Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    884.351

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„თბილისი მოლთან“ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 31 ადამიანი დააკავა

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 31 ადამიანი დააკავა. ამ დროისთვის, სისხლის სამართლის წესით დაკავებული არავინაა. უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს თბილისი მოლთან საპროტესტო აქცია/მსვლელობის დროს რამდენჯერმე იყო შეხლა-შემოხლა პოლიციასა და აქციის მშვიდობიან მონაწილეებს შორის. პოლიციამ აგინა და სცემა აქციის მონაწილეებს. „ტვ პირველმა“ გაავრცელა კადრები, როგორ უსწორდება გდდ-ის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზ

„თბილისი ენერჯის“ ორი ბავშვისთვის სარჩოს გადახდა და მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა - საია

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ორი არასრულწლოვნის სარჩელი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და შპს „თბილისი ენერჯის“ მოსარჩელეთათვის სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე სარჩოს გადახდის, ასევე, ჯანმრთელობისა და ოჯახის წევრების გარდაცვალების გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა. დაზარალებულების ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასამართლომ სრ

„თბილისი ენერჯი“ - ოქტომბერში, „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა დედაქალაქის მასშტაბით, საცხოვრებელი ბინებიდან 1390 კუსტარული გაზის დანადგარი ჩახსნეს

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბერში „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა დედაქალაქის მასშტაბით 1390 კუსტარული და „მკვლელი“ გაზის დანადგარი საცხოვრებელი ბინებიდან ჩახსნეს. კომპანიის ცნობით, საუბარი ეხება ღია კამერიან წყლის გამაცხელებლებზე ე.წ. კალონკებსა და სხვა კუსტარულად დამონტაჟებულ გაზის დანადგარებზე. კომპანიის განმარტებით, ამით ასეულობით ოჯახი CO-თი ინტოქსიკაციას და ყველაზე მძიმე შემთხვევაში სიკვდილს გადარჩა. ამასთან, „თბილისი ენერჯი“ მოქალაქეებს სთხოვს გამოიჩინონ მაღალ

„თბილისი ენერჯი“ - ისნის რაიონში 8 000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

უსაფრთხოების ბილიკების მოწყობითი სამუშაოების გამო ისნის რაიონში, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის მიმდებარედ (მეტრო სადგურ „ისანთან“)  26 მარტის 10:00 საათიდან 8000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კერძოდ, გაზის მიწოდება შეუწყდება: დედოფლისწყაროს I შეს. 2, ვ. ივერიელის ქ. 32-32ა (ყოფილი საბადურის ქ. 32), ვ. ივერიელის ქ. 36-38, საბადურის ქ. 31-33, შავი ზღვის (ახლანდელი ლეხ კაჩინსკის) ქ. 1, 1-3, 1-5, 1ა, 1ც, 6, 8, 9, 10/3, 11,

„თბილისი ენერჯი“ - გზის კეთილმოწყობის გამო ისანში 7 500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

ისნის რაიონში, მეტრო სადგურ „ისანთან“ თბილისის მერიის მიერ გზის კეთილმოწყობის, უსაფრთხოების ბილიკების მოწყობითი სამუშაოების გამო 2 აპრილის 10:00 სთ-დან გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება 7 500-მდე აბონენტს. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კერძოდ, გაზის მიწოდება შეუწყდება: ქ. წამებულის გამზ. 63ა, 63ბ, 65, 67, 69, სტეფანე ჭრელაშვილის ქ. 1, ჩოლოყაშვილის I კვ-შიმდებარე საცხოვრებელი კორპ. 1 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 9), 2 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 11), 3 (ბერი გ

„თავისუფლება მზია ამაღლობელს!“ - მედიის წარმომადგენლების აქცია პარლამენტთან

პარლამენტთან მედიის წარმომადგენლებმა „ბათუმელების” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გამართეს. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოსკენ გადაინაცვლეს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საჩივარი მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ. „ბათუმელების” დამფუძნებელს შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა, ამასთან, გამოცხადებული აქვს შიმშილობა. გუშინ, 20 იანვარს „საიას“ თავმჯდომარე

„თავისუფლება ახლოსაა“ – რა ხდება ბელგოროდში

22 მაისის დილიდან, მედია და ტელეგრამ-არხები აქტიურად წერენ უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე. ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსების ლეგიონმა რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა, ხოლო იქამდე – რუსული სასაზღვრო პუნქტი გაანადგურა. ინფორმაცია ამ მოვლენებზე საკმაოდ სწრაფად ვრცელდება, მისი გადამოწმება კი საკმაოდ რთულია. ამ მასალაში „ნეტგაზეთი“ შეეცადა თავი მოეყარა აქტუალური და გადამოწმებული ცნობებისთვის. მასალა პერიოდულად გან

„ზარნაძეა დამკვეთი" - ენმ-ს საკრებულოს წევრს ირაკლი ეძგვერაძეს სცემეს

ნაცემია ენმ-ის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე. მან ტელეკომპანია „პირველთან” თქვა, რომ თავს საკრებულოდან დაბრუნების შემდეგ სახლთან დაესხნენ, მისი თქმით, მას თავს დაესხნენ კოტე ზარნაძის გარემოცვის წევრები. მომხდარს ეძგვერაძე სწორედ კოტე ზარნაძესთან საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებს. როგორც ეძგვერაძე ამბობს თავს დაესხა 30-ზე მეტი ადამიანი, მისი თქმით, ეს ადამიანები არჩევნებში დედაქალაქის მერს და კოტე ზარნაძეს „გვერდში უდგას”. ეძგვერაძის თქმით, შეუძლია ყველა მათგანის ამოცნობა.

„ვშიშობთ, რომ დროს წელავენ“ – კვლავ უცნობია, როდის შემოიტანენ აქონდროპლაზიის წამალს

კვლავ უცნობია, როდის ჩამოიტანს სახელმწიფო აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრეპარატს. მშობლები შიშობენ, რომ მიუხედავად შეხვედრებისა, შესაძლოა, პასუხისმგებელმა უწყებებმა წამლის შემოტანის ვადა 2024 წლამდე გაწელონ – ეს კი პრობლემურია აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ე.წ. ზრდის ზონა ეკეტება. ნეტგაზეთთან ინტერვიუში აქონდროპლაზიის საპროტესტო აქციათა ერთ-ერთი ორგანიზატორი და მშობელი, ქეთი ბეგიაშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინი

„ვფიცავთ, რომ არასდროს დავირქმევთ რუსეთის ექიმებს" - სამედიცინოს სტუდენტების ფიცი

სამედიცინოს სტუდენტებმა დღეს განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ორშაბათს გაფიცვას შეუერთდებიან. მათ დადეს საჯარო ფიციც და თქვეს, რომ არასდროს ერქმევათ, რუსეთის ექიმები. ვფიცავთ, რომ ჩვენს თეთრ ხალათს არ გადავათელინებთ რუსულ ჩექმას, ვფიცავთ, რომ არასდროს დავირქმევთ რუსეთის ექიმებს; ვფიცავთ, რომ ჩვენ აუცილებლად შეგიყვანთ თეთრი ხალათებით ევროპაში; ვფიცავთ, ვფიცავთ, ვფიცავთ”, – აღნიშნეს მათ. პუბლიკა

„ვუერთდებით მოწოდებებს, ჩატარდეს დარღვევების გამოძიება” - 5 ქვეყნის განცხადება

ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებენ და უერთდებიან მოწოდებებს არჩევნების გამოძიებასთან დაკავშირებით. ჩვენ, ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება იმ გზას, რომელიც მას ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში თავისი სათანადო ადგილისკენ მიიყვანს. ჩვენ ყურადღებით გავაგრძელებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს და საქართველოს მთავრობას შევაფასებთ მათი ქმედე

„ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების შესახებ" - საბერძნეთში საქართველოს საელჩო

საბერძნეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ აფრთხილებს. საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან. სტიქია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონშია. ცეცხლი ძლიერი ქარის შედეგად გაჩნდა. ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით, თურქეთის საზღვართან მდებარე რამდენიმე დასახლების ევაკუაციის შესახებ გასცა ბრძანება. publika

„ვლოცულობთ ჩვენი მეომრებისთვის“ – უკრაინაში პირველად აღნიშნეს შობა 25 დეკემბერს

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი ეპიფანე მოქალაქეებს შობას ულოცავს და დღესასწაულის აღნიშვნის თარიღის ცვლილების [25 დეკემბერი 7 იანვრის ნაცვლად] მიზეზებსა და შედეგებზე საუბრობს. მისი თქმით, ცხადი იყო ძველი კალენდრის ხარვეზები, თუმცა მთავარი არგუმენტი ცვლილებისთვის გახდა „შიდა ეკლესიური და საზოგადოებრივი მოთხოვნა კალენდრის ცვლილებაზე, რასაც მორწმუნეთა და საზოგადოების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი“. ეპიფანე ხაზს უსვამს, რომ ცვლილების მიუხედავად, ყველა იმ თემში, სად

„ვიცოდი, რომ ჩემთვის სამსახურის შოვნა მარტივი არ იქნებოდა, თუმცა...“ - სმენადაქვეითებული კონდიტერი უსაზღვრო შესაძლებლობებით

„დაახლოებით 10 წლის ვიყავი, მშობლებმა რომ კომპიუტერი მიყიდეს და ინტერნეტში ვუყურე საკონდიტრო გადაცემას. ძალიან მომეწონა და მიზნად დავისახე, ამ პროფესიას გავყოლოდი. რადგან სმენის პრობლემა მაქვს და მეტყველებაც მიჭირს, ვიცოდი, რომ ჩემთვის სამსახურის შოვნა მარტივი არ იქნებოდა, თუმცა გადავწყვიტე მესწავლა ხელობა და სწორედ ეს მიმართულება ავირჩიე“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ დამწყებმა კონდიტერმა, აკაკი ცანკაშვილმა. აკაკი შეზღუდული შესაძლებლობებისაა, ის სმენადაქვეითებულია, თუმცა ეს მისთვის დაბრკოლებ

„ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა? აგვიხსენით!“

2008 წლის, რუსეთ – საქართველოს ომში, გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურებიან. 15 სექტემბერში, გორში გამართული პარტიული შეკრებისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2008 წელს „ენმ“-ის მიერ, ჩვენი ოსი დების და ძმების ცეცხლის ალში გახვევის გამო, ბოდიში გვაქვს მოსახდელი“ „ანუ რა გამოვიდა? ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? აგრესორი ქვეყანა ვართ? და აგრესორების ომში იბრძოდა? რა ვუთხრა მის სულს? რით იამაყონ ჩვენმა შვილებმა?

„ვინც მეორე შვილს გააჩენს, ყოველთვიურად 500-500 ლარი მივცეთ“– ფრიდონ ინჯია ინიციატივით გამოდის

„გამოვაცხადოთ ეტაპი, ყოველთვიურად 500-500 ლარი მივცეთ, ვინც მეორე შვილს გააჩენს“‚ – ამის შესახებ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ. დეპუტატის თქმით, ყოველ წელიწადს 100 000 ადამიანი მიდის საქართველოდან, ამიტომ, მისი აზრით, ამოცანა უნდა იყოს, როგორ დავტოვოთ მოსახლეობა სოფლად:         გამოვაცხადოთ ეტაპი, ყოველთვიურად 500-500 ლარი მი

„ვინ რას იმეორებდა, არ არის საინტერესო“ — კობახიძე პუტინთან მისი პოზიციის თანხვედრაზე

“უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ ვლადიმირ პუტინისა და ირაკლი კობახიძის განმარტებებს შორის მსგავსებაზე თავად ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არ არის საინტერესო, “ვინ რას იმეორებდა, საინტერესოა ფაქტები”. ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა დღეს, 27 თებერვალს, პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა. კობახიძეს იმ დროს ჰკთხეს მისი და პუტინის პოზიციების მსგავსებაზე, როცა ამბობდა, რომ “ხალხის ძალის” კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო ანალოგიურ რუსულ კანონთან. “ვინ რას იმეორებდა, არ არის საინ

„ვიმედოვნებ, ქართველი ხალხი გააკეთებს მართებულ არჩევანს“ — ესტონეთის თავდაცვის მინისტრი

„ამერიკის ხმის“ ინტერვიუ ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჰანო პევკურთან.  — საქართველო ნატოს ვაშინგტონის სამიტის დღის წესრიგში არ ყოფილა და საჯარო ტრიბუნებიდან არაფერი მოგვისმენია ქვეყნის შესახებ. არის საქართველო და მისი გაწევრიანება ამ ეტაპზე თქვენი დისკუსიების ნაწილი? — ამ ეტაპზე მთავარი ფოკუსი უკრაინაზეა და ცხადია, ყველას გვესმის, რატომაა ეს ასე. იქ სრულმასშტაბიანი ომია, რომელიც დაახლოებით 900 დღეა გრძელდება. ყოველდღე ათეულობით, ასეულობით, ზოგჯერ ათასობით ადამიანიც კი იღუპება და ეს უდ

„ვიზიტორი ვალდებულია, ატაროს შესაბამისი ჩაცმულობა“ – პარლამენტის შენობაში შესვლის წესი მკაცრდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში უსაფრთხოების დაცვის ახალი წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, დაუშებელია პარლამენტში სადემონსტრაციოდ გაკუთვნილი ნივთების, ბანერების, სასტვენების შეტანა. ასევე, პარლამენტის ვიზიტორს ეკრძალება ჟურნალისტებთან კომუნიკაცია, პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანხმობის გარეშე. პარლამენტში ქცევის წესები შალვა პაპუაშვილმა თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა. როგორია ახალი ქცევის წესი პარლამენტის ვიზიტორთათვის: 

„ვიზიტი არ უნდა იქნას განხილული, როგორც ლეგიტიმაცია" | ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაცია საქართველოში ჩამოდის

3-4 თებერვალს საქართველოში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის საპრეზიდენტო დელეგაცია ჩამოდის. როგორც კონგრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს ვიზიტი „არ უნდა იქნას განხილული როგორც ლეგიტიმაცია და მხარეთა შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა”. პრესრელიზის მიხედვით, მისიის მიზანია, არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე მდგარი გამოწვევების შეფასება, განსაკუთრებით მომავალი ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში.

„ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან…“ — გომელაური მიგრაციაზე

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მიგრაციის პრობლემა აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას აქვს. გომელაურს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. შს მინისტრს რამდენიმე დეპუტატმა ჰკითხა მიგრაციის მაღალი დონის შესახებ. გომელაურის თქმით, არასწორია ოპოზიციის მტკიცება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 800 000-მა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. გომელაურის თქმით, „იგივე შემოვიდა თითქმის“. ამასთან, გომელაურმა თქვა, რომ მიგრაციის სტატისტიკას შსს არ ა

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა

აქტივისტმა თემურ ქათამაძემ 48-ე დღეს შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. ის კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული. „გაფარ ილმაზი შემოყვანილი იყო ჩვენთან გუშინ, საღამოს საათებში. ჩაუტარდა აუცილებელი კვლევები, მოთავსებული იყო თერაპიულ განყოფილებაში. ჩვენ ავუხსენით მოსალოდნელი გართულებების შესახებ და მაქვს კარგი ინფორმაცია, რომ სრულად გაითავისა, რაც მოჰყვება 48-დღიან შიმშილობას, მან შეწყვიტა შიმშილობა

„ვიდეოჩანაწერში პოლიციელების მხრიდან ძალადობა არ ჩანს“ - საგამოძიებო ლაშა ჟღენტის საქმეზე

21 წლის ლაშა ჟღენტის საქმეზე, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს. სამსახურში ამბობენ, რომ სურთ საზოგადოებას მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია. „2023 წლის 21 ივლისს, ლაშა ჟღენტის დედის, მოქალაქე ხათუნა გამცემლიძის შეტყობინების საფუძველზე, რომელიც პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მისი შვილების მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელებას ეხებოდა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, გამოძიება სამსახურ

„ვენეციის კომისია“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს აკრიტიკებს

ვენეციის კომისია დელოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით შუალედურ მოსაზრებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ საქართველოდან გაგზავნილი დოკუმენტი პერსონალურ მიდგომებს ეფუძნება და არ არის სისტემური, რომელიც მოემსახურებოდა ინსტიტუციებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას. კომისია საკუთარ მოსაზრებაში ორ მიდგომას გამოყოფს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „პერსონალური“ მიდგომისას ხდება ადამიანების სპეციფიკური კრიტერიუმებით შერჩევა და მათთვის „ოლიგარქების“ დარქმევა. ამგვარი კრიტერიუმები კი, დოკუმენტ

„ვაშინგტონ პოსტი“ - ამერიკულ „აბრამსის“ ტანკებს უკრაინა 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში მიიღებს

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ამერიკულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს უკრაინა 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში მიიღებს. პუბლიკაციის ავტორები ესაუბრნენ უკრაინაში დასავლური ტანკების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებში ამა თუ იმ გზით ჩართულ ოფიციალურ პირებს, რომლებმაც აღიარეს, რომ აშშ-მა გამოაცხადა „აბრამსის“ მიწოდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ბერლინი „ლეოპარდების“ გაგზავნაზე უარს იტყოდა. გამოცემის თანახმად, საბრძოლო მანქანებს ამერიკული არმიის საწყობებიდან არ წაიღებენ, არამედ მწარმოებ
×
×
  • შექმენი...