Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    861.817

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მაკრონი: ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სადაც საქართველოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება. და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ თქვენი ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად. საქართველოს ვერ ექნება ევროპულ გზაზე წინსვლის იმედი, თუ მშვიდობიან დემონსტრაციებს ძალის არაპროპორციული გამოყენებით ახშობენ, თუ სამოქალაქო

აქციის მონაწილეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ

„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“, - ამ სიტყვებით მიმართავენ საქართველოს პარლამენტთან მყოფი მოქალაქეები მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია. მოქალაქეებმა პარლამენტთან ბურთები მიიტანეს და თამაში დაიწყეს. ისინი ამგვარი ფორმით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების გამო. გარდა ბურთებით თამაშისა, აქციის მონაწილეებს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. პარალელურად იმის შეძახილები

აქციის მონაწილეები პარლამენტთან დიპლომებით მივიდნენ

საქართველოს პარლამენტთან აქცია სახელწოდებით: „ვაჩვენოთ დიპლომი ყაველაშვილს“ მიმდინარეობს. შესაბამისად, მომიტინგეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან საკუთარი დიპლომები მიიტანეს. აქციის მონაწილეების თქმით, ამგვარი ფორმით აპროტესტებენ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე „უდიპლომო, გაუნათლებელი კანდიდატის“, მიხეილ ყაველაშვილის არჩევას. „ქართველ ხალხს იმისთვის არ მიგვიღია განათლება, რომ გვყავდეს უვიცი, გაუნათლებელი პრეზიდენტი, რომელიც ამავე დროს არალეგიტიმურია“, - აცხადებენ აქციის მონაწილე

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ადა მარშანია “ქართულ ოცნებას“ - საქართველოსაც ზიანი მიაყენეთ და თქვენს თავსაც - მე არ შემოვხაზავ მიხეილ ყაველაშვილს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადა მარშანიამ პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს მხარი არ დაუჭირა და პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში მიმდინარე არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” მიმართა, რომ კანდიდატი უკეთესად უნდა შეერჩია. როგორც მან განაცხადა, ყაველაშვილის წარდგენით “ქართულმა ოცნებამ” ზიანი ქვეყანასაც მიაყენა და საკუთარ თავსაც. მარშანიას თქმით, მას ყაველაშვილის კანდიდატურა არ მოსწონს, ამიტომ საარჩევნო ყუთში ცარიელ ბიულეტენს აგდებს. „უფრო უკეთესად უნდა მოგეფიქრებინათ. თ

„მენტალურ რუსს ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ავირჩევ, არც ამ არჩევნების ლეგიტიმურობას ვიზიარებ“ - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი

„მენტალურ რუსს ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ავირჩევ და საერთოდ, არც ამ არჩევნების სამართლიანობას და მის ლეგიტიმურობას ვიზიარებ“, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზურაბ ჯგუბურია პარლამენტში დაგეგმილ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს. ზურაბ ჯგუბურიას გარდა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თემურ მჟავიაც, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის ამრჩევი კოლეგიის წევრია, ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, რომლითაც დღეს, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის არჩე

„ბოიკოტს ვუცხადებ პრეზიდენტის არჩევნებს“ - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თემურ მჟავია, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის ამრჩევი კოლეგიის წევრია, ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, რომლითაც დღეს, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის არჩევას გეგმავს. დღეს, 14 დეკემბერს, „ქართული ოცნება“ ატარებს პრეზიდენტის არჩევნებს, რომელშიც ერთადერთი კანდიდატი მონაწილეობს. ეს „ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილია. მან საზოგადოებას თავი გინებით, ზიზღის ენით და ანტიდასავლური გ

პატიმრობა შეუფარდეს ფოტოგრაფს, რომელსაც ეგონა, რომ “ტიტუშკები” მისდევდნენ და პოლიციას დახმარება სთხოვა

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 1-კვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა 22 წლის ფოტოგრაფს, ლუკა ღვინიაშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა, თავად ღვინიაშვილი კი ამბობს, რომ პირიქით, პოლიციას დასახმარებლად მიმართა ღვინიაშვილი 12 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის 3 საათზე დააკავეს. ის მეგობრის სახლიდან გამოვიდა და საკუთარ სახლში მიდიოდა. სადარბაზოდან გამოსულმა დაინახა BMW-ს მარკის, თეთრი, დაბურულმინებიანი მანქანა, საიდანაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული აგრესი

ბერდია სიჭინავა - მოსამართლემ, მე - ექიმი არ ვარ, სამედიცინო შემოწმება ჩავუტაროო... დადგინდა, რომ ჩვენს თანაგუნდელს, ცემისგან 3 ნეკნი აქვს ჩამტვრეული - ჩამტვრეული ნეკნებით, ადამიანს, 8 დღე საკანში, ნარზე წოლაში გაატარებინეს

"მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ (ოროსანი იურისპრუდენციაში) ერთ-ერთი ჩვენი თანაგუნდელის საქმის განხილვისას, როცა ვითხოვდით მისთვის სამედიცინო შემოწმების ჩატარებას, რადგან ძალიან ნაცემი იყო, მე ექიმი არ ვარო და 8 დღით გაუშვა ადამიანი იზოლატორში… დღეს, იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ჩატარებული სამედიცინო შემოწმებით დადგინდა, რომ ცემისგან 3 ნეკნი აქვს ჩამტვრეული… ჩამტვრეული ნეკნებით ადამიანს 8 დღე საკანში ნარზე წოლაში გაატარებინეს…", - წერს სოციალურ ქსელში პარტია "გახარია საქართველოსთვის

EU-ის სანქციებში რუსეთის წინააღმდეგ, ერთ ქართველიც მოხვდა – იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების სანქციის ფარგლებში 18 პირსა და 3 კომპანიას დაასანქცირებს. მათი სახელები ორშაბათს გახდება ცნობილი. ქართული საზოგადოებისთვის კი საინტერესო აქედან ის არის, რომ ზემოხსენებული 18 პირიდან, იოზვიაკის ინფორმაციით, ერთი ქართველია. ნეტგაზეთი

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს - მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენ ახალგაზრდებს - ყველა ჩვენი შვილია, ვინც აქ დგას ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებთან მივიდა და აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა. სალომე ზურაბიშვილის გამოჩენას მოქალაქეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. „მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენ ახალგაზრდებს. ყველანი ვართ დედები, ყველანი ჩვენი შვილია, ვინც აქ დგანან ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის. მათ ვუთხრათ მადლობა და მათ ვუთხრათ, რომ მათთან ერთად ვიქნებით ჩვენ ბოლომდე, რომ დავიცვათ ისინი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.   იპნ

ვატო ბჟალავას, რომელიც სახლთან ძაღლს ასეირნებდა და უფორმო პოლიციელებს “არ დაემორჩილა”, 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

რონდელის ფონდის მკვლევარ ვატო ბჟალავას, რომელიც 12 დეკემბერს ქუჩაში, ძაღლის გასეირნებისას დააკავეს, უფორმო პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით, 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გამოიტანა. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით მყოფმა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა, რომელმაც გუშინწინ ვატო ბჟალავა დააკავა, ერთგვარად აღიარა, რომ დაკავებისას ის სამოქალაქო ფორმაში იყო. მოსამართლის შეკითხვაზე, ეცვა თუ ა

ISFED: არალეგიტიმური პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა არაკონსტიტუციურია

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) განცხადებით, „არალეგიტიმური პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნა და მისი არჩევა, უკანონო და არაკონსტიტუციურია“. „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობდა, გამარჯვებულად მიხეილ ყაველაშვილი გამოცხადდა. ორგანიზაცია წერს, რომ პროცესი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა.

ALDE და Liberal International - ვაგრძელებთ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიღწევების აღიარებას - ახალი პრეზიდენტის „არჩევა“ ქართველი ხალხის სურვილებს არ ასახავს

ვაგრძელებთ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის აღიარებას, ახალი პრეზიდენტის „არჩევა“ ქართველი ხალხის სურვილებს არ ასახავს, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროპაში ლიბერალური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ALDE და მსოფლიო ლიბერალური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება Liberal International ავრცელებენ. „ღრმად იმედგაცრუებულები და შეშფოთებულები ვართ ახალი პრეზიდენტის „არჩევით“ ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ, რაც მთლიანად „ერთპარტიული“ პარლამენტი დომინირებს, რომელიც სადავო არჩევნე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ყაველაშვილი ერთპარტიულად დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია - მისი არჩევით ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკურ კრიზისს

ყაველაშვილი ერთპარტიულად დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, „კონსტიტუციის და კანონის უგულებელყოფით პრეზიდენტის არჩევით, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკურ კრიზისს“. „2024 წლის 14 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ საკუთარი პრეზიდენტი აირჩია. „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მასობრივად გააყალბა და ხელისუფლება მიითვისა, დღ

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო - საქართველოს პარლამენტს, გაყალბებული არჩევნების შედეგად, სურს აირჩიოს ქვეყნის ახალი პრეზიდენტი, ულტრამემარჯვენე და პრორუსი - ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს

ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფებებს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო (საფრანგეთი) სოციალურ ქსელში წერს. „დღეს საქართველოს პარლამენტს, გაყალბებული არჩევნების შედეგად, სურს აირჩიოს ქვეყნის ახალი პრეზიდენტი, ულტრამემარჯვენე და პრორუსი, მაშინ როცა ქართველები ყოველდღიურად დემოკრატიისა და ევროპის მიმართ ერთგულების დასადასტურებლად დემონსტრაციებს მართავენ. მთელი ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფებებს წარ

ლევან გოგიჩაიშვილი - ყაველაშვილს პრეტენზია არ აქვს, შესაბამისად პრობლემასაც არ შექმნის. ზუსტად ასეთი უსახო პრეზიტენტი სჭირდება ივანიშილს (ვიდეო)

ყაველაშვილს პრეტენზია არ აქვს, შესაბამისად პრობლემასაც არ შექმნის. ზუსტად ასეთი უსახო პრეზიტენტი სჭირდება ივანიშილს. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წვერი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/558003613702907

გუდაურში, ინდურ რესტორანში, 12 ადამაინის ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა

გუდაურში, ინდურ რესტორანში, 12 ადამაინის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. „შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში მომხდარ სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც გარდაიცვალა 12 პირი, გამოძიება

სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე გუშინ ღამით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნიკო მანაგაძის ადვოკატმა, მარიამ პატარიძემ განუცხადა. ადვოკატის განმარტებით, დაკავების დროს მასთან ერთად ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ასევე დააკავეს. მისივე თქმით, ორივე მათგანი დიღომში, მესამე იზოლატორში არიან გადაყვანილები. ადვოკატის ვარაუდით, დაკავების მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ მანაგაძე პოლიციის სამმართველოში არ გამოცხადდა და მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით პრო

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე - არალეგიტიმური მთავრობა ქართველებისთვის რუსი მარიონეტი პრეზიდენტის თავზე მოხვევას ცდილობს - ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს!

საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა ქართველებისთვის რუსი მარიონეტი პრეზიდენტის თავზე მოხვევას ცდილობს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. "სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ვაფასებ მის სიმამაცეს არალეგიტიმურ მთავრობასთან წინააღმდეგობაში, რომელიც ქართველებისთვის რუსი მარიონეტი პრეზიდენტის თავზე მოხვევას ცდილობს. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს! #MEGOBARI," - წერს უილსონი.   ipn

„სასტიკი ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოში" - Amnesty International-ის ანგარიში

Amnesty International-მა საქართველოში 29 ნოემბრის შემდეგ აქციებზე საპოლიციო ძალების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებასა და მოქალაქეების მიმართ ძალადობაზე ვრცელი ანგარიში მოამზადა. იქ საუბარია, რომ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, სადაც ათიათასობით დემონსტრანტი მშვიდობიანად გამოხატავდა საკუთარ უფლებას, პოლიციამ „წყლის ჭავლით, ცრემლმდენი გაზითა და რეზინის ტყვიებით უპასუხა”, რასაც სიტუაციის გამწვავება მოჰყვა. აქვე, მითითებულია, რომ სასამართლო ძირითადად უგულებელყოფს წამებისა და სამართლ

ესტონეთმა ირაკლი კობახიძე და კიდევ 13 პირი დაასანქცირა

ესტონეთმა დაასანქცირა “ქართული ოცნების” 14 მაღალჩინოსანი. მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ. “ესტონეთმა დაასანცირა საქართველოს ხელისუფლების 14 მაღალჩინოსანი, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ხელისუფლების მიერ დემონსტრანტებზე, ჟურნალისტებზე და ოპოზიციის ლიდერებზე ძალადობა არის კრიმინალი და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. მოვუწოდებ ევროკავშირის ქვეყნებს რეაგირებისა და მოქმედებისკენ”, – დაწ

სალომე ზურაბიშვილი - ტერორი საქართველოში - კვლავ თვითნებური დაპატიმრებები

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ტერორი და თვითნებური დაპატიმრებები გრძელდება. „ტერორი საქართველოში - კვლავ თვითნებური დაპატიმრებები, მათ შორისაა სტუდენტური მოძრაობა “სტუდენტები თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკო მანაგაძე“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე. იპნ

ნათია მეზვრიშვილი - ეს არის რეჟიმის მიერ ჩადენილი ორგანიზებული, სისტემური დანაშაული - სადამსჯელო ოპერაცია, რაც პირველ რიგში, გამოიწვევს რეჟიმის პასუხისგებას,  როგორც საქართველოს იურისდიქციაში, ისე სტრასბურგში და დიდი ალბათობით ჰააგაში

როგორ აღასრულებს „ოცნება“ ცემა-წამების სადამსჯელო ოპერაციას - პროტესტის მონაწილეების ცემა და წამება არ არის ინდივიდუალური აქტები. ეს არის წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული, სისტემური დანაშაული, რომელსაც აქვს რამდენიმე ფაზა და ჰყავს რამდენიმე აქტორი - ივანიშვილი, მისი „ოცნება“, სახელმწიფო უწყებები და არაფორმალები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი თქმით, დაკავების,

გიორგი შარაშიძე - გუშინ ვიხილეთ გაკოტრებული და ხალხის მხარდაჭერისგან სრულიად დაცლილი "ოცნების" ნამდვილი სახე (ვიდეო)

გუშინ ვიხილეთ გაკოტრებული და ხალხის მხარდაჭერისგან სრულიად დაცლილი ოცნების ნამდვილი სახე. კალაძემ თბილისის მერია ოცნების პარტაქტივად აქცია და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საჯარო მოხელეებს კალაძე პარტიული დავალებებისთვის იყენებს. გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1091516785808785
×
×
  • შექმენი...