Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    899.393

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

2022 წელს აბორტი 83 არასრულწლოვანს ჩაუტარდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს აბორტი 83 არასრულწლოვანს ჩაუტარდა. ბოლო 7 წლის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წლამდე იკლებდა, თუმცა 2022 წელს წინა წელთან შედარებით 13-ით გაიზარდა. ჯამში, 2022 წელს აბორტი 29 წლამდე ასაკის 16 619 პირს გაუკეთდა. აბორტების რაოდენობის ასაკის მიხედვით განაწილება ასეთია: 15-24 წელი - 2 867; 15-29 წელი - 6 671. იპნ

2022 წელს „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულების სახით მილიონი ლარი, „ლელომ“ 619 000 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 216 000 ლარი მიიღო, ხოლო „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „მოქალაქეებს“ შემომწირველები არ ჰყოლიათ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საპარლამენტო პარტიების ნაწილმა, 2022 წლის განმავლობაში, ჯამში, 1 953 200.25 ლარის შემოწირულება მიიღო. კერძოდ, 2022 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი - 1 036 000 ლარის შემოწირულება „ქართულ ოცნებაზე“ მოდის. მას წლის განმავლობაში 28 შემომწირველი ჰყავდა, რომელთა ნახევარმაც მმართველ პარტიას 50-50 ათასი ლარი შესწირა. შემომწირველებს შორისაა თამაზ თამაზაშვილი და დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი. საპარლამენტო პარტიებს შორის, „ქართული ოცნების“ შემდეგ, 2022 წლის

2021-2022 წლებსა და 2023 წლის 4 თვეში პარლამენტის შენობის, მთავრობის ადმინისტრაციის, ორბელიანების სასახლის, ავლაბრის რეზიდენციის, ქუთაისის პარლამენტის შენობისა და საპატრიარქოს დაცვის თანამშრომლებზე 9 მლნ ლარამდე ხელფასი და დანამატი გაიცა

2021-2022 წლებსა და 2023 წლის 4 თვეში ავლაბრის რეზიდენციის ტერიტორიის მოვლის, დაცვისა და კომუნალური ხარჯების დასაფარად, ჯამში, 3 470 882.4 ლარი დაიხარჯა, საიდანაც კომუნალური ხარჯები 2 442 442 ლარს შეადგენს, ხოლო დაცვის თანამშრომლების ხელფასებზე 1 028 440.4 ლარი გაიცა. ადმინისტრაციული შენობების შენახვისა და მოვლის ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოითხოვა, თუმცა უწყებამ სააგენტოს მხოლოდ ავლაბრის რეზიდენციის კომუნალური ხარჯების შ

2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ნერვული სისტემით ავადმყოფობის 116 363 შემთხვევაა რეგისტრირებული

2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ნერვული სისტემით ავადმყოფობის 116 363 შემთხვევაა რეგისტრირებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს. მათივე განმარტებით, რეგისტრირებული მონაცემები მოიცავს შემთხვევებს, როცა ერთ პირს ნერვული სისტემით ავადმყოფობის ფაქტი რამდენჯერმე დაუფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, პრევალენტობა 100 000 მოსახლეზე 3137.6-ს შეადგენს. ipn

2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 84 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული

2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 84 142 ადამიანია რეგისტრირებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს. რაც შეეხება ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირთა ასაკობრივ კატეგორიას, 2021 წლის მონაცემების თანახმად, 0-დან 15 წლამდე ბავშვებში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 4 392 შემთხვევაა აღრიცხული, ხოლო 71 525 შემთხვევა 25 წელზე მეტი ასაკის პირებში ფიქსირდება, საიდანაც 38

2021 წლის იანვრიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით, თბილისის მერიამ 87 000 კვადრატული მეტრის ფართში 179 000 კვადრატულ მეტრამდე ფართი გაცვალა

2021 წლის იანვრიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით, თბილისის მერიამ, ჯამში, 86 794 კვ.მ.-ის ფართის სანაცვლოდ 178 996,53 კვ.მ-ის ფართის ქონება გასცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2022 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, მუნიციპალიტეტმა 45 584 კვ.მ-ის ფართის ქონების გაცვლა-გამოსყიდვა განახორციელა, რისთვისაც მას ჯამში, ბიუჯეტიდან 142 756 ლარი აქვს გადახდილი, ფართების ნაწილის გაცვლისთვის კი, მესაკუთრეებს 84 127,53 კვ.მ-ის ფართის ქონება გადას

2021 წელს თავდაცვის სამინისტროში „საიდუმლო“ გრიფით 5 მილიონზე მეტი დანამატია გაცემული - აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტში წერს, რომ 2021 წელს დაახლოებით 233 მოსამსახურეზე „საიდუმლო“ გრიფის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის საფუძველზე დარიცხულია 5 160 000-ლარამდე დანამატი, მათ შორის 286 672 ლარი დარიცხულია სამინისტროს სსიპ-ების მოსამსახურეებზე. დასკვნაში აღნიშნულია, რომ დანამატები არ არის სათანადოდ დასაბუთებული. 2021 წელს 160 000 ლარზე მეტი დანამატი

2015 წლის შემდეგ პირველად, თბილისში მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვა მოხდება

თბილისში, 2015 წლის შემდეგ პირველად, მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვა მოხდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს, მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვის ჩატარება ზაფხულშია დაგეგმილი და მას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები განახორციელებენ. მათივე განმარტებით, პროცესში მოხალისეებსაც შეეძლებათ ჩართვა. ამასთან, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, მიუსაფარი ძაღლების მონაცემები თბილისის რაიონების მიხედვით დაითვლება, რის საფუძველზეც შემუშავდება რო

2012 წლის შემდეგ პირველად! სარჩელი გიული ალასანიას წინააღმდეგ – სოფიო ხორგუანი სააკაშვილის დედის მიერ უკანონოდ მიტაცებული ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნებას ითხოვს

უფლებათა დამცველმა სოფიო ხორგუანმა გიული ალასანიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელი დაახლოებით 10 დღის წინ შევიდა სასამართლოში. სარჩელის მოთხოვნაა არარად იქნას აღიარებული დოკუმენტაცია, რომლითაც გიული ალასანიას საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო ქონება. სოფიო ხორგუანი ითხოვს სასამართლომ არარად აღიაროს: 1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 28 დეკემბრის N1-1/1501 ბრძანება –  „ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე  731 კვ.მ მიწის ნაკვეთის, კოსტავას

200 ათასზე მეტი ადამიანი სესხს ვერ იხდის - ვადაგადაცილებული კრედიტების მოცულობა 2 მლრდ ლარს აჭარბებს

საქართველოში მსესხებლების 10,4%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან. „კრედიტინფოს“ 2023 წლის დეკემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 201 047 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 383 830 -ს შეადგენს. რაც შეეხება მოცულობას, საუბარია, 2 042 932 474 ლარის ვადაგადაცილებულ კრედიტებზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს სტატისტიკა თვეების მიხედვით, ნელ-ნელა მცირდება. გასული წელს ვადაგადაცილებულ მ

20-21 ოქტომბერს, საქართველოში ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი

20-21 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 21 ოქტომბერს მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრც

20 უწყება გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს - TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI)  ინფორმაციით, 20 სახელმწიფო უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს. მათ შორისაა, მთავრობის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა. ორგანიზაციით განცხადებით, შესყიდვების სააგენტო კონტრაქტების არგამოქვეყნებას „ტექნიკური ხარვეზებით ხსნის“. TI-ის განმარტებით, „სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, კანონით დაუშ

20 დეკემბერს 11:00 საათზე პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი კორუფციის თემაზე ბრიფინგს გამართავს

ანონსი: 20 დეკემბერს 11:00 საათზე პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი კორუფციის თემაზე ბრიფინგს გამართავს . მისამართი: პარტიის ოფისი, ა. ბელიაშვილის ქ. 68. აღნიშნულის  შესახებ ინფორმაციას პარტია "საქართველოსთვის" ავრცელებს. 

2-3 ოქტომბერს ამინდი გაუარესდება — გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 2-3 ოქტომბერს ამინდის მოსალოდნელ გაუარესებაზე აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 2 ოქტომბერს, ღამის საათებში, აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში, ხოლო დღისით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 3 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოსა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში შენარჩუნდება წვიმა, ზოგან ძლიერი, ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია ძალი

2 წლის შვილის ცემისთვის კახეთში მშობელი დააკავეს - შსს

კახეთის პოლიციამ 2 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მშობელი დააკავა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს. პუბლიკა

2 წელში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში გავიაროთ სწავლება – ბითაძე

4 მარტს პარლამენტში „შინაურ და ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა დაიწყო. პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კანონპროექტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ წარადგინა. როგორც ბითაძემ განაცხადა, კანონპროექტის ირგვლივ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. მისი თქმით, 2 წელიწადში სავალდებულო იქნება, რომ ადამიანმა ცხოველის ყიდვის შემთხვევაში შესაბამის სწავლება გაიაროს. „დღეს ერთმანეთს ვეჯიბრებით, ვინ უფრო კა

2 სექტმებრიდან ძლიერი ნალექია მოსალოდნელი - გარემოს სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 და 3 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 4 სექტემბრის დილამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია განცხადებაში. publika

2 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში 2 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 2 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება.

2 მოთხოვნა ივანიშვილს – ოპოზიციური პარტიების განცხადება

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში, ცესკოს შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი გადალახეს, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი მიმართავენ პირადად ბიძინა ივანიშვილს – “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს – და უყენებენ მოთხოვნებს, რომელთა შესრულება, მათი განცხადებით, აუცილებელია ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად: დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციების დროს დაკავებული ყველა უკანონო, პოლიტიკური პატიმარი და მათ მიმართ შეწყდეს

2 ივნისიდან გუდვილის მიმდებარე ხიდის რეაბილიტაცია იწყება, შეიზღუდება მოძრაობა

2 ივნისიდან თბილისის მერია იწყებს აღმაშენებლის ხეივანში, „გუდვილის“ მიმდებარე ხიდზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას, რის გამოც გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. მერიის ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო აღნიშნულ მონაკვეთში ორი კვირის განმავლობაში ნაწილობრივ შეიზღუდება  გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა.   სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.  “აღნიშნულ ხიდზე დაზიანებები მონიტორინგის შედეგად გამო

2 დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მტრის 84 დრონი გაანადგურა

უკრაინის მახედრო საჰაერო ძალების სამეთაურო შტაბის მონაცემებით, ორი დღე-ღამის განმავლობაში, 2023 წლის 1 და 2 იანვარს მათ მიერ განადგურებულია მტრის 84 დრონი. როგორც საჰაერო ძალების სამეთაურო შტაბის სპიკერმა იური იგნატმა ტელეეთერით გამართულ საინფორმაციო მარათონზე განაცხადა, უკრაინა რუსეთის მხრიდან მსგავსი შეტევის მოსაგერიებლად ისევ ემზადება.   ,,თუ 250 დრონის შესახებ ჩვენი სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაციით ვიმსჯელებთ, მაშინ მათი ნახევარი უკვე გამოყენებულია და თუ ისინი კვლავ იგ

2 ბინა დუბაიში, 130 კვმ ბინა პარიზში — რა ქონებას ფლობს „ოცნების" დეპუტატი ობოლაშვილი

„ოცნების” დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა 22 თებერვალს დეკლარაცია განაახლა. დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს კუთვნილი ფარმაცევტული კომპანიიდან შემოსავლის სახით 4 357 225 ლარი მიიღო. ობოლაშვილი წამლების იმპორტიორი კომპანია „გლობალფარმის” 100%-იანი წილის მფლობელია. მისივე დეკლარაციის თანახმად, ამ კომპანიიდან მან 2020 წელს – 1 187 918 მილიონი, 2021 წელს – 94 715, ხოლო 2022 წელს 348 439 ლარი მიიღო. უახლესი დეკლარაციის მიხედვით, „ოცნების” დეპუტატს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული 2 ბინა აქვს დ

19 წლის გოგონა, რომელიც კლუბში შეუძლოდ გახდა, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა

წუ­ხელ კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 19 წლის გო­გო­ნა შე­უძ­ლოდ გახ­და. რო­გორც სან­დო წყა­რო გვიყ­ვე­ბა, ის უგო­ნოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. შსს-მ საქ­მე 115-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით აღ­ძრა, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. გო­გო­ნას ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს.   წყა­რო ambebi.ge -ს უყ­ვე­ბა.

19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სასულიერო პირი გირაოთი გაათავისუფლეს

ქობულეთში, 19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სასულიერო პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გელა ბაჟუნაიშვილს, იგივე მამა იობს პროკურატურა მკვლელობის შეუტყობინებლობას ედავება. ამის შესახებ ინფორმაციას ონლაინგამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს. მათი ცნობით, ამ საქმეზე სულ 7 ადამიანია ბრალდებული – განზრახ მკვლელობის ჩადენას გამოძიება მოკლულის მეგობარს ა. ბ.-ს ედავება, რომელსაც დღემდე ეძებენ. გამოძიების ვერსიით, 2023 წლის 18 მაისს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში 19 წლის გიო

19 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე საქართველოში ტემპერატურა 22 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ნოემბერს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსი იქნება. მათივე ცნობით, 19 ნოემბრიდან მცირე ნალექი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დათბება. „ჰაერის ტემპერატურა 18 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე +17, +22 გრადუსამდე დათბება. ქალაქ თბილისშ
×
×
  • შექმენი...