ისეთი ამოცანა არ უნდა დავსახოთ, რომელსაც ვერ მივაღწევთ, სუპერ გეგმები დღეს არ არსებობს. საზოგადოების პროტესტი ქმნის დღის წესრიგს და ამის ნაწილი ვართ ჩვენც. ნებისმიერი მცდელობა, რომ შეცვალოს საზოგადოების დღის წესრიგი, მხოლოდ დააზიანებს პროცესს.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1736488500434294
კახაბერ ქემოკლიძის კომენტარი "TRTWorld-ზე" რუსეთ-უკრაინის ომში ახალი თაობის ომის წარმოებასა და მასში რობოტ-ტექნოლოგიის გამოყენების პრაქტიკებზე
AQMdy6cTpFMznOgNOuPwFUTAiJ0dgUZtvMh__U5wUoslkkC5A8xuIyPf6EjSEkEwFVrTynOCp025H06F0llLlg3x.mp4
„საქართველოს მოქალაქეები გამოხატავენ საკუთარ პროტესტს და გამოკვეთილი მოთხოვნა აქვთ:
ახალი არჩევნები და ამას დაემატა დაკავებულების გათავისუფლება, ვინც ახლა მძევალია თვითგამოცხადებული ხელისუფლების“ - სოფო ხორგუანი სტუმრად აჭარის ტელევიზიაში, გადაცემაში "თავისუფალი სივრცე"
ვიდეო: https://www.facebook.com/SophiaKhorguaniofficial/videos/592634973140914
პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, პროტესტს აუფასურებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ხალხი რუსთაველზე ბევრად უფრო დიდ და მნიშვნელოვან ღირებულებებს იცავს და სწორედ ამიტომ არის პროტესტი წარმატებული.
გახარია აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ კონკრეტული თარიღის დროულად გამოცხადებას მოითხოვს.
„პრეზიდენტს ლეგიტიმაც
წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია , - აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ინფორმაცია აზერბაიჯანის სამთავრობო წყაროებმა Euronews-ს ექსკლუზიურად დაუდასტურეს.
წყაროების თანახმად, რაკეტა გროზნოს თავზე დრონის საჰაერო აქტივობის დროს გაისროლეს და ნამსხვრევები თვითმფრინავს მოხვდა.
სამთავრობო წყაროებმა Euronews-ს განუცხადეს, რომ დაზიანებული თვითმფრინავი, მფრინავების მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთის არცერ
ტრამპის პოზიცია ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე ძალიან ნათელია, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, ის უნდა ელოდოს პასუხს.
“პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ძალიან ნათელი გახადა თუ რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე. თუ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის გან
საქართველოს წინააღმდეგ ამერიკული სანქციები უნდა იქნას შემოღებული.
ამის შესახებ კონგრესმენი რობერტ ადერჰოლტი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"საქართველოს წინააღმდეგ ამერიკული სანქციები უნდა იქნას შემოღებული. ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ", - წერს ადერჰოლტი.
იპნ
ოთხი კვირის განმავლობაში ქართველი ხალხი ეწინააღმდეგა თავიანთი მთავრობის სახიფათო გზას , - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯონ რიში (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“ოთხი კვირის განმავლობაში ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება თავიანთი მთავრობის სახიფათო გზას. საქართველოს ოცნება ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანებაა, მთავრობამ ამას პატივი უნდა სცეს. ტაშს ვუკრავ ხალხის შეუპოვრობასა და უფრო ნათელი მომავლისადმი ერთგულებას - მიუხედავად სირთულეებისა, რომლებსაც აწყდებიან”, - წერს რი
ახლადდაფუძნებული საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირი ეხმაურება თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, სამსახურიდან გაათავისუფლოს გიგა სოფრომაძე, რომელმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი ევროინტეგრაციას.
კალაძემ გაათავისუფლა მერიის თანამშრომელი, რომელიც აპროტესტებდა ევროინტეგრაციის შეჩერებას
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის მერიაში და მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია, რათა დედაქალაქის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებში გათვალისწინებუ
ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს. ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი [რესპუბლიკური პარტია] და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, თუ ასე მოხდება ამერიკამ საქართველოსთვის დაფინანსება უნდა შეწყვიტოს.
"ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს. ჩვე
საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს და მათ მხარდაჭერას , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ასევე, სჯერა პარტნიორების სოლიდარობის 29 დეკემბერს და მას შემდეგაც.
"საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს და მათ მხარდაჭერას სამართლიანობისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში. მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მჯერა თქვენი სოლიდარობის! 29-ში [დეკემბერს] და მერეც... ახალ არჩევნებამდე!" , - წერს ზურაბიშვილი X-ზე.
თბილისში, ვარკეთილში, ხანძრის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩნდა.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ხანძრის გაჩენის მიზეზები და სხვა დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.
იპნ
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა ოჯახთან ერთად ქვეყანა დატოვა. მან ფოტო აეროპორტიდან სოციალურ ქსელში გაავრცელა და დაწერა:
შაიშმელაშვილმა 4 დეკემბერს განაცხადა, რომ ტოვებდა თანამდებობას.
publika
აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 22 დეკემბერს მილიარდერი ინვესტორი სტივ ფეინბერგი თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაასახელა.
ფეინბერგი კერძო კაპიტალის ფონდის Cerberus Capital Management LP-ის დამფუძნებელი და თანააღმასრულებელი დირექტორია. იგი 2017-2021 წლებში ტრამპის ადმინისტრაციაში სადაზვერვო საკითხებში მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო.
აღნიშნულ თანამდებობაზე ფეინბერგი პენტაგონში რიგით მე-2 პირი იქნება ტრამპის მიერ თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე წარდგენილი პიტ ჰეგსეთის შე
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და დაწერა, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი 29 დეკემბერს ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას განახორციელებს, „ის უნდა ელოდოს ისეთ პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა“.
კიდევ ერთ პოსტში რესპუბლიკელი კონგრესმენი წერს:
მესამე პოსტში კი უილსონი სვამს კითხვას, თუ რატომ დაუდო საქართველოს „დიქტატორიბის მომლოდინე“ ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განხორციელე
54 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა პოლიტიკოსი, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი ბაჩუკი ქარდავა. ბაჩუკი ქარდავა ედპ-ის ლიდერი იყო.
გარდაცვალებაზე ინფორმაციას პარტიის პრესსპიკერი კატო შინდაგორიძე ავრცელებს.
ბაჩუკი ქარდავა ედპ-ს დამფუძნებელ გიორგი ჭანტურიასთან 1991 წლიდან თანამშრომლობდა.1993 წელს ის ედპ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატის (აედ-ის) დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 1993-1994 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაციონალური საბჭოს
ჩხოროწყუს 2025 წლის ბიუჯეტს “ნაციონალურმა მოძრაობამ” სრული შემადგენლობით დაუჭირა მხარი. გაუგებარია მათი “განსხვავებული” პოზიცია ზუგდიდში.
მალხაზ თორია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/596165982796835
რადგან აღვირახსნილ, ბინძურ კამპანიას ვადევნებთ თვალს, იძულებული ვარ, ასეთ მძიმე დროს, პარტიულ დაფინანსებაზეც მოვყვე რაღაც ანა-ბანა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა წერს, რითიც საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე 6 პოლიტიკური გაერთიანების დაფინანსების მიღებას ეხმიანება.
მისივე განცხადებვით, პოლიტიკური ფინანსები საერთოდ არ არის კავშირში ვინმესთვის ან/და რამის
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს ერთიან სიას „ქართული ოცნების” იმ მაღალჩინოსნების, რომლებიც დასავლეთმა დაასანქცირა. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ სანქცირებული 150-ზე მეტი პირისგან მხოლოდ 45-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული.
ბიძინა ივანიშვილი – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა;
ირაკლი კობახიძე – სავიზო და სა
პოლიტიკური ფინანსები საერთოდ არ არის კავშირში ვინმესთვის ან/და რამისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებასთან - თუ კობახიძეს და “ოცნებას” ლეგიტიმაცია სჭირდება (რომელიც ვერასდროს ექნება) ისევ ასადს, მადუროს და ლუკაშენკოს „მიაწვეს“, “ოპოზიციიდან” კიდევ სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილ მაჭარაშვილს, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საბიუჯეტო დაფინანსება არ არის ივანიშვილის „მოწყალება“ და ბიუჯეტიდან ეს ფული ამომრჩეველს
გერმანიის საელჩო, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს იმ გადაწყვეტილებასთან ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობასთან 237 მილიონი ევროს ღირებულების დაგეგმილ პროექტებს აჩერებენ.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეჩერებულ პროექტებში იგულისხმება საქართველოში მწვანე წყალბადის მეურნეობის განვითარების, ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და საქართველოში ენერგეტიკული ქსელების გაფართოების პროექტების დაფინანსება.
„ამგვარად
მედიატორი გიორგი აბულაძე წერს, რომ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო 2025 წლიდან ხელშეკრულება აღარ გაუგრძელებს. ის ამას უკავშირებს 30 ნოემბრის განცხადებას, რომლის ფარგლებშიც მედიატორები მთავრობის განცხადებას გაემიჯნნენ.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ „დეზინფორმაციაა”, თითქოს სააგენტოდან თანამშრომლები პოლიტიკური ნი
პრეზიდენტის ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ასე რომ, ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანულ პოდკასტ Rest Is Politics-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, რის გაკეთებას აპირებს კვირას, როდესაც მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის შესახებ კვირას გახდება ცნობილი.
„ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან მმართვე
28 ნოემბრის შემდგომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე 10 ქალის დაკავების თაობაზე შემოვიდა შეტყობინება -ქალების განცხადებით, დაკავების პროცესში სპეცრაზმი მათ ფიზიკურად გაუსწორდათ, ემუქრებოდნენ გაუპატიურებითა და სიცოცხლის მოსპობით, - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საპროტესტო აქციებზე დაკავებულ ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობისა და სექსუალური შინაარსი
ცენტრალური საარჩევნო კომიისიის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების საფუძველზე ბიუჯეტიდან დაფინანსების უფლება ექვსმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოიპოვა. ესენი არიან:
„ქართული ოცნება“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
„კოალიცია ცვლილებისთვის“
„გახარია საქართველოსთვის“
„ლელო საქართველოსთვის“
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
„გირჩი“
რას ამბობს კანონი
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის 30-ე მუხლით, ბიუჯეტიდან გამოყოფილ