ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებას.
ფონ კრამონის შეფასებით, პრეზიდენტმა მიიღო „რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“. იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ საქართველოს ინტერესშია პოლარიზაციის შემცირება და მართლმსაჯულებაში დომინანტი უსამართლობის შეცვლა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა, რასაც „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერების მწვავე უკმაყოფილე
წერეთლის გამზრის სრული რებალიტაცია აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, შეიძლება ადამიანთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამის საჭიროება არ არის და მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა უნდა მოხდეს, მაგრამ სრული რეაბილიტაცია აუცილებელია.
„აღდგომის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, განახლება. წერეთლის გამზირზე სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მსგავსად სრული რე
„ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთთან გამართავს.
მატჩი ქალაქ ოლომოუცში შედგება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ჩეხეთი სატურნირო ცხრილში 8 ქულით პირველ ადგილზეა და ერთი ქულით უსწრებს საქართველოს ნაკრებს.
იპნ
უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ პრეზიდენტის პეტრო კოტინის განცხადებით, არსებობს ნიშნები, რომ შესაძლოა, რუსული ძალები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებიან.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ბოლო კვირებში ჩვენ ვიღებთ ფაქტობრივ ინფორმაციას, რომ გაჩნდა ნიშნები, ისინი შესაძლოა, ემზადებიან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად. უპირველეს ყოვლისა, რუსულ პრესაში ჩნდება ძალიან ბევრი პუბლიკაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, სჯობ
რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყრის გამო ელექტროგადამცემი ხაზები ავარიულად გამოირთო.
როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტ შოვს და სოფელ გლოლას. ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.
„ამ დროისთვის გადაადგილება შეფერხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები მზად ყოფნაში არიან. როგორც კი შესაძლებელი ი
18 ოქტომბერს რუსეთში დააკავეს „რადიო თავისუფლების“ თათრეთ-ბაშკირეთის სამსახურის რედაქტორი ალსუ კურმაშევა, იტყობინება „მედუზა“.
კურმაშევა აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქეა, ის პრაღაში ცხოვრობს, თუმცა 2023 წლის მაისში, ოჯახური მიზეზებით, რუსეთში დაბრუნდა. 2 ივნისს იგი ყაზანის აეროპორტში, რუსეთის დატოვების მცდელობისას დააკავეს და ორმაგი მოქალაქეობის არშეუტყობინებლობისთვის პასპორტები ჩამოართვეს.
მანამდე კურმაშევა რუსეთში იმყოფებოდა და პასპორტების დაბრუნებას ელოდა, მაგრამ 18 ოქტომბერს კიდევ ერთ
"ევროპის სახალხო პარტია" (EPP) ევროკავშირსა და პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს, საქართველოს მთავრობას კი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ.
ამის შესახებ EPP-ს მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი, რომლის სახელწოდებაა “საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური დევნა".
“იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ციხეში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქისა და თანამდებობის პირის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა და ადეკვატუ
„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) მხარს უჭერს ქართველ ხალხს ბრძოლაში, თავისუფლად და ყოველგვარი დაშინების გარეშე აირჩიოს თავისი ადგილი ევროპის დემოკრატიულ ერებს შორის, - ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტია“ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებული ყველა დარღვევა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ.
„ყველა დარღვევა, რომელიც ხელისუფლების ორგანოებმა ბოლო არჩევნების დროს ჩაიდინეს, სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული“, - აღნიშნულია
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდოს მიღებისას განაცხადა, რომ უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი იწერება. ევროკომისიის პრეზიდენტს ნიუ-იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდო გადასცეს.
ფერმერი, ბიზნესმენი ბექა გონაშვილი ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო და ამბობს, რომ საპროტესტო აქციაზე შვილებთან ერთად გავა.
ბექა გონაშვილი, რომელსაც 3 შვილი ჰყავს, ოჯახთან ერთად ფლობს შპს „აგროქიზიყსა“ და „წერტის“ მაღაზიათა ქსელს.
ბექა გონაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ მისთვის გაუგებარია, პარლამენტმა 7 მაისს დაჩქარებულად რატომ მიიღოს სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით მაშინ, როცა არაერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტის განხილვას 2-3 წელს მაინც ანდო
ლატვია აკრიტიკებს იმ ქვეყნებს, რომლებიც არ უწევენ უკრაინას სამხედრო და ტექნიკურ დახმარებას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, არტის პაბრიკსმა Current Time-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. ლატვიელ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ მკაფიო პოზიცია და კიევისთვის ახლა გაწეული დახმარება განსაზღვრავენ ალიანსებსა და თანამშრომლობას ევროპის ქვეყნებს შორის სამომავლოდ.
არტის პაბრიქსმა, ევროკავშირისა და ნატოს იდეალების ღალატში დასდო ბრალი იმ ქვეყნებს, რომლებსაც არ სჯერათ ამ ო
ყოფილი ამერიკელი დიპლომატების ნაწილი მიიჩევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები, როგორიც არის უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის ინიციირება, ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების დადანაშაულება, USAID-ის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები და ბოლოს, ევროპული ტურნეს გამო, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა იყო, მხოლოდ აშორებს საქართველოს ევროპულ მომავალს. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ იტყობინება.
„მე მსურს ვნახო, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მაგრამ ნათელი უნდა იყ
„ევოლუშენ ჯორჯია“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გავრცელებული ინფორმაცია თანამშრომლების მიმოწერასთან დაკავშირებით „კატეგორიულად მიუღებელია“ და ამის გამო „ინციდენტში მონაწილე პირები ტოვებენ „ევოლუშენის“ გუნდს“.
12 ივლისიდან „ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა.
გაფიცულები ხელფასის ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბულინგში, რასიზმში, სექსიზმში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებასა და დამწყებ
„ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა.
პროფკავშირი „ლაბორის” ცნობით, გაფიცულია 4621 თანამშრომელი, რაც კომპანიაში დასაქმებულთა ნახევარზე მეტია.
თავად კომპანია უარყოფს, რომ გაფიცულთა რიცხვი 4600-ს აღემატება. თუმცა, კონკრეტულ რიცხვს არ ასახელებენ.
გაფიცულები ხელფასების ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბულინგში, რასიზმში, სექსიზმში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებასა და დამწყებ თანამშრომლებთან უვადო ხელშეკრულებების გაფორმებას ით
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე საზოგადოებას მიწისძვრების სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას აწვდის და ურჩევს, საცხოვრებელი ბინები მყარ კორპუსებში შეიძინონ.
მისი თქმით, მიწისძვრების საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი დღეში 30-35-ია და ეს მხოლოდ მომყოლი მიწისძვრების გარეშე.
„მოსახლეობის და საზოგადოების საყურადღებოდ. ხშირად მწერთ, რომ მიწისძვრები გახშიხრდა, როდესაც მაგნიტუდა 3-ს ზემოთაა, ჩვენს ვებგვერდზე ვაქვეყნებთ მონაცემს. ეს ა
„ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელი კვლავ შეუშალა.
სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კენჭისყრა ვერც დღეს შედგა. მიზეზი კვლავ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებაა. ისინი კენჭისყრამდე რეგისტრაციის გავლაზე უარს ამბობენ და ამიტომ, საჭირო ქვორუმი 76 დეპუტატით არ გროვდება.
როგორც რეგისტრაციის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა,
„დღეს ყველაზე ლეგიტიმური სუბიექტი ქართული პოლიტიკის გახლავთ ხალხი, რომელიც რუსთაველზე ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს“ — გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/TVFormula/videos/606932155243942
ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისისა“ და იურიდიულ ფირმა „ემ ქეი დის“ დამფუძნებელი, იურისტი ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ემ ქეი დისთან“ საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ 9 მარტს, პირადად აცნობა.
„რა მოხდა და არაფერი. მოხდა ის, რაც ნორმალურად ხდება ჩვეულებრივ ბიზნეს პრაქტიკაში. ჩვენ ბოლო კონტაქტი გვქონდა 9 მარტს, როდესაც მან შემატყობინა საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ“, — განუცხადა ვიქტორ ყიფიანმა „ტვ პირველს“.
„ემ ქეი დი“ ბიძინა ივანიშვილს იურიდიულ სამსახურს თითქმის ხუთი
13 ოქტომბრის, ვაკის პარკის ტრაგედიიდან ზუსტად 13 დღე გავიდა. მარიტას თანაკლასელები საკლასო ოთახებს უკვე დაუბრუნდნენ... სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში კი მათ ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია ეხმარება.
„პრაიმტაიმთან“ მოძღვარი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ პირველივე წუთებიდან იცის, რადგან შოკირებული ბავშვები ვაკის პარკიდან პირდაპირ მასთან, ტაძარში მისულან. მათ ითხოვეს, რომ მარიტას, ლაზარეს და ანდრიას გამოსაჯანმრთელებლად მამაოს ჯანმრთელობის პარაკლისი ა
„ახლა საქართველოში, თბილისში, ხდება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული, რამაც შეიძლება შეცვალოს საქართველოს ისტორია; რაღაც ძალიან დრამატული”, – ჰაიდელბერგის თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლის „მედეა სეზონი 1, ეპიზოდი 6″ დასრულების შემდეგ, სპექტაკლის რეჟისორმა და პიესის ავტორმა პაატა ციკოლიამ მაყურებელს სიტყვით მიმართა:
ასიათასობით ადამიანი ქუჩაში დგას და გამოხატავს პროტესტს, ეს სამი კვირაა გრძელდება. ყოველ ღამე საქართველოს ახალი თაობა ფეხზე დგას საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ხელში
თეატრის გაფიცულმა ხელოვანებმა, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ პრემია „დურუჯის“ ლაურეატები, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს თეატრალური პრემია დაუბრუნეს.
თეატრალური პრემია „დურუჯის“ დამფუძნებელია ლაშა პაპაშვილის „რედიქს ჯგუფი“. ხელოვანებმა მისთვის ჯილდოს დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 30 დეკემბერს, BMG-ს ეთერში გასულ ინტერვიუში მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.
პრემია „დურუჯის“ ლაურეატების უმრავლესობა ამჟამად გაფიცულია. ქანდაკების გარდა, პრემია გულისხმობდა ფულად ჯილ
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, შოვში დამონტაჟებული დროებითი ხიდი მდინარემ წაიღო და ამჟამად სპეციალისტები სტიქიის ზონაში ახალ ხიდს ამონტაჟებენ:
„ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. მოვახერხეთ კალაპოტიდან მისვლა მძიმე ტექნიკითაც კოტეჯების სასადილოსთანაც. ჩვენ ახლა ვდგავართ იმ ადგილას, სადაც მეორე დროებითი ხიდი, რომელიც დამონტაჟებული იყო მდინარემ წაიღო და ახლა ვამონტაჟებთ ახალ ხიდს.
მანამდე ამოვიღეთ ის წაღებული ხიდი, შევამოწმეთ, მაგრამ არ ექვემდებარება განმეორებით
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „დონ ჩიჩოს“ შაურმაში აერობული მიკროორგანიზმები გამოვლინდა.
უწყების ცნობით, ლაბორატორიიდან მიღებული დასკვნის თანახმად, გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დარღვევები. კერძოდ, ქათმის შაურმა და შაურმისთვის განკუთვნილი ქათმის შემწვარი ხორცი დაბინძურებული იყო მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმებით; ასევე აღმოჩნდა კოაგულაზა, დადებითი სტაფილოკოკი და კოლიფორმები. კოლიფორმები გამოვლინდა სალათის ფოთოლშიც.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ს
ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების კუთვნილი 18,9 მილიარდი ევრო გაყინა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
სტატისტიკური მონაცმებით, ყველაზე მეტი – 3,5 მილიარდი ევრო ბელგიამ გაყინა. მეორე ადგილზეა ლუქსემბურგი 2,5 მილიარდით და გერმანია 2,2 მილიარდი ევროს ღირებულების გაყინული აქტივებით.
ამ სიაში არის ასევე მალტაც, სადაც უკვე დაბლოკილია 150 ათასი ევრო. ეს თანხა მოიცავს უძრავი ქონების ღირებულებას, ასევე იახტებს, ვერტმფრენებს და ხელოვნების ნიმუშებს. ასევე ა