Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.093.386

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ევროკავშირის ელჩი - 8 ნოემბერს ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც აჩვენებს, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი მუშაობა - ეს ანგარიში იქნება რეკომენდაცია ევროკავშირისთვის

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ძალიან დიდი სურვილია, რომ ევროკავშირს დაუახლოვდეს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. „ეს აშკარად გადამწყვეტი კვირები იქნება საქართველოსთვის, 8 ნოემბერს გაფართოების პირველი ანგარიში გამოქვეყნდება და მიმდინარე წლის ბოლოს, დეკემბრის შუა რიცხვებში, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შესახებ“, - განაცხადა ჰერჩინსკი

ბექა ლილუაშვილი - არ გვეძლევა პარლამენტში საპარლამენტო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელების უფლება, რაც წესით უზრუნველყოფილია კონსტიტუციით (ვიდეო)

“არ გვეძლევა პარლამენტში საპარლამენტო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელების უფლება, რაც წესით უზრუნველყოფილია კონსტიტუციით. მოგეხსენებათ, დაინიცირებული გვაქვს რეზოლუციის პროექტი ოჩამჩირის საზღვაო სამხედრო ბაზაზთან დაკავშირებით, რაზეც ჯერ კიდევ ველოდებით, მოხვდეს დღის წესრიგში. ასევე მეორე რეზოლუცია, რომელიც ეხება საოკუპაციო ხაზთან მომხდარ მკვლელობას, ფორმალურად დააწერეთ ადამიანის უფლებათა კომიტეტს. პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” 29 კორესპოდენცია, რომელიც გულისხმობს რეგლამენტით გა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - 2023 წლის ბოლო 3 თვეში „ქართულმა ოცნებამ“ 9.5 მლნ-მდე ლარის შემოწირულება მიიღო - შემომწირველებთან დაკავშირებულმა 11-მა კომპანიამ კი, 200 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ტენდერი მოიგო

2023 წლის ბოლო სამ თვეში „ქართულმა ოცნებამ“ 9.5 მილიონამდე ლარის შემოწირულება მიიღო - მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა თერთმეტმა კომპანიამ კი 2023 წლის მეორე ნახევარში 200 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ტენდერი მოიგო,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სადაც ორგანიზაციას პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალური მონაცემები აქვს წარმოდგენილი. ინფორმაციის თანახმად, გასული წლის ბოლო კვარტალში მმართველი პარტიის მიერ მიღე

ენტონი ბლინკენი - საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ქვეყანა ევროატლანტიკური მომავლისკენ წაიყვანონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას და საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ წაიყვანონ. „ქართველმა ხალხმა გუშინ დემოკრატია მიიღო. ახლა საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, აღმოფხვრან ხარვეზები საარჩევნო პროცესში და საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ წაიყვანონ“, - წერს ბლინკენი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ლევან გოგიჩაიშვილი - დღეს ივანიშვილი არის შეშინებული, რადგან იცის, რომ მას და მის პოლიტიკას ამ ქვეყანაში მომავალი არ აქვს (ვიდეო)

დღეს ივანიშვილი არის შეშინებული, რადგან იცის, რომ მას და მის პოლიტიკას ამ ქვეყანაში მომავალი არ აქვს. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/550294361308934

კრიტიკულ წერილზე ხელმომწერი მერიის თანამშრომელი ომბუდსმენს მიმართავს

თბილისის მერიის თანამშრომელი გიგა სოფრომაძე სახალხო დამცველს მიმართავს და მოუწოდებს, დაიწყოს მოკვლევა კრიტიკულ განცხადებებზე ხელმომწერი საჯარო მოხელეების მიმართ მუქარის თაობაზე. სოფრომაძის თქმით, მოქმედი თანამდებობის პირების მხრიდან მათ მიმართ საჯაროდ და ღიად გამოხატული მუქარისა და დაშინების მცდელობა დღითიდღე პრაქტიკულ სახესაც იღებს. „გთხოვთ, დაინტერესდეთ ჩვენი, განცხადების თითოეული ხელმომწერი პირის ირგვლივ შექმნილი ვითარებითა და იმ პირობებით, რაშიც მათ უწევთ მუშაობა საკუთარი აზრის ღია

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო - საქართველოს პარლამენტს, გაყალბებული არჩევნების შედეგად, სურს აირჩიოს ქვეყნის ახალი პრეზიდენტი, ულტრამემარჯვენე და პრორუსი - ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს

ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფებებს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო (საფრანგეთი) სოციალურ ქსელში წერს. „დღეს საქართველოს პარლამენტს, გაყალბებული არჩევნების შედეგად, სურს აირჩიოს ქვეყნის ახალი პრეზიდენტი, ულტრამემარჯვენე და პრორუსი, მაშინ როცა ქართველები ყოველდღიურად დემოკრატიისა და ევროპის მიმართ ერთგულების დასადასტურებლად დემონსტრაციებს მართავენ. მთელი ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფებებს წარ

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე - არალეგიტიმური მთავრობა ქართველებისთვის რუსი მარიონეტი პრეზიდენტის თავზე მოხვევას ცდილობს - ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს!

საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა ქართველებისთვის რუსი მარიონეტი პრეზიდენტის თავზე მოხვევას ცდილობს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. "სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ვაფასებ მის სიმამაცეს არალეგიტიმურ მთავრობასთან წინააღმდეგობაში, რომელიც ქართველებისთვის რუსი მარიონეტი პრეზიდენტის თავზე მოხვევას ცდილობს. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს! #MEGOBARI," - წერს უილსონი.   ipn

„დასავლური ცივილიზებული სამყარო არ შეეგუება ჩვენს რეგიონში ახალი დიქტატურის ჩამოყალიბებას“ – სოფო ხორგუანი

„ფაქტია, რომ დასავლური ცივილიზებული სამყარო არ აპირებს, არ დაუშვებს და არ შეეგუება ჩვენს რეგიონში ახალი დიქტატურის ჩამოყალიბებას,“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, სოფო ხორგუანმა. გადაცემაში „დღის თემა“ ხორგუანმა „ქართული ოცნების“ სააპატიო თავმჯდომარესა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის გამართული სატელეფონო საუბარი შეაფასა და თქვა, რომ დასავლეთი საქართველოს მარტო დატოვებას არ აპირებს. „ჩვენ არ ვართ მარტო. ქართველი ხალხის გაცხადებული ნე

ბექა ლილუაშვილი - მინიოლიგარქები, რომლებზეც დღეს ივანიშვილის სისტემა დგას, ფულსა და ივანიშვილს შორის არჩევანს გააკეთებენ ფულის სასარგებლოდ (ვიდეო)

მინიოლიგარქები, რომლებზეც დღეს ივანიშვილის სისტემა დგას, ფულსა და ივანიშვილს შორის არჩევანს გააკეთებენ ფულის სასარგებლოდ. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/516862197330856

ნათია მეზვრიშვილი - 2025 წელს, რამდენიმე თვეს გავატარებ ვაშინგტონში, საქართველოს საარჩევნო სისტემის პროექტზე სამუშაოდ - როგორ შევქმნათ საქართველოში დემოკრატიული საარჩევნო სისტემა, რომელიც დროს გაუძლებს...

"კარგი ამბავი წამომეწია აშშ-დან: 2025 წელს, რამდენიმე თვეს გავატარებ ვაშინგტონში, საქართველოს საარჩევნო სისტემის პროექტზე სამუშაოდ - როგორ შევქმნათ საქართველოში დემოკრატიული საარჩევნო სისტემა, რომელიც დროს გაუძლებს და მშვიდობიანი პოლიტიკური ცვლილების ფუნქციას გრძელვადიან დროში სტაბილურად შეასრულებს, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ხელისუფლებაში. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არჩევნების გაყალბების შემდეგ და ხელახალი არჩევნების კონტექსტში. თითოეული დღე აშშ-ში, გამოყენებული იქნება, ახალი ადმინ

„დღეს ყველაზე ლეგიტიმური სუბიექტი ქართული პოლიტიკის გახლავთ ხალხი, რომელიც რუსთაველზე ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს“ — გიორგი გახარია

„დღეს ყველაზე ლეგიტიმური სუბიექტი ქართული პოლიტიკის გახლავთ ხალხი, რომელიც რუსთაველზე ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს“ — გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/TVFormula/videos/606932155243942

პროკურატურა ადასტურებს, რომ თანამდებობა დატოვა გენპროკურორის მოადგილემ

საქართველოს პროკურატურა ადასტურებს, რომ თანამდებობა დატოვა გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა. დღეს, 5 იანვარს, მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მერებაშვილმა პოსტი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო დატოვა. უწყება ამ ყველაფერს სპეკულაციას უწოდებს. პროკურატურამ „რადიო თავისუფლების“ შეკითხვებს უპასუხა. ნათია მერებაშვილი გენერალური პროკურორის მოადგილედ 2020 წლის 19 მარტს დაინიშნა. მანამდე ის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარე

„დანაშაულებრივი პროვოკაცია" - მედიებისა და ორგანიზაციების განცხადება მზია ამაღლობელის დაკავებაზე

დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციები მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებენ და მიუთითებენ, რომ მისი სისხლის სამართლის პასუხსიგებაში მიცემა არის წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი პროვოკაცია. გთავაზობთ განცხადებას სრულად: განცხადებას ხელს აწერენ: გელა მთივლიშვილი – მთის ამბები / საქართველოს ამბების დამფუძნებელი და რედაქტორი; ნატა ძველიშვილი – ინდიგოს დირექტორი; ლია ჩახუ

ბერდია სიჭინავა - დღითი დღე ღრმავდება უფსკრული, რომელიც გაჩენილია "ოცნებასა" და საზოგადოებას შორის (ვიდეო)

"დღითი დღე ღრმავდება უფსკრული, რომელიც გაჩენილია "ოცნებასა" და საზოგადოებას შორის, ნორმალურმა ხელისუფლებამ ამ უფსკრულის ამოვსება უნდა ცადოს და არა უფრო გააღრმაოს. ახლა რაც არ უნდა ამტკიცონ ამ ადამიანებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, რომ საზოგადოებრივ მართლწესრიგს იცავენ დღეს, სწორედ ეს ადამიანები მურუსიძის სუფრის ყარაულები არიან." ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/11

ანა ბუჩუკური - ზუსტად ვიცით, რომ ეს თავდასხმა იყო ორგანიზებული და ვინც დაგეგმა და განახორციელა, უნდა იცოდნენ, რომ მათი დამალვის შანსი არის ნული

ზუსტად ვიცით, რომ ეს თავდასხმა იყო ორგანიზებული და ვინც დაგეგმა და განახორციელა, უნდა იცოდნენ, რომ მათი დამალვის შანსი არის ნული. ივანიშვილის მხრიდან გახარიასთან კონტაქტი ვერ იქნებოდა, რადგან ის არის ჩვენი იდეოლოგიური მტერი და ზუსტად იცის რა პასუხსაც მიიღებდა. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/906041534698230

დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისთვის მსჯავრდებული და ბრალდებული 1 500 ადამიანი შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 1 500 ადამიანი შეიწყალა, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისთვის არიან მსჯავრდებული და ბრალდებული, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ”ესენი არიან მძევლები. შეწყალება დაახლოებით 1 500-სთვის - სრული შეწყალება. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ისინი დღეს საღამოს გამოვლენ", - განაცხადა ტრამპმა. CNN-ის ცნობით, ტრამპმა სრულად შეიწყალა ასობით ადამიანი, რომლებიც უკვე ნასამართლევი არიან ისეთი მძიმე დანაშაულებისთვის, როგორიცაა პოლიციაზე თავდასხმა

აკაკი გვიანიძე - “შერატონი” ჩართულია მტკიცებულებების განადგურების სქემაში, იმ სპეცოპერაციაში, რომელსაც “ოცნება” ატარებს (ვიდეო)

“შერატონი” ჩართულია მტკიცებულებების განადგურების სქემაში, იმ სპეცოპერაციაში, რომელსაც “ოცნება” ატარებს. აკაკი გვიანიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" - ბათუმი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1063574698859561

"გახარია საქართველოსთვის" - იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს დღეებში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი, მოვუწოდებთ ე.წ. ხელისუფლებას სტიქიის მეორე ფაზას მაინც შეხვდეს მომზადებული, რათა თავიდან ავიცილოთ სტიქიური უბედურებით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანი

"იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს დღეებში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი, მოვუწოდებთ ე.წ. ხელისუფლებას სტიქიის მეორე ფაზას მაინც შეხვდეს მომზადებული, რათა თავიდან ავიცილოთ სტიქიური უბედურებით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანი. განსაკუთრებით ყურადსაღებია ტემპერატურის მატების შედეგად დიდთოვლობის თანმდევი ისეთი სტიქიური პროცესების მართვა და მოსალოდნელი რისკების პრევენცია, როგორიცაა მდინარეებში წყლის დონის მატება, ღვარცოფები და მეწყრული პროცესები." პარტია "გახარია საქართველოსთვის"

მიხეილ სარჯველაძე ჩეხეთის ელჩზე - როცა სხვას რამეს აბრალებ, არგუმენტი უნდა გქონდეს, თუ აქვთ, წარმოადგინონ მტკიცებულებები - თუ ერთი მოქალაქე გავიდა და შემოიტანა რამდენიმე ნივთი, წაიღო რუსეთში, რომელიც იქ დეფიციტურია, არ ნიშნავს, რომ ეს არის „შავი ხვრელი"

პირადად ვამჯობინებდი, როდესაც [ჩეხეთის] ელჩი ასეთ სერიოზულ საკითხზე აკეთებს განცხადებას, მეტად წინდახედული იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გამოეხმაურა საქართველოში ჩეხეთის ელჩის პეტრ მიკისკას განცხადებას, რომლის თანახმადაც, 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“ და სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რ

ზელენსკი კონგრესს - ბახმუტში ეს დროშა გადმომცეს და მთხოვეს, თქვენთვის მომეტანა, დაე, ის დარჩეს თქვენთან, როგორც ომში ჩვენი გამარჯვების სიმბოლო - ვდგავართ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი - უკრაინა, ამერიკა და მთელი თავისუფალი მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს საჩუქრად გადასცა ბახმუტიდან ჩატანილი უკრაინის დროშა უკრაინელი ჯარისკაცების ხელმოწერებით. „როდესაც გუშინ ბახმუტში ვიყავი, ჩვენმა გმირებმა გადმომცეს დროშა. მათი დროშა, ვინც იცავს უკრაინას, ევროპასა და მსოფლიოს საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. მთხოვეს, ეს დროშა თქვენთვის მომეტანა. კონგრესმენებისთვის, რომელთა გადაწყვეტილებებსაც შეუძლია მილიონობით ადამიანის გადარჩენა. დაე, მოხდეს ამ გადაწყვეტილებების მიღება. დაე, ეს დროშა დარჩეს თქვენთან. ქალბატონებო

შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის კანცელარიის დანიშნულება არ არის ცენზურა, წერილების წაკითხვა და ისე მიტანა ადრესატამდე, ასეთი სისტემები არსებობდა საბჭოთა კავშირში, როცა კორესპონდენციას ამოწმებდნენ

საქართველოს პარლამენტის კანცელარიის დანიშნულება არ არის ცენზურა, წერილების გახსნა, კითხვა, შემდეგ დახურვა და ისე მიტანა ადრესატამდე. ასეთი სისტემები არსებობდა საბჭოთა კავშირში, როდესაც კორესპონდენციას ამოწმებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა გუშინ წიგნის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მაგალითი უწოდა. „გუშინ წიგნთან დაკავშირებული საკითხი, თუ რატომ მიუვიდათ დეპუტატებს ესა თუ ის გამოცემა,

კელი დეგნანი სანქცირებულ მოსამართლეებზე - აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით, ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში - რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები

4-მა მოსამართლემ მათი ქმედებებით უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლის მიღების მიზნით,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მიმართვაში განაცხადა, რომლთაც 4 ქართველი მოსამართლის სანქცირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სამართლის უზენაესობა დაცულია ისეთ ს

სალომე ზურაბიშვილი - ვაკის პარკში მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა იყოს გადაკეთებული, რომ ყველა ბრძოლა და ყველა ადამიანი, რომელიც იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, იყოს გაერთიანებული

მინდა, გაგიზიაროთ ერთი არახალი ინიციატივა, რომელიც ჯერ განხორციელებული არ არის, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რამდენიმე წელია, მივწერე თუნდაც თბილისის მერს და სხვებს, რომ ვაკის პარკში ის მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა იყოს გადაკეთებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, მემორიალი უნდა მოიცავდეს ყველა იმ ბრძოლას, რომელიც საქართველოს ჰქონდა. „უნდა იყოს გადაკეთებული, რომ, მეორე მსოფლიო ომთან ერთად, ყველა ჩვენი ბ

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური აცხადებს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება და ვითარება ქალაქში ამჟამად კონტროლირებადია

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება, სიტუაცია ქალაქში ამჟამად კონტროლირებადია. ამის შესახებ სირსკი „ტელეგრამში“ წერს. როგორც სირსკიმ აღნიშნა, მტერი დასახლებას ნანგრევებად აქცევს. „საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად ბახმუტის მიმართულება რჩება. მოწინააღმდეგე იქ მთელი თავისი ძალისხმევის კონცენტრირებას ახდენს და ნებისმიერი ფასით ცდილობს, ქალაქზე კონტროლი დაამყაროს. ახლა მტერი ზრდის მძიმ
×
×
  • შექმენი...