Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.097.362

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თავისუფალი ჭიდაობა | გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია #1TVSPORT

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში იასპარეზებს. ქართველმა ფალავანმა ფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის, თავის პრინციპულ მეტოქეს, ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი, რომელშიც ხვალ გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ოქროსთვის იჭიდავებს, დაახლოებით 21:00 საათიდან დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფალავანი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა დ

ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფრანგული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ მსახიობის ოჯახზე დაყრდნობით იუწყება. ”ის გარდაიცვალა მშვიდად საკუთარ სახლში, სამი შვილისა და მისი ოჯახის გარემოცვაში”, - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში, რომელსაც „ფრანს-პრესი“ ავრცელებს. ალენ დელონს ბოლო წლების განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა. იპნ

მზია ამაღლობელი მიზანში ჟურნალისტური საქმიანობის გამო ჰყავთ ამოღებული – ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ] შეფასებით, ნეტგაზეთი/ბათუმეების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორთან, გულნოსა საიდისთან ინტერვიუ “ამერიკის ხმამ” ჩაწერა. გულნოსა საიდი საუბრობს საქართველოში შექმნილ ვითარებაზეც. მისი შეფასებით, მედიის მდგომარეობა საქართვეკოში აზერბაიჯანში არსებულ სიტუაციას ემსგავსება. “საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნახევრად ავტ

"როგორ უხარია სკოლაში და საოცარი ბავშვები" - დათის ახალი ვიდეო ვრცელდება

თბილისში, შარტავას ქუჩაზე დაშავებული დათის ახალი ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში. დათის სკოლიდან ვიდეოს ოჯახის ახლობელი, თეა ცხადაძე აზიარებს. "როგორ უხარია სკოლაში და საოცარი ბავშვები", - წერს თეა ცხადაძე.   შეგახსენებთ, რომ საზღვარაგარეთ მრავალთვიანი მკურნალობის შემდეგ, დათი სამშობლოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და სკოლაშიც განაახლა სწავლა. TIA.GE

„ითქვა, რომ ქართულმა მხარემ გააუქმა" - იოზვიაკი ზურაბიშვილის ევროპარლამენტში ვიზიტზე

„საბოლოოდ საქართველოს პრეზიდენტი აღარ მიმართავს მომავალ კვირას სტრასბურგში დაგეგმილ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომას, ითქვა, რომ ქართულმა მხარემ გააუქმა” – წერს ტვიტერზე „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკი. დღეს საქართველს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ევროპარლამენტში გადადებულია. „18 აპრილს, სტრასბურგში დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გადაიდო, სადაც პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამო

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო EU-ს საპირისპიროდ შეაბრუნოს“ – იან ბონდი

იან ბონდი, რომელიც ყოფილი ბრიტანელი დიპლომატი და ამჟამად მკვლევარია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა „ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა [ევროკავშირის] საპირისპირო მიმართულებით შემოაბრუნოს“. „რონდელის ფონდის“ მიერ გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე „ევროპული რეფორმის ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის დირექტორმა იან ბონდმა აგრეთვე თქვა, რომ მოსკოვის მიერ პირდაპირ ფრენებზე შეზღუდვის მოხსნა არის „ქრთამი“ და რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გახსნილი „მეორე ფრონტის“ ნაწილი. მისივე თქმით,

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ივანო-ფრანკოვოს საავადმყოფოში სამხედროები მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ივანო-ფრანკოვოში საავადმყოფოს ეწვია, სადაც სამხედროები მკურნალობენ. „სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ჩვენი დამცველები მკურნალობენ. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს გაწეული გმირობისთვის. მადლობა ყველა უკრაინელს ჩვენი სახელმწიფოს დაცვისთვის. აუცილებლად იქნება გამარჯვება! სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ!", - წერს უკრაინის პრეზიდენტი „ფეისბუქზე“. ზელენსკიმ, ასევე, გამართა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის შეხვედრა, სადაც

შოვში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჯარიც ჩაერთვება

რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარიც ჩაერთვება. შესაბამისი გადაწყვეტილება შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართულ თათბირზე მიიღეს, რომლის შესახებაც მედიას ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიაწოდა. როგორც პრემიერმა განცახდა, თავდაცვის ძალები ადგილზე სპეცსაშუალებებით იმუშავებენ. „მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავდაცვის ძალები, თავიანთი სპეცსაშუალებებით ჩამოვლენ აქ და

თეონა აქუბარდია - ყველას გვყავს პენსიონერი მშობლები - პრემიერთან კითხვები არსებობს კორუფციასთან დაკავშირებით

ყველას გვყავს პენსიონერი მშობლები - პრემიერთან კითხვები არსებობს კორუფციასთან დაკავშირებით, - ასე ეხმიანება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებას პრემიერის ჩარტერულ რეისზე ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია. მისი თქმით, უცნობია, საიდან აქვს პრემიერის პენსიონერ მშობლებს ამ ოდენობის შემოსავალი მაშინ, როცა მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაშია. „ყველას გვყავს პენსიონერი მშობლები, მათ შორის, მეც და არ მახსენდება რაიმე შესაძლებლობა ჰქონოდათ ჩემს მშობლებს არათუ ჩარტ

სირიის მედია იუწყება, რომ ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე დარტყმა მიიტანა

სირიის მედია იუწყება, რომ ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე დარტყმა მიიტანა. ინფორმაციას სირიის მედიაზე დაყრდნობით „ფრანს პრესი“ და „როიტერი“ ავრცელებენ. მათივე ცნობით, იერიშის შედეგად ორივე აეროპორტის მუშაობა შეჩერებულია. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაზიანებული ორივე აეროპორტის ასაფრენი ბილიკი. ისრაელში სირიის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.     ავტორი - ლევან ახალაია

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. რეზოლუციას მხარი 14-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო აშშ-მა თავი შეიკავა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ყველა მძევლის უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს. ipn

ანა ბუჩუკური - ჩვენი გუნდი რევოლუციონერი არ არის - ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის გადაწყვეტილება არის ცუდსა და უფრო ცუდს შორის მისაღები გადაწყვეტილება

ხელისუფლების შესაცვლელად, ორი შანსია - არჩევნების გზა და ძალადობრივი გზა. ჩვენი გუნდი რევოლუციონერი არ არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მაქსიმალურად, ყველა ველზე, ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური ბერკეტი უნდა გამოიყენოს. ასე უყურებენ ჩვენი პარტნიორებიც, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. ბუჩუკურის განმარტებით, მათი პარტიის გადაწყვეტილებებზე ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ, ვერავინ ვერანაირ

ქართველი მოსწავლე ლიზა სადათერაშვილი FLEX პროგრამის თვის მონაწილედ დასახელდა

ქართველი მოსწავლე ლიზა სადათერაშვილი FLEX პროგრამის თვის მონაწილედ დასახელდა! ყოველწლიურად ამერიკაში სრული დაფინანსებით სწავლისათვის ამ პროგრამაში მოსახვედრად 22 ქვეყნის 35000-მდე სკოლის მოსწავლე მონაწილეობს. წელს საქართველოს ლიზასთან ერთად 69 მოსწავლე წარმოადგენს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სიამაყით აღნიშნავს ლიზას მოხალისეობრივ საქმიანობას. ის ეხმარება ცხოველთა თავშესაფარს, ბავშვებს ქართულ ხელოვნებას ასწავლის და საქართველოს შესახებ მასპინძელ ქალაქში მოხსენებებს ატარებს. გილოც

დედამიწის მოსახლეობამ 8 მილიარდს მიაღწია

დედამიწის მოსახლეობამ 8 მილიარდს მიაღწია, - ამის შესახებ აღნიშნულია გაერო-ს ანგარიშში, „მსოფლიო მოსახლეობის პერსპექტივები“. ორგანიზაციის გათვლებით, 2023 წელს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდი ქვეყანა ჩინეთის ნაცვლად ინდოეთი გახდება. გაერო-ს ინფორმაციით, მსოფლიოს მოსახლეობა 1950 წლის შემდეგ ყველაზე ნელი ტემპით იზრდება და ზრდამ 2020 წელს 1%-ზე ნაკლები შეადგინა. ორგანიზაციის უახლესი პროგნოზის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობა 2030 წელს შეიძლება დაახლოებით 8.5 მილიარდამდე გაიზარდოს,

ოლიგარქთა რეესტრი პარლამენტის ნაცვლად, შესაძლოა, მთავრობამ შეადგინოს

ოლიგარქთა რეესტრი საქართველოს პარლამენტის ნაცვლად, შესაძლოა საქართველოს მთავრობამ შეადგინოს. პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტში შესაბამისი შესწორებების შეტანის საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დასვა. კანონპროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილავს. “ჩვენ ამ პროცესში პარლამენტის ჩართულობა შემოგთავაზეთ. ეს კოლეგების მხრიდან შეფასდა, თითქოს ინტერესთა კონფლიქტი. სპეკულაციურად გამოიყენეთ, თითქოს ამით უკრაინულ მოდელს ავცდით. ამიტომ გთავაზობთ, რო

სახელმწიფო სამ სამაშველო ვერტმფრენს 21 000 000 ევროდ შეიძენს

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ხელშეკრულება გაფორმდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ, ხოლო მომწოდებელი კომპანიის მხრიდან - Airbus Helicopters-ის წარმომადგენელმა, რომეინ ლანამ მოაწერეს. მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით

სერბეთის არმიაში უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა

სერბეთის პრეზიდენტმა, არმიის მთავარსარდალმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, კოსოვოსთან საზღვარზე დაძაბულობის გამო, შეიარაღებულ ძალებსა და შსს-ს ქვედანაყოფებში გამოაცხადა უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნა. თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა 26 დეკემბერს, ღამით განაცხადა, რომ პრეზიდენტის ბრძანებით, არმია გადადის მოქმედების ყველაზე მაღალ დონეზე სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის და ქვეყნის ყველა მოქალაქის დასაცავად და სერბების წინააღმდეგ ტერორის აღსაკვეთად, მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავ

მოციგურავე ინგა გურგენიძემ ლუბლიანის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ ლუბლიანის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, 13 წლის სპორტსმენმა 177,82 ქულა მოიპოვა, რითიც ოქროს მედალს დაეუფლა. სამინისტროს განცხადებით, ინგა გურგენიძე კანადის ქალაქ კალგარიში გასამართ იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. ნეტგაზეთი

გერმანიაში გაიფიცნენ სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლები

გერმანიაში, ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, 24 საათით გაიფიცნენ სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლები. გამაფრთხილებელი გაფიცვის გამო, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არ მოძრაობენ მატარებლები. ავიარეისები არ სრულდება ჰამბურგის, ჰანოვერის, დორტმუნდის, დრეზდენის, დიუსელდორფის, მიუნხენის, ფრანკფურტის და შტუტგარტის აეროპორტებიდან. გერმანიის შვიდ რეგიონში ნაწილობრივ შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლაც. პროფკავშირების მიერ ორგანიზებული გაფიცვის მონაწილეები მოითხოვენ ხელფასის სულ მცირე 500 ევროთი გ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5655 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5655 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5655 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5712 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0057 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7851 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7828 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0023 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედ

ოჯახი მოითხოვს, ლაზარე გრიგორიადისის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს

მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ოჯახი სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და მოითხოვს, რომ გრიგორიადისის საქმე ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ განიხილოს. ოჯახის ინფორმაციით, ამ მოთხოვნის შესასრულებლად პეტიციაა შექმნილი, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უახლოეს დროში გახდება. კერძოდ, პეტიციას ორი მოთხოვნა აქვს: 1. გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება იმ ორ მუხლზე, რომლითაც ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის საქმეებზე სასამართლო დავა მიმდინარეობს და მათი

რუსეთში საზღვაო სავაჭრო პორტის ტერმინალი იწვის

რუსეთში, ლენინგრადის ოლქის უსტ-ლუგას პორტში კომპანია Novatek-ის ტერმინალს ცეცხლი გაუჩნდა, - ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი, ალექსანდრე დროზდენკო „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს. „უსტ-ლუგას პორტში, კომპანია Novatek-ის ტერმინალში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა“, - წერს ის. მისი ინფორმაციით, განხორციელდა ტერმინალის თანამშრომლების ევაკუაცია. რუსული მედიის ცნობით, კინგისეპის რაიონში „მაღალი მზადყოფნის რეჟიმი“ გამოცხადდა. შემთხვევის ადგილზე რეგიონული ხელისუფლების

ტატო კოტეტიშვილის ფილმი “წმინდა ელექტროენერგია” ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებულია

ტატო კოტეტიშვილის ფილმი “წმინდა ელექტროენერგია” ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს ლეოპარდით დაჯილდოვდა. “გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ჟიურის არაჩვეულებრივ წევრებს, ჩვენს გუნდს და ჩვენს მხარდამჭერ აუდიტორიას. თქვენი თანადგომა ძალიან ბევრს ნიშნავს. ეძღვნება ქართულ კინომოძრაობას: “ქართული კინო საფრთხეშია”, – აცხადებენ ფილმის პროდიუსერები Nushi film-დან. “მინდა ეს ფილმი ქართულ კინოსაზოგადოებას მივუძღვნა, რომელიც სავსეა საინტერესო და ნიჭიერი ადამიანებით, თუმცა ახლა ძალიან

ბერდია სიჭინავა - ეს არის გამოცხადებული ღალატის ქრონიკა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს მცოცავი ოკუპაციის შეჩერებისთვის ედავებიან

ეს არის გამოცხადებული ღალატის ქრონიკა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს მცოცავი ოკუპაციის შეჩერებისთვის ედავებიან.   ბერდია სიჭინავა. სრული ეთერის ლინკი: https://youtu.be/hIX3LaPm1NY

გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ მასზე თავდასხმა სუს-ის მიერ იყო ორგანიზებული

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი კირთაძე, რომელსაც დღეს უცნობმა პირმა კვერცხები ესროლა, ამბობს, რომ თავდასხმის უკან სუს-ი დგას. ფაქტთან დაკავშირებით კირთაძე პოლიციაში გამოკითხვაზე აპირებს მისვლას, თუმცა ამბობს, რომ გამოძიების იმედი არ აქვს. „ორგანიზებული იყო სუს-ის მიერ, თორემ ეს კაცი ქუჩაში ჯიბეებში კვერცხებით დადის? მომაყენეს შეურაცხყოფა, მეც, ჟურნალისტსაც, სრულიად უმიზეზოდ. რას ვერჩი იქ მოსულ პოლიციელებს, მაგრამ ეგენი რას გამოიძიებენ“, – განაცხა
×
×
  • შექმენი...