Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.085.468

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

დმიტრო კულება - ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები თუ შემოგვთავაზებენ დადებით წინადადებებს, მაგრამ არცერთ ნაბიჯს არ გადადგამენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ, ჩვენთვის მიუღებელი იქნება

უკრაინა ნატო-ს მომდევნო სამიტზე ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმართულ რეალურ ნაბიჯებს ელოდება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა. „თუ მოკავშირეები ვილნიუსში, ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე უბრალოდ 130-ედ დაადასტურებენ ღია კარის პოლიტიკას, მაშინ უკრაინისთვის ეს სამიტის მიუღებელი შედეგი იქნება. თუ ისინი შეეცდებიან ვილნიუსში შემოგვთავაზონ ნატო-სთან თანამშრომლების გასაღრმავებლად დადებითი წინადადებები, მაგრამ არცერთ ნაბიჯს არ გადადგამ

პრეზიდენტი - ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც საფრთხეები ძალიან გახშირდა - თავდაცვის ძალების როლი კიდევ უფრო იზრდება და მოითხოვს კიდევ მეტ პროფესიონალიზმს, მოქნილობას და ცოდნას

მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, მადლიერებას და ნდობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ქვეყანაში თავდაცვის ძალების მნიშვნელობაზე და როლზე გაამახვილა ყურადღება. „დღეს,როგორც ყოველ წელს, თქვენთან ერთად შევიკრიბეთ და სიამაყით აღვნიშნავთ თავდაცვის ძალების დღეს, თუმცა, ეს დღე არ არის და არც უნდა იყოს მხოლოდ ფორმალური ცერემონიალური თუ პა

პრეზიდენტი - კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია! - საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია!

კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია! - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას. „კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი

ლარს ლოკე რასმუსენი - დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება - დიახ

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დროა. დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ლარს ლოკე რასმუსენმა აღნიშნა, საქართველოში მის ვიზიტს სამი მიზანი აქვს. „პირველი, გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიუ

პარლამენტში გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან მხოლოდ სამი ვაკანსია შეივსო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან მხოლოდ სამი ვაკანსია შეივსო. კენჭისყრაზე წარდგენილი დანარჩენი კანდიდატებიდან (კენჭი სულ 29 კანდიდატს ეყარა) ასარჩევად საჭირო 90 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად კი მეორე ტური გაიმართება, სადაც ოთხი - სხვებთან შედარებით მეტი მხარდაჭერის მქონე კანდიდატები გადავიდნენ. ეს კანდიდატები არიან რუსუდან კვინიკაძე (89 ხმა), გოგა კიკა

იენს სტოლტენბერგი - მნიშვნელოვანია საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რაც ჩვენ გვწამს - ველით, რომ ნატოს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რაც ჩვენ ყველას გვწამს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის ფორუმზე განაცხადა. ნატოს გენმდივანმა ისაუბრა საქართველოს მაგალითზე, რუსეთის აგრესიული ქმედებების კონტექსტში. “საქართველო ქცევის მოდელის ნაწილია, ვინაიდან, როგორც ვთქვი, 2014 წელს უკრაინაში დაიწყო ომი, მაგრამ მეზობლების წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებები 2014 წელს არ დაიწყო, როგორც მინიმუმ 2008 წელს დაიწყო საქართველო

ვიოლა ფონ კრამონი - სრული დამოუკიდებლობის მიღწევა ადვილი არ არის იმ დროს, როდესაც შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს კვლავ სხვა მიმართულებით უბიძგებენ - ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას

ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას სრული დამოუკიდებლობის მიღწევამდე გასავლელ გზაზე. ეს არ არის ადვილი იმ დროს, როდესაც შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს კვლავ სხვა მიმართულებით უბიძგებენ, - ამ სიტყვებით ულოცავს ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. „გილოცავთ, საქართველო! დამოუკიდებლობის აღდგენიდან 32 წელი გავიდა. როგორც საქართველოს დიდი მეგობარი და დიდი გულშემატკივარი, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ტაში დაგიკრათ და მოგილოცოთ. ევროკავშირი გააგრძელ

ირაკლი კობახიძე - როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე, თებერვალში გავაუქმებთ ამ კანონს

როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე, ჩვენ თებერვალში გავაუქმებთ ამ კანონს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, თუ ევროკომისია პერსონალიზებულ მიდგომას შეინარჩუნებს და ევრორეკომენდაციებში დეოლიგარქიზაციის პუნქტს დატოვებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ძალში შევა. როგორც კობახიძე აცხადებს, ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის რეკომენდაციებს შორის წინააღმდეგობაა. კერძოდ, მმართველი

პაველ ჰერჩინსკი - დეოლიგარქიზაცია 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია - საქართველოში უნდა შეიქმნას გარემო იმისთვის, რომ მდიდარ ადამიანებს არ მიეცეთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის საშუალება

ველით, რომ საქართველო გადაწყვეტს პოლიტიკურ ცხოვრებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული ზეგავლენის საკითხს - უნდა შეიქმნას გარემო იმისთვის, რომ მდიდარ ადამიანებს არ მიეცეთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის საშუალება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩს შეკითხვა დაუსვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ, რომლის თქმითაც „რადიკალური ოპოზიციის დეზი

აშშ-ის ელჩი - ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკელებისა და ქართველების დემოკრატიის არჩევანს ვეტყვი, რომ გაიხსენონ ისტორია, გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა, რომ ძირი გამოეთხარა ქართული ენის, რელიგიის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის

მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკელებისა და ქართველების მიერ დემოკრატიის არჩევანს, ან ვინც უარს აცხადებს საერთო ღირებულებებზე, ვეტყვი, რომ გაიხსენონ ისტორია, გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა იმისათვის, რომ ძირი გამოეთხარა ქართული ენის, თქვენი რელიგიის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის მიღებაზე განაცხადა. როგორც აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, ამერიკელი ხალხი მუდამ მზად არის ქართველთა თანადგომისთვის.

ჯო ბაიდენი - „ჰამასსა“ და პუტინს საერთო აქვთ ის, რომ ორივეს სურს მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება - ვერ და არ დავუშვებთ, ისეთმა ტერორისტებმა, როგორიც „ჰამასია“ და ისეთმა ტირანებმა, როგორიც პუტინია, გაიმარჯვონ

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი „ჰამასის“ და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებებს გმობს და აცხადებს, რომ ისრაელზე თავდასხმებს და უკრაინაში შეჭრას საერთო მოტივი აქვს. „„ჰამასი“ და პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ საერთო ეს აქვთ : ორივეს სურს მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება, სრული განადგურება. ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ, ისეთმა ტერორისტებმა, როგორიც „ჰამასია“ და ისეთმა ტირანებმა, როგორიც პუტინია, გაიმარჯვონ. არ დავუშვებ, ეს მოხდეს“, - აღნიშნა ბაიდენმა, როდ

ოლექსი გონჩარენკო - ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციას საპრეზიდენტო არჩევნების 31 მარტს ჩატარებისთვის მომზადება დაავალა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლის 31 მარტს ჩატარების შესახებ, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა. „ჩემი ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მომავალ წელს. მან დაავალა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოემზადოს არჩევნებისთვის, რომელიც დაგეგმილია 2024 წლის 31 მარტისთვის“, - განაცხადა გონჩარენკომ. მისი თქმით, ხელისუფლება გეგმავს, საზოგადოებას არ

შარლ მიშელი - პოლიტიკური ნება არსებობს, რომ ჩვენი საზღვრები გავხსნათ, რათა გვქონდეს სტაბილურობა, მშვიდობა და უკეთესი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი

უკრაინის წინააღმდეგ ომმა სრულიად შეცვალა ევროპული პარადიგმა, ვინაიდან რამდენიმე ხნის წინ არა ნატო, არამედ ევროკავშირი იყო ის, ვინც უკრაინას შეიარაღება მისცა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა. "ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, დემოკრატიულ პრინციპებზე, თავისუფლებაზე, ადამიანის სიცოცხლეზე და ამის დავიწყება არ შეგვიძლია. ვხედავთ, რომ ახლა ეს პრინ

კახაბერ ქემოკლიძე -  ეს არის (პარტიის გუნდის წევრებზე თავდასხმა) პირდაპირი რეფლექსირება იმის, რაც ივანიშვილმა განცხადების დონეზე გააკეთა რამოდენიმე დღის წინ, როდესაც მან პირდაპირი მუქარა, აგრესიით წაახალისა ძალადობა ჩვენს გუნდზე

ეს არის პირდაპირი რეფლექსირება იმის, რაც ივანიშვილმა განცხადების დონეზე გააკეთა რამოდენიმე დღის წინ, როდესაც მან პირდაპირი მუქარა, აგრესიით წაახალისა ძალადობა ჩვენს გუნდზე.  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1966373507110081/

პეტიცია: მოვუწოდებთ ბანკებს, დააწესონ სასესხო შეღავათები პროტესტში მონაწილეებისთვის

შეიქმნა პეტიცია, სადაც ხელმომწერები საქართველოში მოქმედ ბანკებსა და საფინანსო ინსტიტუტებს პროტესტის მონაწილეთა მიმართ სასესხო შეღავათების მოთხოვნის შესახებ მიმართავენ. პეტიციის ტექსტს გთავაზობთ სრულად: პუბლიკა

სალომე ზურაბიშვილი - ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოს დღეს მხარდაჭერა სჭირდება, დარწმუნებული ვარ, რომ ის საქართველოს ძლიერი მოკავშირე იქნება

ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოს დღეს მხარდაჭერა სჭირდება, დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი საქართველოს ძლიერი მოკავშირე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე - რა უნდა გაიგონ ამერიკელებმა, რომლებმაც შეიძლება ბოლომდე არ იციან ეს საკითხი, იმ საქართველოს მთავრობის რისკზე, რომელიც რუსეთის, ირანისა და ჩინეთის მოკავშირეა? - ზურაბიშვილმა უპასუხა: „[რუსეთის, ირანისა და ჩინეთის მოკავშირე საქართვ

დონალდ ტრამპი - ამერიკის ოქროს ხანა იწყება - ჩვენი ყველა ქვეყანას შეშურდება და თავს უფლებას არ მივცემთ, ჩვენით ბოროტად ისარგებლონ

ახლა ამერიკის ოქროს ხანა იწყება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „დღეიდან ჩვენი ქვეყანა კვლავ აყვავდება და მთელ მსოფლიოში პატივსაცემი გახდება. ჩვენი ყველა ქვეყანას შეშურდება და საკუთარ თავს უფლებას არ მივცემთ, რომ ჩვენით ბოროტად ისარგებლონ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამაყი, აყვავებული და თავისუფალი ქვეყნის შექმნა იქნება. ამერიკა მალე უფრო დიდი, ძლიერი და გამორჩეული გახდება, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ბერდია სიჭინავა - არც ერთი თავდამსხმელი არ დარჩება დაუსჯელი, გიორგი გახარიას  არ აინტერესებს მარიონეტების საკითხი, ამ თავდასხმის დამკვეთთან აქვს საქმე (ვიდეო)

“შერატონ ბათუმი” მომხდარი დანაშაულის, შემდეგ კი მტკიცებულებების განადგურების თანამზრახველია . დაველოდებით გამოძიებას, შეძლებენ თუ არა საკუთარი თავის გადარჩენას და საქმის გამოძიებას. არც ერთი თავდამსხმელი არ დარჩება დაუსჯელი, გიორგი გახარიას  არ აინტერესებს მარიონეტების საკითხი, ამ თავდასხმის დამკვეთთან აქვს საქმე. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1646863152888132

ზაზა თავაძე - დღეს ჩვენ ვხედავთ პოლიციურ სახელმწიფოს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აყალიბებს - პოლიციურ სახელმწიფოში კონსტიტუციის და კანონმდებლობის მოქმედებას ადგილი არ აქვს

მზია ამაღლობელი იცავდა თავს და პოლიციელი, რომელიც იქცევა პოლიციელის მუნდირისთვის შეუსაბამოდ, მაშინ ის არ არის პოლიციელი და, შესაბამისად, არც მზია ამაღლობელს ჩაუდენია დანაშაული პოლიციელის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია „გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელმა ზაზა თავაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა. თავაძის თქმით, პოლიციურ სახელმწიფოში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა, კანონმდებლობის მოქმედებას ადგილი არ

სალომე ზურაბიშვილი - გადაწყვეტილება უცხოური აგენტების კანონზე რეაგირების მიზნით დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე გარკვეულწილად უჩვეულოა - დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები

ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე უცხოური აგენტების კანონზე რეაგირების მიზნით, გარკვეულწილად უჩვეულოა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „მას შემდეგ საქართველომ უარესი განიცადა: მოპარული არჩევნები, ევროპული გზის შეჩერება, მასობრივი პროტესტი, ძალადობრივი რეპრესიები. დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები!”- წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის საბ

ქურდოვანიძე: მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, ამბობს, რომ გაუძლებს და სასამართლო პროცესში მიიღებს მონაწილეობას

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და გეგმავს, რომ სასამართლო პროცესში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც მარტშია ჩანიშნული. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელი დღეს მოინახულა. როგორც მან მონახულების შემდეგ განაცხადა, ამაღლობელი შედარებით უფრო სუსტად გრძნობს თავს, ვიდრე მანამდე, როდესაც ქურდოვანიძემ ბოლოს ის მოინახულ

სოფო ხორგუანი - ახალგაზრდა ბიჭს ჩაავლეს ხელი და გაიტაცეს... ვცადე მისი გადარჩენა, მაგრამ ვერ მოვახერხე, შემდეგ უკნიდან მკრა ვიღაცამ ხელი და წავიქეცი - გაბრაზებაც ვერ მოვასწარი, გაოგნებული დავრჩი

"ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში და რეალობაში, სადაც 44 წლის ზამირ კვეკვესკირმა თავი დაიწვა, 24-ე დღეა მზია ამაღლობელი შიმშილობს, მე-19 დღეა თემურ ქამათაძე შიმშილობს, მე 6 დღეა დმანისში ლაშა ჩხვიმიანი შიმშილობს. ხვალ ბევრნი უნდა ჩავიდეთ დმანისში და გვერდით დავუდგეთ ლაშას, რათა შიმშილობა შეწყვიტოს. დღევანდელ დღეს რაც შეეხება, ეს იყო უპრეცედენტოდ მშვიდობიანი აქცია. ტროტუარზე გადავადგილდებოდით, როგორც პოლიციას შევუთანხმდით, შემდეგ გვითხრეს, რომ მეორე მხარეს გადავსულიყავით. თითქოს არაფერი ხდებოდა. თავიდ

ლევან გოგიჩაიშვილი - დღეს "ოცნების" რეჟიმი არის განყოფილება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო მოაქციოს იზოლაციაში, მოუსპოს უსაფრთხოების გარანტები, ამოაგდოს ევროპული სივრციდან და მიაბას მტერს - რუსეთს!

"დღეს "ოცნების" რეჟიმი არის განყოფილება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო მოაქციოს იზოლაციაში, მოუსპოს უსაფრთხოების გარანტები, ამოაგდოს ევროპული სივრციდან და მიაბას მტერს - რუსეთს!" ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1134264634904377

გახარია - სამწუხაროდ, გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული სამეცნიერო თანამშრომლობის შეჩერება "ოცნების“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რომელიც უნივერსიტეტებზე ავტორიტარული კონტროლის დამყარებას ცდილობს

"ქართველ ახალგაზრდებს ივანიშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მორიგი ფასის გადახდა უწევთ. ოცნებამ არ იკმარა თავისუფლების დასაცავად ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების ცემა. რეჟიმი მათ მომავალს და არსებულ შესაძლებლობებს ართმევს. სამწუხაროდ, გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული სამეცნიერო თანამშრომლობის შეჩერება "ოცნების“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რომელიც უნივერსიტეტებზე ავტორიტარული კონტროლის დამყარებას ცდილობს. მადლობელი ვართ ჩვენი გერმანელი პარტნიორების მხრიდან ქართველი სტუდენტე

ბექა ლილუაშვილი - პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც საუბრობენ რაღაც გაერთიანებებზე, თავისი კოალიციებიც კი ეშლებათ, სუბიექტები გადიან - როგორ შეიძლება მათი წინადადება ჩვენ პრაგმატულ ნაბიჯად განვიხილოთ?

ერთის მხრივ, ამბობენ, რომ ოპოზიცია სუსტია, ამბობენ, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს და მეორეს მხრივ, კანონმდებლობას ცვლიან, რათა კიდევ უფრო მეტად დაამყარონ კონტროლი საარჩევნო კანონმდებლობაზე , - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ემზადება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს მართული ყველა ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნებზე. “ჩვენ, ოპოზიციური ძალები ყოველთვ
×
×
  • შექმენი...