Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    861.818

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების, რესტავრატორების, ხელოვნებათმცოდნეებისა და IT სფეროს გაერთიანებულმა მსვლელობამ კულტურის სამინისტროსთან გადაინაცვლა

სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა, რესტავრატორებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა და IT სფეროს წევრებმა კულტურის სამინისტროსთან გადაინაცვლეს. მანამდე მათ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე IT სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მანიფესტანტებმა კულტურის სამინისტროსთან მინისტრს შეახსნეს ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც მათი მმართველობისას დაზიანდა. აქციის მონაწილეებს მსვლელობისას საცხოვრებელი სახლებიდან მოქალაქეები, ხოლო ავტომობილებიდან მძღოლები სიგნალებით ამხნევებდნენ. მსვლელობი

დევნილები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას მართავენ

რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის შენობისკენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილების მარში­ დაიწყო. მარშის მონაწილეებს ნაწილობრივ გადაკეტილი აქვთ გზა. მსვლელობის დაწყებამდე აქციის მონაწილეებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს. ისმის შეძახილები: “საქართველო”, “აფხაზეთი საქართველოა”, “არა რუსეთს”. ამასთან, აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “გალი აქ არის”, “სოხუმი აქ არის”, "გაგრა აქ არის, “დაინიშნოს ახალი არჩევნები” და სხვა. როგორც აქციის

დამკვირვებლები პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას ლოზუნგით: „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“ მართავენ

დამკვირვებლები ფილარმონიის შენობიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები ქვეყანაში ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. მათ სხვადასხვა ბანერები აქვთ გაშლილი, წარწერით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ხმის და მომავლის ქურდები“, „დამკვირვებლები-გაყალბების მოწმეები“,“ ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „არჩევნები სამარცხვინოდ გაყალბდა“. ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ,

სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საუბრისას ანტონიო კოშტამ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა გამოხატა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.   იპნ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ხვალ საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ოფიციალური ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 16 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება და მას პირველად უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი. საგარეო საქმეთა საბჭო გაცვლის მოსაზრებებს საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია კიდევ 17 პირის დამატებით, მათ შორისაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველ პოლიტიკოსს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუსის ბუდრისი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ლიეტუვა ქართველი ხალხის და მათი ევროპული ოცნების გვერდით დგას. ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია კიდევ 17 პირის დამატებით, მათ შორისაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი. მისი თქმით, ლიეტუვა არ შეეგუებ

საჯარო დაწესებულებების მენეჯერებისა და მათი მოადგილეებისთვის სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება

„ქართულმა ოცნებამ“ სამი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება. ახალი კანონით, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები ხდებიან. საჯარო სამსახურის შესახებ ჯერ ისევ მოქმედი კანონით, მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იცის სახელმწიფო ენა; ბ) მიაღწია 18 წელს; გ) აქვს ამ კანონით გათვალისწინებული მოხელის სერტიფ

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი - „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ მაკა ბოჭორიშვილთან საუბრისას ხაზი გავუსვი, რომ მიუღებელია პოლიციის მხრიდან ძალადობა და უკანონო და თვითნებური დაკავებები

ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის, სტივენ დაუთის განცხადებით, მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა. დაუთი სოციალურ ქსელ X-ში მაკა ბოჭორიშვილს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან, მაკა ბოჭორიშვილთან საუბრისას დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ მიუღებელია პოლიციის მხრიდან ძალადობა და უკანონო და თვითნებური და

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი - საქართველოსთან დაკავშირებულმა ზომებმა საქართველოს მოსახლეობას არ უნდა ავნოს

ჩეხეთის პოზიცია უცვლელია, ჩვენ ღიად უნდა შევინარჩუნოთ ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ მთავრობა არ სურს თანამშრომლობა და თუ მთავრობა პირდაპირ ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. კითხვაზე, რა კონკრ

მარგუს ცაჰკნა - არ ვაპირებ ვაღიარო არჩევნების შედეგები, როგორც გამჭვირვალე და სამართლიანი, რადგან ასეთი არ ყოფილა - თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს, არსებობს მომავალში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობა

არ ვაპირებ ვაღიარო არჩევნების შედეგები, როგორც გამჭვირვალე, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგები, რადგან ასეთი არ ყოფილა. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ ამას განვიხილავთ. ასევე გვაქვს სხვადასხვა ზომების სია. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს საკუთარი ხალხის მიმართ, ასევე არსებობს მომავალში ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობა, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურ

NGO-ები: „ოცნების“ მიღებული ცვლილებები მიზნად ისახავს მომიტინგეთა და საჯარო მოხელეთა რეპრესიებს

„საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივმა მრჩეველმა გიორგი ბურჯანაძემ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პროექტის მენეჯერმა ლიკა საჯაიამ საჯარო სამსახურის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ კოდექსში შესული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ბრიფინგი გამართეს. მათი შეფასებით, ეს ცვლილებები მიზნად ისახავს მომიტინგეთა და საჯარო მოხელეთა რეპრესიებს. ეს წესები წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის საყ

რუსეთის სამართალდამცველთა პროფკავშირების ხელმძღვანელი წერს, რომ თბილისში იმყოფებოდა

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების პროფკავშირების ასოციაციის ხელმძღვანელი და საერთაშორისო თანამშრომლობის კომისარი, ალექსეი ლობარევი წერს, რომ თბილისში „კოლეგების მოწვევით“ იმყოფებოდა. ის საუბრობს საქართველოში მიმდინარე აქციებზე, იწონებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას და პოლიციელებთან ერთად ფოტოებს აქვეყნებს. ის ამტკიცებს, რომ „პროფკავშირები პოლიტიკის მიღმაა“ და მისი მთავარი მიზანია, პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, მუშათა უფლებებისა და ინტერესების დაცვა. პუბლიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის დევნის შეწყვეტის მიზნით

ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში არსებული ვითარებით იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ძალადობა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სარგებლობენ მათი ძირითადი უფლებებით , - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლუსი პოტიჩკოვასა და კომიტეტის მომხსენებელ კარინა ოდებრინკის განცხადებაშია აღნიშნული. ლუსი პოტიჩკოვა და კარინა ოდებრინკი საქართველოში მიმდინარე „საპროტესტო აქციებისა და ძალადობის შესახებ მუდმივ

საპენსიო სააგენტო მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა დატოვა

საპენსიო სააგენტოს განცხადებით, 2024 წლის დეკემბრიდან მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ, თანამდებობა დატოვა. სააგენტოს ცნობით, გოგა კარიერას კერძო სექტორში, ცენტრალურ აზიაში გააგრძელებს. საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობას ლევან ვერძეული შეასრულებს, რომელიც საპენსიო სააგენტოში 2020 წლიდან საინვესტიციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს. “საინვესტიციო საბჭო მადლობას უხდის გოგა მელიქიძეს ხუთწლიანი წარმატებული საქმიანობისთვი

პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, პატიმრობა გირაოთი შეეცვალა აქციაზე დაკავებულ არასრულწლოვანს

არასრულწლოვანს, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციაზე დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალა და დარბაზიდან გათავისუფლდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 17 წლის მ.გ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არასრულწლოვანი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

ბექა ლილუაშვილი - დასავლეთი, ევროკავშირი, დგას ქართველი ხალხის გვერდით და ისინი მაქსიმალურ ძალისხმევას ჩადებენ იმაში, რომ დაიცვან ქართველი ხალხის ინტერესები და დაგვეხმარონ იმაში, რომ ქვეყანა დაბრუნდეს განვითარების დემოკრატიულ გზაზე

ჩვენი განვითარების პარტნიორები, დასავლეთის სახელმწიფოები, მათ შორის ევროკავშირი, დგას ქართველი ხალხის გვერდით და ისინი მაქსიმალურ ძალისხმევას ჩადებენ იმაში, რომ დაიცვან ქართველი ხალხის ინტერესები და დაგვეხმარონ იმაში, რომ ქვეყანა დაბრუნდეს განვითარების დემოკრატიულ გზაზე. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1108509300780506?st=1GG7mG1l5pS

რიკარდ იოზვიაკი - საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ, თუმცა ევროკომისია განსახილველად წამოაყენებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ , - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისივე თქმით, ევროკომისია განსახილველად წამოაყენებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის, შესაძლოა ამ კვირაში. „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო,

„ახალი თეატრის“ თანამშრომლები გენერალურ პროკურორს მიმართავენ, სასამართლოსთან ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე იშუამდგომლოს

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის თანამშრომლები საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე მიმართავენ. ისინი პროკურორს სთხოვენ, რომ სასამართლოს ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე მიმართოს. „ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ვითხოვთ მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას. ვიცნობთ რა ანდრო ჭიჭინაძეს, როგორც კანონმორჩილ, სანიმუშო მოქალაქეს, პატრიოტ ადამ

მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი - დაკავებისას, ძალადობას ტრადიციულად ჰქონდა ადგილი

დაკავებისას, ძალადობას ტრადიციულად ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ მსახიობმა გიორგი ბახუტაშვილმა განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე სასამართლოს დღეს უნდა ემსჯელა, თუმცა, პროცესი 23 დეკემბრისთვის გადაიდო. „ჩემი პროცესი გადაიდო, მაგრამ არ დაიშალოთ, იმიტომ, რომ ახალი წარმოდგენა დაიწყება - ლექსო მაჭავარიანის პროცესი და ვნახოთ, რაღაც საინტერესო მოხდება, დარწმუნებული ვარ. სასამარ

ბებია-ბაბუები აქცია-მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მივიდნენ

ბებია-ბაბუები აქცია-მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მივიდნენ. მათ მსვლელობა მეტროსადგური „რუსთაველიდან“ დაიწყეს. მსვლელობისას კი საავტომობილო გზის ნაწილი გადაკეტილი ჰქონდათ. მათ უჭირავთ პლაკატები „ბაბუას არასდროს ერქმევა „დედუშკა“, „ბებიას არასდროს ერქმევა „ბაბუშკა“, „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს - ჩვენს შვილიშვილებს“, „შვილიშვილების ევროპული მომავლის სადარაჯოზე“. როგორც ისინი აცხადებენ, მათ უნდათ ევროპა და ის, რაც შვილების თაობისთვის ვერ შეძლეს, შვილიშვილების თაობისთვის მაინც უნდა

რუსთაველის გამზირზე ბებია-ბაბუების აქცია-მსვლელობა იმართება

რუსთაველის გამზირზე ბებია-ბაბუების აქცია-მსვლელობა იმართება. ისინი მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. მათ საავტომობილო გზის ნაწილი გადაკეტილი აქვთ. აქციის მონაწილეებს უჭირავთ პლაკატები: „ბაბუას არასდროს ერქმევა „დედუშკა“, „ბებიას არასდროს ერქმევა „ბაბუშკა“, „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს - ჩვენს შვილიშვილებს“, „შვილიშვილების ევროპული მომავლის სადარაჯოზე“. როგორც ისინი აცხადებენ, უნდათ ევროპა და ის, რაც შვილების თაობისთვის ვერ შეძლეს, შვილიშვილების თაობისთვის მა

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვწუხვარ, საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის გამო - შეშფოთებული ვარ საქართველოს მიერ ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიტოვების გამო

მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და ნამდვილად ვწუხვარ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის გამო, - ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარეს ბუენომ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. „საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს სამი საკითხი: პირველი, რა თქმა უნდა, მშვ

რა შეიცვალა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში | ISFED შეფასებას აქვეყნებს

არალეგიტიმური პარლამენტის მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები მკვეთრად აუარესებს საჯარო მოსამსახურეთა უფლებრივ მდგომარეობას, – ამის შესახებ განცხადებას „სამართლიანი არჩევნები” (ISFED) ავრცელებს და კანონში შესულ ცვლილებებს განმარტავს. გთავაზობთ ძირითად ამონარიდებს ISFED-ის შეფასებიდან: 1 – ცვლილებების მიღებამდე საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი  მოადგილის თანამდებობაზ

ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები პარლამენტისკენ მსვლელობას მართავენ

ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმიდან პარლამენტისკენ აქცია-მსვლელობას მართავენ. საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან: მწერლები, რედაქტორები, გამომცემლები, წიგნის დიზაინერები, ბუკინისტები და პირები, რომელთაც ლიტერატურასთან აქვთ კავშირი. ისინი გეგმავენ, რომ მსვლელობისას შეჩერდნენ გალაკტიონ ტაბიძის და მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმთან, სადაც თავიანთ პოზიციას გააჟღერებენ. საბოლოოდ კი, ისინი რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას შეუერთდე

კინემატოგრაფისტებმა და კინომოყვარულებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს

თბილისში, პროტესტის მე-19 დღეს კინემატოგრაფისტებმა და კინოს მოყვარულებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.  ისინი აღმაშენებლის გამზირზე ყოფილი კინოთეატრ “აპოლოსთან” შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ გაემართნენ.  “შეუძლებელია ადამიანი იჯდეს ციხეში და შენ ითამაშო სპექტაკლი ან გადაიღო კინო და თქვა, რომ ეს ორი რაღაც ერთმანეთს არ ეხება”, – ამბობს რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე, რომელიც დღეს კინემატოგრაფისტების მარშზე მივიდა.  “გარდა იმისა, რომ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და პატივისცემას, ჩემი აზრი
×
×
  • შექმენი...