Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.098.561

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება. გუშინდელ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა სრულად ვერ მოესწრო. ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციატივით ინიცირებული პროექტი პლენარულ სხდომაზე მამუკა მდინარაძემ წარადგინა. “ქართული ოცნების“ კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და

საჯარო მოხელეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ და რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდებიან

რესპუბლიკის მოედანზე საჯარო სექტორის თანამშრომლები არიან შეკრებილები. საჯარო სექტორში დასაქმებული პირები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან, სადაც უკვე მე-14 დღეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და საჯარო სექტორში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ. „ჩვენი შეკრების მიზეზი ორია: ერთი ის მიმდინარე პროცესი, რაც ქვეყანაში ხდება, 2028 წლამდე წევრობის განაცხადზე უარის თქმა. მეორე, ეხმაურება დაშინების ფორმებს, ჩვენ საჯარო სამსახურში

დევნილები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას მართავენ

რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის შენობისკენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილების მარში­ დაიწყო. მარშის მონაწილეებს ნაწილობრივ გადაკეტილი აქვთ გზა. მსვლელობის დაწყებამდე აქციის მონაწილეებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს. ისმის შეძახილები: “საქართველო”, “აფხაზეთი საქართველოა”, “არა რუსეთს”. ამასთან, აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “გალი აქ არის”, “სოხუმი აქ არის”, "გაგრა აქ არის, “დაინიშნოს ახალი არჩევნები” და სხვა. როგორც აქციის

მირიამ ლექსმანი - ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პატივია

ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პატივია, - ამის შესახებ სლოვაკი ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში წერს. „არ შეგვიძლია განზე გავდგეთ მაშინ, როცა ქართველი ხალხი თავისუფლებას იცავს. ევროპარლამენტში პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლა პატივი და ჩვენი მოვალეობის შეხსენებაა“, - წერს მირიამ ლექსმანი. ცნობისთვის, დღეს, თბილისის დროით დაახლოებით, 11:30 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტარებს მიმართავს.   იპნ

„შიდა დისკუსიები არაზუსტად წარმოჩინდა" - რუმინეთი იმედგაცრუებას გამოთქვამს

„ქართული ოცნების” პრემიერის, ირაკლი კობახიძის მადლობის შემდეგ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ღრმა იმედგაცრუებას გამოთქვამს „ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის გამო”. როგორც დღეს კობახიძემ განაცხადა: მოგვიანებით რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა: საუბარია 16 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სადაც მინისტრები შეთანხმდნენ ქართული დიპლომატი

გლდანის ციხესთან ლოზუნგით - „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გლდანის ციხესთან ლოზუნგით - „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროტესტში როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობენ. მათი თქმით, აქციების დროს დაკავებულები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, ისინი პოლიტპატიმრები არიან და უნდა გათავისუფლდნენ. როგორც პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, დაკავებებით „რუსული რეჟიმი ხალხის დაშინებას ცდილობს“, თუმცა, მათივე თქმით, ხალხს არა თუ ეშინია, არამედ პირიქით - ბრაზდება.  

გერმანიამ საქართველოში €237 მილიონის ღირებულების სახელმწიფო პროექტები შეაჩერა

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ცნობით, გერმანიამ საქართველოში €237 მილიონის ღირებულების სახელმწიფო პროექტები შეაჩერა. პუბლიკა

გიორგი შარაშიძე - რატომ ახდენს "ოცნების" პროპაგანდისტული მედია საშუალებები სააკაშვილის შეუზღუდავ რეკლამირებას

თუ კიდევ ვინმეს სჯერა რომ საფრთხე სააკაშვილშია, რატომ ახდენს ოცნების პროპაგანდისტული მედია საშუალებები მის შეუზღუდავ რეკლამირებას, მაშინ როცა ხალხის სამართლიანი პროტესტი გამარჯვებასთან ძალიან ახლოსაა. გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/946484076947527

სპორტსმენების საპროტესტო მსვლელობა პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს შეუერთდა

პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი სპორტსმენების საპროტესტო აქციის წევრები პარლამენტის წინ აქციის სხვა მონაწილეებს საპროტესტო აქცია-მსვლელობით შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები ერთმანეთს ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტის წინ ტერიტორია სრულად დაიკავეს. მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“. მათი მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ მიმდინ

მაია სანდუ - დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით

დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის მათ ბრძოლაში, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „თქვენი გამბედაობა და მონდომება შთაგვაგონებს ყველას და მოლდოვა თქვენს გვერდით რჩება ამ საერთო გზაზე“, - აცხადებს მაია სანდუ.   იპნ

ჯო უილსონი - ივანიშვილის რეჟიმი დიდ საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლებისთვის

ბიძინა ივანიშვილი ომის დამნაშავე პუტინის, "ჩინეთის კომუნისტური პარტიისა" და თეირანის რეჟიმის მარიონეტია, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა “ჰადსონის ინსტიტუტის” პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. მისი თქმით, „ივანიშვილის რეჟიმი დიდ საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლებისთვის“. უილსონის განცხადებით, ის ცდილობს საქართველო და ქართველი ხალხი გაყიდოს მისი დიქტატურის სასარგებლოდ. “ძალიან მიხარია აქ თქვენთან ერ

ზვიად ძიძიგური - დღეს “ოცნება” კედელთან არის მიყენებული და არანაირი სვლა აღარ აქვს დარჩენილი

რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მეტი ჩინოვნიკი დასანქცირდება. დღეს “ოცნება” კედელთან არის მიყენებული და არანაირი სვლა აღარ აქვს დარჩენილი. ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/622852366869536

დაკავებულია ჩვენი მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე, ვაჩერებთ ყველა აქტივობას – თუმანიშვილის თეატრი

თუმანიშვილის თეატრი აჩერებს ყველა აქტივობას ამავე თეატრის მსახიობის, გიორგი ჩაჩანიძის დაკავების გამო. როგორც თეატრის განცხადებაშია აღნიშნული, მათ დაგეგმილი ჰქონდათ აქტივობების განახლება ქვეყანაში არსებული პროტესტის „ადეკვატური ახალი ფორმის თანხლებით“, თუმცა გიორგი ჩაჩანიძის დაკავების გამო, ყველა აქტივობას აჩერებენ. „თუმანიშვილის თეატრი კატეგორიულად ემიჯნება ძალადობას, ძალის გადამეტებას და უსამართლოდ დაკავებას! ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენს კოლეგებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგ

„გააგონე სიმართლე რეჟიმის დამცველს" — ომბუდსმენის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისში, სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალობით გამოირჩევა და პერიოდულად უარყოფს აპარატის თანამშრომლების მიერ დაწერილ კრიტიკულ მიგნებებს. დემონსტრანტებისთვის მიუღებელია იოსელიანის განცხადება, თითქოს აქციაზე დაკავებული ასობით ადამიანის წამებაზე არ უთქვამს, რომ „სისტემურია“ და რომ მას არ სჯერა 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების. „ის არა ხალხის, არამედ რეჟიმის დამცველია“ – აცხადებენ აქც

საია - მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ხოლო შესაბამისი უწყებები სამედიცინო დოკუმენტაციას არ გვაწვდიან - მას უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ხოლო შესაბამისი უწყებები სამედიცინო დოკუმენტაციას არ აწვდიან. როგორც საია-ს განცხადებაშია ნათქვამი, ადვოკატების შეფასებით, მზია ამაღლობელს უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა. „მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, დაცვის მხარისთვის კვლავ მიუწვდომელია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია.

აკაკი გვიანიძე - თემურ ქათამაძის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ის ყოველდღიურად სუსტდება. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ყოველ საათობრივად ექმნება უდიდესი საფრთხე (ვიდეო)

"თემურ ქათამაძის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ის ყოველდღიურად სუსტდება. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ყოველ საათობრივად ექმნება უდიდესი საფრთხე." აკაკი გვიანიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/646483137870392

„ესოშიეტიდ პრესი“ - აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები უკრაინაში დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის ინსპექტირებას ახორციელებენ

უკრაინაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედროების მცირერიცხოვანი რაოდენობა გასვლით ინსპექციას ახორციელებს, რათა უზრუნველყონ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სათანადოდ აღრიცხავენ დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს. როგორც სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ წერს, ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა. აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანს, რომელიც მედიას ანონიმურად ესაუბრა, არ უთქვამს, კონკრეტულად სად ტარდება ინსპექტირება ან რამდენად ახლოს არიან ამერიკელი სამხედროები ფრონტის ხაზთან.

კელი დეგნანი - აშშ არ არის ჩართული ევროპარლამენტის ან ევროპული პარტიის განხილვებში, მედიის თავისუფლების საკითხი არის ცენტრალური ჯანსაღი დემოკრატიისთვის

მედიის თავისუფლება არის სფერო, რომელსაც აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ საქართველოსთან სრული დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს, რადგან ეს საკითხი არის ცენტრალური ჯანსაღი დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რაზეც ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ არ არის ჩართული ევროპარლამენტის ან ევროპული პარტიის განხილვებში. „ნამდვილად არ მაქვს კომენტარი ევ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ემანუელ მაკრონმა „პარიზის მშვიდობის ფორუმის“ დასკვნით სიტყვაში სალომე ზურაბიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ კავკასია მათი ფიქრის ერთ-ერთი მთავარი საგანია

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „პარიზის მშვიდობის ფორუმის“ დასკვნით სიტყვაში, მსოფლიოსა და ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ზურაბიშვილთან მიმართვისას აღნიშნა, რომ კავკასია მათი ფიქრის ერთ-ერთი მთავარი საგანია. დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდ

ოლივერ ვარჰეი - საქართველომ მკაფიოდ განგვიცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მიიჩნევს ძლიერ სამიზნედ მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, მზად ვართ, ეს გზავნილი შევუსრულოთ

ახალ გეოპოლიტიკურ პერიოდში, საქართველომ მკაფიოდ განგვიცხადა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებას მიიჩნევს საკმარისად ძლიერ სამიზნედ გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ვარჰეი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მზად არის, ეს გზავნილი შეუსრულოს საქართველოს. „ამ ახალ გეოპოლიტიკურ პერიოდში, საქართველომ ძალიან მკაფიოდ განგვიცხადა, რომ მხოლოდ

ბორის ჯონსონი - როცა უკრაინა გაიმარჯვებს და პუტინი უკან დაიხევს, მოვხსნით შემდგომი აგრესიის საფრთხეს საქართველოში, მოლდოვაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპაში - დავასრულებთ საბედისწერო გაურკვევლობას

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა შეიქმნება.   აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას ჯონსონმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვებით რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხე მოიხსნება მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საქართველოში. „როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს და ისინი გაიმარჯვებენ, როცა პუტინი უკან დაიხევს, ჩვენ მოვხსნით რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხეს საქართველოში,

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს განცხადების წარდგენა 15 მარტამდე შეუძლიათ

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის პოზიციაზე კანდიდატურების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. მათივე ცნობით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს განცხადების წარდგენა 15 მარტამდე შეუძლიათ. „კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატურებს ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგან

ვიოლა ფონ კრამონი - მივესალმები რუსეთის კანონის გაწვევას, ამ დრამის აცილება შეიძლებოდა, „ქართულ ოცნებას“ რომ ხალხისა და მეგობრებისთვის თავიდანვე მოესმინა - საქართველოს მთავრობავ, ფოკუსირდით 12 პუნქტზე, შეწყვიტეთ ხრიკები!

მივესალმები "ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას რუსეთის კანონის გაწვევის შესახებ. ამ დრამის თავიდან აცილება შეიძლებოდა, მათ რომ თავიდანვე მოესმინა ქართველი ხალხისა და მეგობრებისთვის, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ. მისი თქმით, ხალხის ხმის გაჩუმება შეუძლებელია, თავისუფლებისა და ევროპული ფასეულობებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ამასთან, ევროპარლამენტარ

მამუკა მდინარაძე - 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით, პუტინის მიმართ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია

38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით, პუტინის მიმართ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. „ისევ მხოლოდ ფაქტები: 2022 წლის 2 მარტს, ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიმართ ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით. ამ მიმართვას ბე

ნათია მეზვრიშვილი - "ქართულმა ოცნებამ" განათლების მინისტრი შეცვალა, როგორც კი დაინახეს, რომ ახალგაზრდების და სტუდენტების სახით, დარჩენილია თავისუფალი სივრცე , რაზეც ხელისუფლების კონტროლი არ ვრცელდება

ოცნება ერთ-ერთში რუსული სცენარით, საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს., - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. როგორც ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, "ქართულმა ოცნებამ" განათლების მინისტრი შეცვალა, როგორც კი დაინახეს, რომ ახალგაზრდების და სტუდენტების სახით, დარჩენილია თავისუფალი სივრცე , რაზეც ხელისუფლების კონტროლი არ ვრცელდება.   "განათლების მინისტრი შეცვალეს, როგორც კი ნახეს, რომ დარჩენილია თავისუფალი სივრცე (ახალგაზრდები
×
×
  • შექმენი...