„ქართული ოცნების” მოქმედების კურსმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერება გამოიწვია, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი აკეთებს, რითაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
მისი თქმით, ევროკავშირი 16 დეკემბერს დამატებით ზომებს განიხილავს.
“დემოკრატიის განუწყვეტელმა უკუსვლამ და საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გამოყენებულმა რეპრესიულმა საშუალებებმა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე გავლენა იქონია. ევროკავშირი დამატებით ზომებს განიხ
ევროკავშირი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა, ვინც მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დააკავეს.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარმა სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა.
„თითქმის ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს, პოლიციის მხრიდან სასტიკი, უკანონო ძალის გამოყენების პირისპირ, გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზებისას. გრძელდება საპროტესტ
პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი მიიჩნევს, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონში დაინიცირებული ცვლილებები ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ საპოლიციო ძალა უჭირს.
ამ ცვლილებების თანახმად, შს მინისტრს პირის პოლიციაში მიღება კონკურსის გავლის გარეშე შეეძლება.
დეტალურად ამ ცვლილებებზე
მეზვრიშვილის შეფასებით, პოლიციაში გადაწყვიტეს არაფორმალი ნიღბიანი ზონდერების მიღება.
„როგორც ჩანს, ივანიშვილმა პოლიციაში არაფორმალი ნიღბიანი
ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე, OC Media-ს თანადამფუძნებელი, სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება, 225 (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) და 239 პრიმა მუხლებით (ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება) მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.
მარიამ ნიკურაძე ყოველდღიურად აშუქებს მიმდინარე მასშტაბურ პროევროპულ პროტესტს. ნიკურაძის წინასწარი ვარაუდით, გამოძიებას მისგან სწორედ გადაღებული მასალის მოპოვება სურს.
„დამირეკა კრიმინალურმა პოლიციამ და დამიბარა გამოკითხვა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი ინფორმაციის საფუძველზე, "დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს."
ამ მიზნით, სუსის თანახმად, იგეგმება "მიმდინა
9 დეკემბერს სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი: გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და ანდრო კაკაბაძე სისხლის სამართლის კოდექსით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დააკავეს.
სტუდენტი მარიამ გუჯაბიძე „ბათუმელებთან” ყვება, რა მოხდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში 3 დეკემბერს, რასაც 5 ადამიანის დაკავება მოჰყვა.
შსს ამტკიცებს, რომ დეკემბრის დასაწყისში საპროტესტო აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსი
ადგილი აქვს მოქალაქეთა სისტემურ წამებას, არაადამიანურ და ღირსებისშემლახავ მოპყრობას. წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარა ასობით ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტებიც. ჩვენ გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ თითოეული ასეთი ფაქტი მოქალაქეთა წამების, ცემის, ძალის გამოყენებით დაკავებისა და ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ დოკუმენტირდება ჩვენს მიერ. თითოეული ფაქტის შეახებ ინფორმაციას საერთაშორისო თანამეგობრობასაც ვაწვდით, - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული
„საქართველო იცვლის ვექტორს, ექცევა იზოლაციაში მთელი განვითარებული სამყაროსგან, რაც სამწუხაროდ ჩამოანგრევს ამ ქვეყნის ეკონომიკას,“ - ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„ის დახმარებები რაც გვაკლდება, პირდაპირ მოაკლდება ეკონომიკას, ჩვენი ეკონომიკა კი არის პატარა და ყველა დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ უფრო ფართოდ არის საქმე: საქართველო როცა იცვლის ვექტორს და მიდის სხვა მიმართულებით, ექცევა იზოლაციაში მთელი განვითარებული სამყა
“რასაც ახლა ამ დემონსტრაციებით ვცდილობთ, არის ის, რომ არ გავფორმდეთ ბანანის რესპუბლიკად” - ამის შესახებ „ექსპო-ჯორჯიას“ დირექტორმა, რესან ქიქავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ისაუბრა.
მისი თქმით, ამ ამბავს ერთადერთი პოზიტივი ის აქვს, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ბიზნესმაც გამოიღვიძა.
„თუ რამე პოზიტივი შეგვიძლია დავინახოთ მთელი ამ მიმდინარე პროცესებიდან, ერთ-ერთი არის გამოღვიძება და მათ შორის ბიზნესის მხრიდანაც. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი ბიზნესი ერთ-ერთი დაინტერესებული მ
კიდევ ორი კლინიკა გამოთქვამს მზადყოფნას, უანგაროდ დაეხმაროს დაშავებულებს.
„კლინიკა ინოვა და მისი სამედიცინო პერსონალი სრულ სოლიდარობას უცხადებს და გვერდით უდგას საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ, მუდმივ რეჟიმში, მზად ვართ უანგაროდ გავუწიოთ საჭირო დახმარება – იქნება ეს ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა თუ გამოკვლევა – ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შედეგად დაშავდა“, — წერს სამედიცინო ცენტრი Innova.
მსგავსი განცხადება ასევე გამოაქვეყნა ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ
მამიდის ინფორმაციით, აქციაზე დაშავებულმა 22 წლის ბიჭმა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, მედიკამენტოზური ძილიდან გაიღვიძა. აღნიშნულის შესახებ ეკა თირქია „ფეისბუქზე“ წერს და ამბობს, რომ ბიჭის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.
„სასიხარულო ამბავი გვაქვს...ალექსიმ გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე... რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე, იგივე რისკებით, თუმცა, ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - წერს ეკა თირქია.
ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული
დღეს, 10 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ირწმუნება, რომ ქვეყანაში საპროტესტო მუხტის გასაზრდელად „ 2-3 ადამიანის“ მკვლელობა იგეგმება, რასაც შემდეგ „ხელისუფლებას დააბრალებენ“.
სუსი კვლავ ირწმუნება, რომ საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაზრდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისთვის უნდა იქნეს გამოყენებული.
სუსი ისევ იმეორებს, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით ქვეყანაში „ფერადი რევოლუციებისთვის“ დამახასიათებელი აპრობირ
მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ლიანდაგებზე ჩავარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ნეტგაზეთს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უდასტურებენ.
მეტროს მეორე ხაზზე გადაადგილება მხოლოდ სადგურ „დელისამდე“ შეიძლება.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობა „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სადგურიდან, სადაც მომხდარის შემსწრე ადამიანი ჰყვება, რომ გარდაცვლილს ხელი ჰკრეს. იმავე ინფორმაციას ავრცელებს სხვა მგზავრიც.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკ
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტები დააჯილდოვა. მათ შორის არიან ის ჟურნალისტები, რომელთაც მიმდინარე მასშტაბური პროევროპული პროტესტის მიმდინარეობისას და გაშუქებისას ძალადობრივად გაუსწორდნენ ძალოვნები, მათთან დაკავშირებული არაიდენტიფიცირებადი პირები და ჯგუფები.
პრეზიდენტის ჯილდო გადაეცათ ჯონი ბაკურიძეს, სერგი ბარამიძეს, ნუცა ბახუტაშვილს, დავით ბერაძეს, დავით ბიჭიკაშვილს, სალომე ბოკუჩავას, ნიკა ბუჭოშვილს, მინდია გაბაძეს, მარიამ გაფრინდაშვილს, გურამ როგავას, რუსუდან დუმბაძეს, აკაკი ზარ
არ შეგეშალოს - შენი მანევრირების სივრცე მცირდება, როგორც პოლიტიკურად, ასევე დიპლომატიურად, ევროპის მოთმინება უსაზღვრო არ არის. ასე პასუხობს ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე შალვა პაპუაშვილს, რომელმაც ჟიგიმანტას პავილიონისის და მარკო მიხელსონის განცხადებები გააკრიტიკა.
ევროპარლამენტარის თქმით, შალვა პაპუაშვილი ცილს სწამებს მარკო მიხელსონს და ჟიგიმანტას პავილიონისს, „ნამდვილი ღალატი“ კი პირიქით „ქართული ოცნების“ რიგებიდან მოდის.
“დემოკრატიაზე საუბრობ, მაგრამ იმას იცავ,
“გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია “ოცნების“ ხელისუფლების შეცდომებზე საუბრობს და ამბობს, რომ გაყალბებული არჩვენების შემდეგ მათ რამდენიმე ფატალური შეცდომა ჩაიდინეს.
გახარია ორ ძირითად შეცდომას უსვამს ხაზს, რომელიც მისი თქმით, უკვე სხვა რეალობაა და აჩვენებს, რომ “ოცნებას“ არანაირი რესურსი აღარ აქვს, დემოკრატიულად მართოს ეს ქვეყანა.
მთავარია, ყველაფერი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მივიღოთ ხელახალი არჩევნების თარიღი, ეს არის კრიტიკულად მნიშვენელოვანი“, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ყველაფერს კომპლესური მიდგომა სჭირდება და ვინ იქნება მომლაპარაკებელი და გამფორმებელი, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
“მნიშვნელოვანია, ქვეყანა არ შევიდეს ისეთ პოლიტიკურ ჩიხში, რომლის მიღმაც უკვე სამოქალქო დაპირისპირებაა“, - განაცხადა გახარიამ.
შიგნიდან ხოცავენ უკვე ერთმანეთს, ფიზიკურ ცემა-ტყეპაზე არიან გადასულნი. ეს ინფორმაცია მარტო მე კი არა ქალაქს აქვს, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გადაცემა რეაქციაში“ განაცხადა.
გახარიას თქმით, პარტიის შიგნითაც ისე სცემენ ერთმანეთს, როგორც გარეთ ახალგაზრდებს.
“ყველა ერთმანეთს სცემს. ამათ ფიზიკური ძალის ენის მეტი არაფერი ესმით. ისე სცემენ ერთმენთს,როგორც ჩვენს ახალგაზრდებს“, - თქვა გახარიამ.
დაზუსტებით ვიცი, რომ 100-ზე მეტი განცხადებაა დაწერილი, რომელსაც გომელაურის უწყებაში არ აკმაყოფილებენ, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, უწყებიდან კადრების ძალიან დიდი გადინებაა, რის აღდგენასაც წლები დასჭირდება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი კიდევ ერთხელ იმეორებს, აშშ-ს ღრმა შეშფოთებას "მიმართულების ცვლილებაზე, რომელიც საქართველის მთავრობამ განახორციელა".
შესაბამისად, მისი თქმით, აშშ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, მათ შორის ახალი სანქციების შემოღებით, ხოლო „რა იქნება და ვის შეეხება, უნდა დაველოდოთ“.
"ჩვენ ვიყენებთ ინსტრუმენტებს, რომლებიც ჩვენს ხელთ არსებობს და რომლებსაც ორივე პარტია უჭერს მხარს. ასევე, როდესაც მიზანშეწონილია, ახალ ზომებს ვავითარებთ, იმ დროში, რომელიც
პოლიციის კანონის მიღება, ეს არის დიქტატორული რეჟიმისთვის დამახასიათებელი სისტემა, როდესაც ერთის მხრივ, შენ გჭირდება, რაც შეიძლება მეტი პოლიციელი გყავდეს და გააბევრო შენი უხეში ძალა, რომ ხალხის დარბევისა და დაჭერის მეტი რესურსი გქონდეს და მეორეს მხრივ, თუ ვინმეს განსხვავებული აზრი ექნება სამსახურში, ძალიან მარტივად გააგდო სამსახურიდან, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
ცქიტიშვილის თქმით, კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნები და, ამასთან, ახალი წინ
ბეატრის გაზდელიანი, რომელიც ანტირუსულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს, ამბობს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში შეურაცხყოფა მიაყენეს.
გაზდელიანი 7 დეკემბერს დააკავეს. მას დღეს ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო პროცესი აქვს. სხდომის დაწყებამდე ქალმა ჟურნალისტებთან თქვა:
პუბლიკა
ევროკავშირმა ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები დაგმო, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის დრო დადგა, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ინტერესთა დაცვის დირექტორი, ისკრა კიროვა და ასოცირებული დირექტორი, გიორგი გოგია ავრცელებენ.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც საქართველოს საკითხის განსახილველად 16 დეკემბერს შეიკრიბებიან, ქვეყანაში მშვიდობიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩახშობის თაობაზე, რომელიც უკ
საქართველო ევროპაა და ამ ფაქტს ვერც ერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის, - ამის შესახებ შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, გუსტავ გეტბერგი სოციალურ ქსელში წერს.
„ახლახან თბილისში ჩავედი, რათა ქართველი ხალხის, მათი ევროპული მისწრაფებებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლების მიმართ მხარდაჭერა გამოვხატო. „ქართული ოცნების“ მიერ ძალადობრივი დარბევა მიუღებელია. საქართველო ევროპაა, ევროპა კი საქართველოა და ამ არსებით ფაქტს ვერც ერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის“, - წერს შვედი პარლამე
საქართველოს პროკურატურამ ბათუმში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 დეკემბერს, ბათუმში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდე