Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.033.217

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა მზია ამაღლობელის პატიმრობა სასამართლოსთან გააპროტესტეს

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ქალთა ორგანიზაცია გმობს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, რაც აშკარად უსამართლო და არაპროპორციულია. ამის შესახებ პარტიის წევრებმა დღეს თბილისში, სააპელაციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე განაცხადეს. “პოლიციელის მხრიდან მრავალჯერადი სიტყვიერი შეურაცხყოფის და ადგილზე განხორციელებული არაერთი უკანონობის შემდეგ ემოციურ მდგომარეობაში გაწნული ერთჯერადი სილის გამო მზია ამაღლობელისთვის უმძიმესი ბრალდებ

სოფო ხორგუანი - პრობლემები და მიღწეული შედეგები - საკმარისად ინფორმირებულნი არიან თუ არა იმედგაცრუებული მოქალაქეები და გეგმავს თუ არა პარტია „საქართველოსთვის“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას

პრობლემები და მიღწეული შედეგები - საკმარისად ინფორმირებულნი არიან თუ არა იმედგაცრუებული მოქალაქეები და გეგმავს თუ არა პარტია „საქართველოსთვის“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.      ინტერვიუ სოფიო ხორგუანთან „კვირის აქცენტში“: პარტიის ხედვა და სამომავლო გეგმები   video: https://www.facebook.com/SophiaKhorguaniofficial/videos/2410656485966569

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიას მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ სკვერის მოწყობის თაობაზე თანხმობა ჯერ არ გაუცია, მაგრამ „უმოკლეს დროში“ გასცემს

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიას ჯერჯერობით მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სკვერის მოწყობის შესახებ თანხმობა არ გაუცია, მაგრამ ნებართვის გაცემას გეგმავენ. მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია ისტორიული ზონაა, რისთვისაც პროექტის დამტკიცებამდე საბჭოს თანხმობაა საჭირო, ხოლო ტენდერის გამოცხადება საჭირო არ არის. „მთავრობის ადმინისტრაციის წინ სკვერის მშენებლობის შესახებ მერიაში პროექტი გასულ კვირას შემოვიდა, დღე არ მახსოვს. ჯერჯერობით თანხმ

უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთის ჯარი აგრძელებს საზარელი ომის დანაშაულების ჩადენას უკრაინაში - უშუალო დამნაშავეები და რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობა უდავოდ დაისჯებიან

რუსეთის ფედერაციის ჯარი აგრძელებს საზარელი ომის დანაშაულების ჩადენას უკრაინაში, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელზეც რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვესთვის თავის მოჭრის ფაქტია ასახული. ამასთან, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს რუსი ჯარისკაცების მხრიდან უკრაინელი ხალხისა და სამხედრო ტყვეების მიმართ ჩადენილი პირველი სისასტიკე არ არის. უკრაინის საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირ

BBC-ი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ფილმს აქვეყნებს, რომელშიც დავით კეზერაშვილი საქართველოში ქოლცენტრების დამფუძნებლად სახელდება და მას “მისტერ ოფშორად” მოიხსენიებენ

ე.წ. ქოლცენტრების თაღლითურ სქემაზე BBC-ის ფილმში დავით კეზერაშვილი საქართველოში მდებარე ბევრი ქოლცენტრის დამფუძნებლად სახელდება. BBC-ის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი ქოლცენტრების უმრავლესობა ე.წ. პიქსელის შენობაში მდებარეობდა და ბევრი მათგანი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ იყო დაფუძნებული ან დარეგისტრირებული. ფილმში მას “მისტერ ოფშორად” მოიხსენიებენ. BBC-ის გადამღები ჯგუფი ერთ-ერთი ქოლცენტრის ოფისში ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ სპ

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა თავისუფალია, გადაადგილება შენელებულია მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალის კვანძებთან

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ამჟამად მოძრაობა თავისუფალია და, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაადგილება შენელებულია მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალის კვანძებთან, – ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, რიკოთის მონაკვეთზე მონიტორინგის ჯგუფები აგრძელებენ 24-საათიან მკაცრ მონიტორინგს. „რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, დაწესებული სპეციალური რეჟიმის შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობდა მისაბმელიანი, ნახევრად მი

ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთი წლის წინ ამ დღეს ჩვენ ყველა ვლოცულობდით, რომ უკრაინას გაეძლო - დღეს ვლოცულობთ უკრაინის გამარჯვებისთვის

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ უფლის აღდგომის დღესასწაულს. მისი მთავარი სიმბოლოა გამარჯვება: სიკეთის გამარჯვება, სიმართლის გამარჯვება, სიცოცხლის გამარჯვება. აღდგომას აღვნიშნავთ ამ გამარჯვებების შეუქცევადობის ურყევი რწმენით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკრაინელებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა. „ერთი წლის წინ ამ დღეს ჩვენ ყველა ვლოცულობდით, რომ უკრაინას გაეძლო. დღეს ვლოცულობთ უკრაინის გამარჯვებისთვის. ჩვენ არა უბრალოდ ველოდებით და ვითხოვთ, არამედ ვი

ვახუშტი მენაბდე - პროცედურული ომი არის ლეგიტიმური ინსტრუმენტი, რომელსაც დეპუტატები იყენებენ ხოლმე, ამ შემთხვევაში კი უკანონობასთან გვაქვს საქმე

პროცედურული ომი ლეგიტიმური ინსტრუმენტი, რომელსაც დეპუტატები იყენებენ ხოლმე, ამ შემთხვევაში უკანონობასთან გვაქვს საქმე - რეალურად კონსტიტუციის დარღვევას აქვს ადგილი! - ასე აფასებს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილებას, კენჭისყრის წინ რეგისტრაციის არგავლის გზით არ მისცეს ოპოზიციას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა. მენაბდის თქმით, ხელისუფლების ეს ნაბიჯი ფორმალურად პროცედურული ომია, თუმცა რეალურად კონსტიტუციის დარღვევაა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 40 ფიზიკურ და 382 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა, მათ შორის სანქცირებულია რუსეთის ცესკო და პოლიტიკური პარტიები

უკრაინამ რუსული პოლიტიკური პარტიებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელი დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა. გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები ჯამურად 320-ზე მეტ რუსულ კომპანიასა და 40 ფიზიკურ პირს ეხება. ფიზიკური პირებიდან 25 რუსეთის მოქალაქეა, 4 შვეიცარიის მოქალაქე, 2 ირანის მოქალაქე, 8 მალის მოქალაქე და ერთი პირი დაუდგენელი მოქალაქეობით. სანქცირებული

პრეზიდენტი - რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს ორიენტაციაზე - ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს სწორედ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების დროა და არა ყოყმანის

ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს სწორედ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების დროა და არა ყოყმანის - რუსეთის მიმართ გზავნილი მკაფიო და ერთგვაროვანი უნდა იყოს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ გადაწყვეტილებაზე და ორიენტაციაზე არ ახდენს. „

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე 9 მაისთან დაკავშირებით - ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ მტრის მზაკვრული ქმედებისთვის და თავდაცვისთვის

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი არ გამორიცხავს, რომ 9 მაისს, როდესაც რუსები 1941-1945 წლების „დიდ სამამულო ომში" „გამარჯვების დღეს“ აღნიშნავენ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია გამწვავდეს. „შეუძლებელია 100%-ით დადასტურება ან უარყოფა. ვიდრე ომი გაგრძელდება ესკალაციის ალბათობა ყოველთვის იქნება, თარიღის მიუხედავად“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. მალიარის თქმით, რუსებს უყვართ თარიღები და ისტორიული პარალელები, მაგრამ იყო საკმაოდ ბევრი ისტორიული და ს

სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ი განმარტავს, რომ აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი და ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირსა და ნატოში სიღრმისეულ შიდა გარდაქმნას, ინსტიტუტების და სამართლის უზენაესობის გაძლიერებას მოითხოვს - მზად ვართ, დავეხმაროთ კიევს, რომ ეს გზა მალე გაიაროს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინის გაწევრიანება როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში ამ ქვეყნისგან სიღრმისეულ შიდა გარდაქმნას, ინსტიტუტების და სამართლის უზენაესობის გაძლიერებას მოითხოვს და ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს ოფიციალურ კიევს იმაში, რომ ალიანსში გაწევრიანების გზა, რაც შეიძლება მალე გაიაროს. მისივე თქმით, ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა იმისთვის, რომ უკრაინის სურვილი გახდეს არამარტო ევროკავშირის, არამედ ნატოს წევრი ქვეყანა, ასრულდეს. „ჩვენ გვაქვს

ოდესის ეპარქიის მეუფე რუსეთის პატრიარქს - თქვენ მიერ „კურთხეული“ რუსული რაკეტა პირდაპირ წმინდათა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა - მივხვდი, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი ხანია არაფერი აქვს საერთო თქვენთან

თქვენ მიერ „კურთხეული“ რუსული რაკეტა პირდაპირ წმინდათა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა. მივხვდი, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი ხანია არაფერი აქვს საერთო თქვენს გაგებასთან, - ამის შესახებ ოდესის ეპარქიის მეუფე, მთავარეპისკოპოსი ვიქტორი წერილში წერს, რომელიც მან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრებს გაუგზავნა და რომელშიც ოდესაში მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარზე განხორციელებულ თავდასხმაზეა საუბარი. „დღეს, როცა ოდესის მაცხო

საგარეო უწყება - შეიარაღებული თავდასხმისას ღაზას სექტორის მიმდებარედ საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა, რომლებიც ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილას არიან

საქართცელოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. უწყების ცნობით, ოთხივე მათგანი იმყოფება უსაფრთხო ადგილას. რაც შეეხება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტომასალებს, უწყება განმარტავს, რომ მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს, ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. "საქართველოს საელჩოს ხელთ არსებული ინფორ

პრეზიდენტი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე - ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს "ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს - მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები

ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. პრეზიდენტი მომხდარს „ქართულ სახელმწიფოებრიობაზე უხეშ თავდასხმად“ აფასებს. სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები. „ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს "ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს. სასწრაფოდ მოვუწოდებ

საია - ლეგიტიმური პროტესტის მე-9 ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა - მთელი ღამის განმავლობაში ცხელ ხაზზე 51 დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია

ლეგიტიმური პროტესტის მე-9 ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა შსს-ს მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება: ფიზიკური ანგარიშსწორება, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მიმართ მუქარა და გინება, ძალადობრივი უკანონო დაკავება, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, ასევე, ფიზიკურ პირთა დაჯგუფებების ჩართულობა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათი თქ

„შიდა დისკუსიები არაზუსტად წარმოჩინდა" - რუმინეთი იმედგაცრუებას გამოთქვამს

„ქართული ოცნების” პრემიერის, ირაკლი კობახიძის მადლობის შემდეგ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ღრმა იმედგაცრუებას გამოთქვამს „ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის გამო”. როგორც დღეს კობახიძემ განაცხადა: მოგვიანებით რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა: საუბარია 16 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სადაც მინისტრები შეთანხმდნენ ქართული დიპლომატი

„უკვე ოდირის შეფასებითაც - ეს არის ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც ამ საუკუნეში საქართველოში ჩატარებულა“ - ბრაჭველი

ეუთო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნას აქვეყნებს. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკავშირდება ახლახან მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნაბიჯებს საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რაც საარჩევნო დღის პრაქტიკას

სოფიო ხორგუანი - არსებობს სამართლებრივი გზები, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს კონსტიტუციურ ჩარჩოში... მთავარია ნება, რომ ამ შეთანხმებაზე წამოვიდეს რეჟიმი (ვიდეო)

„29 დეკემბერს არ მთავრდება საქართველოს რეალობა, არსებობს სამართლებრივი გზები, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს კონსტიტუციურ ჩარჩოში. მთავარია ნება, რომ ამ შეთანხმებაზე წამოვიდეს რეჟიმი…“ - სოფიო ხორგუანი სტუმრად პალიტრანიუსში, „პოლიტიკურ სივრცეში“ ვიდეო: https://www.facebook.com/SophiaKhorguaniofficial/videos/1128299278733804

რუსთაველზე დაკავებული გია ჯვარშეიშვილი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი

რუსთაველის გამზირზე დაკავებული შშმ აქტივისტი, გია ჯვარშეიშვილი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. მასთან არის მისი ადვოკატი. კლინიკის შენობასთან მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე მანქანა. ჯვარშეიშვილის მეგობრის თქმით, დაკავებული ნაცემია, თუმცა, ხელზე კვლავ ბორკილები ადევს, ხოლო ექიმები მას უხეშად ექცევიან. გია ჯვარშეიშვილი 11 იანვარს დააკავეს. ვიდეოში, რომელიც „ახალის” წევრმა, ნანა მალაშხიამ გადაიღო და ჯვარშეიშვილის დაკავებას ასახავს, ისმის ხმა: „მიშველეთ”. „პუბლი

აქციაზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული მათე დევიძე - მოსამართლემ არ გაითვალისწინა ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ოჯახს, საყვარელ მეგობრებს - ჩემი გიტარა მენატრება

ჩემი გიტარა მენატრება, - ამ სიტყვებით მიმართა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულმა 21 წლის მათე დევიძემ მოსამართლე დავით მგელიაშვილს. დევიძემ მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვისას მოსამართლეს უთხრა, რომ ის პატიმრობას არ იმსახურებს. „იმ ინციდენტის შემდეგ არ გაითვალისწინა მოსამართლემ ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ჩემს ოჯახს, საყვარელ მეგობრებს, ჩემი გიტარა მენატრება. პატიმრობა ეს არის ყველაზე უკიდურესი ვარიანტი, ჩემს პირობებში არანაირად არ ვიმსახ

ანა ბუჩუკური - ბრიტანეთში, თემთა პალატაში უკვე დაიწყო საუბარი რეჟიმის მთავარ საყრდენ, ტელეკომპანია “იმედის” შესაძლო პასუხისმგებლობაზე (ვიდეო)

ბრიტანეთში, თემთა პალატაში უკვე დაიწყო საუბარი რეჟიმის მთავარ საყრდენ, ტელეკომპანია “იმედის” შესაძლო პასუხისმგებლობაზე.     ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1114610976819926

ანა ბუჩუკური - ერთ მშვენიერ დღეს და არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, ე.წ. ხელისუფლება აღმოაჩენს, რომ თურმე დონალდ ტრამპიც „დიფ სთეითის“ პარტიის წარმომადგენელი ყოფილა

ერთ მშვენიერ დღეს და არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, დღევანდელი ე.წ. ხელისუფლება აღმოაჩენს, რომ თურმე დონალდ ტრამპიც „დიფ სთეითის“ პარტიის წარმომადგენელი ყოფილა - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განუცხადა. მისივე თქმით, დონალდ ტრამპის მიერ გაჟღერებული საერთაშორისო მიმართულების გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანია. „დონალდ ტრამპი არის აშშ-ის მიერ არჩეული პრეზიდენტი, განსხვავებით იმ ე.წ. ხელისუფლებისგან, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს. რაც შეეხება მის გზა

შინაგან საქმეთა და მიგრაციის ევროკომისარი - საქართველოს მზარდი დემოკრატიული ვარდნა ძალიან საგანგაშოა - მოვუწოდებთ ოფიციალურ პირებს, სწრაფი ქმედება განახორციელონ, რათა დაძაბულობა განიმუხტოს

უსამართლოდ დაპატიმრებულები უნდა გაათავისუფლონ, ძალადობის აქტები უნდა გამოიძიოს და პასუხისმგებლობა უნდა იყოს სამართალდამცავებისთვის, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ უკანონო ქმედებებში, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა და მიგრაციის ევროკომისარმა, მაგნუს ბრუნერმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „50 დღეზე მეტია ქართველები ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში გამოდიან უპრეცედენტო პროტესტით, იბრძვიან თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის, რომელიც ევროპული ოჯახის წევრი იქნება, და იყენებენ ფუნდამენ
×
×
  • შექმენი...