ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფებებს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო (საფრანგეთი) სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს საქართველოს პარლამენტს, გაყალბებული არჩევნების შედეგად, სურს აირჩიოს ქვეყნის ახალი პრეზიდენტი, ულტრამემარჯვენე და პრორუსი, მაშინ როცა ქართველები ყოველდღიურად დემოკრატიისა და ევროპის მიმართ ერთგულების დასადასტურებლად დემონსტრაციებს მართავენ. მთელი ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფებებს წარ
საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა ქართველებისთვის რუსი მარიონეტი პრეზიდენტის თავზე მოხვევას ცდილობს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ვაფასებ მის სიმამაცეს არალეგიტიმურ მთავრობასთან წინააღმდეგობაში, რომელიც ქართველებისთვის რუსი მარიონეტი პრეზიდენტის თავზე მოხვევას ცდილობს. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს! #MEGOBARI," - წერს უილსონი.
ipn
დღეს ერთადერთი გზა დემოკრატიულ კალაპოტში ქვეყნის დაბრუნების, არის ახალი არჩევნები.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1250335146255083
მინიოლიგარქები, რომლებზეც დღეს ივანიშვილის სისტემა დგას, ფულსა და ივანიშვილს შორის არჩევანს გააკეთებენ ფულის სასარგებლოდ.
ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/516862197330856
"კარგი ამბავი წამომეწია აშშ-დან: 2025 წელს, რამდენიმე თვეს გავატარებ ვაშინგტონში, საქართველოს საარჩევნო სისტემის პროექტზე სამუშაოდ - როგორ შევქმნათ საქართველოში დემოკრატიული საარჩევნო სისტემა, რომელიც დროს გაუძლებს და მშვიდობიანი პოლიტიკური ცვლილების ფუნქციას გრძელვადიან დროში სტაბილურად შეასრულებს, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ხელისუფლებაში. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არჩევნების გაყალბების შემდეგ და ხელახალი არჩევნების კონტექსტში. თითოეული დღე აშშ-ში, გამოყენებული იქნება, ახალი ადმინ
„დღეს ყველაზე ლეგიტიმური სუბიექტი ქართული პოლიტიკის გახლავთ ხალხი, რომელიც რუსთაველზე ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს“ — გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/TVFormula/videos/606932155243942
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოფელ საბერიოში დაღუპული ბავშვების ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
სამძიმრის წერილი საელჩოს „ფეისბუქზე“ ვრცელდება.
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უდიდესი მწუხარებით უსამძიმრებს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ ხალხს“,- აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვ
ბათუმში საპროტესტო აქციაზე გამოცემა „ბათუმელების” ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი დააკავეს. „ბათუმელების” ჟურნალისტის თქმით, ამაღლობელი დააკავეს კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. პლაკატზე წერია: „იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე”.
„ბათუმელების” რედაქტორმა, ეთერ თურაძემ თქვა:
ბათუმში საპროტესტო აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს სწორედ პლაკატების გაკვრის გამო.
„ბათუმელების” ცნობით, თავდაპირველად ერთი ადამიანი – აქტივისტი ციალა ქათამიძე დააკავეს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან.
ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, მათ შორის 16 იტონის ხანძარს ემსხვერპლა და 8 - პალისეიდსის ხანძარს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამასთან, ტელეკომპანიის ცნობით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მსხვერპლის რეალური რაოდენობის დადგენა ვერ ხერხდება, რადგან ბევრ ადგილამდე მისვლა უსაფრთხო არ არის.
105 000-ზე მეტი მცხოვრები კვლავ ევაკუაციის ბრძანების ქვეშ იმყოფება. ლოკალიზებულია პალისეიდსის ხანძრის მინიმუმ 11%-ი და იტონის ხანძრის 27%.
საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, ეფექტიანი საპროცესო ზედამხედველობის ფარგლებში, დროულად განახორციელოს გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძის მიმართ დანაშაულის ჩამდენ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა.
15 იანვარს ბათუმში სასტუმრო „შერატონში“, გავრცელებული ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები ჯგუფურად თავს დაესხნენ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქარ
ზუსტად ვიცით, რომ ეს თავდასხმა იყო ორგანიზებული და ვინც დაგეგმა და განახორციელა, უნდა იცოდნენ, რომ მათი დამალვის შანსი არის ნული.
ივანიშვილის მხრიდან გახარიასთან კონტაქტი ვერ იქნებოდა, რადგან ის არის ჩვენი იდეოლოგიური მტერი და ზუსტად იცის რა პასუხსაც მიიღებდა.
ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/906041534698230
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ქალთა ორგანიზაცია გმობს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, რაც აშკარად უსამართლო და არაპროპორციულია. ამის შესახებ პარტიის წევრებმა დღეს თბილისში, სააპელაციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე განაცხადეს.
“პოლიციელის მხრიდან მრავალჯერადი სიტყვიერი შეურაცხყოფის და ადგილზე განხორციელებული არაერთი უკანონობის შემდეგ ემოციურ მდგომარეობაში გაწნული ერთჯერადი სილის გამო მზია ამაღლობელისთვის უმძიმესი ბრალდებ
სიეტლის რაიონული სასამართლოს ფედერალურმა მოსამართლემ, ჯონ კუგენურმა დროებით დაბლოკა დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების წესის გაუქმების შესახებ, რომელიც თებერვალში უნდა ამოქმედებულიყო, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მოსამართლის განმარტებით, მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმება აშკარად არაკონსტიტუციურია.
„სად იყვნენ ადვოკატები აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერის გადაწყვეტილების მიღებისას?“ - აღნიშნა მოსამართლემ.
დონალდ ტრამპი ფედერალური მოსამა
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კიბერთავდასხმა ჰაკერულ ჯგუფ Anonymous-სთან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა განახორციელეს. ამის შესახებ განცხადებას ჰაკერული ჯგუფი Anonymous პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„კვირების წინ Anonymous-მა კიბერ ომი გამოუცხადა არალეგიტიმურ, რუსეთის მიერ მხარდაჭერის რეჟიმს საქართველოში მას შემდეგ, რაც წარმატებით მოხდა საქართველოს ყველა სამთავრობო სამინისტრო ვებ-გვერდზე შეღწევა და გატეხა. დღევანდელი კიბერთავდასხმა თბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე, რომ
პრაქტიკულად, [აშშ-ის] ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შევხვდი - საშუალება მქონდა, მეთქვა, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, სადაც ვაშინგტონში ვიზიტი შეაჯამა.
ზურაბიშვილის თქმით, შეხვედრებისას მისი გზავნილი იყო, რომ საქართველოში არსებული სიტუაციის მიმართ ყურადღება ძალიან მალე და სწრაფადაა საჭირო.
„პრაქტიკულად, ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შე
ეს თავდასხმა იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასწრების პასუხი, ივანიშვილის შიშის გამოძახილი. მიუნხენში ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრები წარმატებით შედგა.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი ელგუჯა ხოკრიშვილი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3918985555011233
ჩვენი პარტია ემზადება ნებისმიერი არჩევნებისთვის, რომელიც დაინიშნება ქვეყანაში, რადგან არჩევნები გახლავთ დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რათა ქვეყანაში ცვლილებები მშვიდობიანი გზით განხორციელდეს - ამას მოვუწოდებთ სხვა პარტიებსაც, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, ტატა ხვედელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს შორის არაერთ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, თუმცა ორი საკითხის გარშემო ერთიანდებ
ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს კიბერუსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც წარმოიშვა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და შექმნას კიბერ თავდაცვის საკოორდინაციო ცენტრი. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ევროკავშირის სამხედრო მობილობისა და კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას ეხებოდა.
„კიბერგარემო ახალი სტრატეგიული სივრცეა. ეს არის გეო-სტრატეგიული კონკურენციის ადგილი, რ
პირადად ვამჯობინებდი, როდესაც [ჩეხეთის] ელჩი ასეთ სერიოზულ საკითხზე აკეთებს განცხადებას, მეტად წინდახედული იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გამოეხმაურა საქართველოში ჩეხეთის ელჩის პეტრ მიკისკას განცხადებას, რომლის თანახმადაც, 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“ და სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს საჩუქრად გადასცა ბახმუტიდან ჩატანილი უკრაინის დროშა უკრაინელი ჯარისკაცების ხელმოწერებით.
„როდესაც გუშინ ბახმუტში ვიყავი, ჩვენმა გმირებმა გადმომცეს დროშა. მათი დროშა, ვინც იცავს უკრაინას, ევროპასა და მსოფლიოს საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. მთხოვეს, ეს დროშა თქვენთვის მომეტანა. კონგრესმენებისთვის, რომელთა გადაწყვეტილებებსაც შეუძლია მილიონობით ადამიანის გადარჩენა. დაე, მოხდეს ამ გადაწყვეტილებების მიღება. დაე, ეს დროშა დარჩეს თქვენთან. ქალბატონებო
საქართველოს პარლამენტის კანცელარიის დანიშნულება არ არის ცენზურა, წერილების გახსნა, კითხვა, შემდეგ დახურვა და ისე მიტანა ადრესატამდე. ასეთი სისტემები არსებობდა საბჭოთა კავშირში, როდესაც კორესპონდენციას ამოწმებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა გუშინ წიგნის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მაგალითი უწოდა.
„გუშინ წიგნთან დაკავშირებული საკითხი, თუ რატომ მიუვიდათ დეპუტატებს ესა თუ ის გამოცემა,
მინდა, გაგიზიაროთ ერთი არახალი ინიციატივა, რომელიც ჯერ განხორციელებული არ არის, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რამდენიმე წელია, მივწერე თუნდაც თბილისის მერს და სხვებს, რომ ვაკის პარკში ის მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა იყოს გადაკეთებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, მემორიალი უნდა მოიცავდეს ყველა იმ ბრძოლას, რომელიც საქართველოს ჰქონდა.
„უნდა იყოს გადაკეთებული, რომ, მეორე მსოფლიო ომთან ერთად, ყველა ჩვენი ბ
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება, სიტუაცია ქალაქში ამჟამად კონტროლირებადია. ამის შესახებ სირსკი „ტელეგრამში“ წერს.
როგორც სირსკიმ აღნიშნა, მტერი დასახლებას ნანგრევებად აქცევს.
„საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად ბახმუტის მიმართულება რჩება. მოწინააღმდეგე იქ მთელი თავისი ძალისხმევის კონცენტრირებას ახდენს და ნებისმიერი ფასით ცდილობს, ქალაქზე კონტროლი დაამყაროს. ახლა მტერი ზრდის მძიმ
გახარიას გუნდს და მის წარმომადგენლებს არ აქვთ ელემენტალური მორალური უფლება, რაღაცებზე ილაპარაკონ. გიორგი გახარია ნიკა მელიას, „ნაცების“ გამო, მათი გაძლიერების გამო გადადგა და ნუღარ ლაპარაკობენ მაინც, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით მდინარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „გააქტიურდა გახარიას პარტია ქოლცენტრების საქმეზე და ისმის ბრალდებები „ქართული ოცნების“ მიმართ, რას უპასუხებთ, რას უკავშირებთ გაა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურის, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილს საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, ვინაიდან საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.
როგორც პროკურორმა მაია სილაგაძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე მალხაზ პაქსაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
„სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ბრალდებულის სახით დაკავ