"არ ვიცი რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება პროფესიონალმა კოლეგებმა. უფრო სწორად ვიცი, ეს არის უფრო მეტი დოზით პოლიტიზებული გადაწყვეტილება. მათ ვერ გაუძლეს პოლიტიკურ ზეწოლას", - ამის შესახებ „იმედის" ეთერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობის დატოვებაზე განაცხადა.
„ეროვნული ბანკის ფუნქციონირების პრობლემა არ შეიქმნება. ეროვნული ბანკი სტაბილურად ფუნქციონირებდა და ასევე გააგრძელებს.
სამწუხარო ფაქტია, რაც ახლა განვითარდა და ვხედავ
მთავარი მოთხოვნა არის თურნავას რუსული ბრძანების გაუქმება, რომელიც პასუხისმგებლობას არიდებს რუსეთის აგენტებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტნიორებმა, მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ყველამ დაინახა, რომ ეროვნული ბანკი იმართება ერთი ტელეფონის ზარით, დაახლოებით ისე, როგორც სასამართლო.
„მოქალაქეობის შეწყვეტა რამენაირად შეცვლის იმ ფაქტს, რომ ეს კაცი ამ ქვეყნის გენერალური პროკურორი იყო და ბრალდებულია „ეფესბეთან“ კავშ
"როდესაც ხელისუფლებას საკუთარი კომფორტისთვის სჭირდება ჩარტერული რეისები, ამას უპრობლემოდ ახერხებენ, ხოლო ისრაელში ჩარჩენილი ქართველებისთვის ჩარტერი ხელისუფლებამ ჯერაც ვერ დანიშნა."
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
387845517_7158066784255526_2316327763859882508_n (2).mp4
ადამიანები იმის გამო მოკლეს, რომ ისინი ებრაელები იყვნენ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.
„ეს ადამიანები მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ ისინი ებრაელები იყვნენ და მათ მშვიდობიანად ცხოვრება სურდათ“, - განუცხადა მაკრონმა ისააკ ჰერცოგს.
შეხვედრაზე მაკრონმა ისრაელის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და პრეზიდენტ ჰერცოგის აზრი გაიზიარა, იმასთან დაკავშირებით, რომ მძევლების გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.
„მინდა, დარწმუნებულე
"ისრაელში ჩარჩენილ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა, ელჩის ფუჭი განცხადებებით ვერ შეიფუთება. მოვუწოდებთ მთავრობას, დააფინანსოს ჩარტერული რეისები და გამოიყვანოს ქართველები სახიფათო ზონიდან."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
369778959_1397193121179222_7670385164113745094_n.mp4
ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ისრაელის გვერდით, მას აქვს უფლება და ვალდებულება, დაიცვას საკუთარი თავი და უზრუნველყოს, რომ 7 ოქტომბრის მოვლენები აღარ განმეორდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრეზიდენტთან, ისააკ ჰერცოგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ აკეთებს ისრაელი ამას და მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დაცული იყვნენ.
„მნიშვნელოვანია, თუ როგორ აკეთებს ისრაელი ამას და ძა
ევროპამ 1930-იანი წლების შეცდომები თავიდან უნდა აირიდოს და რუსეთის შეკავების მიზნით თავდაცვის ინდუსტრია განაახლოს, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მე უფრო მეტად აგრესიულ რუსეთს ყველა ასპექტში ვხედავ და არა მხოლოდ უკრაინაში. ვფიქრობ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: არის თუ არა უკრაინა რუსეთის საბოლოო დანიშნულების წერტილი თუ ეს მხოლოდ იმის ნაწილია, რისი მიღწევაც მათ, დიდი რუსეთის ხელახლა აშენებით სურთ?“, - განაცხადა მეტე ფრედერ
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან მთავრობის რიტორიკა უეცრად შეიცვალა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ამისთვის სწორი ახსნა გამაჩნია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში დისკუსიის ერთ-ერთ კითხვაზე პასუხის დროს განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, მთავრობის "ორაზროვან პოზიციაზე" პასუხი არ აქვს, თუმცა კარგია, რომ რიტორიკა შეიცვალა.
“არ ვიცი იმ კითხვაზე პასუხი, თუ რატომ არის [საქართველოს] მთავრობა ამ ორაზროვან პოზიციაში.
დარწმუნების გარეშე თუ რამდ
სამინისტროს მიერ არ არის შეფასებული სკოლების არსებული მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა რელევანტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით მოახდენდა საჭირო რესურსების, მზაობის და შესაძლებლობის მქონე სკოლების იდენტიფიცირებას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ავტონომიურობის გაზრდის შესაძლებლობის განსახილველად, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ ზოგადი განათლების მართვის მოდელის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.
დოკუმენტის მიხედვით, არ არის შემუშავებული რესურსცენტრების სამოქმედო გეგმის ერთიანი ფ
„ქართულმა ოცნებამ“, რომელიც მუდმივად ლაპარაკობს, რომ ვიღაცებს ომი უნდათ, თავად გამოაცხადა ომი, ოღონდ ომი გამოუცხადა მთელ ცივილურ სამყაროს და ამასთან, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც პოლიტოლოგმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, კარგი იქნება თუკი „ქართული ოცნება“ სუვერენიტეტს და იზოლაციას ერთმანეთისგან გაარჩევს.
“კურსი აშკარად შეცვლილია, „ქართულმ
"მთელი საზოგადოება - ჩვენი სპორტსმენები, ფეხბურთელები, მოჭიდავეები, რაგბისტები, ვმოძრაობთ ევროპისკენ. ევროპისკენ მოძრაობას კი შეესაბამება დემოკრატიული, გამჭვირვალე, კონკურენტული, თანაბარ პირობებში ჩატარებული არჩევნები, სხვანაირად არ არსებობს ევროპული დემოკრატია. თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს არჩევნებით მანიპულირებას და, შესაბამისად, არჩევნების გაყალბებას, რა თქმა უნდა, ეს იქნება სულ სხვა მიმართულებით მოძრაობა, რაც ძალიან დიდ ტურბულენტობებს გამოიწვევს.
დღევანდელი ხელისუფლება ყველაზე
აქტივისტ ანა კვანჭილაშვილის დედა, მარინა კვანჭილაშვილი-ბასილაშვილი იხსენებს, როგორ ჩაატარა პოლიციამ ჩხრეკა მის სახლში, როცა იქ მისი შვილებიც იმყოფებოდნენ.
პოლიცია ჩხრეკას ატარებს ილიაუნის ლექტორის სახლშიც
მან ამის შესახებ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუქში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ვარ საავადმყოფო ფურცელზე, ტყუპები ჩემთან არიან. ჩემთან არიან იმიტომ, რომ ანუკი აქციაზეა. ანუკი ღამე ჩვენთან დარჩა და მიამბო, რომ ვერაზე, ეზოში საეჭვო ტიპი შენიშნა და არ მოეწონა. ს
რონდელის ფონდის მკვლევარ ვატო ბჟალავას, რომელიც 12 დეკემბერს ქუჩაში, ძაღლის გასეირნებისას დააკავეს, უფორმო პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით, 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გამოიტანა.
სასამართლო პროცესზე მოწმის სახით მყოფმა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა, რომელმაც გუშინწინ ვატო ბჟალავა დააკავა, ერთგვარად აღიარა, რომ დაკავებისას ის სამოქალაქო ფორმაში იყო. მოსამართლის შეკითხვაზე, ეცვა თუ ა
ბებია-ბაბუები აქცია-მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მივიდნენ. მათ მსვლელობა მეტროსადგური „რუსთაველიდან“ დაიწყეს. მსვლელობისას კი საავტომობილო გზის ნაწილი გადაკეტილი ჰქონდათ.
მათ უჭირავთ პლაკატები „ბაბუას არასდროს ერქმევა „დედუშკა“, „ბებიას არასდროს ერქმევა „ბაბუშკა“, „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს - ჩვენს შვილიშვილებს“, „შვილიშვილების ევროპული მომავლის სადარაჯოზე“.
როგორც ისინი აცხადებენ, მათ უნდათ ევროპა და ის, რაც შვილების თაობისთვის ვერ შეძლეს, შვილიშვილების თაობისთვის მაინც უნდა
მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციებზე 28 ნოემბრიდან დღემდე დაკავებულ პირებთან მიმართებით მთელ რიგ დარღვევებთან ერთად გამოიკვეთა მათ მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ნივთების ჩამორთმევის/მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა.
ამის შესახებ ნათქვამია 10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების დაცვის ქვეშ მყოფი არაერთი დაკავებულის ინფორმაციით, დაკავების შემდგომ მათ ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორი
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯარისკაცი გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, გამოძიება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თბილისში, ვარკეთილში, ხანძრის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩნდა.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ხანძრის გაჩენის მიზეზები და სხვა დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.
იპნ
მე მოვუწოდე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას არ წავიდეს თბილისში ამ დროს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, სადაც პია კაუმასთვის გაგზავნილი წერილის ასლს აქვეყნებს.
„ივანიშვილის რეჟიმი ამ ვიზიტს მხოლოდ ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციის საშუალებად გამოიყენებს. აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის არ უნდა გამოიყენონ“, - წერს უილსონი.
ამერიკელი კონგრესმენი პია კაუმა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება გუშინ, 11 იანვრის ღამეს ბათუმში მომხდარი დაკავების ფაქტებს და მოითხოვს:
„ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას;
არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიებას და ბრალეული პირების პასუხისგებაში მიცემას.
აქციაზე გამოცემა „ბათუმელების” ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი ბათუმში, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო 11 იანვარს დააკავეს. პლაკატზე წერია: „იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე”
აქტივისტმა თემურ ქათამაძემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო.
ამის შესახებ ინფომრაცია „პუბლიკას“ საიას იურისტმა დარეჯან სალდაძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, ქათამაძემ შიმშილობა გუშინვე, დაკავების შემდგომ დაიწყო და იღებს მხოლოდ წყალს.
ადვოკატმა გვითხრა, რომ საქმე ქვეყნიდან გაძევების საკითხთან არის დაკავშირებული, სასამართლო სხდომა 48 საათში ჩაინიშნება და საქმის მასალების სრულყოფილად გაცნობის შესაძლებლობა მაშინ მიეცემა.
გუშინ, 16 იანვარს თემურ ქათამაძე, მას შემდეგ რაც ადმინისტრაციული პატ
გვსურს უკრაინაში ომი ისე დასრულდეს, რომ 3-4 წელიწადში აღარ დაიწყოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ CBS Mornings-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, კონფლიქტი უნდა დასრულდეს და ეს აშშ-ის პოლიტიკას წარმოადგენს.
„გვსურს, რომ მის დასასრულებლად ყველაფერი გავაკეთოთ. ჩვენს ძალისხმევას გამოვიყენებთ, რათა ეს კონფლიქტი სტაბილურად დასრულდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გვსურს კონფლიქტი დასრულდეს და შემდეგ ორ, სამ ან ოთხ წელიწადში განახლდეს. სტაბილურობის უზრუნველყოფა გვსურს
ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, თავდაპირველად მას სთავაზობდნენ, რომ „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ წერილები მას გაევრცელებინა.
ბაჩიაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მან შეთქმულების თეორიებზე წერილების გავრცელებაზე უარი თქვა, მის ნაცვლად ეს საქმე ივანიშვილთან დაახლოებულმა პროპაგანდისტმა ზაზა შათირიშვილმა შეითავსა.
„ჩემ თვალწინ ითხზვებოდა „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივი და სანამ [ზაზა] შათირიშვილი გამოაქვეყნებდა მაგას
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ხოლო შესაბამისი უწყებები სამედიცინო დოკუმენტაციას არ აწვდიან.
როგორც საია-ს განცხადებაშია ნათქვამი, ადვოკატების შეფასებით, მზია ამაღლობელს უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა.
„მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, დაცვის მხარისთვის კვლავ მიუწვდომელია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია.
კონგრესმენი ჯო უილსონი და ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკკლირი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, დევიდ ლემისთვის გაგზავნილ ერთობლივ წერილს უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
წერილის ხელმომწერები არიან აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი (ლიბერალური დემოკრატები).
“მიუხედავად იმისა, რომ
“ქართულ ოცნებას“ ფეხებზე ჰკიდია ნარკოტიკებით გარდაცვლილი ახალგაზრდებიც, ნარკოტიკების გავრცელებაში ახალგაზრდების მზარდი მონაწილეობაც და გამსაღებელთა თავისუფლად თარეშიც, იმიტომ, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების გასაღებით, გამსაღებელთა მფარველობით, მომხმარებლებზე ზოგჯერ ზეწოლით და ზოგჯერ მათთან ვაჭრობით თავად ხეირობს - რაც გუშინ მოისმინეთ „ოცნებისგან“, არის ნარკოდანაშაულით მოხეირე „ოცნების“ მორიგი თაღლითობა, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრი ნათია მეზვრიშვილი “ფეისბუქზე” წერს, რითაც “ქართული