Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.099.787

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოთხოვნები დაასახელეს, რომელთა შესასრულებლად ხელისუფლებას ერთსაათიანი ვადა მისცეს

პარლამენტის წინ, რუსეთთან პირდაპირი ფრენების წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოთხოვნები დაასახელეს, რომელთა შესასრულებლად ხელისუფლებას ერთსაათიანი ვადა მისცეს. კერძოდ, აქტივისტები ითხოვენ, რომ გათავისუფლდნენ დღეს, ყვარელში გამართულ აქციაზე დაკავებულები და "ქართულმა ოცნებამ" რუსეთთან ფრენების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღოს. "ბიძინა ივანიშვილი 22:00 საათზე იძინებს ხოლმე, ამიტომ ერთ საათში, 21:00-დან 22:00 საათამდე გვინდა პასუხი, უშვებენ თუ არა პატიმრებს და აუქმებენ თუ

ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენის აკრძალვა - ეს არის სანქცია, რაც რუსეთთან ესკალაციას ნიშნავს - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილის პოზიციით, რუსეთთან ფრენების აკრძალვა და სავიზო რეჟიმის შემოღება იგივეა, რაც რუსეთისთვის სანქციების დაწესება. სანქციების დაწესება კი, პაპუაშვილის თქმით, მოიტანს ესკალაციას და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებას რუსეთთან. პარლამენტის თავმდჯომარის თქმით, თუკი საქართველო რუსეთს ფრენებს აუკრძალავს და სანქციებს შეუერთდება „რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომების და შედეგების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი იქნება.“ შალვა პაპუაშვილის თქმით, „ის ადამიანები, ვ

ემანუელ მაკრონი კახოვკის ჰესის აფეთქებაზე - საფრანგეთი გმობს ამ სასტიკ აქტს - საფრანგეთი უკრაინას უახლოეს საათებში დახმარებას გაუგზავნის

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრის დროს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის შედეგები განიხილეს. უკრაინელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ მაკრონმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ საფრანგეთი უკრაინას რამდენიმე საათში დახმარებას გაუწევს. "პრეზიდენტ ზელენსკისთან გამოვხატე ჩემი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ კახოვკის კაშხალზე თავდასხმის შემდეგ. საფრანგეთი გმობს ამ სასტიკ აქტს, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. უახლოეს საათებშ

ირაკლი კობახიძე - პოლარიზაცია არის პრობლემური პუნქტი, რომელიც რეფორმებით ვერ დასრულდება, ოპოზიციაში რადიკალიზმის შემცირება სჭირდება - რეფორმების განხორციელების კუთხით პირნათელი ვართ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პუნქტი ივნისის ბოლომდე შესრულდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იმედი აქვს, რომ დეკემბერში სამართლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. “ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ 12 - პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე. ივნისის ბოლომდე დასრულდება ყველა რეფორმის განხორციელება და ქვეყანა იქნება თავიდან ბოლომდე მზად იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. იმედი გვაქვს, ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელ

სუს-ი - სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2022 წელს დაწყებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2022 წელს დაწყებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს, რომლის ფარგლებშიც ლითონის ბოძები და მავთულხლართები უკანონოდ დაამონტაჟეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის ს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინელებმა, ერთ კვირაში, ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით 37 კვ.კმ ტერიტორია გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით - გასული კვირის განმავლობაში მათ 37 კვ. კმ. გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი „ტელეგრამზე“ წერს. „აღმოსავლეთით გრძელდება როგორც შეტევითი, ასევე თავდაცვითი მოქმედებები. მივიწევთ ბახმუტის მიმართულებით, ხოლო მტერი აგრძელებს შეტევას ლიმანის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით. მტერი ცდილობს განდევნოს ჩვენი ჯარები დაკავებული პოზიციებიდან, მაგრამ ღირსე

შსს - ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავეს - ერთ-ერთმა დაკავებულმა ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის 16 წლის ლუკა აბულაძე განზრახ გადაყარა წყალში და სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, ზღვაში 16 წლის ლუკა აბულაძის მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავა. ერთ-ერთს ბრალად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება, ორს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა. უწყების ინფორმაციით, ზ.ს.-მ მკვეთრი მანევრით, ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის ლუკა აბულაძე განზრახ გადაყარა წყალში, ისე რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანხლებ პირებთან, ამჟამად აღნიშნული დანაშაულის შ

გურამ იმნაძე - კვლევის თანახმად, საქართველოში, არასრულწლოვნებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დონე ევროპულს 2-ჯერ აღემატება - მოზარდებში განსაკუთრებული პრობლემა სააფთიაქო ნარკომანიაა

კვლევის თანახმად, საქართველოში, არასრულწლოვნებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დონე ევროპულს 2-ჯერ აღემატება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე აცხადებს. როგორც იმნაძე განმარტავს, მოზარდებში განსაკუთრებული პრობლემა სააფთიაქო ნარკომანიაა. „ევროპის სასკოლო კვლევების შედეგები არსებობს, რომელიც პერიოდულად, 4-5 წელიწადში ერთხელ, მათ შორის, საქართველოშიც ტარდება. თუ არ ვცდები, ეს კვლევა ა

პრეზიდენტი უმრავლესობას - ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო, პირველად იმართება პრეზიდენტის იმპიჩმენტი და ამით თქვენ თავს იწონებთ - 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება ისტორიაში შევა როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე

16 ოქტომბრის გადაწყვეტილება შევა არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე - საკონსტიტუციო სასამართლომ აბუჩად აიგდო და დააკნინა კონსტიტუციის 78-ე მუხლი ევროინტერგრაციის შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო, რომელზეც სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო უ

ბექა ლილუაშვილი - რატომ გაქრა მკაფიო ბმა ევროპულ ინვესტიციებსა და მათ შორის, სტრატეგიულ პროექტებზე საქართველოში და რატომ გახდა ჩინეთი ამ ინვესტიციების ალტერნატივა ?! (ვიდეო)

“მაშინ როცა 2020 წლის საარჩევნო პროგრამაში ძალიან მკაფიოდ ეწერა საქართველოს ბმა, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ეკონომიკური, პოლიტიკური ევროკავშირთან, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ამას ჰქონდა კონკრეტული მიზანი და არსი. ეს ნიშნავს ევროპასთან ქვეყნის დაახლოების პრაქტიკული პოლიტიკის შედეგების მიღებას. მათ შორის ჩვენს ქვეყანაში ევროპული ინვესტიციების მოზიდვას, ევროპული ცოდნის მოზიდვას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და სხვა. ამ მოცემულობის ფონზე მე გულწრფელად ვწუხვარ, როცა “ოცნება”

ნათია მეზვრიშვილი - ვიყოთ თუ არა პროკურატურის იმედზე იქ, სადაც ხელისუფლების ინტერესია ? - უმოქმედობის კონკრეტული მაგალითები (შოვის ტრაგედიიდან კორუფციამდე) (ვიდეო)

ვიყოთ თუ არა პროკურატურის იმედზე იქ, სადაც ხელისუფლების ინტერესია ? - უმოქმედობის კონკრეტული მაგალითები (შოვის ტრაგედიიდან კორუფციამდე)  რატომ უნდა გვაინტერესებდეს ხვალ დაგეგმილი პროკურორთა კონფერენცია ? ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.  393748156_800002661924197_1710788318495525994_n.mp4

დანიის პრემიერი - ევროპამ რუსეთის შეკავების მიზნით თავდაცვის ინდუსტრია უნდა განაახლოს - ძალიან გულუბრყვილოები ვიყავით, როცა ისეთ ქვეყნებზე ვართ დამოკიდებული, რომლებზეც არ უნდა ვიყოთ - გაზი რუსეთიდან, ახალი ტექნოლოგიები ჩინეთიდან

ევროპამ 1930-იანი წლების შეცდომები თავიდან უნდა აირიდოს და რუსეთის შეკავების მიზნით თავდაცვის ინდუსტრია განაახლოს, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. „მე უფრო მეტად აგრესიულ რუსეთს ყველა ასპექტში ვხედავ და არა მხოლოდ უკრაინაში. ვფიქრობ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: არის თუ არა უკრაინა რუსეთის საბოლოო დანიშნულების წერტილი თუ ეს მხოლოდ იმის ნაწილია, რისი მიღწევაც მათ, დიდი რუსეთის ხელახლა აშენებით სურთ?“, - განაცხადა მეტე ფრედერ

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ნატოში საქართველოს ყოფილ ელჩს, სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (CSD) დამფუძნებელს ლევან დოლიძეს ესაუბრა. - ბატონო ლევან, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ აპირებს „აგენტების შესახებ“ კანონის სხვა სახელწოდებით, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ სახელწოდებით მიღებას, ეს საკითხი ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ და განხილვად თემად იქცა. რამდენადაც მახსოვს, თქვენ სამოქალაქ

მიშა დაუშვილი - დღეს “ოცნებას” პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია და ისინი გადართული არიან, რომ, როგორმე ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება

დღეს “ოცნებას” პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია და ისინი გადართული არიან, რომ, როგორმე ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება. ფაქტობრივად, რასაც “ოცნება” აკეთებს ამ დღეებში, არის ძალადობა, ჰიბრიდული ომი და აგრესია საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. საკუთარ მოქალქეებთან და მითუმეტეს ახალგაზრდებთან ბრძოლაში აქამდე არავის არ გაუმარჯვია და ვერც ესენი გაიმარჯვებენ, უბრალოდ დროის ამბავია, ეს ყველაფერი როდის დასრულდება.  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქა

აქციაზე მუშაობის დროს „პუბლიკის" ჟურნალისტი, ლექსო ქეშელაშვილი დააკავეს და სცემეს

საპროტესტო აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს „პუბლიკის” ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს. ალესანდრე ქეშელაშვილი უკვე გაათავისუფლეს. „პუბლიკის” ჟურნალისტი პოლიციამ ძალადობით დააკავა. როგორც ჟურნალსიტი ამბობს, არის ნაცემი, გატეხილი აქვს ცხვირი და გადაჰყავთ საავადმყოფოში. პოლიციამ ალექსანდრე ქეშელაშვილს წაართვა კამერები. „მცემეს, დამაკავეს, კამერები წამართვეს. მივყავარ ჯეო ჰოსპიტალში. დაკავებული ვიყავი. ცხვირი მაქვს გატეხილი. თავზეც ვნახავ, რომ გადამი

სალომე ზურაბიშვილი იტალიის სენატში სიტყვით გამოდის

იტალიის პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი იტალიის სენატის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეების მოწვევით, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საუბრობს.   იპნ

დიმიტრი ცქიტიშვილი - ამ პროტესტის სიმწვავის მიხედვით ივანიშვილმა დროულად უნდა გაანალიზოს, რომ ის არის მარცხისთვის განწირული

ამ პროტესტის სიმწვავის მიხედვით ივანიშვილმა დროულად უნდა გაანალიზოს, რომ ის არის მარცხისთვის განწირული.   დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/891837119769175

ექიმის ინფორმაციით, დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, - ამის შესახებ ექიმმა ხათუნა ხუფენიამ 16 წლის დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. ექიმის თქმით, პაციენტის მკურნალობა რეანიმაციულ დეპარტამენტში გრძელდება. „ამ წუთისთვის პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. პაციენტი შემოყვანილი იქნა ახლობლების მიერ ჩვენს კლინიკაში, მიყენებული აქვს კისერზე ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანებით. იყო შოკურ მდგომარეობაში, ასევე აღენიშნებოდა ორი სისხლმ

მერიის თანამშრომელი: გაგვაფრთხილეს, თუ EU-ს მხარდამჭერ ხელმოწერას არ გავიტანთ, გაგვათავისუფლებენ

თბილისის მერიის თანამშრომელი, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით დაგვიკავშირდა, გვეუბნება, რომ მერია გეგმავს იმ თანამშრომლების გათავისუფლებას, რომელთაც განცხადებას გაავრცელეს და გაემიჯნნენ „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას. წყარო ასევე გვიყვება ერთ-ერთი საქალაქო სამსახურის უფროსის შესახებ, რომელსაც ხელმომწერი თანამშრომლების გათავისუფლება დაავალეს და მან პასუხად თანამდებობა დატოვა. პუბლიკის წყაროს ინფორმაციას ადასტურებს გიგა სოფრომაძე, მერიის ჯანდა

სალომე ზურაბიშვილი - მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები - ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ორბელიანების სასახლეს დატოვებს. „მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები", - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს. ზურაბიშვილის თქმით, ის ქართველი ხალხის ერთგული რჩება. “მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩ

კარლ ბილდტი - საქართველოში რეჟიმმა მანკიანი არჩევნების შემდეგ საკუთარი მარიონეტი პრეზიდენტი დანიშნა

საქართველოში რეჟიმმა თავისი მანკიანი არჩევნების შემდეგ საკუთარი მარიონეტი პრეზიდენტი დანიშნა, სალომე ზურაბიშვილმა კი ხალხის მხარდაჭერის პოლიტიკური ლეგიტიმაცია მიიღო, - ამის შესახებ შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „გადამწყვეტი ორთაბრძოლა საქართველოში. რეჟიმმა თავისი მანკიანი არჩევნების შემდეგ საკუთარი მარიონეტული პრეზიდენტი დანიშნა, სალომე ზურაბიშვილმა კი ხალხის მხარდაჭერის პოლიტიკ

ჯო უილსონი - ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ პატრიოტ თავისუფლების მებრძოლებს, რომლებიც მშვიდობიანი წინააღმდეგობით გაიმარჯვებენ

ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ პატრიოტ თავისუფლების მებრძოლებს, რომლებიც მშვიდობიანი წინააღმდეგობით გაიმარჯვებენ, როგორც ბუქარესტში ჩაუშესკუს გაქცევით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან“, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურს ძალადობა შემდგომი ჩაგვრის მიზნით. “მშვიდობიანი პროტესტი ყველაზე ეფექტურია მარტინ ლუთერ კინგისა და ვაცლავ ჰაველის ტრადიციაში. ომის დამნაშავე პუტინს სურს ძალადობა შემდგომი ჩაგვ

სოცმუშაკები დანაშაულის პრევენციის ცენტრის წინააღმდეგ კოლექტიურ დავას იწყებენ

სოციალური მუშაკები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ კოლექტიურ დავას იწყებენ. სოციალურ მუშაკთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება” აცხადებს, რომ დავას სწორედ პროფკავშირი იწყებს წევრებთან შეთანხმებით. საქმე ეხება უწყებიდან 10-მდე სოციალური მუშაკისთვის ხელშეკრულების არგაგრძელებას – მათ კონტრაქტის ვადა 2024 წლის დეკემბრამდე ჰქონდათ და როგორც ამბობენ, შეთანხმების და სხვა გარემოებების საფუძველზე, 2025 წ

მოსამართლეები რესტორნის ტერიტორიას საპოლიციო ძალების მობილიზების ფონზე ტოვებენ

მოსამართლეები რესტორან „ბაბილოში” ქეიფის შემდეგ, ტერიტორიას პოლიციის განსაკუთრებული მობილიზების ფონზე ტოვებენ – ადგილზე საპოლიციო ძალებმა მედიას არ მისცეს საშუალება მათი გასვლის კადრები გადაეღოთ. მათ აქციის მონაწილეები რესტორნის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან მოშორებით ჩასწიეს და რესტორნის ახლო პერიმეტრი თავად დაიკავეს. მოსამართლეების შეკრების პარალელურად, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა – იქ იმყოფებოდნენ აქციებზე დაკავებული პატიმრების ოჯახის წევრებიც

შსს-ს ინფორმაციით, რესტორან "ბაბილოსთან" საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 9 პირია დაკავებული

თბილისში, რესტორან "ბაბილოსთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 9 პირი დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით, დაკავებულია 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული. შეგახსენებთ, რესტორან „ბაბილოსთან“ აქცია დაახლოებით 15:00 საათიდან მიმდინარეობს, იმ დროიდან, რაც რესტორანში მოსამართლეებმა დაიწყეს შეკრება. რესტორანში კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. ტერიტორიაზე საპოლიციო
×
×
  • შექმენი...