Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    884.281

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები“ - პრეზიდენტი ჯორჯა მელონის ესაუბრა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯა მელონის ესაუბრა. X-ზე გავრცელებულ განცხადებაში ზურაბიშვილი წერს, რომ ამხილა საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები. სალომე ზურაბიშვილი პარიზში, ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიაზე ჩავიდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იმყოფებიან. ზურაბიშვილი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს.   პუბლიკა

„ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია“ - ზურაბიშვილი

„ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბათუმში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლასა და მოქალაქეების პროტესტს. განცხადება მან Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. სალომე ზურაბიშვილი საკრუიზო მიმოსვლის აღდგენას ახალ რუსულ პროვოკაციას უწოდებს და აღნიშნავს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოსთვის, უკრაინისთვის და ევროკავშირისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.   გუშინ თბილის

„ვაკვირდებით ილიაუნის წინააღმდეგ მედიით გავრცელებულ დაუსაბუთებელ ბრალდებებს" - პროფესორები განცხადებას ავრცელებენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ეხმაურებიან პროსამთავრობო ტელევიზიების მიერ უნივერსიტეტის რექტორის შესახებ მომზადებულ სიუჟეტებს და აცხადებენ, რომ აღნიშნული დაუსაბუთებული ბრალდებების სერიას წარმოადგენს. გთავაზობთ განცხადებას: ხელმომწერთა სია იხილეთ ბმულზე. საკითხს სოციალურ ქსელში დღეს ასევე გამოეხმაურა ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე. აღნიშნულ ტელევიზიებში გასულ სიუჟეტებში პლატფორმა ეთმობა ორგანიზაცია „სტუდენტები სამართლიანობ

„ვაიმარის სამკუთხედის“ საგარეო საქმეთა მინისტრები - კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს მიმდინარე ქმედებები, საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე

„ვაიმარის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნების [გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი] საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და წუხილს გამოთქვამენ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, რამლებმაც გამოიწვეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დეფაქტო შეჩერება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე. "ვაიმარის ქვეყნები" კვლავ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს

„ვაზისუბანში გამვლელმა ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა" | დაწყებულია გამოძიება

სოციალური ქსელის მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვაზისუბანში ქუჩაში მიმავალმა ადამიანმა მიუსაფარი ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. „ვაზისუბანში, დღისით მზისით, სკოლაში მიმავალი ბავშვების თვალწინ, მორბენალ კაცს უბრალოდ დაუყეფა ცუგამ, რომელიც გოგონას მოყვებოდა, ამან 

„ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ბახმუტიდან ქვედანაყოფების გაყვანა უკვე დაიწყო

კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ბახმუტიდან ქვედანაყოფების გაყვანა უკვე დაიწყო. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. „ჩვენ გავიყვანთ ბახმუტიდან ქვედანაყოფებს პირველ ივნისამდე და ძირითადი ნაწილი უკანა ბანაკებში გადავა. პოზიციებს სამხედროებს გადავცემთ, მაგრამ თუ სამხედროებს გაუჭირდებათ, ჩვენ დავტოვებთ იმ მებრძოლებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ბახმუტის აღებაში“, – აღნიშნულია პრიგოჟინის პრესსამსახურის ტელეგრამარხზე გავრცელებუ

„ვაგნერი“ 9 მაისის შემდეგ ბახმუტს დატოვებს – პრიგოჟინი

„ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ მისი ძალები 9 მაისის შემდეგ, „ტყვია-წამლის შიმშილის [დეფიციტის]“ გამო ბახმუტს დატოვებენ და თავიანთ პოზიციებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებს გადასცემენ. პრიგოჟინის თქმითვე, ქალაქში მოწინააღმდეგეთა ძალები „ვაგნერელებს“ ხუთჯერ აღემატებიან: გვიან ღამით, პრიგოჟინმა ვიდეოიმიმართვაც გაავრცელა, რომელშიც პირდაპირ აგინა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას ტყვია-წამლის მიუწოდებლობის გამო. ნეტგაზეთი

„ვაგნერელებს“ მოუწოდეს, უკრაინის მხარეზე გადავიდნენ და პრიგოჟინის გამო შური იძიონ

„რუსული მოხალისეობრივი კორპუსი“, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის, მოუწოდებს „ვაგნერელებს“, რომლებსაც არ ჩაუდენიათ სამხედრო დანაშაულები, გადავიდნენ უკრაინის მხარეზე. კორპუსის ხელმძღვანელი, ნიკიტა კაპუტისტინი, ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ „ვაგნერელების“ ხელმძღვანელები ცინიკურად მოკლეს და ახლა მათ აქვთ არჩევანი – „ან თქვენი ხელმძღვანელების ჯალათების დაბმული ძაღლები იყოთ, ან შური იძიოთ“. კორპუსის ტელეგრამ-არხში აღნიშნულია, რომ თუ „ვაგნერელები“ უკრაინის მხარეზე გადავლენ, კიევი მათ „

„ეხო მასკვის“ ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ თბილისში მოწამლეს

„ეხო მასკვის“ ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი ვარაუდობს, რომ თბილისში ყოფნის დროს მოწამლეს. ამის შესახებ ბაბლოიანმა გამოცემა The Insider-ს მოუყვა. The Insider-მა ვრცელ მასალაში თავი მოუყარა რამდენიმე ჟურნალისტისა და აქტივისტის ისტორიას. ყველა მათგანს აერთიანებს ის, რომ მათი ვარაუდით, ევროპის სხვადასხვა ქალაქში ყოფნისას, სავარაუდოდ, კრემლთან დაკავშირებულმა სტრუქტურებმა მოწამლეს. რას ჰყვება ირინა ბაბლოიანი? როგორც „ეხო მასკვის“ ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი იხსენებს,  2022 წლის ოქტომბერში მ

„ეფესბემ“, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით, პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” ავრცელებს. „განცხადებებს, რომლებიც ევგენი პრიგოჟინის სახელით ვრცელდება, არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ. ამ განცხადებებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის [“ეფესბე”] მიერ შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მოვითხოვთ, დაუყოვ

„ეფ-ეს-ბე“ - რუსეთის ორი მოქალაქე უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ და ტერორისტულ აქტს ამზადებდნენ

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ეფ-ეს-ბე) ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ქალაქ ჩეგემში უკრაინის მიერ დაფინანსებული ტერორისტული თავდასხმა აღკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა წარსულში ნასამართლევი რუსეთის ორი მოქალაქის ქმედებების შეჩერება შეძლო, რომლებიც უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ და ამზადებდნენ ტერორისტულ აქტს ქალაქ ჩეგემში. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ისინი უკრაინაში

„ეუთოს ანგარიში ადასტურებს მრავალ დარღვევას, სირცხვილია“ – ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე საქართველოში გუშინ, 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება. „ეუთოს ანგარიში ადასტურებს მრავალ დარღვევას და უწესრიგობას. რა სირცხვილია. მივესალმები ქართველ ხალხს, ვინც მრავლად გამოვიდა ხმის მისაცემად, მიუხედავად დაშინებისა. ევროპული მომავლის სურვილს ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა სცეს პატივი“, – ამბობს იგი. 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტიას 54%-ზე მეტი

„ეუთო/ოდირის წინასწარი მიგნებები ადასტურებს ჩვენ შეშფოთებას“ – საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი ჟან ნოელ-ბარო ეხმაურება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს. „ეუთო/ოდირის წინასწარი მიგნებები ადასტურებს ჩვენ შეშფოთებას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, სადაც საპარლამენტო არჩევნები სულ ახლახანს ჩატარდა. ველით, რომ ხელისუფლება დარღვევების ბრალდებებს გამოიძიებს. თუ საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნება სურს, პოლიტიკურ პლურალიზმსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს პატივი უნდა სცეს“, – წერს მინისტრი. 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმე

„ესოშიეტიდ პრესი“ - აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები უკრაინაში დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის ინსპექტირებას ახორციელებენ

უკრაინაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედროების მცირერიცხოვანი რაოდენობა გასვლით ინსპექციას ახორციელებს, რათა უზრუნველყონ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სათანადოდ აღრიცხავენ დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს. როგორც სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ წერს, ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა. აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანს, რომელიც მედიას ანონიმურად ესაუბრა, არ უთქვამს, კონკრეტულად სად ტარდება ინსპექტირება ან რამდენად ახლოს არიან ამერიკელი სამხედროები ფრონტის ხაზთან.

„ეს ჯერ კიდევ განხილვის საგანია" | NATO-ში აშშ-ის ელჩი საქართველოს დასწრებაზე ვაშინგტონის სამიტზე

NATO-ში აშშ-ის ელჩი, ჯულიან სმიტი „პირველი არხის” ჟურნალისტის შეკითხვას – ელოდებით თუ არა საქართველოს ვაშინგტონის სამიტზე და რა იქნება NATO-ს გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისადმი ამ სამიტზე? – პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს NATO-ს ვაშინგტონის სამიტში პარტნიორების მონაწილეობასთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი ჯერ კიდევ განიხილება. სმიტის განცხადებით, არსებობს ძლიერი სურვილი, მოიძებნოს გზა, რომ NATO-ს ყველა პარტნიორი წარმოდგენილი იყოს სამიტზე. NATO-ს ვაშინგტონის სამიტი 9-11 ი

„ეს ფოტო არათანაბარ პირობებში აყენებდა სხვა კონკურსანტებს“ - სამთავრობო ცენტრის განმარტება

„ეს ნამუშევარი სრულიად არათანაბარ პირობებში აყენებდა სხვა კონკურსანტებს, რის საფუძველზეც ის არ იქნა შერჩეული, “- ასე განმარტავს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო საინფორმაციო ცენტრი მარტის აქციების ცნობილი ფოტოს კონკურსში არდაშვებას. ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფოტოგრაფის, ზურაბ ცერცვაძის მხრიდან მწვავე და უსაფუძვლო რეაქცია მოჰყვა იმას, რომ მის მიერ გადაღებული ფოტო არ შეირჩა გამარჯვებულთა შორის. დღეს ფოტოგრაფმა ზურაბ ცერცვაძემ თქვა, რომ მარტის აქციები

„ეს სიკვდილია, ბიჭებო, მშვიდობით, - ვინ არიან ტიგრანი და ნიკიტა, რომლებიც ბერდიანსკში მოკლეს

რუსული შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში ორი უკრაინელი არასრულწლოვნის, ტიგრან ოგანესიანისა და ნიკიტა ხანგანოვის მკვლელობა 25 ივნისს დაადასტურა ბერდიანსკის საოკუპაციო ხელისუფლებამ. მოზარდების ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია დაადასტურა უმაღლესი რადის კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ომბუდსმენმა დმიტრი ლუბინეცმაც. მანამდე, 24 ივნისს, რუსული მედიასაშუალებები იტყობინებოდნენ, რომ „ორმა მოზარდმა, რომლებიც ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულნი, ცეცხლი გახსნეს“, დაჭრ

„ეს კანონი უვადო იზოლაციაში გვაბრუნებს“ — „იმედის“ ჟურნალისტი რუსა შელია

სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტი რუსა შელია პირად ფეისბუკგვერდზე აკრიტიკებს ხელისუფლებას რუსული კანონპროექტის მიღების გამო და 7 მარტის აქციაზე დაშავებულთა ფოტოებსაც აქვეყნებს. „არამხოლოდ დასავლეთს გვაშორებს ეს კანონი და ისევ უვადო იზოლაციაში გვაბრუნებს, ის შეიძლება გახდეს უმძიმესი სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზიც. იგრძენით ეს პასუხისმგებლობა მათ, ვინც პოლიტიკოსობა მხოლოდ მწვანე ღილაკზე თითის მიჭერა გგონიათ,“ — წერს რუსა შელია. საქართველოს პარლამ

„ეს იყო სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი“ — ილია II ნაკრებს ულოცავს

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გუშინდელ გამარჯვებას ულოცავს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მათ მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს. „მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი. შევნიშნავთ იმასაც, რომ ბოლო დროს სპორტის სხვა სახეობებშიც ძალიან დიდი წარმატებები იქნა მიღწეული“, — ნათქვამია ილია მეორეს მისალოც წერილში. პირველად ისტორიაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. 26 მა

„ეს იყო მთელი ჯაჭვი" - გახარია საუბრობს, როგორ ზემოქმედებდა „ოცნება" მოქალაქეების ნებაზე

პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია საუბრობს სქემაზე, რის მიხედვითაც, მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ” სახელმწიფო ინსტიტუტებსა და კრიმინალურ დაჯგუფებებთან ერთად, მოქალაქეების ნებაზე კონტროლი მოახდინა. გახარია გამოთქვამს ვარაუდს, რომ სახელმწიფო პერსონალურ მონაცემებზე წვდომით და ჯვარედინი ანალიზის მეთოდით იმის დადგენით, რა საჭიროებები არსებობდა სხვადასხვა ოჯახში, ახდენა მათზე ზემოქმედებას. ხშირად მესმის, რომ პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები ხშირად ნაწყენები არიან, როგორ შ

„ეს ევროპული სტატუსის საბოტაჟია" - ქალი დეპუტატები რუსეთთან ფრენებზე

„აიკრძალოს საქართველოში რუსეთიდან ფრენები”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა პარლამენტში, სპეციალური ბრიფინგის დროს ისაუბრეს და კიდევ ერთხელ დაგმეს ხელისუფლების გადაწყვეტილება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ხუთი ოპოზიციონერი ქალი დეპუტატი ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს თანხმობა რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე. თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი, ხატია დეკანოიძე, ხათუნა სამნიძე და ანა ბუჩუკური აცხადებენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები საფრთ

„ეს არის ისტორიული მომენტი და ძლიერი პოლიტიკური სიგნალი“ — მიშელი

„ეს არის ისტორიული მომენტი და აჩვენებს ევროკავშირის სანდოობას“, — განაცხადა პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ. „ჩვენ ვხსნით მოლაპარაკებებს უკრაინასთან და მოლდოვასთან. ჩვენ ვაძლევთ საქართველოს კანდიდატის სტატუსს. ღია ვართ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკებების დასაწყებად, როცა მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს, რაზეც ანგარიში მარტში გამოქვეყნდება“, — განაცხადა შარლ მიშელმა. მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ძალიან

„ეს არის თაღლითობა და შულერობა“ — ირა ჭელიძე რუსული კანონის შემობრუნებაზე

სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტი, ირა ჭელიძე თაღლითობად აფასებს „ქართული ოცნების“ მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას და რუსული კანონის ხელმეორედ შემობრუნებას. მისთვის გაუგებარია, მმართველი პარტია რატომ ცდილობს იმას, რაც გასულ წელს, საზოგადოების პროტესტისა და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის გამო ვერ მოახერხა. „ხელისუფლება იმეორებს იმას, რაზეც საზოგადოებრივი ზეწოლის ქვეშ მყოფმა ერთხელ უკვე უარი თქვა. როგორც მოქალაქე, ამას აღვიქვამ, როგორც თაღლითობას და შულერობ

„ეს არის დამსჯელობითი ღონისძიება“ | სასწრაფოდან ექიმები გაათავისუფლეს

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები, ექთნები და მძღოლები, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში ანაზღაურების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ, ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები დაიწყო. მორიგი საპროტესტო აქცია მათ დღეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ტრენინგცენტრთან გამართეს. მათი თქმით, ქვეყნის მასშტაბით 200-მდე თანამშრომელი გამოცდებში მიზანმიმართულად ჩაჭრეს და სამსახურიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები კი ის პირები არიან, რომლებიც ა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში პოლიციაა შესული

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში პოლიციაა შესული. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურმა დაუდასტურა. შენობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და შენობაში პარტიის წარმომადგენელს, სოფო ჯაფარიძეს, არ უშვებენ. „სასამართლო განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შიგნით თქვენი ოფისის წარმომადგენლები არიან. ნუ შექმნით კონფლიქტურ სიტუაციას“, - განუცხადა ერთ-ერთმა სამართალ
×
×
  • შექმენი...