Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.098.885

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე დაიღუპა. ინფორმაცია „პუბლიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. კონკრეტულად, სად და რა ვითარებაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი, დეტალები უცნობია. 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე რუსეთ-უკრაინის ომში 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.   პუბლიკა

ჯო უილსონი - დონალდ ტრამპი მალე პრეზიდენტი იქნება და ახალი სანქციები დაწესდება - ივანიშვილის კორუმპირებულ ხელშემწყობებს დრო ეწურებათ

დონალდ ტრამპი მალე პრეზიდენტი იქნება და ახალი სანქციები დაწესდება, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინაშე მზია ამაღლობელის გამბედაობით აღფრთოვანებული ვარ. ქართველი ხალხი არ შეშინდება. დონალდ ტრამპი მალე პრეზიდენტი იქნება და ახალი სანქციები დაწესდება. ივანიშვილის კორუმპირებულ ხელშემწყობებს დრო ეწურებათ“, - წერს ჯო უილსონი.   იპნ

"ყვიროდა, შვილებს ქუჩაში ნუ დამიტოვებთო", "ფეხს ვერ დგამდა, ჯოხებით დადიოდა... წერდა წერილებს, ითხოვდა ბინას, 18 კვადრატულ ბინაში ვცხოვრობთ 13 წელია" - რას ამბობს ზამირ კვეკვესკირის შვილი?

კლინიკაში რამდენიმე დღე ებრძოდა სიკვდილს 44 წლის ზამირ კვეკვესკირი. ახალგაზრდა კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში 27 იანვარს თავზე ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. მამაკაცს სხეულის 65 პროცენტი დამწვარი ჰქონდა, ექიმები მის გადარჩენას უშედგოდ ცდილობდნენ. ზამირი კვეკვესკირის გარდაცვალებაზე ინფორმაცია გუშინ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ. "ჯანდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას

ანა ბუჩუკური - ყველაფერი რასაც დღეს "ოცნება" აკეთებს არის ეროვნული ინტერესების ღალატი - საგარეო კურსის ცვლილება, კორუფცია, კონსტიტუციის დარღვევა, სისტემური ძალადობა

"ყველაფერი რასაც დღეს "ოცნება" აკეთებს არის ეროვნული ინტერესების ღალატი, ღალატია საგარეო კურსის ცვლილება, ღალატია კორუფცია, ღალატია ოკუპირებულ ქვეყანაში რუსეთის ქმედებებზე რომ ხმას ვერ იღებენ, ღალატია კონსტიტუციის დარღვევა, კონკრეტულად 78-ე მუხლზე ხაზის გადასმა და ღალატია ადამიანებზე სისტემური ძალადობა." ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/971348307920207

პეტერ ფიშერი - ევროპული პერსპექტივა არის ძალიან იღბლიანი რამ, გვსურს, ვიხილოთ საქართველო ევროკავშირში, თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განაცხადებით, გერმანიას სურს, საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში. როგორც ელჩმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში აღნიშნა, საქართველოსთან თანამშრომლობის პროგრამები მიმართულია ქვეყნის ევროკავშირის გზაზე მხარდაჭერისკენ. „უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ კონცეფციას, იდეას და გვსურს, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში. თქვენ იცით, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად ქვეყანამ უნდა შეასრულოს სამი მოთხოვნა. პირველი არის ევროკავშ

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე, 11 რუსულენოვანი სკოლა და 45 სექტორი ფუნქციონირებს, რუსულენოვანი მოსწავლეების რაოდენობა კი 16 042-ს შეადგენს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განმარტავს, თუ რატომ გაიზარდა სკოლებში რუსულენოვან სექტორზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა. როგორც ჩხენკელმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა, სწავლის მსურველთა ზრდა უმთავრესად 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე იმ პირების შემოსვლას უკავშირდება, რომლებიც ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის ტერიტორიაზე ვერ აგრძელებენ. „2022 წლ

სალომე ზურაბიშვილი - საკმაოდ ვრცლად ავხსენი, რატომ არ შევიწყალებ სააკაშვილს, მეორე მხრივ, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, არ მსურს, მას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი, ყურადღებით ვაკვირდები ყველა სამედიცინო დასკვნას

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა, რომ მას არ აქვს ძალაუფლება, შეიწყალოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. „მე ეს ძალაუფლება არ მაქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. კითხვაზე, „თქვენ შეიძლება, ეს მოითხოვოთ. თქვენ იყავით საგარეო მინისტრი მის ადმინისტრაციაში“, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის თანახმად, შეწყალება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერი დასრულდება, სააკაშვილს კი კვლავ ასამართლებენ. „მე ა

სალომე ზურაბიშვილი - მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა თქვას, რომ საქართველო ტრიოს ნაწილია და არა მის გარეთ მყოფი, რომელიც შესაძლოა, მიმზიდველი იყოს რუსეთისთვის, რათა თავისი თამაში აწარმოოს

დღეს, ხვალ, ევროკავშირის გადაწყვეტილება უფრო სტრატეგიული უნდა იყოს, ვიდრე ფორმალურ კრიტერიუმზე დაფუძნებული. დემოკრატიული რეფორმები გვერდით არ უნდა გადავდოთ, მაგრამ ვფიქრობ, ამ მომენტში მთავარია სტრატეგიული საკითხი და რუსეთისთვის საქართველოს შესახებ არასწორი გზავნილის მიცემის რისკები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა. ევროკავშირის მიერ ივნისში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დასმულ კითხვაზე,

ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობა ჩვენს საჰაერო ძალებს, საზენიტო მსროლელებს და ყველას, ვინც იცავს უკრაინის ცას, დღევანდელი შედეგია 60 ჩამოგდებული რაკეტა, სამწუხაროდ, არის ზიანიც

მადლობა ჩვენს საჰაერო ძალების მებრძოლებს, ჩვენს საზენიტო მსროლელებს და ყველას, ვინც იცავს უკრაინის ცას. დღევანდელი შედეგია 60 ჩამოგდებული რაკეტა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკის განმარტებით, აქედან 40-ზე მეტი რაკეტა განადგურდა ქვეყნის ცენტრალური რეგიონების ცაში და დედაქალაქის მახლობლად, რისთვისაც პრეზიდენტი უკრაინელ მეომრებს მადლობას უხდის. „სამწუხაროდ, არის ზიანიც. ტერორისტებს სარაკეტო თავდასხმების ასეთი მასიური რაოდენობა ესაჭ

„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ ცდილობდა, შეეჩერებინა უკრაინელების დარტყმა იმ ობიექტზე, სადაც დაზვერვის ცნობით, რუსეთის გენშტაბის უფროსი იმყოფებოდა

აშშ ცდილობდა, შეეჩერებინა უკრაინელების დარტყმა იმ ობიექტზე, სადაც დაზვერვის ცნობით, რუსეთის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, „ამერიკულმა დაზვერვამ ჯერ კიდევ გაზაფხულზე მოიპოვა ინფორმაცია, რომ რუსეთის გენშტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი უკრაინაში მიმდინარე ომის ფრონტის ხაზზე აპირებდა ჩასვლას, ვაშინგტონი შეეცადა ეს ინფორმაცია უკრაინელებისთვის დაემალა, თუმ

ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდა

ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს. „15 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა და პარკირება იზღუდება „რუმსი“-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო „მგზავრებამდე“; 15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით იგივე შეზღუდვა მოქმედებს დიდველის ავტოსადგომიდან ე.წ. კუთხის „ნიკორამდე“; 15 თებერვლიდა

ვიტალი კლიჩკო - მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უკრაინელთა ბრძოლის მხარდაჭერისთვის, თქვენი სოლიდარობისთვის და თქვენი პოზიციისთვის! - თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რა არის რუსული აგრესია, რა უბედურება მოაქვს

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინასა და საქართველოც, რომლის ხალხიც დემოკრატიული ევროპისკენ მიისწრაფვიან, წარმატებით გაივლიან ამ გზას. ჩვენი ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები. ვერავინ შეუშლის ჩვენს ხალხს, გააცნობიერონ თავიანი ცივილიზებული არჩევანი! - ამის შესახებ ქალაქ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მიმართვისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსულ აგრესიას უბედურება, სიკვდილი და ნგრევა მოაქვს. „მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უკრაინელთა ბ

ჯანდაცვის მინისტრი - დღესაც მივდივართ აფთიაქებში და გვეუბნებიან, რომ თურქულ წამლებზე დეფიციტია, ჩვენ ამას სხვადასხვა წყაროებით ვამოწმებთ და რეალურად დეფიციტი არ არის

დღეს ქვეყანაში არის თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების საკმარისი რაოდენობა, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აფთიაქებმა, თურქული მედიკამენტების ფასი კვლავ დაწიეს და საწყის ნიშნულს დაუბრუნეს, ზოგიერთ აფთიაქში, ახლა ხელოვნური დეფიციტია შექმნილი. „დღესაც მივდივართ აფთიაქებში და გვეუბნებიან, რომ დეფიციტია. ჩვენ ამას სხვადასხვა წყაროებით ვამოწმებთ და რეალურად დეფიციტი არ არის. ქვეყანაში, საკმარისი რაოდე

გიორგი ვოლსკი ლაზარე გრიგორიადისზე - ეს აჩვენებს იმ ოპოზიციური თუ ექსტრემისტული დაჯგუფების შინაარსს, ვისთანაც დღეს გვაქვს საქმე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი აჩვენებს იმ „ოპოზიციური თუ ექსტრემისტული დაჯგუფების შინაარსს, ვისთანაც დღეს გვაქვს საქმე“. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა, როდესაც გამოხმაურა პოლიციელზე თავდასხმის და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ვოლსკის განცხადებით, საზოგადოებისთვის ნათელია, რომ გრიგორიადისმა „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლით, პოლიციელები ცოცხლად დაწვისთვის გაიმეტა. რაც შეეხება

ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენი კომენტარები და შეფასებები რესპუბლიკური საავადმყოფოს მყისიერად რეაბილიტაციას, ან დემონტაჟს არ ითვალისწინებდა - არ არსებობს სამსახურის დაკარგვის საშიშროება

ჩვენი კომენტარები და შეფასებები რესპუბლიკური საავადმყოფოს მყისიერად რეაბილიტაციას, ან დემონტაჟს არ ითვალისწინებდა - არ არსებობს სამსახურის დაკარგვის საშიშროება, ან იმის, რომ კლინიკა თავისით დაიშალოს და ყურადღება არ მივაქციოთ, პაციენტი ვერ მიიღონ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც კლინიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე აუცილებლად გვეცოდინება, რესპუბლიკური საავად

დავით კეზერაშვილი - გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ „ბიბისის“ მასალაში ჩემთან დაკავშირებული ფაქტების უზუსტობა და არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული დაშვებების სიმცდარე დავადასტურო

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ის აპირებს, რომ „ბიბისის“ მასალაში გამოქვეყნებულ ფაქტებთან დაკავშირებით სამართლებრივი ბერკეტები გამოიყენოს. „მინდა, კიდევ ერთხელ მოკლედ განვაცხადო, რომ არა მაქვს და არც არასდროს მქონია კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლცენტრების საკითხთან. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი

ანა მალიარი - რუსებისთვის ბახმუტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ოპერაციაა - მათი დანაკარგები რამდენჯერმე აღემატება ჩვენსას

რუსებისთვის ბახმუტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ოპერაცია გახდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა. “მათთვის ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ოპერაციაა, ვინაიდან, მასზე ტექნიკის, შეიარაღების დიდი რაოდენობაა დახარჯული, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დიდწილად გაანადგურეს, და ისინი იქ უდიდეს დანაკარგებს განიცდიან. და ეს დანაკარგები რამდენჯერმე აღემატება ჩვენ დანაკარგებს”, - განაცხადა მალიარმა. მისი თქმით, უკრაინის სამხედრო ხელმ

ვოლოდიმირ ზელენსკი - არ შეგვიძლია, უარი ვთქვათ ბახმუტზე, ეს გამოიწვევს საომარი მოქმედებების გაფართოებას და რუსეთის ჯარს შესაძლებლობას მისცემს, დაიპყროს ჩვენი მიწების უფრო დიდი ნაწილი

უკრაინას არ შეუძლია ბახმუტზე უარის თქმა, რადგან მისმა ხელში ჩაგდებამ, შესაძლოა, გზა გაუხსნას რუსეთს კრამატორსკსა და სლავიანსკში წინსვლისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ალ არაბიასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ არ შეგვიძლია, უარი ვთქვათ ბახმუტზე, რადგან ეს გამოიწვევს საომარი მოქმედებების ფრონტის გაფართოებას და რუსეთის ჯარს შესაძლებლობას მისცემს, დაიპყროს ჩვენი მიწების უფრო დიდი ნაწილი“, – აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის არმი

განათლების მინისტრი - ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად ვიწყებთ მსჯელობას და ფიქრს სისტემაზე, როგორ დავფაროთ სკოლებში ბავშვთა კვება

სასკოლო ინფრასტრუქტურაში რა წამს იქნება შესაბამისი კვების ინფრასტრუქტურა განვითარებული და უკვე გარკვეულ სკოლებში არის, ჩვენ პარალელურად ვიწყებთ მსჯელობას და ფიქრს იმ სისტემაზე, როგორ დავფაროთ ყველა სკოლაში საბავშვო კვება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ სასადილოების მოწყობას უკავშირდება. „რა თქმა უნდა, გა

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა დაეთმობა აქონდროპლაზიის გაიდლაინის მომზადების სტატუსის მიმოხილვას, მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ დანერგვის ეტაპებს და ამ მიმართულებით, საერთაშორისო გამოცდილებას. პარალელურად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიით დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მორიგი აქცია მიმდინარეობს.

ადვოკატი დიდ დიღომში გარდაცვლილ 12 წლის გოგონაზე - სხეულზე 40-მდე დაზიანება აღენიშნება - ოჯახი დარწმუნებულია და ექსპერტიზის ამ დასკვნამ კიდევ უფრო განამტკიცა ვერსია, რომ ის მოკლულია

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის მიხედვით, სხეულზე 40-მდე დაზიანება აღენიშნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოჯახისა და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატმა, ელისო რუხაძემ განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, გოგონას ოჯახი აღნიშნული ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შემდეგ, უკვე დარწმუნებულია, რომ მოზარდი მოკლულია. რუხაძის თქმით, გარდაცვლილს სახეზე მრავლობითი დაზიანებები, ასევე მრავლობითი ექსკორაციები და სისხლნაჟღენთები აქვს.

კახა კალაძე - 12-პუნქტიან გეგმას ზედმიწევნით ვასრულებთ და მასში გვარამია და კრიმინალი სააკაშვილი ნახსენები არ არიან - თუ მოგვცემენ სტატუსს, გაგვიხარდება, თუ არ მოგვცემენ, არც ეს არის პრობლემა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს გასულ წელსაც იმსახურებდა, რადგან ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები ჰქონდა გადადგმული. მისივე თქმით, სტატუსის არმინიჭება საქართველოსთვის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. „ბევრჯერ გავიმეორე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა. მართალია, გადაწყვეტილება იყო მიღებული უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში, მაგრამ პირველი, ვინც ამას იმსახურებდა, ჩვენ ვიყავით. არ იფი

კახა კალაძე - კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან საქართველო არ იწყებს ომს, არ ხსნის მეორე ფრონტს, ეს ერთგვარ ბერკეტად გამოიყენეს

კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქართველოს ხელისუფლება მათთვის წარმოადგენს პრობლემას, რადგან არ იწყებს ომს, არ ხსნის მეორე ფრონტს, ეს ყველაფერი ერთგვარ ბერკეტად გამოიყენეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „ბევრჯერ გავიმეორე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა. მართალია, გადაწყვეტილება იყო მიღებული უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში, მაგრამ პირველი, ვინც ამას იმსახურებდა, ჩვენ ვიყავით. არ

2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ნერვული სისტემით ავადმყოფობის 116 363 შემთხვევაა რეგისტრირებული

2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ნერვული სისტემით ავადმყოფობის 116 363 შემთხვევაა რეგისტრირებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს. მათივე განმარტებით, რეგისტრირებული მონაცემები მოიცავს შემთხვევებს, როცა ერთ პირს ნერვული სისტემით ავადმყოფობის ფაქტი რამდენჯერმე დაუფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, პრევალენტობა 100 000 მოსახლეზე 3137.6-ს შეადგენს. ipn

კელი დეგნანი - „ქართული ოცნება“ IRI-სგან მეტ დახმარებას იღებს, ვიდრე რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტია - IRI და NDI დიდ როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში

IRI და NDI დიდ როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში წლების განმავლობაში და შეერთებული შტატები ამაყია იმით, რომ მხარს უჭერს მათ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. „მსურს გამოვეხმაურო აღმაშფოთებელ სიცრუეს, რაც "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" შესახებ ვრცელდება მმართველი პარტიისა და მასთან დაკავშირებული მედია საშუალებების მიერ. IRI მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას 20 წელზე მეტია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნება“ IRI-სგან
×
×
  • შექმენი...