საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია პირველი ზვავდამცავი გვირაბის შემოვლ
არ მსურს ბანალური აზრების გამოთქმა, რომ პუტინს სურს საბჭოთა კავშირის ყველა ტერიტორიის დაბრუნება და მათზე გავლენის მოხდენა, მაგრამ ის ამას აკეთებს. ხალხმა უნდა იცოდეს დეტალები, - ტელეარხ FREEDOM-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო, რომელიც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე იდგა, რუსეთისკენ ტრიალდება.
„მაგალითად, საქართველო, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიდიოდა, მ
ვრცელდება მესტიისკენ გზაზე მომხდარი თავდასხმის მსხვერპლი რუსი ტურისტი ქალის მონათხრობი თავდასხმის დეტალებთან დაკავშირებით, სადაც ის ჰყვება, რომ მას და მის მხლებელ მამაკაცს ორი უცნობი პირი დაესხა თავს. თავდამსხმელები გზაზე მანამდეც უტრიალებდნენ წყვილს და მათ შორის კომუნიკაციაც შედგა.
პოლიციას ამ დრომდე არ უპოვია ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც სოფელ ნაკრასთან დაესხნენ თავს რუს წყვილს. წყვილი მესტიისკენ ზუგდიდიდან შკოდას მარკის ავტომობილით მგზავრობდა. პოლიცია ეძებს მსხვერპლ მამაკაცსაც, რომლ
ბოლო წლებში რუსეთი მეზობლების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა - ჩვენ ეს საქართველოში ვნახეთ, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა აგრესიის ბუნება შეცვალა და უფრო მკაცრი გახდა.
„ბოლო წლებში რუსეთმა აგრესია გააძლიერა და ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ მისი აგრესიის ბუნება შეცვალა. ბირთვული დოქტრინის თვალსაზრისით რუსეთის
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი - 1986 წელს დაბადებული რ.პ. და 1992 წელს დაბადებული ბ.ჭ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მადლობელი ვარ, რომ ემანუელ მაკრონმა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
„მადლობელი ვარ, რომ ემანუელ მაკრონმა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარი დაუჭირა. ამის რეალობად ქცევის მიზნით დონალდ ტრამპთან ერთად მის მუშაობას მოუთმენლად ველ
არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ASU) მაკკეინის ინსტიტუტმა სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის კისინჯერის სტიპენდიატად დაასახელა.
„პრეზიდენტი ზურაბიშვილი განასახიერებს პოლიტიკურ სიმამაცეს და კისინჯერის სტიპენდიის სახელმწიფოებრიობის იდეალებს“, — განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ეველინ ფარკასმა.
კისინჯერის სტიპენდია მხარს უჭერს მაკკეინის ინსტიტუტის პერსონაჟებზე ორიენტირებული ლიდერობის პროგრამების ძირითად ღირებულებებს და ფოკუსირებულია საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფ
პროკურატურა ითხოვს, რომ პროევროპულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი, რომელიც 16 იანვარსაა ჩანიშნული, 12 მარტისთვის გადაიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს იმ იურისტთა ჯგუფის სახელით, რომელიც დაკავებულ მომიტინგეებს იცავს.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზანი არის, რომ უკანონოდ დაპატიმრებულ პირთა საქმის საჯარო განხილვა არ დაიწყოს დროულად და არ გამოჩნდეს გამოძიების უსაფუძვლობა.
“შუამდგომლობის დასაბუთება ეწინააღმ
კიდევ ერთი მოქალაქე, თათია უდესიანი წერს, რომ ათავისუფლებენ იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან. მისი თქმით, მოტივი მხოლოდ ისაა, რომ საჯარო განცხადებაზე ხელმომწერია – „იმ ტექსტზე, რომლის შინაარსზეც, რომ კითხოთ „ყველა მხარე“ უპირობოდ თანხმდება“.
უდესიანი წერს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში „სასწრაფოდ შესული ცვლილების საფუძვლით“, 31 დეკემბრის ღამეს აცნობეს, რომ ერთი თვის ვადაში დაწესებულება ცალმხრივად წყვეტს მასთან შრომით ურთიერთობას.
კა
გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს!
დღევანდელი დღე, როგორც სიყვარულისა და სიხარულის სიმბოლო, განსაკუთრებული იმედია თითოეული ჩვენგანისთვის.
განსაკუთრებით მინდა მივულოცო უკანონო პატიმრებს და ოჯახებში მალე დაბრუნება ვუსურვო!
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
პროევროპული აქციების მონაწილე რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს აგზავნის. TV პირველისთვის გაგზავნილ წერილში ის აღწერს მისი დაკავების დღეს – “ყველაზე საშინელი დღე ჩემთვის”. ის, ასევე, ჰყვება სასამართლო სხდომაზე, სადაც მოსამართლე მჭედლიშვილმა მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
“ჩემი დაკავება, რეალურად, მოხდა მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტში. პირდაპირ გასატარებელი ავტომატების წინ, მაგრამ მათ გააყალბეს ოქმები და ჩაწერეს, ვითომდა დამაკავეს ლისზე. ანუ ადგილზე, სადაც ცხოვრებაში ერ
სოციალური ქსელების გიგანტი Meta ფაქტების გადამოწმების ამჟამინდელ პროგრამას წყვეტს და X-ის მსგავს „საზოგადოების შენიშვნების“ პროგრამაზე გადადის.
ამის შესახებ „ფეისბუქის“ დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„დროა, დავუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს თავისუფალი გამოხატვის გარშემო. ჩვენ ვცვლით ფაქტების შემმოწმებლებს Community Notes-ით, ვამარტივებთ ჩვენს პოლიტიკას და ყურადღებას გავამახვილებთ შეცდომების შემცირებაზე“, — თქვა მარკ ცუკერბერგმა.
ცვლილება გავლენას მოახდე
აშშ-მა, „მაგნიტსკის გლობალური სიის“ ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მთავრობის მინისტრს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს.
კერძოდ, სანქციები უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კაბინეტის ადმინისტრაციის მინისტრს, ანტალ როგანს შეეხო „კორუფციაში მისი ჩართულობის გამო”.
„მისი სამთავრობო პოზიციებზე, მათ შორის ორბანის კაბინეტის ადმინისტრაციაზე პასუხისმგებელი მინისტრის პოზიციაზე ყოფნის დროს, როგანი, ცნობებ
უნდა ითქვას, რომ „გავრილოვის ღამეს“, ერთი მხრივ, ლეგიტიმური პროტესტი იყო და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებაც ფიქსირდებოდა, თუმცა ეს არ იყო სისტემური ძალადობის შემთხვევა. [რაც შეეხება მერაბიშვილს], 2007 წელს სააკაშვილი ეშმაკურად გადადგა და ხელახალი მანდატი მიიღო. ამ შემთხვევაში პოლიტიკურმა პროცესმა ვითარება განმუხტა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხ
„იფიცება საქართველო!“ – 15 იანვარს 15 საათზე 3 საათის განმავლობაში გამაფრთხილებელი გაფიცვა დაანონსდა.
Facebook-ში ჯგუფიც შეიქმნა, სადაც კონსულტაციის მიღების მიზნით მოქალაქეებს დაკავშირება შეუძლიათ.
უკვე 41-დღეა რაც რუსთაველის გამზირზე ყოველ საღამოს უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება. ამ დღეების განმავლობაში გაიმართა არაერთი პროფესიული ჯგუფის საპროტესო მარში.
საპროტესტო აქციების ორი მთავარი მოთოვნაა,- ახალი არჩევნების დანიშვნა და საპროტეტსო აქციების დროს დაკავებულების დაუყოვნებლ
საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ „ტვ პირველს” ციხიდან წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერს, რომ ბრძოლა არ უნდა დასრულდეს მანამდე, სანამ ქართველი ხალხი დამსახურებულ გამარჯვებას არ მოიპოვებს.
კასრაძე წერილში საუბრობს მისი თანამესაკნეების მაღალ ზნეობაზე, კულტურასა და სიმტკიცეზე და დაკავებული ახალგაზრდების მშობლებს ციხიდან უთვლის, რომ მათი შვილებით უნდა იამაყონ.
„მოგესალმები ჩემო საქართველო! მოგესალმებით რუსთაველის გამზირის გმირებო! გილოცავთ შობა-ახალ წელს და ახალი საქართველოს
ფინეთის ყურეში დივერსიაში ეჭვმიტანილი ხომალდის Eagle S ეკიპაჟის წევრები საქართველოს და ინდოეთის მოქალაქეები არიან. ფინური მედია YLE-ს თანახმად, გემის კაპიტანი დავით ვადაჭკორიაა.
ამის შესახებ 2024 წლის 27 დეკემბერს განაცხადა მომხდარის გამოძიების ხელმძღვანელმა, ფინეთის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის კრიმინალური ინსპექტორმა სამი პაილამ.
ფინეთის ეროვნულმა საგამოძიებო ბიურომ (NBI) 2024 წლის დეკემბერში დააკავა ტანკერი Eagle S, რომელიც ეჭვმიტანილია ელექტროკაბელის, EstLink 2-ისა და ოთხი საკომ
რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები დღეს “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი Fox News-ი ავრცელებს.
მედიის თანახმად, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის - წარმომადგენლების ორპარტიული ჯგუფი “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” საკანონმდებლო ორგანოში დღეს წარადგენს, რაც “ქართული ოცნების” მთავრობის აღიარებას აკრძალავს.
“ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” ინიციატორებად კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტი
ცხადი გამოსავალი ახალი არჩევნებია, ქართველი ხალხის წინაშე ჩვენი ვალია უარვყოთ ეს რეჟიმი, სანამ ის არ დათანხმდება. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“საქართველო ახლა ერთპარტიული რეჟიმის მიერ იმართება. ოპოზიციის შეშფოთებები, რომელიც ამომრჩევლების ნახევარზე მეტს წარმოადგენს, უგულებელყოფილიყო იქნა. ცხადი გამოსავალი ახალი არჩევნებია. ქართველი ხალხის წინაშე ჩვენი ვალია უარვყოთ ეს რეჟიმი, სანამ ის არ დათანხმდება”, - წერს კელი.
ცნობისთვის, კელი “
აქციების დროს დაკავებული რევაზ კიკნაძის საქმეში არსებობს მოწმე, მეტროს თანამშრომელი ქალი, რომელიც ადასტურებს, რომ აქტივისტი არა ლისის ტერიტორიაზე, არამედ მეტრო „უნივერსიტეტში“ დააკავეს. ქალის ვიდეოჩანაწერი „ტვ პირველმა“ გაავრცელა. ვიდეოში ქალი ამბობს, რომ ბიჭი სალარომდე არ იყო მისული, როცა მას ორმა პირმა მოკიდა ხელი და სადგურში არსებული პოლიციის ოთახში შეიყვანა.
ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ აქვთ ამ მოწმის გამოკითხვის ოქმი, გასაუბრების ოქმი და აპირებენ, ის სასამართლო
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი ავრცელებს 43 დასავლელი პოლიტიკოსის ერთობლივ განცხადებას, რომელშიც გაჟღერებულია მოწოდება მთავრობების მიმართ, არ აღიარონ „ქართული ოცნების” მთავრობა, დააწესონ ერთიანი სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და პარტიის წარმომადგენლების მიმართ, ასევე, უარი განაცხადონ შეხვედრებზე მანამ, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები.
განცხადებას ხელს აწერენ:
ჯო უილსონი, კონგრესის წევრი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე;
რიჩარდ ჰადსონი, კონგრესის წევრი,
სახელმწიფო უწყება, ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს, ფეისბუკზე რეკლამაში 30 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.
ბიუროს ხელმძღვანელმა ამ მიზნით შესყიდვების სააგენტოს წერილობით მიმართა და ითხოვა, გამარტივებული შესყიდვის წესის საფუძველზე მისცენ უფლება, 2025 წელს 30 000 ლარი დახარჯონ ფეისბუკზე რეკლამაში.
შესყიდვების სააგენტომ ამ მოთხოვნაზე თანხმობა განაცხადა.
netgazeti
საქართველოს მთავრობამ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება საბერიოში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება.
"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პ