Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    861.775

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ნათია მეზვრიშვილი - რაც შეეხება კობახიძეს, ტაკერ კარლსონთან ჯეფრი საქსის ინტერვიუს "ოვერდოუზი" მოუვიდა, თავს დავდებ, "დიფ სთეითი" აქამდე გაგონილიც არ ჰქონდა -  ახლა ეს დაჯდება და ბიძინას აუხსნის, უნდა გავუძლოთ

https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/28094055460207875 "რაც შეეხება კობახიძეს, ტაკერ კარლსონთან ჯეფრი საქსის ინტერვიუს ოვერდოუზი მოუვიდა. თავს დავდებ, დიფ სთეითი აქამდე გაგონილიც არ ჰქონდა.  ახლა ეს დაჯდება და ბიძინას აუხსნის. უნდა გავუძლოთ.", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილი წერს. ამავე საკითხს სოციალურ ქსელში, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავაც ეხმაურება: "თუ სერიოზულად გაი

კაია კალასი - ვიღებთ ზომებს, ანგარიშვალდებული გავხადოთ საქართველოს ხელისუფლება ძალადობრივი რეპრესიების გამო - ასევე, მაგიდაზეა საქართველოს მიმართ სანქციები და გავაგრძელებთ დამატებითი ზომების განხილვას

დღეს ჩვენ ვიღებთ ზომებს, რათა ანგარიშვალდებული გავხადოთ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი რეპრესიების გამო, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ევროპულ საბჭოს ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინადადებით მიმართავს. „ეს მკაფიო მესიჯს უგზავნის საქართველოს ხელისუფლებას, რომ ისინი

ევროკომისიამ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინადადება მოამზადა

ევროკომისიამ მოამზადა წინადადება ვიზა ფასილიტაციის შესახებ ევროკავშირ-საქართველოს შეთანხმების ნაწილის შეჩერების შესახებ. ევროკომისიის თანახმად, თუ საბჭო ამ წინადადებას მიიღებს, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებს და მათ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტები, დასჭირდებათ ვიზა შენგენის ზონაში შესასვლელად. „დღეს ჩვენ ვიღებთ ზომებს, რათა საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლობა დავაკისროთ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი რეპრესიების გამო. ეს მკაფი

ვერანაირი სამუშაო პროცესი ვერ გააკეთილშობილებს რუსულ კანონს, ის უნდა გაუქმდეს – ქურდოვანიძე

საქართველოს ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ რუსული კანონი შეცვლას არ ექვემდებარება და ის უნდა გაუქმდეს. გარდა ამისა, აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებულ კრიზისს რუსული კანონის გაუქმებაც ვერ უშველის. ასე ეხმაურება ქურდოვანიძე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბენსეს განცხადებას რუსული კანონში  ცვლილებასთან დაკავშირებით. “ევროპის საბჭოს მთავარ საკონსულტაციო ორგანოს, ვენეციის კომისიას, “რუსულ კანონზე” ცალსახად აქვს ნათქვამი, რომ ეს კანო

ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური ძალა - ალენ ბერსეს პრესკონფერენცია შეიცავდა გზავნილებს, რომლებიც არ ემსახურება კრიზისის განმუხტვას, მეტად ამძიმებს შექმნილ ვითარებას და „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს

ალენ ბერსეს დასკვნითი პრესკონფერენცია შეიცავდა გზავნილებს, რომლებიც არ ემსახურება კრიზისის განმუხტვას, არამედ პირიქით, მეტად ამძიმებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს, - ამის შესახებ ნათქვამია ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური ძალის ერთობლივ განცხადებაში, რომლითაც ისინი ეხმაურებიან ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს თბილისში ვიზიტს. მიმართვაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს მ

აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქია კლინიკიდან გაწერეს

აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქია კლინიკიდან გაწერეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახაბერ ჭელიძემ განუცხადა, ექიმებმა პაციენტის გაწერის გადაწყვეტილება გვიან ღამით მიიღეს. ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 3 დეკემბრიდან მკურნალობდა.   იპნ

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი - ევროკომისიის წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და მმართველების მხრიდან ძალადობრივ რეპრესიაზე

ევროკომისიის წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და საქართველოს მმართველების მხრიდან ძალადობრივ რეპრესიაზე, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ევროკომისიის დღევანდელი წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და საქართველოს მმართველების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა

ეუთოს 38-მა სახელმწიფომ საქართველოსთან მიმართებით ვენის მექანიზმი გაააქტიურა

ეუთოს 38-მა სახელმწიფომ დღეს, 20 დეკემბერს ვენის მექანიზმი გაააქტიურა. საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია: ვენის მექანიზმი საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, დადგენილი პროცედურების მეშვეობით, კითხვები დასვან ეუთოს სხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე ვითარებასთან დაკავშირებით. ამ მექანიზმით გათვალისწინებულია: ინფორმაციის გაცვლა და პასუხის გაცემა ინფორმაციის მოთხოვნაზე სხვა მონაწილე სახელმწიფოების მიერ მათთვის მიწოდებულ ს

ეუთო/ოდირი - საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში OSCE/ODIHR წინასწარ დასკვნებს ადასტურებს

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში OSCE/ODIHR წინასწარ დასკვნებს ადასტურებს, - ამის შესახებ ნათქვამია ეუთო/ოდირის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში. "აღინიშნება, რომ იყო ნაბიჯები, რომლებიც საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ამცირებდნენ, ისევე როგორც ამომრჩევლებზე ზეწოლა, რამაც საარჩევნო დღის პრაქტიკებთან კომბინაციაში ზოგ ამომრჩეველს შურისძიების შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცა“. „არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ოფიციალურად შეუჩერდა EQAR-ის რეგისტრაცია

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ოფიციალურად შეუჩერდა EQAR-ის რეგისტრაცია. 6 დეკემბერს დარგის სპეციალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კარგავდა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას. ამის შესახებ 6 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას უმაღლესი განათლების სფეროს ექსპერტებმა აცნობეს. მედიასთან განცხადებები გააკეთეს უმაღლესი განათლების ექსპერტებმა, ირი

ჩეხეთის სენატი მთავრობას რეზოლუციით მოუწოდებს, დაასანქციროს ქართველი მაღალჩინოსნები და მოსამართლეები

ჩეხეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ჩეხეთის მთავრობას მოუწოდა, დაუწესოს სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებს, ასევე განიხილოს ამ სანქციების გაფართოება მოსამართლეებზე. რეზოლუციაში მოხსენიებულია ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ნათქვამია, რომ  შედეგად, საქართველო ახლა კონსტიტუციურ და პოლიტიკურ კრიზისშია. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ყოველთვის იყო გრძელვადიან პერსპექტივაში პრიორი

4 პარტია - ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასება არჩევნებთან დაკავშირებით, კანონიერ და ლოგიკურ საფუძველს ქმნის საზოგადოების უდიდესი ნაწილისა და პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნის შესასრულებლად და ახალი არჩევნების დასანიშნად

ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, კანონიერ და ლოგიკურ საფუძველს ქმნის საზოგადოების უდიდესი ნაწილისა და პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნის შესასრულებლად და ახალი არჩევნების დასანიშნად. ამის შესახებ 4 ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, 2024 წლის არჩევნების შეფასება "ისტორიულად ყველაზე ნეგატიური დასკვნაა", რომელიც ორგანიზაციას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ოდესმე დაუწერია.

ვუსამძიმრებ "ოცნებას"... ოდირმა ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანა - ნათია მეზვრიშვილი

ვუსამძიმრებ "ოცნებას" - ასე ეხმაურება "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ეუთო/ოდირის უმწვავეს დასკვნას.  მისი თქმით, ოდირმა ამ დასკვნით საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანა.  ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს. დასკვნაში საუბარია ხმ

გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი მოქალაქეები თავიანთი არჩევანის გამო ისჯებიან - ბუნიათიშვილი CNN-თან

პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა CNN-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები თავიანთი ევროპული არჩევანის გამო ისჯებიან. მისი თქმით, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ქუჩაში გასული ადამიანების წინააღმდეგ სჩადის, მტკივნეული და გულდასაწყვეტია.   ტვ პირველი

სალომე ზურაბიშვილი - ტყუილ-მართლის ტოტალური ინვერსიის და ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს „ღირსების“ ორდენით დაჯილდოებას უპირებ!

ტყუილ-მართლის ტოტალური ინვერსიის და ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს “ღირსების” ორდენით დაჯილდოებას უპირებ! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, სახელმწიფოსგან მუდმივი ტყუილი საბჭოთა კავშირის მართვის მთავარი ხერხი იყო. “სახელმწიფოსგან მუდმივი ტყუილი შიდა პოლიტიკაზე, სოციალურ მდგომარეობაზე და გარე სამყაროზე იყო საბჭოთა კავშირის მართვის მთავარი ხ

ლატვიამ საქართველოს კიდევ 13 მოქალაქეს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს 13 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი დროით აეკრძალათ. გადაწყვეტილება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ დღეს მიიღო. საქართველოს 13 მოქალაქის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება ბალტიის ქვეყნების მიერ პროევროპული აქციების ძალადობრივად დაშლის შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრების ნაწილისა და მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული სანქციების გაგრძელებაა.   პუბლიკა

„უკვე ოდირის შეფასებითაც - ეს არის ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც ამ საუკუნეში საქართველოში ჩატარებულა“ - ბრაჭველი

ეუთო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნას აქვეყნებს. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკავშირდება ახლახან მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნაბიჯებს საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რაც საარჩევნო დღის პრაქტიკას

„ანგარიში არის ძალიან კრიტიკული, ისეთი, როგორიც არ ყოფილა საქართველოსთან მიმართებით არასდროს“ - ქურდოვანიძე

ეუთო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნას აქვეყნებს. „ფორმულას“ ეთერში ანგარიშის ძირითადი დასკვნების შესახებ ისაუბრა საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქაურდოვანიძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება ანგარიშთან დაკავშირებით, რომ თითქოს ანგარიშის სულისკვეთება მიანიშნებს, რომ „არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა“ სიმართ

"გახარია საქართველოსთვის" - ანგარიშში გამოთქმული უკიდურესად კრიტიკული შეფასებების ერთობლიობა ქმნის არჩევნების გაყალბების სისტემურ და კომპლექსურ სურათს და ცალსახად უნდა ითქვას, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავს საქართველოს მოსახლეობის ნებას

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შეფასება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის შესახებ:   "26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ეუთო/ოდირის საბოლოო ანაგარიშის თანახმად, ამომრჩეველთა დაშინების, მედია მიკერძოების, არათანაბარი პირობების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ერთობლიობა ცხადყოფს, რომ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა ძირითადი დემოკრატიული სტანდარტები და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებები, რაც თავისუფალი და სამართლიანი

ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი - "ქართული ოცნების" უკანასკნელ ფანტაზიას - თითქოს ეუთო/ოდირმა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინა, სიმართლის შენიღბვა არ შეუძლია

"ქართული ოცნების" უკანასკნელ ფანტაზიას - თითქოს ეუთო/ოდირმა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინა, სიმართლის შენიღბვა არ შეუძლია,- ასე პასუხობს ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, თითქოს ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა "ქართული ოცნების" შეფასებებს დაემთხვა. "ტყუილები იქამდე იზრდებიან, სანამ თავიანთ მთქმელებს არ გადაყლაპავენ. "ქართული ოცნების" უკანასკნელ ფანტაზიას - თითქოს ეუთო/ოდირმა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინა - სიმართლის შენიღბვა არ შეუძლია: ამომრჩეველთა დაშინება

სალომე ზურაბიშვილი არის ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი – ჯო უისლონი

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი აცხადებს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ხელახალი არჩევნებია. სალომე ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის არის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი ქვეყანაში. თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა რესპუბლიკელ კონგრესმენს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის. ნეტგაზეთი

მარგუს ცაჰკნა - ქართველები კვლავ ხმამაღლა და გარკვევით საუბრობენ იმაზე, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც ზურგს აქცევს ევროპასა და დემოკრატიას

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართველები კვლავ ხმამაღლა და გარკვევით საუბრობენ იმაზე, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაზე. „ქართველები კვლავ ხმამაღლა და გარკვევით საუბრობენ იმაზე, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც ზურგს აქცევს ევროპასა და დემოკრატიას“, - წერს მარგუს ცაჰკნა.   იპნ

სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდება და სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტთან აქციას შეუერთდება და 21:00 საათზე, სიტყვით გამოვა. როგორც მან შაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველამ ერთად კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ ახალი არჩევნები მთელი ქვეყნის მოთხოვნაა. “სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამისთვის მე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად. 21:00 საათზე გამოვალ სიტყვით, რათა ყველამ ერთად - არა მხოლოდ მათ, ვინც აქ არიან და მუშაობენ, არამედ იმ ადამიანებთან ერთადაც, ვინც სხვადასხვა ფ

„კიდევ ერთი საფუძველია ახალი არჩევნებისთვის" - ადგილობრივი ორგანიზაციები ეუთო/ოდირზე

„ანგარიში უკიდურესად კრიტიკულია და დეტალურად ასახავს დარღვევათა იმ ერთობლიობას, რაც გამოვლინდა საპარლამენტო არჩევნების დროს”, – ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ეხმაურებიან  ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საბოლოო ანგარიშს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ხელმომწერები: „სამართლიანი არჩევნები” (ISFED); ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა” (კოალიცია აერთიანებს 30 სამოქალაქო ორგანი

„23 ყალბი დამკვირვებელი, რომელმაც არჩევნების გაყალბებას ხელი შეუწყო" | ანგარიში

„დემოკრატიული არჩევნების ევროპულმა პლატფორმამ” (EPDE), ატლანტიკური საბჭოს DFRLab-ის მკვლევარ ეთო ბუზიაშვილთან ერთად თანამშრომლობით, გამოავლინა 23 პოლიტიკურად მიკერძოებული დამკვირვებელი, რომელმაც საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას ხელი შეუწყო, – ამის შესახებ ორგანიზაცია წერს დასკვნაში – „დასავლელი კონსპიროლოგების დაბრუნება: ყალბი დამკვირვებლები საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე”. როგორც დასკვნაში წერია, ყალბ დამკვირვებლებს იყენებენ ისეთი ავტორიტარული რეჟიმებ
×
×
  • შექმენი...