Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.102.915

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მიხეილ სარჯველაძე - საგამოძიებო კომისიის შექმნის აზრი არ მომწონს - პარლამენტი არ არის სტრუქტურა, რომელმაც სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს და რეაგირება მოახდინოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის მიერ ინიცირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრე არაა და ამბობს, რომ პარლამენტი არაა ადგილი, სადაც სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს. როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ რაიმე სასანქციო პირობა არსებობს, საზოგადოება უფლებამოსილია ინფორმაცია ჰქონდეს. „მხოლოდ ღია წყაროებით გასული ინფორმაცია, სადაც არასამთავრობოების კრიტიკას ვ

ხათუნა სამნიძე - პრეზიდენტისადმი წერილს ხაბეიშვილის და წითლიძის ხელმოწერები აქვს, რითიც დასტურდება, რომ იცოდნენ სხდომის სავარაუდო თარიღი და ამის მიუხედავად დატოვეს ქვეყანა

რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრა რომ არ შედგა, ამის საფუძველი შემიძლია, ერთი სიტყვით აღვწერო, ეს არის უპასუხისმგებლობა. როცა გაიგზავნა წერილი პრეზიდენტთან, ამ წერილს ხელმოწერა აქვს ორივე დეპუტატის – წითლიძისა და ხაბეიშვილისაც, მათ იციან, რომ ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტს 48 საათი აქვს, რომ სხდომა ჩანიშნოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა. სამნიძის თქმით, ხაბეიშვილისა და წითლიძის ხელმოწერით დასტურდება, რომ იცოდნენ სხდომის სავარაუდო თარიღი და ამის მიუხედავად და

ირაკლი კობახიძე - რადიკალური ცვლილება გვაქვს - სასამართლო რეალურად დამოუკიდებელია და მოსამართლეები გათავისუფლებული არიან წნეხისგან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, დღეს სასამართლო სისტემაში რადიკალური ცვლილებებია. როგორც მან პარლამენტში საგამოძიებო კომისიის განხილვისას განაცხადა, დღეს სასამართლო პოლიტიკური კონტროლისგან თავისუფალია. „რადიკალური ცვლილება გვაქვს. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს ამხელა ცვლილება. ხომ არ არის ამის მიზეზი ის, რომ გათავისუფლდა პოლიტიკური კონტროლისგან სასამართლო სისტემა. მიზეზი ხომ არა არის ის, რომ სასამართლო არის რეალურად დ

მედიის ცნობით, კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი სამართალდამცავებს დაუპირისპირდა

კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი სამართალდამცავებს დაუპირისპირდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა კულტურის სამინისტროს მიერ დალუქული შენობის დამცავი ჟალუზები დააზიანეს. მოსკოვის საპატრიარქოს მრევლმა შენობაში შესვლა სცადა, რომელიც დღეს დილით კულტურის სამინისტროს კომისიამ დალუქა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავების ჯგუფმა კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორია უკვე დატოვა. კიევის პოლიციის ინ

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს წევრობა მხოლოდ თქვენი ინტერესი არ არის - ევროპისთვისაც ეს არის შანსი და არა საფრთხე

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრანსატლანტიკური გაერთიანების/საზოგადოების ინტერესიც. ევროპისთვის ეს არის შანსი და არა საფრთხე, –ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელი სამუშაო ვიზიტი თბილისში ინტენსიური დიპლომატიური და პოლიტიკური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა. "მიგვაჩნია, რომ სა

მედია - ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულები გენოციდად, რუსეთში ტერორისტული რეჟიმი კი “რაშიზმად“ აღიარა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულები გენოციდად, ხოლო რუსეთში ტერორისტული რეჟიმი კი “რაშიზმად“ ერთხმად აღიარა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, დოკუმენტი გმობს „რაშიზმის“ იდეოლოგიას, მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, საერთაშორისო ტრიბუნალს, სანქციებს, რეპარაციებს, ისევე როგორც, უკრაინისთვის „მარშალის გეგმას“. „ლუქსემბურგში, ასამბლეის სესიაზე, ჩვენ ძალიან ძლიერი დეკლარაციის მიღებას მივაღწიეთ, რომელსაც შორს მიმავალი

აშშ-ის საელჩო - ყურადღებით ვაკვირდებით იმ პირთა საქმეებს, რომლებიც პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს - განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან შეუსაბამოა

აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს „მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირ

ოლივერ ვარჰეი - დეოლიგარქიზაციის მიმართულებით საქართველომ მიაღწია შეზღუდულ პროგრესს - რაც შეეხება მედია პლურალიზმისა და მედია მფლობელების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების სტანდარტებს, ვერ მიაღწია ვერანაირ პროგრესს

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველომ დეოლიგარქიზაციის ნაწილში შეზღუდულ პროგრესს მიაღწია, მედია პლურალიზმის მიმართულებით კი საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს. ამის შესახებ ვარჰეიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც წარადგინა ზეპირი ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ასრულებენ საქართველო უკრაინა და მოლდოვა მათთვის მიცემულ რეკომენდაციებს. „დეოლიგარქიზაციის მიმართულებით საქართველომ მიაღწია შეზღუდულ პროგრესს. ამ მიმართულე

გიორგი წერეთელი - გააქტიურდა ნეგატიური განცხადებები პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რითაც ცდილობენ მოსახლეობაში შიშის გაჩენას, თითქოს რიკოთის უღელტეხილზე რაღაც ცუდი ხდება - რიკოთის ყველა მონაკვეთი იქნება უსაფრთხო

არაერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, თუ მედიასაშუალებამ, შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, კვლავ დაიწყო პროექტისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის დისკრედიტაცია. მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რიკოთის ყველა დასრულებული მონაკვეთი იქნება უსაფრთხო , - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა, შოვის სტიქიის ზონიდან მედიასთან საუბრისას განაცხადა. როგორც გიორგი წერეთელმა აღნიშნა, რიკოთის უღელტეხილზე სამუშა

კახაბერ ქემოკლიძე - ნულოვანია ნდობა ამერიკისა და ქართულ სპეცსამსახურებს შორის... სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ემსახურებოდეს ეროვნულ უსაფრთხოებას და არა კონკრეტული პარტიის ინტერესებს (ვიდეო)

“ნულოვანია ნდობა ამერიკისა და ქართულ სპეცსამსახურებს შორის, ეს გამოკვეთა იმ ფაქტმა, რომ ხელისუფლების არცერთმა წარმომადგენელმა არ იცოდა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მზადდებოდა სტრატეგიული პარტნიორის სხვადასხვა ინსიტუტის მხრიდან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ემსახურებოდეს ეროვნულ უსაფრთხოებას და არა კონკრეტული პარტიის ინტერესებს.”  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.  377281943_2022622744744108_1236

ესტონეთის პრეზიდენტი - მომავალი კვირები მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსისკენ გზაზე - საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით, მაგრამ განსაკუთრებით მოქმედებით

ესტონეთის პრეზიდენტი ალან კარისი აცხადებს, რომ მომავალი კვირები მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ საქართველოს გზაზე. როგორც ალან კარისი საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს, საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით და განსაკუთრებით მოქმედებით. „ესტონეთს სურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროკავშირისკენ რეფორმის გზაზე და ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ჩვენი გამოცდილებით. მომავალი კვირები

ბექა ლილუაშვილი - ეროვნული ბანკი დაემორჩილა პარტიას და დაადასტურა, რომ ტოტალური კონტროლის ქვეშაა - ნათელა თურნავა ეროვნული ბანკის ისტორიაში შეიძლება დარჩეს ადამიანად, რომელმაც ბანკის დამოუკიდებლობა დაანგრია

თურნავას გამოცემული ბრძანება ქვეყანაში სანქციებისგან თავის დაძვრენის სამართლებრივი მექანიზმის შექმნას და რუსულ ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილი გამოეხმაურა ნათია თურნავას მიერ "პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" გაკეთებულ განცხადებას, სადაც თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდმა პროგრამა შეაჩერა და აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდის მიერ პროგრამის შეჩერება ნიშნავს სერიოზულ კითხვების გაჩენას ორმხრივ პარტნიორობაშ

ნათია მეზვრიშვილი - კანდიდატის სტატუსი ხალხმა მოიპოვა, ხელისუფლება ვერ მიიწერს. "ოცნებას" უნდა მოვთხოვოთ ქმედითი ნაბიჯები გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად (ვიდეო)

ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციების წინააღმდეგ, მაგალითებით: კანდიდატის სტატუსი ხალხმა მოიპოვა, ხელისუფლება ვერ მიიწერს. "ოცნებას" უნდა მოვთხოვოთ ქმედითი ნაბიჯები გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.  398338607_1484931058715665_4511042282173461335_n.mp4

ნატა საბანაძე - რეალურად ომი არ დასრულებულა 2008 წელს. რუსული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ გრძელდება ამ დრომდე, ამის ერთ-ერთი გამოვლინება სამწუხაროდ არის მსხვერპლი (ვიდეო)

“რეალურად ომი არ დასრულებულა 2008 წელს. რუსული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ გრძელდება ამ დრომდე, ამის ერთ-ერთი გამოვლინება სამწუხაროდ არის მსხვერპლი. მტერი ვინ არის ძალიან ნათელია, რუსეთი. კონფლიქტი მოუგვარებელია, საქართველო მარტო ვერ მოახერხებს რუსეთთან გამკლავებას, ამის გამოცდილება გვაქვს. ამისთვის საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების ჩართვა, მეგობრების დარაზმვა, მაგრამ იმისთვის, რომ დაირაზმონ მეგობრები უნდა გყავდეს. ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია ჩვენზე და საერთაშორისო თანამშრომლობაზე, ბოლო დ

ბექა ლილუაშვილი -  "ნაცები" და "ქოცები" ერთმანეთს უდასტურებენ თავიანთ გაყალბებულ კვლევებს, ეს დაადასტურა გუშინ "ნაცმა" მდინარაძემ, როცა მხოლოდ "ნაცების" რეიტინგი დაადასტურა - "ოცნება" „ნაცების" საარჩევნო კამპანიას აგრძელებს (ვიდეო)

"ნაცები" და "ქოცები" ერთმანეთს უდასტურებენ თავიანთ გაყალბებულ კვლევებს და ამას აკეთებენ ჩვენს ხარჯზე. ეს დაადასტურა გუშინ ნაცმა მდინარაძემ, როცა მხოლოდ ნაცების რეიტინგი დაადასტურა. ოცნება „ნაცების" საარჩევნო კამპანიას აგრძელებს. ყოჩაღ, ბიჭებო, ასე გააგრძელეთ, არჩევნებზე შევხვდებით." ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  400836912_1045755686556491_5245284242111453011_n.mp4

ევროკავშირის ელჩი - დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ - რაც გუშინ მოხდა, ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას, ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილს

ვფიქრობ დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. მოვისმინეთ ბატონი კობახიძის განცხადება, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული ევროკავშირში ინტეგრაციით მომავალი 4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად სამწუხარო, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „პირადად ჩემთვის ეს არის ნამდვილად გულსატკენია. მახსოვს, 2 წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ განაცხადა: „საქ

ALDE და Liberal International - ვაგრძელებთ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიღწევების აღიარებას - ახალი პრეზიდენტის „არჩევა“ ქართველი ხალხის სურვილებს არ ასახავს

ვაგრძელებთ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის აღიარებას, ახალი პრეზიდენტის „არჩევა“ ქართველი ხალხის სურვილებს არ ასახავს, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროპაში ლიბერალური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ALDE და მსოფლიო ლიბერალური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება Liberal International ავრცელებენ. „ღრმად იმედგაცრუებულები და შეშფოთებულები ვართ ახალი პრეზიდენტის „არჩევით“ ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ, რაც მთლიანად „ერთპარტიული“ პარლამენტი დომინირებს, რომელიც სადავო არჩევნე

გახარია - არალეგიტიმური ხელისუფლება, რომ რეჟიმად ჩამოყალიბდა, იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, ვინც ახლა დაპატიმრებულები არიან უკანონოდ, სააკაშვილის კი არა - რაღაცეებს რომ ტლიკინებს "იმედით"

არალეგიტიმური ხელისუფლება, რომ რეჟიმად ჩამოყალიბდა, იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, ვინც ახლა დაპატიმრებულები არიან უკანონოდ, სააკაშვილის კი არა - რაღაცეებს რომ ტლიკინებს "იმედით", - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ დიანა ტრაპაიძესთან საუბრისას აღნიშნა, ახალ არჩევნებს, განგრძობადი, ეფექტური წნეხით უნდა მივაღწიოთ. "ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რაც დღეს ქუჩაში ხდება. რა თქმა უ

რიჰარდს კოლსი - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი უხერხემლო და უპრინციპო გადაწყვეტილებაა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი უხერხემლო და უპრინციპო გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი პლატფორმა X-ზე წერს. მისი ინფორმაციით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს. “მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ნაწილი აღარ ვარ, გავიგე, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს - კატასტროფული და

მეტროს თანამშრომელი ადასტურებს კიკნაძის მონაყოლს, რომ ის არა ლისზე, არამედ სადგურში დააკავეს - რას ამბობს ადვოკატი

აქციების დროს დაკავებული რევაზ კიკნაძის საქმეში არსებობს მოწმე, მეტროს თანამშრომელი ქალი, რომელიც ადასტურებს, რომ აქტივისტი არა ლისის ტერიტორიაზე, არამედ მეტრო „უნივერსიტეტში“ დააკავეს. ქალის ვიდეოჩანაწერი „ტვ პირველმა“ გაავრცელა. ვიდეოში ქალი ამბობს, რომ ბიჭი სალარომდე არ იყო მისული, როცა მას ორმა პირმა მოკიდა ხელი და სადგურში არსებული პოლიციის ოთახში შეიყვანა. ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ აქვთ ამ მოწმის გამოკითხვის ოქმი, გასაუბრების ოქმი და აპირებენ, ის სასამართლო

RFE/RL: ივანიშვილის გარემოცვა და სხვები — რუბიოს კონგრესიდან დასასანქცირებელთა სია გაუგზავნეს

„რადიო თავისუფლების” წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ. „რადიო თავისუფლება” კარგად ინფორმურებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წერილი დღეს, 2025 წლის 9 იანვარს გაიგზავნა და მასში ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 26 ადამიანი, – „ივ

დიმიტრი ცქიტიშვილი - გახარიას ავტორიტეტის “ოცნებას” ეშინია, ამის გამოვლინება იყო ბათუმში მოხდარი თავდასხმა

აგრესია დაუსჯელი არ დარჩება. ვხედავთ ძალაუფლების ძალადობით შენარჩუნების მცდელობას. გახარიას ავტორიტეტის “ოცნებას” ეშინია, ამის გამოვლინება იყო ბათუმში მოხდარი თავდასხმა. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/914837734058571

დანიის ელჩი - მზია ამაღლობელი ბევრი დაკავებულიდან ერთ-ერთია, ვინც გადაჭარბებული ბრალდებებისა და წინასწარი პატიმრობის წინაშე დგას - ევროკავშირის აგრძელებს დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოწოდებას

მზია ამაღლობელი ბევრი დაკავებულიდან ერთ-ერთია, ვინც გადაჭარბებული ბრალდებებისა და წინასწარი პატიმრობის წინაშე დგას, ევროკავშირის აგრძელებს მათი გათავისუფლებისკენ მოწოდებას, - ამის შესახებ საქართველოში დანიის ელჩი, ანნე ტოფტ სორენსენი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად შევხვდი “ბათუმელებს”, “ნეტგაზეთსა” და დაპატიმრებული რედაქტორის მზია ამაღლობელის ადვოკატებს, რომელიც ციხეში 7-წლიანი პატიმრობის საფრთხის წინაშე დგას. მზია ბევრი დაკავებულიდან ერთ-ერთია, ვინც გადაჭა

ბერდია სიჭინავა - გახარიას პარტიას ხაზარაძის წინაშე არ აქვს რაიმე ტიპის ვალდებულება - პარლამენტში არ შევდივართ, სადღეგრძელოები არ გვჩვევია და ამას არ სჭირდება ფიცი

ჩვენს პარტიას მამუკა ხაზარაძის წინაშე არ აქვს რაიმე ტიპის ვალდებულება აღებული, ერთადერთი ვალდებულება გვაქვს ამ ქვეყნის ისტორიული მომავლის წინაშე, - ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას: „რჩები პარლამენტში?! - ხარ ბიძინას რუსული პროექტი!“. ბერდია სიჭინავას თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ ვინმეს პოლიტიკურ დღის წესრიგსა და „ემ

გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისს, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების დაშლისას რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ გაიგო, რაციით გასცა ბრძანება, რომ რეზინის ტყვიების სროლა მაქსიმალურად შეეწყვიტათ

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისს, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების დაშლისას რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ გაიგო, „რაციით გასცა ბრძანება, რომ რეზინის ტყვიების სროლა მაქსიმალურად ყველას შეეწყვიტა. მისივე განმარტებით, ყველა იყო გაფრთხილებული, რომ პოლიციის კანონის შესაბამისად ემოქმედათ „მხოლოდ და მხოლოდ, იმ შემთხვევაში, თუ მათ ან მოქალაქეების სიცოცხლეს პირდაპირი რისკი ემუქრებოდა“. აღნიშნულის შესახებ
×
×
  • შექმენი...