრულდება.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქა
ვფიქრობ დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. მოვისმინეთ ბატონი კობახიძის განცხადება, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული ევროკავშირში ინტეგრაციით მომავალი 4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად სამწუხარო, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პირადად ჩემთვის ეს არის ნამდვილად გულსატკენია. მახსოვს, 2 წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ განაცხადა: „საქ
სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები, რომლებიც ორგანიზაციას, საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს გაუწევენ მომსახურებას, მცირე მეწარმის სტატუსით ვერ ისარგებლებენ და 1%-ის ნაცვლად, 20%-ით დაიბეგრებიან.
შესაბამისი ცვლილება საკითხის მომხსენებლის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მან „ქართული ოცნების“ დეპუტატების შენიშვნები გაითვალისწინა და საბოლოოდ, დეპუტატებმა კენჭი რეგულაციის 1-ელი თებერვლიდან ამოქმედებას უყარ
რესპუბლიკის მოედანზე საჯარო სექტორის თანამშრომლები არიან შეკრებილები.
საჯარო სექტორში დასაქმებული პირები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან, სადაც უკვე მე-14 დღეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.
ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და საჯარო სექტორში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ.
„ჩვენი შეკრების მიზეზი ორია: ერთი ის მიმდინარე პროცესი, რაც ქვეყანაში ხდება, 2028 წლამდე წევრობის განაცხადზე უარის თქმა. მეორე, ეხმაურება დაშინების ფორმებს, ჩვენ საჯარო სამსახურში
„მენტალურ რუსს ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ავირჩევ და საერთოდ, არც ამ არჩევნების სამართლიანობას და მის ლეგიტიმურობას ვიზიარებ“, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზურაბ ჯგუბურია პარლამენტში დაგეგმილ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს.
ზურაბ ჯგუბურიას გარდა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თემურ მჟავიაც, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის ამრჩევი კოლეგიის წევრია, ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, რომლითაც დღეს, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის არჩე
საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საუბრისას ანტონიო კოშტამ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა გამოხატა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
იპნ
ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმიდან პარლამენტისკენ აქცია-მსვლელობას მართავენ.
საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან: მწერლები, რედაქტორები, გამომცემლები, წიგნის დიზაინერები, ბუკინისტები და პირები, რომელთაც ლიტერატურასთან აქვთ კავშირი.
ისინი გეგმავენ, რომ მსვლელობისას შეჩერდნენ გალაკტიონ ტაბიძის და მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმთან, სადაც თავიანთ პოზიციას გააჟღერებენ. საბოლოოდ კი, ისინი რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას შეუერთდე
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დღეს დილით მომხდარი აფეთქების შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა კირილოვის თანაშემწეც.
მედიის ცნობით, აფეთქება დისტანციურად განხორციელდა.
გუშინ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კირილოვი დაუსწრებლად ცნო სამხედრო დანაშაულის ჩადენა
ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პატივია, - ამის შესახებ სლოვაკი ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში წერს.
„არ შეგვიძლია განზე გავდგეთ მაშინ, როცა ქართველი ხალხი თავისუფლებას იცავს. ევროპარლამენტში პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლა პატივი და ჩვენი მოვალეობის შეხსენებაა“, - წერს მირიამ ლექსმანი.
ცნობისთვის, დღეს, თბილისის დროით დაახლოებით, 11:30 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტარებს მიმართავს.
იპნ
ბიზნესმენ ავთანდილ კუჭავას სასამართლო სხდომა 15 იანვრამდე გადაიდო.
ესტონეთის მიერ სანქცირიებულ მოსამართლე ნინო ენუქიძის ინიციატივით, დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ შუამდგომლობები განიხილეს, თავად კუჭავას მოსმენა კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.
30 ნოემბერს სასტიკად ნაცემ კუჭავას უკვე 18 დღეა წოლითი რეჟიმი აქვს. მან სასამართლოში მისვლა ვერ შეძლო და სხდომას დისტანციურად ჩაერთო. სწორედ ამ მოტივით შესთავაზა მოსამართლემ მათ საქმის განხილვის გაგრძელება იანვარში.
თავდა
საპროტესტო აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძის თქმით, სპეცრაზმელებმა ლისის ტბასთან მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს, სადაც ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ.
„მასმენინებდნენ, ტრაქტორი რომ უნდა ამოეყვანათ, მიწა ამოეთხარათ, შემდეგ თითქოს შიგნით უნდა ჩავეგდე და დავემარხე.. რათა მეღიარებინა ის, რაც არ ჩამიდენია. ასეთი ზეწოლის ქვეშ ვიყავი მთელი დღე“, — განაცხადა მან სასამართლო პროცესზე, რომლის ვიდეოსაც „ტვ პირველი“ აქვეყნებს.
ადვოკატის განცხადებით, სპეცრაზმელები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნე
არალეგიტიმური ხელისუფლება, რომ რეჟიმად ჩამოყალიბდა, იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, ვინც ახლა დაპატიმრებულები არიან უკანონოდ, სააკაშვილის კი არა - რაღაცეებს რომ ტლიკინებს "იმედით", - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ დიანა ტრაპაიძესთან საუბრისას აღნიშნა, ახალ არჩევნებს, განგრძობადი, ეფექტური წნეხით უნდა მივაღწიოთ.
"ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რაც დღეს ქუჩაში ხდება. რა თქმა უ
დღეს გამოსავალი ივანიშვილისთვის, არის ხელახალი არჩევნები და ყველა დაკავებულის გათავისუფლება.
ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1516040025745267
„დღეს ყველაზე ლეგიტიმური სუბიექტი ქართული პოლიტიკის გახლავთ ხალხი, რომელიც რუსთაველზე ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს“ — გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/TVFormula/videos/606932155243942
საია ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს – როგორც ნონა ქურდოვანიძემ ისაუბრა, მან მოინახულა მზია ამაღლობელი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე დაკავებულ ჟურნალისტს „არასათანადოდ ეპყრობოდა და შეაფურთხა სახეში”.
საია მოუწოდებს:
სპეციალურ საგამოძებო სამსახურს დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი, სათანადო კვალიფიკაციით;
დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახ
სიეტლის რაიონული სასამართლოს ფედერალურმა მოსამართლემ, ჯონ კუგენურმა დროებით დაბლოკა დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების წესის გაუქმების შესახებ, რომელიც თებერვალში უნდა ამოქმედებულიყო, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მოსამართლის განმარტებით, მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმება აშკარად არაკონსტიტუციურია.
„სად იყვნენ ადვოკატები აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერის გადაწყვეტილების მიღებისას?“ - აღნიშნა მოსამართლემ.
დონალდ ტრამპი ფედერალური მოსამა
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კიბერთავდასხმა ჰაკერულ ჯგუფ Anonymous-სთან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა განახორციელეს. ამის შესახებ განცხადებას ჰაკერული ჯგუფი Anonymous პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„კვირების წინ Anonymous-მა კიბერ ომი გამოუცხადა არალეგიტიმურ, რუსეთის მიერ მხარდაჭერის რეჟიმს საქართველოში მას შემდეგ, რაც წარმატებით მოხდა საქართველოს ყველა სამთავრობო სამინისტრო ვებ-გვერდზე შეღწევა და გატეხა. დღევანდელი კიბერთავდასხმა თბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე, რომ
პროკურატურამ, „შერატონ ბათუმის“ ხელშეწყობით, მძევლად აიყვანა კამერების ჩანაწერები - იმედს ვიტოვებთ, რომ ჩანაწერები პროკურატურას სრულად აქვს დაცული და მოხდება ჩანაწერების სრული მოცულობით გაცნობა და გადმოცემა, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას წარმომადგენელი საქმის მასალებს დღეს გაეცნობა.
„როგორც იცით, გიორგი გახარიაზე თავდასხმის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები პოლიციის უმოქმედობით და „შერატონ ბათუმის“ აქტიური მონაწილეობი