Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.098.514

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ზვიად ძიძიგური - გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნით „ქართული ოცნება“ აშშ-ს ეუბნება: „ჩვენ არ გვაინტერესებს, რას აკეთებთ“ – როცა დამნაშავედ აცხადებენ შენი ქვეყნის თანამდებობის პირებს, რაის „ევროპისკენ“ და რაის „ღირსებით“ მიდიხარ?

ამ ხელისუფლებას არ ეტყობა, რომ თანამდებობის პირების დასანქცირება მათთვის რამე ტიპის მნიშვნელოვანი გზავნილია, ამაზე ღლიცინებენ - როდესაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები დამნაშავედ აცხადებენ შენი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს, რაის ევროპისკენ მიდიხარ და რაის ღირსებით მიდიხარ?- ამის შესახებ ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ერთი მხრივ აშშ-ის მიერ ვახტანგ გომელაურისა და მირზა კ

ლატვიამ საქართველოს კიდევ 13 მოქალაქეს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს 13 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი დროით აეკრძალათ. გადაწყვეტილება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ დღეს მიიღო. საქართველოს 13 მოქალაქის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება ბალტიის ქვეყნების მიერ პროევროპული აქციების ძალადობრივად დაშლის შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრების ნაწილისა და მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული სანქციების გაგრძელებაა.   პუბლიკა

მარგუს ცაჰკნა - ქართველები კვლავ ხმამაღლა და გარკვევით საუბრობენ იმაზე, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც ზურგს აქცევს ევროპასა და დემოკრატიას

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართველები კვლავ ხმამაღლა და გარკვევით საუბრობენ იმაზე, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაზე. „ქართველები კვლავ ხმამაღლა და გარკვევით საუბრობენ იმაზე, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც ზურგს აქცევს ევროპასა და დემოკრატიას“, - წერს მარგუს ცაჰკნა.   იპნ

დიმიტრი ცქიტიშვილი - უზრუნველყოფილი უნდა იქნეს იმ ინსტიტუტების განეიტრალება, რომლებიც არჩევნებს იპარავენ

დღეს გვექნება უფრო მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, საბჭო რას გულისხმობს , - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა, პრეზიდენტთან ოპოზიციის შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელებენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მექანიზმებზე. „დღევანდელი შეხვედრა უკავშირდება იმას, რაზეც ჩვენს მოსაზრებებში არანაირი განსხვავება არ არის, ეს არის დაპატიმრებული ადამიანების განთავისუფლება უპი

იან კელი - საქართველო ახლა ერთპარტიული რეჟიმის მიერ იმართება - ცხადი გამოსავალი ახალი არჩევნებია

ცხადი გამოსავალი ახალი არჩევნებია, ქართველი ხალხის წინაშე ჩვენი ვალია უარვყოთ ეს რეჟიმი, სანამ ის არ დათანხმდება. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “საქართველო ახლა ერთპარტიული რეჟიმის მიერ იმართება. ოპოზიციის შეშფოთებები, რომელიც ამომრჩევლების ნახევარზე მეტს წარმოადგენს, უგულებელყოფილიყო იქნა. ცხადი გამოსავალი ახალი არჩევნებია. ქართველი ხალხის წინაშე ჩვენი ვალია უარვყოთ ეს რეჟიმი, სანამ ის არ დათანხმდება”, - წერს კელი. ცნობისთვის, კელი “

„გახარია საქართველოსთვის“ გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე - ივანიშვილის რეჟიმის მიერ ორგანიზებული ამ ძალადობრივი თავდასხმის დაუყოვნებლივ და საფუძვლიან გამოძიებას ვითხოვთ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „დღეს ბათუმში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე ივანიშვილის რეჟიმის მიერ ორგანიზებული კოორდინირებული ჯგუფური სასტიკი თავდასხმა განხორციელდა. გიორგი გახარია ბათუმში უსამართლოდ დევნილი ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების საქმეზე სასამართლო პროცესზე დასასწრებად იმყოფებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში. პარ

საფრანგეთში ყოფილი ელჩი - განა რა გახდა გონივრული კომპრომისი, რომ ქვეყანა სტაბილური განვითარების რელსებს და ცივილიზებულ სამყაროს დაუბრუნდეს?! - ბიძინა ივანიშვილი თავად იქცა ბაობაბად, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული

განა რა გახდა გონივრული კომპრომისი, რომ ქვეყანა სტაბილურ განვითარებას, ცივილიზებულ სამყაროსა და განვითარების რელსებს დაუბრუნდეს?! - დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს კარგად ესმის, რომ ეს პოლიტიკური არასტაბილურობა მის პასუხისმგებლობაზეა. სამწუხაროდ, იგი თავად იქცა ჩვენს ქვეყანაში ბაობაბად, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული, - ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი „ფეისბუქზე“ წერს. მისი თქმით, რუსეთთან მიმართებით ზომიერად ფრთხილი პოლიტიკა, რუსეთის მიმართ ორმხ

უკრაინის საგარეო უწყება - რობერტ ფიცო ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ განცხადებებით საზოგადოების დაშინებას და ამომრჩევლის კონსოლიდაციას ცდილობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, გეორგი ტიხის თქმით, უკრაინა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებას ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ განიხილავს, როგორც სლოვაკეთის საზოგადოების დაშინების და ამომრჩევლის კონსოლიდაციის მცდელობას, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ვფიქრობ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ ქმედებებს, რომელიც აღაშფოთებს ხალხს მის ქვეყანაში და გააანალიზოს რატომ ხდება ეს“, - აღნიშნა უკრაინის საგ

გაეროს ექსპერტები - მივიღეთ ცნობები საქართველოში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განზრახ ფიზიკური ძალადობის შესახებ - ეფექტიანი გამოძიების დაწყებას მოველით, უკანონოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ

საქართველოში ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, დემონსტრაციების დროს პოლიციის მიერ ძალის გამოყენება უნდა გამოიძიოს, - ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს. ანგარიში ადამიანის უფლებებში დამოუკიდებელი ექსპერტების მიერაა მომზადებული. „მივიღეთ ცნობები საქართველოში სამართალდამცავებისა და უნიფორმების ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნების არმქონე პირების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების, ადამიანის უფლებების დამცველებისა და ჟურნალისტების წინა

ბექა ლილუაშვილი - თავდასხმების დამკვეთია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ისტერიულ შიშშია, რადგან მიუნხენის კონფერენციაზე ხალხის ინტერესებს აჟღერებდა არა მისი ე.წ მთავრობა, არამედ სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია (ვიდეო)

"თავდასხმების დამკვეთია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ისტერიულ შიშშია, რადგან მიუნხენის კონფერენციაზე ხალხის ინტერესებს აჟღერებდა არა მისი ე.წ მთავრობა, არამედ სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია."     ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1688612108760452  

ლევან გოგიჩაიშვილი - დღეს "ოცნების" რეჟიმი არის განყოფილება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო მოაქციოს იზოლაციაში, მოუსპოს უსაფრთხოების გარანტები, ამოაგდოს ევროპული სივრციდან და მიაბას მტერს - რუსეთს!

"დღეს "ოცნების" რეჟიმი არის განყოფილება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო მოაქციოს იზოლაციაში, მოუსპოს უსაფრთხოების გარანტები, ამოაგდოს ევროპული სივრციდან და მიაბას მტერს - რუსეთს!" ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1134264634904377

გახარია - სამწუხაროდ, გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული სამეცნიერო თანამშრომლობის შეჩერება "ოცნების“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რომელიც უნივერსიტეტებზე ავტორიტარული კონტროლის დამყარებას ცდილობს

"ქართველ ახალგაზრდებს ივანიშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მორიგი ფასის გადახდა უწევთ. ოცნებამ არ იკმარა თავისუფლების დასაცავად ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების ცემა. რეჟიმი მათ მომავალს და არსებულ შესაძლებლობებს ართმევს. სამწუხაროდ, გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული სამეცნიერო თანამშრომლობის შეჩერება "ოცნების“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რომელიც უნივერსიტეტებზე ავტორიტარული კონტროლის დამყარებას ცდილობს. მადლობელი ვართ ჩვენი გერმანელი პარტნიორების მხრიდან ქართველი სტუდენტე

პრეზიდენტი - არ ვიტყოდი, რომ ვართ ნაცრისფერ ზონაში, თუმცა არც უსაფრთხოების ზონაში არ ვართ და ასეთ მომენტში, პოლარიზაცია ერის წინაშე დანაშაული ხდება, რადგან ყველაზე მეტად ასუსტებს ქვეყანას, ყველაზე მეტად გამოყენებადია მტრის მიერ

პოლარიზაცია დემოკრატიის ერთ-ერთი გამოწვევაა და ასუსტებს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ,,დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე“ გამოსვლისას განაცხადა.   საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმზე ისაუბრა დემოკრატიის გამოწვევებზე და განაცხადა, რომ პოლარიზაცია „ყველაზე მეტად გამოყენებადია“ მტრის მიერ. „ვარდების რევოლუცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ მრავალჯერ გაიმეორეს, თუმცა საქართველოს დემოკრატიზაცია ბევრად ადრე დაიწყო, უფრო ადრეულ საუკუნეებში. უახლესი პერიო

მიხეილ სარჯველაძე - პრეზიდენტს განცდა იმისა, თუ რა პოზიციაზეა, დაკარგული აქვს, ეს პოზიცია ტენდენციურია - მთავრობის მიმართ მისი კრიტიკული განცხადებები ღია კარის მტვრევას ემსგავსება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დაკარგული აქვს განცდა იმისა, თუ რა პოზიციას იჭერს. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკული განცხადებები მთავრობის მიმართ „ღია კარის მტვრევას“ ემსგავსება. „მიუხედავად მისი განცხადებისა, რომ ის ყველას პრეზიდენტია, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მსხდომი სხვა პოლიტიკოსებისაგან არაფრით განსხვავდება. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ მხარეს მყოფი

დმიტრო კულება - ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები თუ შემოგვთავაზებენ დადებით წინადადებებს, მაგრამ არცერთ ნაბიჯს არ გადადგამენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ, ჩვენთვის მიუღებელი იქნება

უკრაინა ნატო-ს მომდევნო სამიტზე ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმართულ რეალურ ნაბიჯებს ელოდება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა. „თუ მოკავშირეები ვილნიუსში, ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე უბრალოდ 130-ედ დაადასტურებენ ღია კარის პოლიტიკას, მაშინ უკრაინისთვის ეს სამიტის მიუღებელი შედეგი იქნება. თუ ისინი შეეცდებიან ვილნიუსში შემოგვთავაზონ ნატო-სთან თანამშრომლების გასაღრმავებლად დადებითი წინადადებები, მაგრამ არცერთ ნაბიჯს არ გადადგამ

ირაკლი კობახიძე - რადიკალური ცვლილება გვაქვს - სასამართლო რეალურად დამოუკიდებელია და მოსამართლეები გათავისუფლებული არიან წნეხისგან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, დღეს სასამართლო სისტემაში რადიკალური ცვლილებებია. როგორც მან პარლამენტში საგამოძიებო კომისიის განხილვისას განაცხადა, დღეს სასამართლო პოლიტიკური კონტროლისგან თავისუფალია. „რადიკალური ცვლილება გვაქვს. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს ამხელა ცვლილება. ხომ არ არის ამის მიზეზი ის, რომ გათავისუფლდა პოლიტიკური კონტროლისგან სასამართლო სისტემა. მიზეზი ხომ არა არის ის, რომ სასამართლო არის რეალურად დ

საგარეო უწყება - რთული ვითარების გამო, ჯერ არ არის ცნობილი ზუსტი დრო, როდის მოხდება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, ვრჩებით მუდმივ კონტაქტზე იქ მყოფ ქართველებთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სუდანში არსებული რთული და არაპროგნოზირებადი ვითარების გამო, ჯერ არ არის ცნობილი ზუსტი დრო, როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა. საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ მუდმივ კონტაქტზე რჩებიან სუდანში მყოფ ქართველებთან. „საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვადასხვა აქტორებთან ერთად, კვლავ აქტიურად მუშაობს სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაზე, მაგრამ ვითარება არის უკიდურესად რთული და არაპროგნოზირებადი, გრძელდება შეტაკებები.

პრეზიდენტი - კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია! - საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია!

კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია! - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას. „კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი

ლარს ლოკე რასმუსენი - დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება - დიახ

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დროა. დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ლარს ლოკე რასმუსენმა აღნიშნა, საქართველოში მის ვიზიტს სამი მიზანი აქვს. „პირველი, გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიუ

საპარლამენტო ოპოზიცია მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განსახილველად გატანას ითხოვს

საპარლამენტო ოპოზიცია მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე განსახილველად ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის გატანას ითხოვს. ბიუროს მიერ განსაზღვრულ დღის წესრიგში “ქოლცენტრების“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა შეტანილია, თუმცა ბოლო - 108-ე საკითხად არის წარმოდგენილი. ბიუროს სხდომაზე პარტია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა, რომელიც ერთ-ერთი ინიციატორია, რიგითობის შეცვლა მოითხოვა. “რატომ ხდება ისე, რომ განსახილველად ახლადშემოტანი

იენს სტოლტენბერგი - მნიშვნელოვანია საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რაც ჩვენ გვწამს - ველით, რომ ნატოს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რაც ჩვენ ყველას გვწამს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის ფორუმზე განაცხადა. ნატოს გენმდივანმა ისაუბრა საქართველოს მაგალითზე, რუსეთის აგრესიული ქმედებების კონტექსტში. “საქართველო ქცევის მოდელის ნაწილია, ვინაიდან, როგორც ვთქვი, 2014 წელს უკრაინაში დაიწყო ომი, მაგრამ მეზობლების წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებები 2014 წელს არ დაიწყო, როგორც მინიმუმ 2008 წელს დაიწყო საქართველო

ვიოლა ფონ კრამონი - სრული დამოუკიდებლობის მიღწევა ადვილი არ არის იმ დროს, როდესაც შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს კვლავ სხვა მიმართულებით უბიძგებენ - ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას

ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას სრული დამოუკიდებლობის მიღწევამდე გასავლელ გზაზე. ეს არ არის ადვილი იმ დროს, როდესაც შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს კვლავ სხვა მიმართულებით უბიძგებენ, - ამ სიტყვებით ულოცავს ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. „გილოცავთ, საქართველო! დამოუკიდებლობის აღდგენიდან 32 წელი გავიდა. როგორც საქართველოს დიდი მეგობარი და დიდი გულშემატკივარი, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ტაში დაგიკრათ და მოგილოცოთ. ევროკავშირი გააგრძელ

ევგენი პრიგოჟინი - სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით პრეზიდენტი ცდება, ჩვენ პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძვით - პრეზიდენტის მოთხოვნით, არავინ დანებდება

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, არც ერთი მისი მებრძოლი არ დანებდება, როგორც ამას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ითხოვს. "სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ცდება. ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძვით. პრეზიდენტის, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მოთხოვნით, არავინ დანებდება. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ისევ კორუფციაში, მოტყუებაში და ბიუროკრატიაში იცხოვროს... როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ, უკრაინასთან ვიბრძ

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები - პარასკევამდე, 5 დღეს ვაძლევთ და ვთხოვთ მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, გონივრული ვადა გვითხრან, როდის შეძლებენ ბავშვები მედიკამენტის მიღებას

პარასკევამდე, 5 დღეს ვაძლევთ და ვთხოვთ მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, რომ გონივრული ვადა გვითხრან, როდის შეძლებენ ბავშვები მედიკამენტის მიღებას,- ამის შესახებ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, მაკუნა გოჩიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მშობლების განცხადებით, თუ ისინი მედიკამენტ "ვოსორიტიდის" შემოტანასთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხს არ მიიღებენ, განახლდება 24-საათიანი საპროტესტო რეჟიმი. „ჩვენ ქვეყანაში, აქონდროპლაზიის დიაგნო

პრეზიდენტი - ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, უკრაინამ უკვე მიაღწია დიდ გამარჯვებას და სრულად გამარჯვებული გამოვა ამ ბარბაროსული ომიდან - საქართველო იქნება თქვენთან ისევე, როგორც ახლა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას!

ეს ომი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება მიუღწეველია თუ ეს ყველაფერი არ გავრცელდება ევროპის მთელ კონტინენტზე, ლისაბონიდან თბილისამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმაზე მიმართვისას აღნიშნა. მისივე თქმით, რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება. „ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ შემოგიერთდეთ ამ გადამწყვეტ დღეს და საქართველოსა და ქართველი ხალხ
×
×
  • შექმენი...