Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.098.501

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვლადიმერ პუტინი - უკრაინის კონტრშეტევა ფართომასშტაბიანია

უკრაინის კონტრშეტევა ფართომასშტაბიანია, ამ მიზნებისთვის მომზადებული რეზერვების გამოყენებით. ის 4 ივნისს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამის შესახებ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.   „ეს არის ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა, რომელიც იყენებს, როგორც ახლახანს საჯაროდ ვთქვი, ამ მიზნებისთვის მომზადებული რეზერვებს. ეს 4-დან დაიწყო და ახლაც გრძელდება", - განაცხადა პუტინმა.   პუტინმა განმარტა, რომ არსებული მდგომარეობის შესახებ მორ

გიორგი გახარია - ეს მუხურია (ვიდეო)

ეს მუხურია - ვიდეოს Tik-Tok-ზე პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აქვეყნებს: Download.mp4

სალომე ზურაბიშვილი - მოგესალმებით პარიზიდან - საფრანგეთის პრეზიდენტთან ძალიან სასარგებლო საუბარი მქონდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ფრანგ კოლეგასთან საუბარი ჰქონდა საქართველოს „ევროპულ კანდიდატურაზე“. „მოგესალმებით პარიზიდან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს ევროპულ კანდიდატურაზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის განცხადების ვიდეომასალა პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გავრცელდა. იპნ

ნატო ლიეტუვაში სადაზვერვო თვითმფრინავებს აგზავნის

ნატო-მ ლიეტუვაში, ალიანსის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტივობის მონიტორინგისთვის, საჰაერო-სადესანტო გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემის (Awacs) სადაზვერვო თვითმფრინავები განათავსა, - ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავრცელებს. ნატო-ს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებლის, დილან უაითის განმარტებით, აღნიშნულ სადაზვერვო თვითმფრინავებს თვითმფრინავებისა და რაკეტების აღმოჩენა ასობით კილომეტრის დაშორებით შეუძლიათ. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა გაზარდა ჩვენი ყურადღება ბალტ

პროკურატურამ 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს, ქეთევან ცერცვაძეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურამ ექიმს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპე

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი - ისტორია

საქართველოში, უცხო ქვეყნებიდან მცენარეების შემოტანა, გამრავლება და გადარჩევა ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გამო ძველთაგანვე ხდებოდა. ჯერ კიდევ ბერძნულ მითებშია ნახსენები კოლხი მედეას და მისი მამიდის კირკეს განთქმული სამკურნალო მცენარეული ბაღის შესახებ. ქართულ ენაშიც ბაღს რამდენიმე სინონიმი გააჩნია და აღნიშნავს მის დეკორატიულ-სამკურნალო დანიშნულებას - „ადგილი მწვანილოვანი“, „წალკოტი“, „სამოთხე“, „ბაღნარი“ და სხვა. XVII-XVIII საუკუნეებში ვახუშტი ბატონიშვილის (1735), პიშ

სოფიო ხორგუანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს განცხადებით მიმართა

სამცხე-ჯავახეთში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, სოფიო ხორგუანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს განცხადებით მიმართა. სოფო ხორგუანი ხელისუფლებას მოუწოდებს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად, ყველა საჭირო უწყების წარმომადგენელთა ჩართულობით, კომისია შექმნას. „მოგეხსენებათ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისათვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მოქალაქეობის დაკარგვა წარმოადგ

მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სამხრეთ კორეის ქალაქ სოკჩოსთან ახლოს ზღვაში, 57 კილომეტრის სიღრმეში ჩავარდა. ხოლო კიდევ ერთი რაკეტა კუნძულ ულინდონიდან 160 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა. სამხრეთ კორეაში ბირთვული განგაში გამოცხადდა, ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა თავშესაფრებში გადასულიყვნენ. ჩრდილოეთ კორეის მხრიდა

ქართველი სამბისტი ელენე ქებაძე მსოფლიოს ჩემპიონია

ქართველი სამბისტი ელენე ქებაძე ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, +80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა სამბოს საერთაშორისო ასოციაციის სახელით მოასპარეზე ანჟელა გასპარიანი დაამარცხა. „აღსანიშნავია, რომ ელენე ქებაძე კარიერის მანძილზე მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. სამბისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - ჩემი აზრით, გაზაფხულის მიწურულისთვის ეს ომის დასრულდება

ჩემი აზრით, გაზაფხულის მიწურულისთვის ეს ომის დასრულდება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „სქაი-ნიუსთან“ ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ გავრილოვმა განაცხადა. „ჩემი აზრით, გაზაფხულის მიწურულისთვის, ეს ომის დასრულდება“, – თქვა ვლადიმირ გავრილოვმა. მისი თქმით, გამორიცხული არ არის, უკრაინული ძალები ყირიმშიც შევიდნენ. კითხვაზე, როდის დაიწყება მოლაპარაკებები, გავრილოვი აცხადებს, რომ მხოლოდ მაშინ შედგება, როდესაც რუსები მზად იქნებია, დატოვონ უკრაინის ტერიტო

ცივი იარაღის ტარებაზე დღეიდან სანქციები მკაცრდება

დღეიდან, ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება. ამ მიმართულებით, ამოქმედებას იწყებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და ასევე, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა სა

დღეიდან ევროპაში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი იკრძალება

დღეიდან ევროპაში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი იკრძალება. როგორც „ასოშიეითიდ პრესი“ წერს, საქმე ეხება ბენზინს, დიზელს, ნავთსა და მაზუთს. აღნიშნული აკრძალვა ამოქმედდა ევროკავშირის მიერ ჯერ კიდევ ივნისში დამტკიცებული სანქციების საფუძველზე. ევროკავშირმა 2022 წლის 3 ივნისს დაამტკიცა ევროკავშირში რუსული ნავთობის ზღვით შეტანის აკრძალვა, თუმცა მისი ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო. საბოლოოდ, ის 2022 წლის 5 დეკემბერს შევიდა ძალაში. გამონაკლისი შეეხო ბულგარეთს. ასევე, შეზღუდვები

დავით აღმაშენებლის ხეივანში სამარშრუტო ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სამარშრუტო ტაქსს ეკიდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ასევე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია. რა გახდა შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. IPN

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებას უბრუნდება. როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებაში უკვე ჩართული არის, განსაკუთრებით, 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ. მისი თქმით, ყველა იმ საკითხზე, რომელიც ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეს იქნება ევროპული დღის წესრიგიდან გამომდინარე თუ 12 პუნქტის შესრულება, პარტია საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული იქნება. „ყველა საკითხში, ყველა საპარლამენტო განხილვაში

„ეს ევროპული სტატუსის საბოტაჟია" - ქალი დეპუტატები რუსეთთან ფრენებზე

„აიკრძალოს საქართველოში რუსეთიდან ფრენები”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა პარლამენტში, სპეციალური ბრიფინგის დროს ისაუბრეს და კიდევ ერთხელ დაგმეს ხელისუფლების გადაწყვეტილება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ხუთი ოპოზიციონერი ქალი დეპუტატი ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს თანხმობა რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე. თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი, ხატია დეკანოიძე, ხათუნა სამნიძე და ანა ბუჩუკური აცხადებენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები საფრთ

დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის გოგონა უვნებელი იპოვეს (ვიდეო)

დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის გოგონა უვნებელი იპოვეს.  შეგახსენებთ, დიდ დიღომში 11 წლის გოგონას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში პოლიციელებთან ერთად ახლობლები და მოქალაქეები იყვნენ ჩართულები.   354635808_645253970832809_7630468713839348972_n.mp4 354459031_1220511801985498_335542597499454456_n.mp4

დააკავეს კაცი, რომელმაც ცოლს 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა

კაცი, რომელმაც ცოლს 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, დააკავეს. შემთხვევა, დაახლოებით, 5 დღის წინ გლდანში მოხდა. რუსთავი 2-თან საუბარში საავადმყოფო ამბობს, რომ ქალის გადარჩენისთვის რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ. ტელეკომპანიის ცნობითვე, ქალი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. შსს-ს ინფორმაციით, კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.   ნეტგა

"კობახიძის განცხადებამ გამანადგურა, ძალიან შეურაცხყოფილი ვარ" - სტიქიას გადარჩენილი ჯელაძე

"დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, გამანადგურა" - ასე ეხმაურება შოვში სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.  "ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ყოველ დღე იმის იმედად ვიღვიძებდით, რომ ვიღაც დაგვირეკავდა, გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა, ეს როგორ შეძელიო მეტყოდა, მაგ დღით ვიღვიძებდი. [ირაკლი კობახიძის] დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, საერთოდ გამანადგურა, ყველაფერი თურმე რაც მოვყევი და გადამხდა თავს, თურმე

ცესკო - 17:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31 888-მა ამომრჩეველმა

ცესკოს პრეს-სპიკერის, ნათია იოსელიანის ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, ამ დროისათვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31 888-მა (17.3%) ამომრჩეველმა. მისივე ცნობით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. „უბნების დახურვამდე დარჩენილია სულ რაღაც ორი საათი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 საათის მდგომარეობით, ამ დროისათვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31 888-მა (17.3%) ამომრჩეველმა. ზოგადად საარჩევნო პროცე

სიმონიანი: „თბილისი წესიერად იქცევა, უფრო წესიერად, ვიდრე ერევანი“

რუსი პროპაგანდისტი და „რაშა თუდეის“ მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი მორიგ ჯერზე აქებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და მწუხარებით აღნიშნავს, რომ ოფიციალური თბილისის ქცევა უფრო მოსწონს, ვიდრე ერევნის. თავის გადაცემაში „რისი დამტკიცებაც იყო საჭირო“ სიმონიანმა ისაუბრა ბირთვულ ულტიმატუმზე, რომლის წარდგენაც რუსეთს შეიძლება დასავლეთისთვის მოუწიოს და გაიხსენა ვლადიმერ ჟირინოვსკის სიტყვები, რომელიც თბილისის დაბომბვაზე საუბრობდა. თბილისზე საუბრისას სიმონიანმა საქართველოს ხელისუფლებას მ

გეგუთის მე-2 სკოლის მოსწავლე ფანჯრიდან გადმოვარდა და დაზიანებები მიიღო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთში მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ფანჯრიდან გადახტა. მან ვარდნის შედეგად მიიღო დაზიანებები, ის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც სკოლის დირექტორი „მთავარ არხს” ეუბნება, მოსწავლემ გაკვეთილის დასრულების შემდეგ სახლში წასვლა ფანჯრიდან გადახტომით გადაწყვიტა. მომხდარის შემდეგ სკოლაში გამოიძახეს პოლიცია, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. publika

საქართველოში 23 ერთეული Ferrari მოძრაობს - რომელია ყველაზე პოპულარული მოდელი

Aston martin, Ferrari, Lamborghini, Rolls Royce, Bentley - ეს ის 5 ძვირად ღირებული ავტომობილია, რომელიც საქართველოს გზებზე მოძრაობს. საქსტატის მონაცემებით, მათი რაოდენობა საერთო ჯამში 84 ერთეულს შეადგენს. ყველაზე მეტი კი აქედან Ferrari-ა - დღეის მდგომარეობით საქართველოში ამ ბრენდის 23 ერთეული მანქანაა რეგისტრირებული. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, Ferrari-ს რომელი მოდელებია ყველაზე პოპულარული ქვეყანაში და როგორია მათი ღირებულება: ყველაზე მეტი, 13 ერთეული არის მოდელი - Ferrari SF90 Strada

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ამილახვრის I მოადგილედ დაინიშნა

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ არჩეული ალექსანდრე წულაძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ალექსანდრე წულაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ასევე, ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხს Summa Cum Laude შეფასებით. ალექს

გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების მატებაზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისის ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობა 13 მარტიდან მოიმატებს. აღნიშნულის მიზეზად ორგანიზაცია ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას ასახელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს თქმით, დაბინძურება სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. „აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინ

ეპიზოდი #1: როგორ შეცვლის გახარიას გუნდი მართლმსაჯულების სისტემას (ვიდეო)

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები, მიშა დაუშვილი და ნათია მეზვრიშვილი საუბრობენ მართლმსაჯულების სისტემურ პრობლემებზე და იმაზე, თუ რა კონკრეტული ცვლილებები გარდაქმნის ამ სისტემას რეალურად; რატომ არის აუცილებელი კომპლექსური რეფორმა და არა ცალკეული ნაბიჯები მხოლოდ სასამართლოს ან სხვა მიმართულებით; რას ნიშნავს „სამართლიანი წესრიგი“ და რატომ ვერ მივაღწევთ მას „ოცნების“ და ნაციონალების“ პირობებში.   ეპიზოდი #1: როგორ შეცვლის გახარიას გუნდი მართლმსაჯულების სისტემას.    
×
×
  • შექმენი...