სოციალურმა მუშაკებმა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს და მოითხოვეს, ხელმძღვანელობა შეხვდეს იმ სოციალურ მუშაკებს, რომლებსაც 1 იანვრიდან ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდება.
აქციაზე შეკრებილების თქმით, ხელმძღვანელობამ ამ ადამიანებს ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი უნდა აუხსნას.
თუმცა, უწყებამ სოციალური მუშაკების მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 10-მდეა იმ სოციალური მუშა
რატომ იმყოფებოდა ირაკლი კობახიძე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ ლიდერებთან ირანში სულ რამდენიმე თვის წინ? - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, იგივე ტერორისტები აქტიურად გეგმავდნენ დონალდ ტრამპის მკვლელობას და ყოველ დღე გამოდიან ამერიკის სიკვდილის მოწოდებებით.
"თქვენ გხედავთ. ამერიკა არ მოტყუვდება“, - წერს უილსონი.
კონგრესმენი გაცხადებას ას
თბილისის მერიის თანამშრომელი, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით დაგვიკავშირდა, გვეუბნება, რომ მერია გეგმავს იმ თანამშრომლების გათავისუფლებას, რომელთაც განცხადებას გაავრცელეს და გაემიჯნნენ „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას.
წყარო ასევე გვიყვება ერთ-ერთი საქალაქო სამსახურის უფროსის შესახებ, რომელსაც ხელმომწერი თანამშრომლების გათავისუფლება დაავალეს და მან პასუხად თანამდებობა დატოვა.
პუბლიკის წყაროს ინფორმაციას ადასტურებს გიგა სოფრომაძე, მერიის ჯანდა
ლომის ბოკვერს, რომლის ვიდეოც რამდენიმე დღის წინ ლაშა ბექაურმა გამოაქვეყნა, ხოლო შემდგომ გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელთან ერთად თბილისის ზოოპარკში მიიყვანა, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ჟურნალისტმა ცირა გვასალიამ გაავრცელა.
ის წერს, რომ დღეს თავად იმყოფებოდა ბოკვერის მოსანახულებლად და, როგორც დირექტორი ზურაბ გურიელიძისგან გაიგო, თუ ლომს ზოოპარკში არ მიიყვანდნენ, ის მალე დაიღუპებოდა.
“მე რომ მივედი, კიდეც კნაოდა, მაგრამ თავს ევლებოდა ახალგა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.
განცხადების თანახმად, "როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას
თბილისის მერიის მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერის, თაია მახარაშვილის განცხადებით, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ თაია მახარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„თითქოსდა ჩემი ფუნქციის გაუქმების გამო, დღეიდან აღარ წარმოვადგენ თბილისის მერიის მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერს.
თითქოსდა ლოგიკურია, რომ ჩემი, როგორც კონსტიტუციისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების თანაავტორისა და ხელმომწერი პირის, როგორც საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თანადამფუძნებლისა და გამგ
მივესალმები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, მას ამერიკა სძულს და ჩინეთი და ირანი უყვარს, საქართველოს დაუყოვნებლივ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“მივესალმები დიქტატურის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. “რესპუბლიკელთა კვლევის კომიტეტთან” ერთად ამისკენ 2020 წელს მოვუწოდებდი. ივანიშვილს ამერიკა სძულს და ჩინეთი და ირანი უყვარს. ის საქართველოს სუვერენიტეტისა დ
აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის დაასანქცირა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს.
„შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილის, საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილისა დ
სამწუხაროა და ტრაგიკულია, როდესაც ქვეყნისთვის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი დასანქცირებულია აშშ-ის მიერ - ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვებას მივაღწიეთ, ეს ნიშნავს, რომ ბრძოლა და შრომა გასაგრძელებელია, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის დასანქცირების გამო შეიძლება ხელისუფლება უფრო მკაცრ და ბრუტალურ ქმედებებზე გადავიდეს.
„მძიმეა
დღეს, 27 დეკემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, მიხეილ ბუცხრიკიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
გუშინ, 26 დეკემბერს, ბუცხრიკიძემ „ფეისბუქზე” დაწერა, რომ ემიჯნება „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, ასევე გმობს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას.
ერთი დღის შემდეგ ის საკრებულოდან გაუშვეს.
25 დეკემბრის შემდეგ საჯარო სამსახურებიდან გაათავისუფლეს 10-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის, პ
სრულიად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის გავლენით არჩევნების მოპარვა და გაყალბება მოხდა, - ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, მიხალ ვავრიკიევიჩმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ აქ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად ვიმყოფებით, რომელიც მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას თავისუფლებისკენ, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკური სამყაროს სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ მისწრაფებებში. ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის გავლენით არჩევნების მოპარვა და გაყალბება მოხდა, ამიტომ ჩვენ მომავალში თავ
ჩვენ სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, დღევანდელი პარლამენტიც არალეგიტიმურია და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სრულად მხარს ვუჭერთ, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, დაინიუს ჟალიმასმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ სამოქალაქო საზოგდოებასთან და ქართულ დემოკრატიულ ძალებთან ურთიერთობის შესაძლო გზები განვიხილეთ. ასევე, ჩვენ სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, დღევანდელი პარლამენტიც არალეგიტიმურია და ჩვენ სრულ
ევროპულმა ქვეყნებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აშშ-ის მაგალითს უნდა მიბაძონ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„31-ე დღე. ქართველები ევროპასთან არიან და არა რუსეთთან. ევროპულმა ქვეყნებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აშშ-ის მაგალითს უნდა მიბაძონ და ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში ძალაუფლების სხვა მიმტაცებლების წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესონ“,
„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაკავების შესახებ მუქარა მიუღებელია და ნებისმიერი სახის ევროპულ პერსპექტივასთან შეუთავსებელია, - ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ამასთან, მისი თქმით, უნდა შეწყდეს საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა.
„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაკავების შესახებ მუქარა მიუღებელია და ნებისმიერი სახის ევროპულ პერსპექტივასთან შეუთავსებელია. დემონსტრანტე
28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი" გაიმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათზე ჩადგებიან.
თბილისში ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრება: ვახუშტის ხიდზე; თამარ მეფის ხიდზე; გალაკტიონის ხიდზე; ზაარბრიუკენის ხიდზე; ბარათაშვილის ხიდზე, მშვიდობის ხიდზე; მეტეხის ხიდზე.
ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც შეიკვრება.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადე
კონგრესმენმა ჯო უილსონმა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია.
„მოხარული ვარ, როგორც საქართველოში ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე გავუგზავნო მიწვევა. ვიცი მისი მამაცობის შესახებ იმ თავდასხმის წინაშე, რომელსაც აწყობენ ივანიშვილი და მისი მეგობრები ჩინეთის კომპარტიასა და ირანულ რეჟიმში“, — წერს იგი.
ნეტგაზეთი
მინიოლიგარქები, რომლებზეც დღეს ივანიშვილის სისტემა დგას, ფულსა და ივანიშვილს შორის არჩევანს გააკეთებენ ფულის სასარგებლოდ.
ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/516862197330856
"ახლა დაფინანსების ირგვლივ 3 პარტიის ურთიერთლანძღვის და ურთიერთბრალდებების შემდეგ, ალბათ ბევრი ხვდება, რამდენ კომპრომისზე წასვლაა საჭირო, რომ ამ პარტიებთან სასაუბროდ დაჯდე და თან არ იცოდე, რომელი მათგანი რას წამოგაძახებს და რომელი დიდი თუ მცირე ოლიგარქის ინტერესებს ატარებს, ჯერ კიდევ მოლაპარაკების პროცესში.
ასე ხდება, როდესაც ვალდებულებები ამომრჩევლის წინაშე კი არა, ფულის წყაროს წინაშე გაქვს.
აუცილებლად მოვა ყველაფრის გარჩევის და ყველაფერზე ლაპარაკის დრო, მაგრამ დღეს მიზანი სულ
დღეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა რუსეთისკენ და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ საქართველოს მითრევაში მისი წამყვანი როლისთვის, - ასე ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.
„წლების განმავლობაში ჰელსინკის კომისიის ორპარტიული წევრები განგაშს აცხადებდნენ ბიძინა ივანიშვილის კორუფციაზე და კოორდინირებულ ძალისხმევაზე, მოეხდინა ქართული დემოკრატიის საბოტაჟი, ძალადობრივად თავს დასხმოდა მშვიდობიან დემო
"კარგი ამბავი წამომეწია აშშ-დან: 2025 წელს, რამდენიმე თვეს გავატარებ ვაშინგტონში, საქართველოს საარჩევნო სისტემის პროექტზე სამუშაოდ - როგორ შევქმნათ საქართველოში დემოკრატიული საარჩევნო სისტემა, რომელიც დროს გაუძლებს და მშვიდობიანი პოლიტიკური ცვლილების ფუნქციას გრძელვადიან დროში სტაბილურად შეასრულებს, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ხელისუფლებაში. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არჩევნების გაყალბების შემდეგ და ხელახალი არჩევნების კონტექსტში. თითოეული დღე აშშ-ში, გამოყენებული იქნება, ახალი ადმინ
თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში „ერთობის ჯაჭვი“ შეიკრა.
საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით გაბმული აქვთ „ერთობის ჯაჭვი“, რითაც ქვეყნის ევროპული არჩევანის მიმართ მხარდაჭერას აფიქსირებენ.
„ერთობის ჯაჭვში“ მოქალაქეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი" იმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათიდან ჩადგნენ.
თბილისში ცოცხალი ჯაჭვი შე
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
ის ცოტა ხნის წინ მივიდა ზაარბრიუკენის მოედანზე, სადაც საქართველოს ევროპული არჩევანის დასაცავად მოქალაქეებმა „ერთობის ჯაჭვი“ შეკრეს.
ქუჩაში შეკრებილი მოქალაქეები სალომე ზურაბიშვილს ტაშით შეხვდნენ, ისმოდა შეძახილები „მადლობა, სალომე ზურაბიშვილს“.
28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი" იმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათიდან ჩადგნე
ლიეტუველი ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი აცხადებს, რომ ევროკავშირში დროის საკითხია „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესება.
“ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღებას ერთიანობა სჭირდება. სამწუხაროდ, როგორც სჩვევიათ ასეთ საქმეებს, რომელიც ეხება უკრაინასა და საქართველოს, დასჭირდება გარკვეული დრო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი გარდაუვალია. განსაკუთრებით ამერიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე” – აღნიშნა ევროპარლამენტარმა, რომელიც ასევე მხარს უჭერს საქართველოში ხე
ევროპაში მათი ადგილის შესახებ ქართველი ხალხის მოთხოვნებს ლატვია მხარს სრულად უჭერს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლების მხრიდან მათი ხმის გაგონებასა და პატივისცემას იმსახურებენ.
„დღეს თავისუფლების, დემოკრატიისა და საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად ქართველები ადამიანების ჯაჭვს ქმნიან. ისინი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მათი ხმის გაგონებასა და პატივისცემას იმსახურებენ
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა თბილისსა და რეგიონებში გამართულ „ერთობის ჯაჭვის“ აქციას ეხმაურება.
მისი შეფასებით, საქართველოდან დღეს შთამაგონებელი სურათებია.
„შთამაგონებელი სურათებია დღეს საქართველოდან.
ესტონელებმა ყველაფერი იციან ერთობლივი მიზნისთვის ხელების ჩაკიდების ძალაზე. პროტესტების დაწყებიდან ერთი თვე გავიდა და ცხადია - ქართველები აგრძელებენ დემოკრატიული და ევროპული მომავლის მოთხოვნას“, - წერს ცაჰკნა X-ის საკუთარ გვერდზე.
IPN