Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.098.372

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პრეზიდენტი - მინდა მოვუწოდო შსს-ს, აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედება, ეს მისი მოვალეობაა - მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, შეწყვიტოს სიძულვილის ენისა და დაპირისპირების წაქეზება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ ყველანაირი ძალადობრივი ქმედება აღკვეთოს. როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე, პრაიდის კონტრაქციის მონაწილეების მიერ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლასთან დაკავშირებით განაცხადა, მმართველი გუნდი თავისი მესიჯბოქსებით სიძულვილის ენასა და დაპირისპირებას აქეზებს, რაც უნდა შეწყდეს. „მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდო, რომ აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედება. ეს მისი მოვალეობაა და ამას სამართლის დაცვა ჰქვია. მმ

ჯო ბაიდენი - ჩვენ ვხედავთ, რომ აგრესორი არ ჩერდება - მე-5 მუხლს სიტყვასიტყვით აღვიქვამთ, თუ ნატოს ერთი წევრის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყება, ეს ყველა მოკავშირის წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყებად ჩაითვლება

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ თავის მოკავშირეებს ყოველთვის მხარს დაუჭერს და ამასთან დაკავშირებით თავისი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. აღნიშნული განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა ლიეტუველ კოლეგა გიტანას ნაუსედასთან პირისპის შეხვედრაზე გააკეთა. ოფიციალური შეხვედრა ვილნიუსში, ლიეტუვას პრეზიდენტის სასახლეში შედგა. „ჩვენ ვხედავთ, რომ აგრესორი არ ჩერდება. აშშ მხარს დაუჭერს თავის მოკავშირეებს და ამ მზაობას ნატოს სამიტის დროს დავადასტურებთ. ასევე მინდა შეგახსენოთ ნატოს ძალების

შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გარდაცვლილების ამოყვანა, სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი. ამ დროისთვი

მიშა დაუშვილი - „ნაცები'' და „ოცნება'' რომ ერთმანეთთან თანამშრომლობენ, ამის ფაქტები უკვე არსებობს. სასამართლო სისტემაში „ოცნებას'' საკუთარი პოზიციების გამყარებაში „ნაცები'' დაეხმარნენ (ვიდეო)

„ნაცები'' და „ოცნება'' რომ ერთმანეთთან თანამშრომლობენ, ამის ფაქტები უკვე არსებობს. სასამართლო სისტემაში „ოცნებას'' საკუთარი პოზიციების გამყარებაში „ნაცები'' დაეხმარნენ. რაზე ვაჭრობენ ეს სხვა საკითხია, მაგრამ მოცემულობაა, რომ ისინი ერთმანეთში ვაჭრობენ. მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 386605046_189367140853958_5933893062705443389_n (1).mp4

ვოლოდიმირ ზელენსკი - მშვიდობის ფორმულა ეტაპობრივად გლობალური ხდება - მსოფლიოს ერთიანობა არის ის, რაც ნამდვილად საჭიროა აგრესორების დასამარცხებლად

მშვიდობის ფორმულა თანდათან, ეტაპობრივად, გლობალური ხდება, მადლობას ვუხდი ყველა ლიდერს და ქვეყანას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩვენს საერთო ხედვას მშვიდობის შესახებ , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მშვიდობის ფორმულასთან“ დაკავშირებული მესამე სამიტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომელიც მალტაში მიმდინარეობს. „სამიტზე 66 ქვეყანაა წარმოდგენილი და ეს კარგი შედეგია. წარმოდგენილია ყველა კონტინენტი. ბევრი ქვეყანა, განსხვავებული პოლიტიკური ტრადიციებით. მადლობას ვუხდი ყველა ლ

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ვიზიტისას - გაფართოების თემა დღის წესრიგის სათავეში იქნება, მაგრამ ასევე განვიხილავთ ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას, სანქციების მე-12 პაკეტს

რა თქმა უნდა, გაფართოების თემა დღის წესრიგის სათავეში იქნება, მაგრამ ჩვენ ასევე განვიხილავთ ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას, სანქციების მე-12 პაკეტს, ანუ სხვადასხვა საკითხის ფართო სპექტრს, - Euractiv-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, „ეს გარანტიაა, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით იქამდე ვიდგებით, ვიდრე საჭირო იქნება“. ურსულა ფონ დერ ლაიენი შეხვედრებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მთავრობის ოფიც

აუდიტი - სამინისტროს მიერ არ არის შეფასებული სკოლების არსებული მდგომარეობა, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ავტონომიურობის გაზრდის შესაძლებლობის განსახილველად - სამეურვეო საბჭოს როლი ეფექტიანი არ არის

სამინისტროს მიერ არ არის შეფასებული სკოლების არსებული მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა რელევანტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით მოახდენდა საჭირო რესურსების, მზაობის და შესაძლებლობის მქონე სკოლების იდენტიფიცირებას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ავტონომიურობის გაზრდის შესაძლებლობის განსახილველად, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ ზოგადი განათლების მართვის მოდელის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის მიხედვით, არ არის შემუშავებული რესურსცენტრების სამოქმედო გეგმის ერთიანი ფ

პრეზიდენტი - მივმართავ შს მინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა - სირცხვილია შენ ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართავს და მშვიდობიანი აქციის დარბევის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.   სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ზურაბიშვილი ასევე სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანსაც მიმართავს, რათა რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებზე მყისიერი რეაგირება მოახდინოს.   „მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველ ხელებით მოსულ ახალგ

გიორგი გახარია - თუ საქართველოს მოქალაქეები ჩათვლიან, რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი და ამას დაემატება საერთაშორისო ლეგიტიმაციის პრობლემა, დამთავრებულია!

"მთელი საზოგადოება - ჩვენი სპორტსმენები, ფეხბურთელები, მოჭიდავეები, რაგბისტები, ვმოძრაობთ ევროპისკენ. ევროპისკენ მოძრაობას კი შეესაბამება დემოკრატიული, გამჭვირვალე, კონკურენტული, თანაბარ პირობებში ჩატარებული არჩევნები,  სხვანაირად არ არსებობს ევროპული დემოკრატია. თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს არჩევნებით მანიპულირებას და, შესაბამისად, არჩევნების გაყალბებას, რა თქმა უნდა, ეს იქნება სულ სხვა მიმართულებით მოძრაობა, რაც ძალიან დიდ ტურბულენტობებს გამოიწვევს. დღევანდელი ხელისუფლება ყველაზე

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსახიობ გიორგი ნაკაშიძეს 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

ადმინისტრაციული წესით დაკავებული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო. მოსამართლემ ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა წვრილმან ხულიგნობაზე, თუმცა სამართალდამრღვევად ცნო პოლიციელის დაუმორჩილებლობაზე. გიორგი ნაკაშიძე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. დღევანდელ სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეებიც, მათ შორის, შსს-ს მხრიდან. კერძოდ, სა

ევროკავშირის საკითხებში შვედეთის მინისტრი - საქართველოში რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებსა და სხვა ზომებს სრულად მხარს ვუჭერ

საქართველოში რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებსა და სხვა ზომებს სრულად მხარს ვუჭერ, - ამის შესახებ ევროკავშირის საქმეთა საკითხებში შვედეთის მინისტრმა, ჯესიკა როსენკრანცმა ბრიუსელში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „საქართველოში შექმნილი ვითარებით შეშფოთებული ვარ. მჯერა, რომ ქართველი ხალხი და საქართველო, როგორც ქვეყანა, ევროპას ეკუთვნის, მაგრამ ცხადია, რომ რეჟიმი საპირისპირო მიმართულებით მოქმედებდა და მე სრულად ვუჭერ მხარს სანქციებს და სხვა ზომებს, რო

თბილისის საკრებულოს სხდომას, სადაც კახა კალაძე ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარადგენს, არც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები დაესწრებიან

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც თბილისის მერი, კახა კალაძე ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარადგენს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან. ამის შესახებ ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, თამარ ხვედელიანმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საკრებულოს ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ სახელით გვსურს, გამოვეხმაუროთ საკრებულოს დღევანდელ სხდომას, რომელზეც მობრძანდება ქალაქის, მერი კალაძე და თბილისის მთავრობის

გიორგი გახარია - სამწუხაროა და ტრაგიკულია, როცა ქვეყნისთვის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი დასანქცირებულია აშშ-ის მიერ - ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვებას მივაღწიეთ, ეს ნიშნავს, რომ ბრძოლა და შრომა გასაგრძელებელია

სამწუხაროა და ტრაგიკულია, როდესაც ქვეყნისთვის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი დასანქცირებულია აშშ-ის მიერ - ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვებას მივაღწიეთ, ეს ნიშნავს, რომ ბრძოლა და შრომა გასაგრძელებელია, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის დასანქცირების გამო შეიძლება ხელისუფლება უფრო მკაცრ და ბრუტალურ ქმედებებზე გადავიდეს. „მძიმეა

სალომე ზურაბიშვილი - მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან - აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ

მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან - აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართვაში აცხადებს, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს საზოგადოებას ხვალ, 10:00 საათზე ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ და აანონსებს, რომ მათ მომდევნო დღეების გეგმას გააცნობს. მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან. აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ. ხვალ, დილის 10 საათზე, გელოდებით ორბელიანების სასახლესთან

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აირჩიეს

რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად ხელახლა აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს. კონგრესმენი მაიკ ჯონსონი (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის - სპიკერად ხელახლა კენჭისყრის პირველ რაუნდში მცირედი სხვაობით აირჩიეს. მან კონგრესმენების 218 ხმა მოაგროვა, მაშინ როდესაც დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჰაკიმ ჯეფრისმა 215 ხმა მიიღო. თავდაპირველად რესპუბლიკური პარტიის სამი წარმომადგენელი არ აძლევდა ჯონსონს ხმას: რ

5 იანვარს თბილისის გარდა საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში გაიმართება

5 იანვარს, თბილისის გარდა საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში გაიმართება. კერძოდ, 17:00 საათზე - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მეტრო „რუსთაველთან“ შეიკრიბებიან; 19:00 საათზე - აქცია გაიმართება პარლამენტთან; 19:00 საათზე - აქცია გაიმართება საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოთხოვნით - „დღის ეთერი ხალხს!“; 19:30 საათზეა დაგეგმილი “კაცების შოუს” ფანების მარში რესპუბლიკის მოედანზე; 19:00-22:00 - პარლამენტთან (ნაძვის ხესთან) საჩუქრებ

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და თავდაცვის მომავალ მდივანს პიტ ჰეგსეტს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. „მადლობელი ვარ ორი დიდებული პატრიოტის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვედრისთვის, რათა აშშ-საქართველოს ძლიერი ურთიერთობა დაიცვან და ივანიშვილის ტირანული რეჟიმი დაამარცხონ“, - წერს ჯო უილსონი. ამერიკელი კო

ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობა და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს რეგიონებში გაცემულ რუსეთის სამგზავრო დოკუმენტაციას არ აღიარებენ

ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობა და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს რეგიონებში გაცემულ რუსეთის სამგზავრო დოკუმენტაციას არ აღიარებენ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და უსამართლო სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე, გადასცეს რუსეთის საერთაშორისო პასპორტები ოკუპირებულ რეგიო

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლონდონში საერთაშორისო კონფერენცია ,,Globalize UK 2022“ გახსნა და ქართველ სტარტაპერებსა და ექსპორტიორებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლონდონში საერთაშორისო კონფერენცია ,,Globalize UK 2022“ გახსნა და ქართველ სტარტაპერებსა და ექსპორტიორებს სიტყვით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, კონფერენციაზე 10 ქართული ტექსტარტაპი ინვესტიციების მოზიდვისა და საკუთარი საქმიანობის გაცნობის მიზნით, საკუთარ კომპანიას წარადგენს ადგილობრივ ინვესტორების, დიასპორის წარმომადგენელი ბიზნესმენების, სავაჭრო ასოციაციების და მეწარმეობის ცენტრების წევრთა წინაშე.

ვოლოდიმირ ზელენსკი - დონეცკში სასტიკი ბრძოლები გრძელდება, გასულ დღე-ღამეში ასამდე თავდასხმა მოვიგერიეთ - არ ვნებდებით, ყველგან ვპასუხობთ მტერს

დონეცკის ოლქში სასტიკი ბრძოლები დღემდე გრძელდება, საომარი მოქმედებების შერბილება და შესვენება არ მომხდარა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსების ასამდე თავდასხმა მოიგერიეს. „ყველა ჩვენი მებრძოლი, რომელიც ინარჩუნებს პოზიციებს დონბასში, ნამდვილი გმირია“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინელები მოწინააღმდეგეს ფრონტის არცერთ ნაწილში არ ნებდებიან. „ფრო

ესპანეთის თავდაცვის მინისტრი - ასაფეთქებელი ნივთიერების შემცველი წერილები არ შეცვლის მადრიდის გადაწყვეტილებას, დაეხმაროს უკრაინას

ესპანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების შემცველი წერილები არ შეცვლის მადრიდის გადაწყვეტილებას, დაეხმაროს უკრაინას. ამის შესახებ განცხადება მარგარეტ რობლესმა ოდესაში ვიზიტის დროს გააკეთა. ესპანეთის თავდაცვის უწყების ხელძღვანელი ამგვარად გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესისა და ასევე, მის სახელზე ფოსტით გაგზავნილ საეჭვო პაკეტს, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოჩნდა. „ბიბისის“ ცნობით, ასეთივე გზავნილი მიიღო რამდენიმე სამხედრო კომპანიამ, რომლებიც უკ

პრეზიდენტი - არ უნდა იყოს დაშვებული ძველი შეცდომა, რომ ვიღაც რუსეთის გრძნობებს გაუფრთხილდეს - ყველა უნდა გაუფრთხილდეს ქვეყნების გრძნობებს, რომლებმაც ვერ მიიღეს ელემენტარული გარანტიები, რომ ჩემი საზაღვარი ჩემია და შენი საზღვარი შენი უნდა იყოს, უნდა შეეგუო

არანაირად არ უნდა იყოს დაშვებული ის ძველი შეცდომა და ხედვა, რომ ვიღაცა რუსეთის გრძნობებს გაუფრთხილდეს - არა, ყველა უნდა გაუფრთხილდეს იმ პატარა, თუ დიდი ქვეყნების გრძნობებს, რომელიც რუსეთის ირგვლივ ამდენი ხანია მეზობლურად ცხოვრობენ და ვერ მიიღეს უსაფრთხოების ის ელემენტარული გარანტიები, რასაც ჰქვია, რომ ჩემი საზაღვარი ჩემია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრეზიდენ

პროკურატურა - მიუხედავად იმისა, რომ ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ნახა და ვალდებული იყო მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, არასაპატიო მიზეზით არ გაუწია სათანადო დახმარება და კლინიკა დატოვა

პროკურატურის განცხადებით, ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა და ვალდებული იყო შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, არასაპატიო მიზეზით არ გაუწია სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება და კლინიკის ტერიტორია დატოვა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა, ექიმი ვალდებული იყო, მეგი ბაქრაძისთვის დაუყოვნებლივ, შესაბამისი მკურნალობა გაეწია. ექიმს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხ

იენს სტოლტენბერგი - უკრაინა და საქართველო დაუცველები არიან რუსეთის აგრესიისგან, ჩვენ ყველაზე დიდი გაკვეთილით ვისწავლეთ, რომ ასეთ ქვეყნებს მხარი უნდა დავუჭიროთ სწრაფად და ახლავე

უკრაინა და საქართველო დაუცველები არიან რუსეთის აგრესიისგან, ისინი ისწრაფვიან ნატო-ს წევრობისკენ, ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც ჩვენ ვისწავლეთ, არის ის, რომ რუსეთის აგრესიისგან მოწყვლად ქვეყნებს მხარი უნდა დავუჭიროთ, რაც შეგვიძლია, სწრაფად, ახლავე, რადგან რეალობა არის ასეთი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენში მიმდინარე პანელურ დისკუსიაზე „ალიანსის მიღმა – პარტნიორობა ევროპული უსაფრთხოებისთვის“ განაცხადა. როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველომ და

უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ ჰააგაში შეიქმნება საერთაშორისო ცენტრი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სამართლებრივ დევნას უზრუნველყოფს

ზაფხულიდან ჰააგაში შეიქმნება საერთაშორისო ცენტრი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სამართლებრივ დევნას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ ლვოვში გამართული ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შეხვედრაზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა. მისი თქმით, ცენტრის მიზანი კრემლის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაა. როგორც უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს, უკრაინა აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან და შეერთებული შტატ
×
×
  • შექმენი...