სევდიანი დილაა მოსკოვის, თეირანის, პეკინის, ფხენიანის, კარაკასისა და თბილისის დიქტატორებისთვის, დონალდ ტრამპი დაბრუნდა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„გახადე ამერიკა კვლავ დიდებული. მშვიდობა ძალის მეშვეობით“, - წერს უილსონი.
შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება.
იპნ
ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება არ იქნება, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკის კონგრესში დაინიცირებულ ორ საკანონმდებლო აქტს, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირების და ხელისუფლების ლეგიტიმურობის არაღიარების შეეხება.
როგორც ჰერბსტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი მსოფლიო ძალა მის მთავრობას საკმარისად ლეგიტიმურად არ აღიარებ
2024 წელს არაერთ აქციაზე მოხდა შეკრების თავისუფლების არალეგიტიმური შეზღუდვა, სპეციალური საშუალებების არასათანადო გამოყენება, აქციის დარბევისას მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, ძალადობა და უკანონო დაკავება - ძალადობრივი ინციდენტების განმეორებადი ხასიათი, ასევე წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე პასუხისმგებლობის არარსებობა მიუთითებს რეპრესიების სისტემურ და კოორდინირებულ პოლიტიკაზე,- ამის შესახებ 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე „ადამიანის უფლებათა ცენტრ
"თავდასხმების დამკვეთია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ისტერიულ შიშშია, რადგან მიუნხენის კონფერენციაზე ხალხის ინტერესებს აჟღერებდა არა მისი ე.წ მთავრობა, არამედ სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1688612108760452
პრობლემები და მიღწეული შედეგები - საკმარისად ინფორმირებულნი არიან თუ არა იმედგაცრუებული მოქალაქეები და გეგმავს თუ არა პარტია „საქართველოსთვის“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.
ინტერვიუ სოფიო ხორგუანთან „კვირის აქცენტში“: პარტიის ხედვა და სამომავლო გეგმები
video: https://www.facebook.com/SophiaKhorguaniofficial/videos/2410656485966569
პარტია “გახარია - საქართველოსთვის” საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
პარტია ამჯერად განათლების სისტემიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული სექტორიდან პროფესიონალთა “წმენდა” სწორედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დაიწყო.
"ოცნება" აგრძელებს მიზანმიმართულ დევნას განათლების სისტემაში, პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. იუსტიციასთან, მერიასთან და სხვა უწყებებთან ერ
მე გთავაზობთ, რომ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ, მაგალითად, მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში. როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში ომია? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისის 2023 წლის სლოგანთან -„მშვიდობის ქალაქთან“ დაკავშირებით გამოხმაურებებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, ოპოზიციას სინამდვილეში არა სლოგანი, არამედ საქართველოში მშვიდობა აღიზიანებს.
კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილი ა
მადლობას ვუხდი უკრაინელ ხალხს ამ ჯილდოსთვის. ის ყველა უკრაინელს ეკუთვნის, რადგან ლიდერები შეიძლება იყვნენ ჭეშმარიტად გავლენიანი მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თავიანთი ხალხის საერთო ნებას, საერთო ოცნებას, საერთო მიზანს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Politico-ს ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიის ყოველწლიურ წარდგენაზე განაცხადა.
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ უკრაინელ ხალხს წარმოადგენს და იმედი
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ირაკლი მილაძის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს.
„2022 წლის 12 დეკემბერს, შინაგან საქმ
აშშ-ის სენატში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად აშშ-ის მხარდაჭერის გაზრდას ითვალისწინებს. კანონპროექტის სახელწოდებაა „2023 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი“.
მის ავტორები არიან რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები, მათ შორის ჯინ შაჰინი, მიტ რომნი, ბენ კარდინი, დიკ დურბინი და სხვები.
კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის, ას
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის მიერ ინიცირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრე არაა და ამბობს, რომ პარლამენტი არაა ადგილი, სადაც სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს.
როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ რაიმე სასანქციო პირობა არსებობს, საზოგადოება უფლებამოსილია ინფორმაცია ჰქონდეს.
„მხოლოდ ღია წყაროებით გასული ინფორმაცია, სადაც არასამთავრობოების კრიტიკას ვ
ესაა კიდევ ერთი შემახსენებელი, რატომაა ღირებული დამოუკიდებელი, კომპეტენტური საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და საგამოძიებო ორგანოების ქონა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. აღნიშნულით ის BBC-ს მიერ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, რომლის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია მოხსენიებული.
ელჩის თქმით, დეტალების შესახებ ინფორმირებული არ არის.
“არ მომცემია საშუალება, მომესმინა და წამეკითხა სრული ისტ
რა თქმა უნდა, 2012 წელი გარდამტეხი იყო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 2012 წლამდე ქვეყანაში იყო „დემოკრატიის შუქურა“, მოისმენდით ასეთ განცხადებებს, ახლა არის გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით, თუმცა რეალურად აბსოლუტურად სხვა ვითარებაა ქვეყანაში, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის მიერ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტო
ფრაქცია „მარტვილი საქართველოსთვის“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:
"მიმდინარე წლის 24 აპრილს ქ. მარტვილში მიუსაფარმა ძაღლებმა დაკბინეს ადამიანები. მიუსაფარ ცხოველთა მოვლა-პატრონობის საკითხი მარტვილის მუნიციპალიტეტში დღემდე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.
მარტვილის მუნიციპალიტეტში მომრავლებული მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარების სწორი პოლიტიკის შესამუშავებლად, აუცილებელია შეიქმნას დროებითი სამუშაო ჯგუფი საკრებ
ბახმუტის შემოგარენში ჩვენი სამხედროები ორი მიმართულებით მიიწევენ წინ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი „ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.
„მიმართულებაზე საბრძოლო ქმედებების ეპიცენტრში სიტუაცია დინამიკურად ვითარდება. ბახმუტის შემოგარენში ორი მიმართულებით ჩვენი სამხედროები ეტაპობრივად წინ მიიწევენ. სწორი ციფრები ახლა არ იქნება, ვინაიდან აქტიური საბრძოლო ქმედებები მიმდინარეობს. ჩვენები მტერს ანადგურებენ და უკვე ბევრი აიყვანეს ტყვედ. სამაგიეროდ, თავად ქალაქში ვითარებ
ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს მე რაზე ვისაუბრებ?! მან სჯობს თავის უფლებამოსილებებს მიხედოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს უფლება არ აქვს ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს, რადგან ქართველმა ხალხმა ქვეყანაში პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, პარლამენტს და მთავრობას მიანიჭა.
„ვინ ეკითხება სალო
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიში მოუხადა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს ის დღეა, როცა ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, გამოსავალი ვეძებოთ და მომავლის იმედი დავიბრუნოთ.
„ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არამხოლოდ თქვენი
უკრაინა საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას სთავაზობს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, უკვე დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქთან კონსულტაციებისთვის.
„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს დაცინვა და შეთანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში
ადგილობრივ ხელისუფლებას ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებთან და დღეს დაიწყება იმ გარდაცვლილი მოქალაქეების სამოქალაქო პანაშვიდები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ონის მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, გარდაცვლილი მოქალაქეების გადმოსვენების და დაკრძალვის ხარჯებს ონის მერია უზრუნველყოფს.
„კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებს, ახლობლებს და ჩვენ ქვეყანას
“ნულოვანია ნდობა ამერიკისა და ქართულ სპეცსამსახურებს შორის, ეს გამოკვეთა იმ ფაქტმა, რომ ხელისუფლების არცერთმა წარმომადგენელმა არ იცოდა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მზადდებოდა სტრატეგიული პარტნიორის სხვადასხვა ინსიტუტის მხრიდან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ემსახურებოდეს ეროვნულ უსაფრთხოებას და არა კონკრეტული პარტიის ინტერესებს.”
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
377281943_2022622744744108_1236
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას უმრავლესობა თითქმის მთელი შემადგენლობით ესწრება, ხოლო ოპოზიციიდან მხოლოდ "გირჩის" დეპუტატები, პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, "ევროპელი სოციალისტები" და თეონა აქუბარდია ესწრებიან.
საკითხის განხილვას პროტესტის ნიშნად, არ ესწრება ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“.
სხდომას ესწრება თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
იმპიჩმენტი კანონპროექტის პ
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით, 40 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღის შესყიდვაში კორუფცია გამოავლინეს.
უწყების ცნობით, 2022 წლის აგვისტოში, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ნაღმმტყორცნების 100 000 ჭურვის შეძენასთან დაკავშირებით 2022 წლის აგვისტოში, გადახდა განხორციელდა წინასწარ, მათ შორის გარკვეული თანხები საზღვარგარეთ გადაირიცხა, მაგრამ იარაღის მიწოდება არ განხორციელებულა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი კიდევ ერთხელ იმეორებს, აშშ-ს ღრმა შეშფოთებას "მიმართულების ცვლილებაზე, რომელიც საქართველის მთავრობამ განახორციელა".
შესაბამისად, მისი თქმით, აშშ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, მათ შორის ახალი სანქციების შემოღებით, ხოლო „რა იქნება და ვის შეეხება, უნდა დაველოდოთ“.
"ჩვენ ვიყენებთ ინსტრუმენტებს, რომლებიც ჩვენს ხელთ არსებობს და რომლებსაც ორივე პარტია უჭერს მხარს. ასევე, როდესაც მიზანშეწონილია, ახალ ზომებს ვავითარებთ, იმ დროში, რომელიც
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ , - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, ევროკომისია განსახილველად წამოაყენებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის, შესაძლოა ამ კვირაში.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო,
ევროკავშირის საბჭო გაფართოების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
გაფართოების ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე, ამავდროულად იმეორებს შეშფოთებას მთავრობის მიერ არჩეულ კურსთან დაკავშირებით.
ანგარიშიში საბჭო წუხილს გამოთქვამს, საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილების - შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე გამო და მკაცრად გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომა